საზოგადოებრივი
104.5 FM
კრიმინალები გამოეხმაურნენ ჩემ დღევანდელ ბრიფინგს ოთო კახიძის ავტომობილი გაქურდეს
კრიმინალები გამოეხმაურნენ ჩემ დღევანდელ ბრიფინგს და მანქანას რაღაც დეტალები მოხსნეს.მადლობა ბატონბიძინას, რომ ღირსება დაგვიბრუნა და ქურდები თავისუფლად სუნთქავენ.
წაკითხვა
ფემიციდი
ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ექსტრემალური ფორმაა, როდესაც ადამიანს კლავენ იმის გამო, რომ ის ქალია. როგორც გაერთიანებული ერების აკადემირი საბჭოს წარმომადგენელმა კლერ ლორენმა განაცხადა, ფემიციდი იმ დამოკიდებულების შედეგია, რის მიხედვითაც ქალის სიცოცხლე კაცის სიცოცხლესთან შედარებით ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენს.
წაკითხვა
ექსკლუზიური კადრები: სპეცოპერაცია ვაკეში, სადაც მოზარდმა დედა დაჭრა და თვითმკვლელობა სცადა
ცოტა ხნის წინ ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცმა დედას ყელი გამოსჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და მაშველები, რომლებმაც მას მე-11 სართულიდან გადახტომის საშუალება არ მისცეს, სახლთან სპეციალური საჰაერო ბალიში გაშალეს.
წაკითხვა
"არა ძალადობას"
"არა ძალადობას"
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” რეპერ მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.ბრალდებული სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ პოლიიციის განყოფილებაში სამართალდამცავები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი.“მითხრეს, ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, შენ გექცევით ასე. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ ვისაც არ უყვარს პოლიციელები და ა.შ... პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.მგალობლიშვილთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია Kay G (გიორგი ქებურია). მისი აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.რეპერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა - არ განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და თავისუფლება რატომ აღუკვეთეს.გიორგი ქებურიას თქმით, დაკავების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.რეპერის განცხადების თანახმად, დაკავებისას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.„მეუბნებოდნენ , რა გემღერებოდა, თოვლის ბააბუებზე იმღერეო” - აცხადებს ბრალდებული.საქართველოს მოქალაქეებმა კი სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურასა მიმართავენ და "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.ცნობისთვის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ კლიპს უკავშირდება. დაკავებულის დედის თქმით, კი მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასაც აქვეყნებს სადაც ნათქვამია , რომ"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)".
წაკითხვა
გორის ცენტრში გვიან ღამით სიგარეტის ჯიხურის ფანჯრები დაამტვრიეს
 გორის ცენტრში, გვიან ღამით, სიგარეტის ჯიხურის ფანჯრები დაამტვრიეს.თავდაპირელი ვერსიით, ქონება გამვლელებმა, სავარაუდოდ, რესტორნიდან მიმავალმა მოქალაქეებმა დაამტვრიეს.ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები.ჯიხურის მფლობლებმა მათ განუცხადა, რომ წაღებული არაფერია.გამოძიება ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ გორის ცენტრში ეს პირველი შემთხვევა არა რამოდენიმე კვირის წინ ქალაქის ცენტრში მიწისქვეშა გადასასვლელში გატეხეს მაღაზია ამ დროს კი პოლიცია არსად ჩანს 
წაკითხვა
გამკაცრებული საპოლიციო კონტროლი გორში
ტელეკომპანია ,,თრიალეთს'' გორში მცხოვრებლები უკავშირდებიან და აცხადებენ რომ პოლიცია ყველა მოქალაქეს აჩერებს და ჩხრეკენ, პირადობის მოწმობის წარდგენას სთხოვენ და მათ მონაცემებს იწერენ.თუ რას უკავშირდება საპოლიციო გამკაცრებული კონტროლი ,,თრიალეთი,, შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა, როგორც მათ ,,თრიალეთს" განუცხადეს გეგმიური საპოლიციო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს შსს პრესსამსახური სხვა დამატებით კომენტარს არ აკეთებს. wyaro trialeti.ge
წაკითხვა
საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელები მოქალაქეებს ფოტოებს უღებენ
საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველები გარეგანი შემოწმების პარალელურად, მოქალაქეების ნების მიუხედავად, მათ ფოტო და ვიდეო არქივს ქმნიან. ე.წ. რეიდების დროს პოლიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირადი მობილური ტელეფონით, დაუკითხავად, მოქალაქეთა ნაწილს ფოტოებს უღებს.ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში საპოლიციო კონტროლის შესახებ კანონს ასაჩივრებს.კანონის თანახმად საპოლიციო რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სამართალდარღვევა.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც უცნობის თუ რის საფუძველზე და რამდენად კანონიერად აგროვებს პოლიცია მოქალაქეთა ფოტოებს.ირღვევა თუ არა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და რის საფუძველზე გამოსცა ბრძანება, რომელიც პოლიცილებს პირადი მონაცემების გამხელის მიუხედავად, მოქალაქეებისთვის ფოტო გადაღების უფლებას ანიჭებს – შსს-ში ამ კითხვებს არ პასუხობენ.
წაკითხვა
გაძლიერებული საპოლიციო კონტროლი გორში
ამის საათებში გორის ქუჩებში საპოლიციო კონტროლი გაძლიერებულია.ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში პოლიციის პიკაპები წყვილ-წყვილად მოძრაობს.გორის შესასვლელ-გასასვლელებში კი, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მყოფი მანქანები დგას.იქ პოლიციის თანმშრომლები სხედან და ყველა მანქანას აღრიცხავენ, რომელიც იმ პერიოდში მოძრაობს.ასეთი მასშტაბური მოძრაობა ქალაქში მას შედეგ გამოჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ, 55 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრში მოკლეს.სპეციალური საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ კანონში შესული მუხლია, რომელიც 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
წაკითხვა
კრიმინალები გამოეხმაურნენ ჩემ დღევანდელ ბრიფინგს ოთო კახიძის ავტომობილი გაქურდეს
კრიმინალები გამოეხმაურნენ ჩემ დღევანდელ ბრიფინგს და მანქანას რაღაც დეტალები მოხსნეს.მადლობა ბატონბიძინას, რომ ღირსება დაგვიბრუნა და ქურდები თავისუფლად სუნთქავენ.
წაკითხვა
გორის ცენტრში მაღაზია გაქურდეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია
გორში სტალინის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე კოსმეტიკის მაღაზია გაქურდეს. მძარცველებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია, ამოღებულია ნივთმტკიცებებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წაკითხვა
ცოტახნის წინ გორში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს თავმდამსხმელი ადგილიდან მიმალა
სულ რამდენიმე წუთის ის წინ გორში ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარარით დაჭრეს  შემთხვევა ტელეკომპანია თრიალეთის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდა როგორც თვით მხილველები ამბობენ პირი რომელმა ჭრილობა მიაყენა მამაკაცს ველოსპიეტით გადაადგილდებოდა ამ წუთებში ცაბაძის ქუჩაზე სამართალდამცველები არინ მობილიზებულები და ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ თავმდამსხმელი ადგილიდან მიიმალა
წაკითხვა

უახლესი