საზოგადოებრივი
104.5 FM
თორნიკე ზედელაშვილი - ჰეეეე... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. ხალხი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი შექმნას
ჩვენ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ერი ვართ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისეთი მნიშვნელოვანი ისტორია  და სიძველეები გვაქვს, რასაც დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 21 საუკუნეს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. ვცდილობთ, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ  ქვეყნებში, განხორციელებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს დავეწიოთ და სწრაფად ავითვისოთ, თუმცა უშედეგოდ. სწრაფად! სწრაფადო! სწრაფად აითვისეთო! - გამოცდილება და სხვადასხვა კვლევა აჩვენებს რომ, ნელა ათვისებული ნებისმიერი ინფორმაცია თუ სხვა გარკვეული საკითხი, უფრო მეტად ხარისხიანად შეისწავლება, ვიდრე სწრაფად ნასწავლი. სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ მალე უნდა განვვითარდეთ, მალე უნდა მოვახდინოთ ცვლილებები და ფეხი ავუწყოთ იმ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.ჰეეეე.... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. როდესაც ტრანსპორტი გაგვასწრებს, მეორე ტრანსპორტს ველოდებით. ჩვენ კი დაახლოებით დროის  10-მა მატარებელმა მაინც გაგვასწრო. ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, შემიძლია ავხსნა, როგორ შეისწავლოთ მუსიკა ან ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა ადვილად  - როდესაც მოსწავლეს რაიმეს ვასწავლით მან შეძლებისდაგვარად, ნელა და ზუსტად უნდა გაიმეოროს გადაცემული.   ეს პრინციპი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან, როდესაც სწრაფად ვსწავლობთ ინსტრუმენტზე დაკვრას, ადამიანი ამახინჯებს მიწოდებულ მასალას, ცდილობს თავისი შეხედულებით გადააკეთოს ის და მიაფუჩეჩოს. ასევეა სხვა ნებისმიერ დარგში და ამ ეტაპზე მე „ქუჩის ხელოვნებას“ გამოვყოფ. საკითხი რომელსაც ამოდენა შესავალი გაუკეთე  სწორედ „ქუჩის ხელოვნებაა“.  ნაჯღაბნებს, რომლებსაც ქუჩის ხელოვნებას არქმევენ  საქართველოს მასშტაბით ბევრგან შეხვდებით, მათ შორის თბილისში. ვფიქრობ,  ამ მიმართულებას საქართველოში მძიმე მდგომარეობაა.  ხახლი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი  შექმნას,  ამ დროს კი „ნაჯღაბნი“ გამოსდით.  ალბათ, უმეტესი მათგანი ვინც საქართველოში კედელზე ხატავს თუ წერს, უბრალოდ გაუაზრებლად იქცევა, თუმცა შეიძლება დავუშვათ ისიც რომ, ზოგიერთი მათგანი მართლა ცდილობს  „შედევრი“ შექმნას.  ჩემი რჩევა იქნება,  ეცადათ და სანამ ქუჩაში დაიწყებდნენ კედლების მოხატვას, იქნებ მანამდე თავიანთი სახლები მოეხატათ. ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ  პირველ რიგში, შეისწავლით, გამოცდილებას მიიღებთ, გაეცნობით მსოფლიო მასშტაბით არსებულ „ქუჩის ხელოვნებას“, ვფიქრობ დღეს-დღეობით ინფორმაცის მოძიება რთული არ არის. დღეს  „ვერის ბაღში“ ვიყავი. იმ გარემოში, სადაც ახლად დარგული ყვავილებია, რომელსაც ეტყობათ, რომ უვლიან და ხალხიც გარკვეულწილად სასიამოვნოდ გრძნობს თავს, კედელზე ნაჯღაბნები  კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. - რატომ ვიძახი, რომ ნაჯღაბნი? - იმიტომ, რომ ადგილი ვერ ვნახე კედელზე, რომელზეც რაღაც გაურკვეველი და უაზრო წარწერები არ ყოფილიყო. თუ ვინმეს ჰგონია რომ, ეს ნაჯღაბნები ხელოვნებასთან რამე კავშირშია მინდა აზრი შევაცვლევინო.  „ქუჩის ხელოვნება“ (street art) სულ სხვა რამეს ნიშნავს და ამის ბევრი სურათი და მაგალითი შემიძლია დასტურად მოვიყვანო. ვფიქრობ, მსგავსს ბაღებში (სკვერებში) და ცენტრალურ ადგილებში სწორედ ამ დანიშნულებით, უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერები. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ  ჩვენი ქალაქის იერსახის დამახინჯებას.  ნებართვის გარეშე მსგავსი ქმედება უნდა ისჯებოდეს და ალბათ დასჯადიც არის, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით სანქციების გამკაცრება.  
წაკითხვა
გაანადგურე ქვითარი
Video edit : Recbox productionFacebook contact:https://www.facebook.com/Recbox-Produ...Tel: +995 555 441 362მოკლე შინარსი:ვიდეო მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც გადაუხდელობის გამო მოსდის კომუნალური გადასახადი. ,ის ცდილობს გაექცეს ამ ყველაფერს მაგრამ არ გამოსდის გადასახადი მას თავს არ ანებებს, უთიშავს ელექტრო ენერგიას შემდეგ კი ბუნებრივ აირს . გაღიზიანებული ბიჭი გადაწყვეტს თავიდან მოიშოროს ქვითარი.იდეის ავტორი და რეჟისორი: გიორგი კობაიძემსახიობები:ზეზვა შუბითიძე ბატონი ქვითარი მიღწევები: ვიდეომ გაიმარჯვა payon.ge-ს კონკურსში გაანადგურე ქვითარი
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!
თქვენ ფოტოებზე ხედავთ მაია ოთიაშვილის ავტორობით გამოცემულ მე-6 კლასის სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ როგორც სოლფეჯიოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული საკრავების ისტორიას და სახელწოდებებს, ქართული ინსტრუმენტების ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ.სამწუხაროდ, წიგნი სავსეა მთელი რიგი ლაფსუსებით და უხეში შეცდომებით: მაგალითად, ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს ჰგავს სალამურს, მოხსენიებულია, როგორც „სალამური“. არადა, არ შეიძლება, ჩინურ საკრავს ერქვას სალამური. ქალბატონი მაია ოთიაშვილი და განათლების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ, კარგად ჩაეხედათ მსოფლიო საკრავებისა ისტორიაში და მიხვდებოდნენ, რომ ამგვარ ჩინურ ინსტრუმენტს ჰქვია „ბამბუკი“ (ინგლისურად – „Bamboo”), რადგან დამზადებულია ბამბუკისგან. ასევე არსებობს ბამბუკის სხვადასხვა სახეობები!ასევე, სახელმძღვანელოში ჩინური დასარტყამი ინსტრუმენტი წარმოდგენილია, როგორც დოლი. არადა, ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან – ქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს – ე.წ. პლასტიკატი. ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტს ჰქვია „წითელი ყვავილი“ (ინგლისურად – „Red Flower“).დაბოლოს, უხეში შეცდომა თუ გაუგებრობა? სოლფეჯიოს შესწავლას სჭირდება, მინიმუმ, 3 წელიწადი, მაქსიმუმ – 12. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით კი მოსწავლეებმა სოლფეჯიო უნდა შეისწავლონ 1 წელიწადში. გასაგებია, რომ ეს არის ზოგადი წარმოდგენის შექმნა სოლფეჯიოს შესახებ, სკოლა არ არის ვალდებული, საფუძვლიანად შეასწავლოს, მაგრამ როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ნაწარმოებები ისწავლება ნოტებით, ხოლო სოლფეჯიოს ვასწავლით მე-6 კლასში, ეს როგორ გავიგოთ? თუ ბავშვმა არ იცის სოლფეჯიო, როგორ უნდა დაეუფლოს ამა თუ იმ ნაწარმოებს ნოტებით?! ასევე, სამწუხაროა, რომ მე-6 კლასის შემდეგ, საერთოდ აღარ ისწავლება მუსიკა. შემდეგ ეტაპზე შემოგთავაზებთ, თუ რა გაუგებრობებია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მუსიკის სახელმძღვანელოებში.
წაკითხვა
ყვარელში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
31 მარტს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის – "სიყვარულის უფლება" და "ჩიტის ნამღერი დილა", პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.„სიყვარულის უფლება“ ლექსებისა და ჩანახატების კრებულს წარმოადგენს, "ჩიტის ნამღერი დილა" კი საბავშვო ნაწარმოებებს აერთიანებს. კრებულები წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.„ვთვლი, რომ პრეზენტაცია წარმატებით შედგა; ახალგაზრდებმა ჩემს ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს, რამაც უფრო გაალამაზა ღონისძიება. წიგნების გამოცემაში დამეხმარა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს“ – განაცხადა ნელი თედეიშვილმა.„დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ზეიმი! ნელი თედეიშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონია, დიდი სიამოვნებით მივიღეთ მისი მოწვევა ამ ღონისძიებაზე, ჩამოვედით და სამახსოვრო ჯილდოც გადავეცით“ – აღნიშნა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრმა – მზია ხეთაგურმა.ნელი თედეიშვილი უკვე ხუთი საავტორო კრებულის (მათ შორის ორი – საბავშვო) ავტორია. იგი ამჟამად ყვარლის რაიონის სოფ. კუჭატანის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს და პარალელურად აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.
წაკითხვა
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან დაიწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება ექნებათ. წყაროდ უწყება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობას ასახელებს, სადაც საქართველო უკვე უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაშია.საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუბრკოლებლად იმოგზაურონ ევროპის კავშირის ქვეყნებში, გაეცნონ მათ კულტურას, დაამყარონ კონტაქტები. ეს ყოველივე საგარეო უწყების განცხადებით, „ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას“ და ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ვადების და პირობების „ზედმიწევნით“ დაცვისკენ მოუწოდებს.ამერიკის ხმა
წაკითხვა
ქართული ღვინო აშშ-ის კონგრესში
წაკითხვა
რატომ უნდა გიყვარდეს ცეკვა – ახალგაზრდების თვალით დანახული
ერთია – გეცეკვებოდეს და ცეკვავდე და მეორე – უბრალოდ გიყვარდეს ცეკვა. მიზანი კი ერთადერთი – გადმოსცე სხეულით ის, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემ. საქართველოში ყველა ცეკვავდა. ცეკვავენ ახლა და იცეკვებენ ყოველთვის.  ტანის რიტმული მოძრაობა თუ შინაგანი ემოციების ზღვა?! – რა ფორმით უნდა შევითვისოთ ის და როგორ გავცეთ პასუხი მარადიულ კითხვას – ,, რატომ ცეკვა..“ ვინ მეტყოდა ამას, მოცეკვავეებზე უკეთ, ვინ თუ არა ისინი, რომლებიც უბრალო მელოდიაზეც, განწყობის მიუხედავად,  სხეულს მუსიკალურ ჟღერადობას აყოლებენ – არა გართობის, არამედ იმის გამო, რომ მათ სულში აქვთ ცეკვა. მათი ყოველდღიურობაა ცეკვა და იმიტომ,რომ ცეკვის გარეშე მათი ცხოვრება უფერული იქნებოდა. და, ისევ ჩემი ბლოგის მთავარი სათაურს დავუბრუნდეთ.... რატომ უნდა გიყვარდეს ცეკვა?! – მოცეკვავეების თვალით დანახული..   რომა ჯაჯანიძე (ანსამბლი ,,უნივერსიტეტი2’’):   ქართული ცეკვა არის ხელოვნება და მე, ისევე როგორც, სხვა ხელოვნებაზე შეყვარებულ ადამიანს, მიყვარს ჩემი საქმე. როდესაც სცენაზე ფეხს დადგამ, იმ მომენტში თავიდან იბადები, მხოლოდ სცენისთვის და არ გახსოვს, შენს გარშემო არაფერი, ცეკვის გარდა. ყველა აკორდი, ყველა მოძრაობა ერთმანეთს ერწყმის და საბოლოოდ გამოდის ის, რასაც ქართული ქორეოგრაფია ჰქვია.  სალომე ბობუა (swagerrs–ის მოცეკვავე): ცეკვა ადამიანის შინაგან სახეს გამოხატავს. ცეკვა ხელოვნებაა, რომლის ნიჭიც ალბათ ყველას არ ეძლევა და სწორედ, ამ ნიჭის გამოყენება უნდა ისწავლოს ხალხმა. ნიჭს დახვეწა და განვითარება სჭირდება,რომ პროფესიონალურ დონემდე მივიდეს. ამისათვის მთავარია ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა, რადგან ცეკვის დროს ულევ ენერგიას ხარჯავ, თუმცა როცა საქმე გიყვარს, დაღლას ვერ გრძნობ. ცეკვას მე ვუწოდებდი, სულიერ მდგომარეობას. დამწყებ მოცეკვავეებს კი ვურჩევდი,რომ მეტი ძალა ჩადონ ამ საქმეში, რადგან წარმატებისთვის შრომაა საჭირო. იქნება იმედგაცრუებებიც, თუმცა არ უნდა შეგეშინდეთ, ხარვეზებმა მეტი სტიმული უნდა მოგცეთ!  მარიამ ფრიდონაშვილი ( ილიკო სუხიშვილის სახელობის სკოლა–სტუდია, ანსამბლი ,, აისი’’ ): ცეკვა ჩემთვის განცდათა ერთობლიობაა. როდესაც ვცეკვავ, მთელი ტანი მუსიკას შეიგრძნობს, გული მევსება ემოციებით და სულ სხვა სამყარო იწყება, სადაც მხოლოდ შენ და მუსიკა ხართ. ამის შემდეგ იხვეწება შენი მანერები. მოძრაობის სისხარტე თუ სინაზე, მთელი ეს გრძნობები შენსავე მოძრაობაში უნდა ასახო და დაანახო მაყურებელს. რასაც გრძნობ. ყველა დამწყებ მოცეკვავეს ვურჩევ,რომ ჰქონდეს საკუთარი სტილი, ხიბლი, მანერა და რაც ცეკვას სჭირდება, ყოველი ილეთი ინდივიდუალური უნდა იყოს. მშრალი ილეთებით, მაყურებელს ვერ მიიზიდავთ.  სალომე ფხაკაძე: ზოგადად, ყველა ადამიანი საკუთარ განცდებს, გრძნობებს, ემოციებს თუ ვნებებს ხარჯავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ფერწერა, ლიტერატურა თუ სხვა.. ჩემთვის ცეკვა ის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მაძლევს საშუალებას გადმოვცე საკუთარი გრძნობები.. არ ვიცი როგორ ავღწერო ის განცა თუ ემოცია,რაც ცეკვას ახლავს თან, ალბათ ისევ მოცეკვავეები მიმიხვდებიან ."არაჩვეულებრივი განცდაა, როდესაც ელოდები დოლის ოთხ სათვალავს და ჟრუანტელი გივლის ფრენისათვის მომზადებულ სხეულში"! .საერთოდ ძნელია გაიგო რას გრძნობს მოცეკვავე თუ არ გიცეკვია როდესმე ემოციით... იყო კარგი მოცეკვავე ნიშნავს იყო არაჩვეულებრივი არტისტი.. სცენას უნდა გრძნობდე რაც მთავარია, რადგან მხოლოდ კარგი პლასტიკა ბევრი არაფერია.. და კიდევ, ჩემი აზრით,მოძრაობის სირთულეში არ არის მთავარი ხიბლი, მთავარია სცენას მოუხდე და სცენა იგრძნო. კარგი მოცეკვავის უკან ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა დგას... იყო კარგი ამ სფეროში ნიშნავს იმუშაო საკუთარ თავზე ძალიან ბევრი!! ჩემთვის ყველა წარმატებული მოცეკვავე უაღრესად დასაფასებელია..იცეკვეთ უპირველესად საკუთარი სიამოვნებისთვის და თავისთავად ეს იმდენად ორგანულად გამოგივათ რომ მაყურებლის მზერა არ მოგშორდებათ!  ანი ზაქაიძე: ცეკვა არის ხელოვნება, როდესაც შენს გრძნობებს, შენი სხეულით გამოხატავ. ცეკვის დროს ყველაზე მთავარს, რასაც იღებ ეს არის თავისუფლება. ახალბედა მოცეკვავეებს ვურჩევ, რომ არ დაზოგონ თავი. მეტი დრო დაუთმონ, დარბაზში საკუთარ თავზე მუშაობას. ყველაფერი ეს კი, შემდეგ აუცილებლად აისახება სცენაზე. 
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ჰეეეე... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. ხალხი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი შექმნას
ჩვენ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ერი ვართ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისეთი მნიშვნელოვანი ისტორია  და სიძველეები გვაქვს, რასაც დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 21 საუკუნეს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. ვცდილობთ, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ  ქვეყნებში, განხორციელებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს დავეწიოთ და სწრაფად ავითვისოთ, თუმცა უშედეგოდ. სწრაფად! სწრაფადო! სწრაფად აითვისეთო! - გამოცდილება და სხვადასხვა კვლევა აჩვენებს რომ, ნელა ათვისებული ნებისმიერი ინფორმაცია თუ სხვა გარკვეული საკითხი, უფრო მეტად ხარისხიანად შეისწავლება, ვიდრე სწრაფად ნასწავლი. სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ მალე უნდა განვვითარდეთ, მალე უნდა მოვახდინოთ ცვლილებები და ფეხი ავუწყოთ იმ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.ჰეეეე.... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. როდესაც ტრანსპორტი გაგვასწრებს, მეორე ტრანსპორტს ველოდებით. ჩვენ კი დაახლოებით დროის  10-მა მატარებელმა მაინც გაგვასწრო. ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, შემიძლია ავხსნა, როგორ შეისწავლოთ მუსიკა ან ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა ადვილად  - როდესაც მოსწავლეს რაიმეს ვასწავლით მან შეძლებისდაგვარად, ნელა და ზუსტად უნდა გაიმეოროს გადაცემული.   ეს პრინციპი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან, როდესაც სწრაფად ვსწავლობთ ინსტრუმენტზე დაკვრას, ადამიანი ამახინჯებს მიწოდებულ მასალას, ცდილობს თავისი შეხედულებით გადააკეთოს ის და მიაფუჩეჩოს. ასევეა სხვა ნებისმიერ დარგში და ამ ეტაპზე მე „ქუჩის ხელოვნებას“ გამოვყოფ. საკითხი რომელსაც ამოდენა შესავალი გაუკეთე  სწორედ „ქუჩის ხელოვნებაა“.  ნაჯღაბნებს, რომლებსაც ქუჩის ხელოვნებას არქმევენ  საქართველოს მასშტაბით ბევრგან შეხვდებით, მათ შორის თბილისში. ვფიქრობ,  ამ მიმართულებას საქართველოში მძიმე მდგომარეობაა.  ხახლი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი  შექმნას,  ამ დროს კი „ნაჯღაბნი“ გამოსდით.  ალბათ, უმეტესი მათგანი ვინც საქართველოში კედელზე ხატავს თუ წერს, უბრალოდ გაუაზრებლად იქცევა, თუმცა შეიძლება დავუშვათ ისიც რომ, ზოგიერთი მათგანი მართლა ცდილობს  „შედევრი“ შექმნას.  ჩემი რჩევა იქნება,  ეცადათ და სანამ ქუჩაში დაიწყებდნენ კედლების მოხატვას, იქნებ მანამდე თავიანთი სახლები მოეხატათ. ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ  პირველ რიგში, შეისწავლით, გამოცდილებას მიიღებთ, გაეცნობით მსოფლიო მასშტაბით არსებულ „ქუჩის ხელოვნებას“, ვფიქრობ დღეს-დღეობით ინფორმაცის მოძიება რთული არ არის. დღეს  „ვერის ბაღში“ ვიყავი. იმ გარემოში, სადაც ახლად დარგული ყვავილებია, რომელსაც ეტყობათ, რომ უვლიან და ხალხიც გარკვეულწილად სასიამოვნოდ გრძნობს თავს, კედელზე ნაჯღაბნები  კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. - რატომ ვიძახი, რომ ნაჯღაბნი? - იმიტომ, რომ ადგილი ვერ ვნახე კედელზე, რომელზეც რაღაც გაურკვეველი და უაზრო წარწერები არ ყოფილიყო. თუ ვინმეს ჰგონია რომ, ეს ნაჯღაბნები ხელოვნებასთან რამე კავშირშია მინდა აზრი შევაცვლევინო.  „ქუჩის ხელოვნება“ (street art) სულ სხვა რამეს ნიშნავს და ამის ბევრი სურათი და მაგალითი შემიძლია დასტურად მოვიყვანო. ვფიქრობ, მსგავსს ბაღებში (სკვერებში) და ცენტრალურ ადგილებში სწორედ ამ დანიშნულებით, უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერები. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ  ჩვენი ქალაქის იერსახის დამახინჯებას.  ნებართვის გარეშე მსგავსი ქმედება უნდა ისჯებოდეს და ალბათ დასჯადიც არის, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით სანქციების გამკაცრება.  
წაკითხვა
გემოვნება ისეთი რამეა რაზეც არ დაობენო. თუმცა მთელი მსოფლიო ამაზე დაობს. ასე რომ, შეგვიძლია ჩვენც ვიდაოთ
რესტორანიო და სარესტორნო სიმღერებიო, ეს რა არისო! ეს რა უმსგავსობააო! დაბალი დონეო! მდაბიო სიმღერები და მუსიკაო! კლუბი მაგარიაო! პაბიც, ბარიც მაგარიაო!  მაგრამ რესტორანიო? ეს უმსგავსობააო და მანდ მხოლოდ მდაბიურს თუ გაიგებ რამესო - ასეთ განცხადებებს უხვად იხილავთ  და მოისმენთ ინტერნეტ სივრცეში თუ სხვადასხვა გადაცემაში. ასეთ განცხადებებს აკეთებენ  ცნობილი ადამიანებიც და თვით ისინიც კი  ვინც რესტორანში საქმიანობენ.  მინდა განმარტება გავაკეთო. რესტორანი არის ადგილი სადაც შეიძლება  გადაიხადო დაბადების დღე, ქორწილი, აღნიშნო სხვადასხვა დღესასწაული და ა.შ. რესტორანში შეიძლება შეხვიდე იმისთვის, რომ მიირთვა ესა თუ ის კერძი ან უბრალოდ ყავა ან ჩაი დალიო. როგორც წესი რესტორნების უმეტეს ნაწილში 8 საათიდან ცოცხალი (ბენდი, ჯგუფი) ანსანბლი უკრავს და მღერის. შეიძლება შესრულდეს ქართული ხალხური ან ნებისმიერი სხვა ჟანრის სიმღერა. თუმცა რესტორნებში უმეტეს წილად სრულდება ეგრეთ წოდებული ბაიათები და რატომღაც საქართველოში ბაიათი მდაბიო სიმღერად მოიხსენიება. დარწმუნებული ვარ  რომ, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი, არც ისე ბევრმა იცის. ბაიათი არაბული სიტყვაა და  ლექსის სტრიქონს ნიშნავს. ლექსის სტრიქონი კი ყველა მუსიკას აქვს. რა დანიშნულება აქვს რესტორანში სიმღერას და დაკვრასვინც რესტორანში მღერის და უკრავს ისინი ცდილობენ, რომ კარგი (საქეიფო, მოსალხენი) განწყობა შეუქმნან მათ, ვინც რესტორანს სტუმრობს.  არ გეგონოთ, რომ ისინი ვინც რესტორნის სცენაზე დგანან ნაკლებად შრომობენ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები ან ვიდრე ისინი, ვინც ფილარმონიის სცენაზე დგანან.როდესაც რესტორნის მუსიკას ეხება საქმე და ზოგადად რესტორანს, არასწორად განსაზღვრავენ ბევრ რამეს. ასევე შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, რომლებიც ბარებს, კლუბებსა და პაბებს რესტორნებს ამჯობინებენ. ასევე შეურაცხყოფენ მათ, ვინც რესტორანში მუშაობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ, ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ რესტორნებსაც.  რაც შეეხება რესტორანში სიმღერას. როდესაც სიმღერაში ჟღერს ფანდური, სალამური, ბანის ფანდური თუ სხვა ქართული ხალხური ინსტრუმენტები, ასეთ სიმღერებს ხალხურ სიმღერებად მოიხსენიებენ, რაც ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი და სიმართლე. იმის თქმა მინდა, რომ ერთი პრობლემა არის ის რომ, ჟანრობრივ გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე და მეორე ის რომ, ზოგზოგიერთები თავიანთი გემოვნებით ცდილობენ სხვათა გემოვნება უგულებელჰყონ.აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო. პირველი:  უნდა განვსაზღვროთ ორი რამ, ერთი ის, რომ რესტორნის სიმღერა არ არსებობს როგორც მიმართულება და ჟანრი. რესტორანში შეიძლება ნებისმიერი სიმღერა და მუსიკა მოისმინოთ.  მეორე:  უმეტეს წილად სარესტორნო სიმღერად მიიჩნევენ ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელიც ალბათ გაუნათლებლობის ბრალია. ქართული ხალხური სიმღერა არის მიმართულება და ჟანრი სხვადასხვა ჟანრს შორის. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია იმაზე გამოვთქვათ (ესეც უბრალოდ გემოვნების საკითხია) ჩვენი აზრი, რომელ რესტორანში უფრო კარგად მღერიან და უკრავენ და მოგვწონს ეს თუ არა.  საჯარო გამოსვლების დროს ვფიქრობ, რომ თავი უნდა შევიკავოთ ადამიანებმა მზგავსი უაზრო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. შეიძლება ერთი ადამიანისათვის,  ეგრეთ წოდებული, გემოვნებიანი სიმღერა მეორესთვის  მდაბიური იყოს, რა ჟანრის სიმღერაც არ უნდა იყოს ეს. გემოვნება ისეთი რამეა რაზეც არ დაობენო. თუმცა მთელი მსოფლიო ამაზე დაობს. ასე რომ, შეგვიძლია ჩვენც ვიდაოთ, მაგრამ ვფიქრომ რომ,  რაც გემოვნების საკითხია არ უნდა მივაწეროთ სხვა რამეს. თუ ვცდილობთ რომ, ვიყოთ თავისუფლები, ჯერ სხვისი თავისუფლებისა და გემოვნების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ხოლო შემდეგ მივცეთ საკუთარ თავს ამის უფლება.
წაკითხვა
მოგიწოდებთ 17 მაისს ოჯახის დღეს, ხოლო 18 მაისს ქართული ეროვნული სამოსის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწროთ!
საზოგადოებისგან ხშირად ისმის ისეთი კომენტარები, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომ ამ დღეების აღნიშვნა არ არის აუცილებელი, რომ ზედმეტად ვუღრმავდებით და ვუკირკიტებთ ჩვენს ისტორიას, რომ მოსაბეზრებელია ეს გაუთავებელი შესწორებები და დღიური გამოხატულებები და ა.შ. ახლა კიდე უკვე ვცდილობთ ახალ-ახალ დღეებს მივანიჭოთ სტატუსები. მაგალითად როგორიც არის ოჯახის სიწმიდის დღე, რომელიც 17 მაისს საქართველოს კათოლიკოს პატრიაარქის კურთხევით აღინიშნება, ან ეროვნული სამოსის დღე, რომელიც 18 მაისს უნდა აღინიშნოს. შეიძლება ვთქვათ, რომ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი და სჯობს მივხედოთ მომავალს და არა წარსულის „ნარჩენებს“ რომელიც გაგვაჩნია, თუმცა ისეთ ადამიანებს. რომელთაც ასეთი დღეების დაწესება და ისტორიის შენარჩუნება მოსაბეზრებელი ჰგონია ვფიქრობ, რომ ავიწყდებათ, უპირველესი რამ, ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი თაობა, რომელსაც სწორი მიმართულება და განვითარება სჭირდებათ. ვფიქრობ, 21 საუკუნეში, რომელიც ასეთი გადაგვარებისა და გადაფასების წინაშე დგას, საჭიროა ასეთი დღების აღნიშვნა და უფრო მეტი პოპულარიზაცია. ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი პროპაგანდის გაწევა. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ისტორიული დეტალი თუ რაიმე პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ერი ვართ თუ დიდი. ამისთვის კარგი მაგალითია  ჰოლანდია, რომელიც საქართველოზე  პატარაა. - შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იქ სულ დაბოლილები დადიანო თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი მინუსი ზუსტად ის არის, რომ ჩვენ თავებს ჩვენთვითონ ვუქმნით ბარიერებს.მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად დაესწროთ 17 მაისს ოჯახის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და 18 მაისს საქართველოს ეროვნული სამოსის დღესადმი დაგეგმილ ღონისძიებას, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი სწორი მიმართულება ეს არის ის რაც უნდა შევთავაზოთ და დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს.
წაკითხვა

უახლესი