საზოგადოებრივი
104.5 FM
დაბინძურებული საქართველო
  „საქართველოში საზოგაოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის სამკარისად განვითარებული, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილებისთვის პირად ავტომობილებს იყენებს. შედეგად, პირადი სატრანსპორტო საშალებების რაოდენობა , ბოლო ათწლეულის განმავლობაშ გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.ძირითადად კიხდება მეორადი მანქანების შეძენა , რომელთა იმპორტირება უცხოეთიდან ხდება. განსაკუთრებით პოპულარულია დიზელის ძრავიანი მანქანები.ვინაიდან, ამ დროისთვის ტრანსპორტის ტექდათვალიერება შეჩერებულია, მანქანები ცუდ მდგომარეობაშია. ასევე შეჩერებულია ტესტირება გამონაბოლქვის ხარისხის დადგენაზე. ბაზარზე არსებული ზოგიერთი დაბალი ხარისხის საწვავს კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს გამონაბოლქვის სახით. საცობების საკითხი კვლავ პრობლემურია საქართველოს ქალაქებში. ყველა ეს ფაქტორი კი ამ მნიშნელოვანი პრობლემის გამომწვევია“- წერს VOX -ი კოვაჩის ანგარიშზე დაყრდნობით.   რაც შეეხება ფოტოს მასზე გამოსახულია ცხვარიჭამიას ტერიტორია,რომელსაც ყურდღება აუცილებლად უნდა მიექცეს!
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
სიგარეტი ყოველწლიურად საქართველოში 11 000 ადამიანს კლავს
საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების ზღავრზე დგას. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა შენობა-ნაგებობაში, საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროს გარდა, თამბაქოს მოწევა აიკრძალება.აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, ტროლეიბუსში, მეტროში, მატარებელსა და გემზე სიგარეტის მოწევა 5 ლარიანი ჯარიმით დაისჯება, თვითმფრინავში კი 500 ლარიანი ჯარიმით. (გამონაკლისი მხოლოდ ტაქსი და კატერია - ზ.წ)10 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული მათთვის ვინს სიგარეტს ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების (უნივერსიტეტი, სკოლა, ბაღი) შენობაში ან ტერიტორიაზე მოწევს. ეს შეზღუდვა ეხებათ ბიბლიოთეკებს, ბავშვთა ცენტრებს, ახალგაზრდულ ბანაკებს და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს.მოწევა ასევე სრულად აიკრძალება სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიის შენობა-ნაგებობებსა და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელი სადგურების სიახლოვეს, სტადიონების ტერიტორიის 50%-ზე და სასტუმროების ნომრების 80%-ში. ამ აკრძალვის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე -500, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იკრძალება, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს:„ჩვენს ვცხოვრობთ სიტუაციაში, როცა თამბაქოს გამო წელიწადში 70 000 დაავადება ვითარდება და 11 000 ადამიანი კვდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოში 260 000 ადამიანი გარდაიცვალა 15 წლით ადრე. ვიდრე უნდა მომკვდარიყო;თამბაქოს გამო 20 000 ბავშვი არ დაიბადა; 20 მილიარდი პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას, ბოლო 27 წლის მანძილზე, 6 მილიარდი ლარი გავიდა ქვეყნიდან გარეთ, თამბაქოს შესაძენად; რომ არა თამბაქო, საქართველო დღეს უფრო მდიდარი და ხალხმრავალი ქვეყანა იქნებოდა.''ახალ პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს მედიცინის საზოგადოება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით, თამბაქოს მოხმარების კუთხით, რუსეთის შემდეგ, საქართველოს მეორე ადგილი უკავია და ჩვენს ქვეყანაში, სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 22% თამბაქოს უკავშირდება.მიუხედავად იმის, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე, 5 ჯერ გაძვირდა, თამბაქოს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 31% მოიხმარს, მათ შორის, მამაკაცების - 57% და ქალების - 7%. მოსახლეობის 38,8% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას სახლში ყოველდღიურად განიცდის; რაც მთავრია, მწეველობის გავრცელებას, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში მზარდი ტენდენცია აქვს.Global Youth Tobacco Survey-ის მონაცემებით, საქართველოში 13-15 წლის მოსწავლეთა 7% სიგარეტის აქტიური მწეველია; 42% - განიცდის თამბაქოს მეორად ზემოქმედებას სახლში, 55% და 51% საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ და ღია ადგილებში; 54% აღნიშნავს, რომ მოწევის ფაქტს სკოლის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შესწრებია.ESPAD-ის ცნობით, 16 წლის მოსწავლეთა შორის, საქართველოში მწეველობა 18% იყო. მოსწავლეთა 21%-მა მოწევა 13 წლის ან უფრო პატარა ასაკში სცადა. კვლევისას 60%-მა თქვა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ან ძალიან ადვილია. NCDC-IDRC-ს ცნობით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო ობიექტების 92% ვაჭრობს, ასეთი ობიექტების 85% კი სკოლებიდან 50 მეტრის სიახლოვეს არის განლაგებული.თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, აიკრძალება თამბაქოს ღერებით გაყიდვა, ხოლო 18 წლამდე პირისთვის სიგარეტის მიყიდვა 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს დაკარგავს 2016 წელს, სიგარეტზე აქციზითა და დღგ-ს სახით, ბიუჯეტში 749 მილიონი ლარი შევიდა. თუმცა, ასე არ ფიქრობს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე:„თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, დაახლოებით, მილიარდი ლარი იხარჯება. ანუ უფრო მეტი თანხა გადის ჩვენი ჯიბეებიდან იმისთვის, რომ რამოდენიმე თვით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუ, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სხვა დანაკარგებსაც დავითვლით,: შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას, ინვალიდობას და ა.შ ზარალი ათჯერ უფრო მეტია.''კანონპროექტით გათვალისწინებულია „გარდამავალი პერიოდი“: 2018 წლის 1 იანვრამდე, კაფე-ბარებში, რესტორნებში, კლუბებსა და სამორინეებში, მეპატრონეებს უფლება აქვთ გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი, რომელიც დაწესებულების საერთო ფართის 50%-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს.საჯარო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებში, მარკეტებში, კერძო ოფისებში, ქარხანა-ფაბრიკებში, საწყობებსა და ტერმინალებში კი მოსაწევი ადგილისთვის, საერთო ფართის მხოლოდ 5% არის განსაზღვრული. ის კედლით უნდა იყოს გამიჯნული დანარჩენი შენობისგან და გააჩნდეს კარგი ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.ჯერჯერობით, ყველაზე დიდ კრიტიკას კანონპროექტის ის მუხლი იწვევს, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე, დამზადებული ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, სიგარეტის მოხმარების დემონსტრირების სრულად დაფარვას ითხოვს. ოპონენტთა აზრით, ასეთი პრაქტიკა გავრცელებულია ისეთ არათავისუფალ ქვეყნებში, როგორებიც ირანი, ინდონეზია ან ტაილანდია (ა.შ) და ცენზურის საფრთხეს შეიცავს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გუშინ გავრცელებული სპეციალური განცხადებით, საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდეს და არ დაუშვას პარლამენტში ისტორიული ცვლილებების დაბლოკვა.ცენტრის ინფორმაციით, „კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წინ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სირთულეები, რამეთუ თამბაქოს ინდუსტრია სერიოზულად ეწინააღმდეგება მათ მიღებას. ისინი არაფერს არ ერიდებიან და ღიად თუ ფარულად ცდილობენ ჩაერიონ და მართონ პროცესები.''
წაკითხვა
მეტი სამსახური სტუდენტებს
   საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უცვლელი და დაუმარცხებელი პრობლემაა უმუშევრობა. ან დასაქმებულობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში 7-8 საათის საფასურად ,,ნამცეცებს" გვიგდებენ. მართალია, ნათქვამია: ,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატიო", თუმცა შეგირდობაც არის და შეგირდობაც... დამქირავებელი როცა გქირაობს ერთი საქმისთვის და იმ ერთ რამეში გიგდებს ხურდებს,ამ დროს კი 9 საქმის ერთად კეთებას და ბევრი რამის დათმობას ითხოვს, რომელიც ჩემსავით ,,ჩამოთრეულ" სტუდენტებს ბინის ქირაშიც არ ჰყოფნით,აქ უკვე არაჰუმანურობის პრობლემაც იჩენს თავს.  მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგადად, დამქირავებლები 20 წლის სტუდენტებისგან 3-4 წლიან სამუშაოს გამოცდილებას ითხოვენ. ამის პასუხად კი მე მათვეტყოდი, რომ თუ საიდანმე არ დააწყებინებ ახალგაზრდას და შანსს არ მისცემ, ის გამოცდილება თავისით არმოვა. ამისათვის მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დამსაქმებელ ბანკს (BR.ს). მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და დაბალი ანაზაურების... რომელზეც კიდევ საკომისიოები აკლდებოდა .. :დ ))   მესამე, რისი გასაჯაროვებაც ძალიან მსურს ეს არის უ-,,dress-code"- ო სამსახურები, რისი სიმცირეც მაწუხებს, ვერ ვეგუები ამ ზედმეტად ოფიციალურობას და ამისგამო რატომ უნდა ვიყოთ უმუშევრად როცა გვაქვს 2 ფეხი, ორი ხელი და საკმაო ენერგია ? ამყველაფერს + ჯანსაღი აზროვნება და კრეატიულობა... და თუ კი ასე არის ვინმე დასაქმებული, მათი 60-70% მაინც - ნეპოტიზმის წყალობით )) მართლაც კარგი რამაა ეს ნეპოტიზმი... ნეპოტიზმი - ყველგან და ყოველთვის! #ესსაქართველოა ^_^ მაგრამ ყველას არ ჰყავს გარშემო დიდი თანამდებობის პირები და ავტორიტეტები.. სამწუხაროდ ((მინდა მოვუწოდო საზოგადოებას რომ წამოვიწყოთ კამპანია : მეტი სამსახური სტუდენტებს! სტუდენტებს რომლებიც შეზღუდულები არიან ბევრ რამეში, განსაკუთრებით კი დროში.
წაკითხვა
დაბინძურებული საქართველო
  „საქართველოში საზოგაოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის სამკარისად განვითარებული, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილებისთვის პირად ავტომობილებს იყენებს. შედეგად, პირადი სატრანსპორტო საშალებების რაოდენობა , ბოლო ათწლეულის განმავლობაშ გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.ძირითადად კიხდება მეორადი მანქანების შეძენა , რომელთა იმპორტირება უცხოეთიდან ხდება. განსაკუთრებით პოპულარულია დიზელის ძრავიანი მანქანები.ვინაიდან, ამ დროისთვის ტრანსპორტის ტექდათვალიერება შეჩერებულია, მანქანები ცუდ მდგომარეობაშია. ასევე შეჩერებულია ტესტირება გამონაბოლქვის ხარისხის დადგენაზე. ბაზარზე არსებული ზოგიერთი დაბალი ხარისხის საწვავს კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს გამონაბოლქვის სახით. საცობების საკითხი კვლავ პრობლემურია საქართველოს ქალაქებში. ყველა ეს ფაქტორი კი ამ მნიშნელოვანი პრობლემის გამომწვევია“- წერს VOX -ი კოვაჩის ანგარიშზე დაყრდნობით.   რაც შეეხება ფოტოს მასზე გამოსახულია ცხვარიჭამიას ტერიტორია,რომელსაც ყურდღება აუცილებლად უნდა მიექცეს!
წაკითხვა
garemos dabinjureba
vcxovrobt jikias kuchaze.....guuas saxelobis samxedro bazastan....da argvevs tviton kompania ezodan gamotanil micas anu nagavs kris gverdze mdebare mtaze ...romelic saprtxes ukmnis jikiaz 9-shi mcovreblebs....cvimis shemtxvevashi nashali mica chamoirecxeba korpusis parkingshi.....gtxovt dagvexmarot da miacvdinot xma guluas saxelobis samxedro bazas.....chveni araprad cgagvagdes......kidev ertxel gtxovt dagvexmarot....
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა
19 вопросов Кабинета министров Абхазии
19 вопросов Кабинета министров Абхазии
წაკითხვა
Интервью Рауля Хаджимба телекомпании "Абаза ТВ"
Интервью Рауля Хаджимба телекомпании "Абаза ТВ"
წაკითხვა

უახლესი