საზოგადოებრივი
104.5 FM
უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების დაფინანსების გამო, უკრაინა რუსეთს გაეროს უმაღლეს სასამართლო ორგანოში უჩივის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინამ სარჩელი “სამხედრო ინტერვენციის, ტერორიზმის დაფინანსების და მილიონობით უკრაინის მოქალაქეთა ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე” შეიტანა.კიევი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციას ჩადენილის გამო, “საერთაშორისო პასუხისმგებლობა” ეკისრება. დანაშაულებს შორის, აღმოსავლეთ უკრაინის რიგ ქალაქებში “მშვიდობიანი მოქალაქეების” დახოცვის და 2014 წელს “ემ-ეიჩ-17” რეისით მოძრავი თვითმფრინავის ჩამოგდებაც არის.რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე ბრალდებები რამოდენიმეჯერ უარყო. სასამართლო მოსმენების ზუსტი თარიღის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/ukraine-russia-international-court/3679819.html
წაკითხვა
Специальный репортаж о поселке Аибга
Специальный репортаж о поселке Аибга Жители Абхазии бурно отреагировали на визит мэра Сочи Анатолия Пахомова дискуссиями в социальных сетях. Вопрос Аибги стал предметом обсуждения и в Народном Собрании республики. В этой связи был упомянут Договор о стратегическом партнерстве между Абхазией и Россией. Исследовать проблему Аибги мы решили в самом селе, потому, не откладывая, собрались в дорогу. Путь был непростым, и нашу съемочную группу сопровождали опытные проводники из гагрского лесничества. Поехал в горный поселок и депутат Народного Собрания Левон Галустян. Первая остановка была на Бзыбе в дирекции Гагрского лесхоза. Здесь предупредили, что дорога на Аибгу - сложная, ее когда-то буквально вручную проложили работники предприятия, по прямому приказу президента Ардзинба. Тогда решение было продиктовано двумя обстоятельствами - из-за хищнической вырубки леса на Аибге и полного отсутствия абхазского влияния на эту территорию. В плане, как сейчас говорят, интеграции Аибги в Абхазию строительство дороги – большой прорыв. В нее никто не верил. По словам непосредственных участников строительства , россияне были очень удивлены, когда пусть несовершенная, пусть очень непростая, но связь с Аибгой у Абхазии появилась. Затратив 300 кг взрывчатки и около 16 миллионов рублей, строители достигли своей цели. Специалисты утверждают, если Абхазия хочет усилить свое присутствие на Аибге надо создавать коммуникации, и прежде всего, построить дорогу - безопасную и удобную. Уже подсчитано, что на это потребуется около 20 миллионов рублей. Дорога, утверждают они, окупит себя теми запасами природных ресурсов, которые есть на Аибге. Ведь кроме древесины здесь можно добывать гранит, габродиабаз и другие природные ископаемые. Пока же путешественникам приходится испытывать на себе все прелести передвижения по горной трассе. Кстати, журналисты по этой дороге едут впервые. Впрочем, несмотря ни на что, мы уверенно и довольно быстро продвигались по направлению к Аибге. Взгляду представали удивительной красоты картины - горные пейзажи, которые случается увидеть не каждый день. В дороге мы делали остановки, чтобы посмотреть на глубокое ущелье и побывать на так называемом целофаннике - когда-то здесь было место прибежища охотников. Было около часа дня, когда мы сделали еще одну остановку- на погранзаставе у въезда в Аибгу. Нас встретили абхазские пограничники. Службу абхазские пограничники несут исправно, на бытовые и прочие сложности не жалуются. Наоборот, говорят о братстве и сплоченности. Чувствовалось, что бойцы действительно связаны крепкой дружбой, что они полностью понимают цель своего здесь пребывания и ответственно относятся к своим задачам. Пограничники, как и все, служат полтора года. Каждые 20 дней - увольнение домой на 10 дней. Только идти долго, путь зачастую солдаты проделывают пешком. Но как только выпадает снег, все передвижения практически прекращаются - пограничники оказываются отрезанными от большой земли. Отсюда, с погранзаставы хорошо просматривается и российская сторона. Установлен список людей, в основном это местные жители, пограничники, сотрудники Лесхоза, которые имеют право переходить границу на этом участке. Тем временем мы подъехали к Аибге. У поселка давняя история. Он был одним из центров исторической области Абхазии Псху-Аибга. По одной из версий, принадлежал когда-то абхазским князьям Амаршан. После Кавказкой войны здесь было основано российское поселение выходцами из Могилёвской области. Местные встретили нас настороженно. Слово за слово мы разговорились с пожилой женщиной - о том, как живется им здесь. Договорить нам не дали. В разговор вмешался местный житель, как мы впоследствии узнали от наших пограничников, со скандальной репутацией. Первая же его фраза буквально огорошила нас. Даже больше чем смысл слов, поражала та искренняя неприязнь, которая исходила от него. Впрочем, в таком же роде высказывались и остальные жители. И только вмешательство депутата парламента Левона Галустяна смогло переломить ситуацию. Пока народ спорил, мы осмотрели село. Здесь не более двух десятков домов, раскиданных на небольшом расстоянии друг от друга. Жители поселка, а это около 25 человек, занимаются пчеловодством, имеют довольно обширные пасеки. Горный мед ценится, потому народ здесь не бедствует. Летом к местным приезжают на отдых дети и внуки. Кстати, обо всем этом мы узнали из почти дружеской беседы за столом, куда нас все-таки пригласили. Сегодня у жителей Аибги есть внутренние российские паспорта. Место регистрации в них указан - поселок Аибга, Адлерский район. Внимание со стороны властей Краснодарского края к этому месту далеко не случайно. По мнению экспертов, вопрос принадлежности поселка к России, а значит, и природных богатств этих мест, лоббируется сочинскими бизнесменами. Назывались даже несколько фамилий предпринимателей. Как бы то ни было, в Абхазии отдают себе в этом отчет.
წაკითხვა
"არა ძალადობას"
"არა ძალადობას"
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
სალობიე, ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი
იური ლუჟკოვი და ელენა ბატურინა მცხეთის სალობიეშიმოსკოვის ყოფილი მერი 80 წლის იური ლუჟკოვი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა, რომ „აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში“ მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად, საქართველოს ქრისტიანული სიწმინდეების მოლოცვას განაგრძობს.ლუჟკოვმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე, ბორჯომი, სვეტიცხოველი, ჯვარი და დაესწრო ქართველ ასურიელთა სულიერი მოძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბიტ-ხარიბის გალობას არამეულ ენაზე, სოფელ ქანდის, წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერში.ლუჟკოვი სოფელ ქანდაშიმცხეთაშივე, იური ლუჟკოვმა მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის არის, მოსკოვის მთვარობის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლეონიდ ბოჩინი, „საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორან“ – „სალობიეში“ მოილხინა. შემდეგ კი ნადიმი თბილისში, რესტორან „კახელებში“ განაგრძო.იური ლუჟკოვს არათუ დარღვეული აქვს (თან არაერთხელ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მოსკოვის მერად მუშაობის დროს, იგი გამოირჩეოდა უკიდურესად მტრული მოქმედებებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მისცა უფლება იური ლუჟკოვს გადმოეკვეთა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ამ გადაწყვეტილებას შემდეგი ახსნა მოუძებნა:„ლუჟკოვის პასპორტიდან გამომდინარე მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი, სჯობს, როცა საკითხი ბოლომდე გაირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდეს.''იური ლუჟკოვს 1990-2010 წლებში, მოსსოვეტის თავმჯომარისა და მოსკოვის მერის თანამდებობა ეკავა; 2001-2010 წლებში კი რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე იყო.პრეზიდენტმა მედვედევმა ლუჟკოვი თანამდებობიდან ნდობის დაკარგვისა და კორუფციის ბრალდებით, 2010 წლის 28 სექტემბერს მოხსნა. ამის შემდეგ, ლუჟკოვები რუსეთიდან მცირე ხნით გაიხიზნენ, ჯერ ვენაში, შემდეგ კი ლონდონში ცხოვრობდნენ.ლუჟკოვი რუსული დერჟავნიკული პოლიტიკის ტიპიური წარმომადგენელია. იგი აქტიურად უჭერდა მხარს 1991-92 წლებში, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას. სამხედრო პუტჩის შემდეგ კი გადამწვარ თბილისს ეწვია და დანგრეული პირველი კლასიკური გიმნაზიის აღდგენა, მოსკოვის ბიუჯეტიდან დააფინანსა.მადლობა ლუჟკოვს თამარაშენის ნასოფლარზე, 2009 წელიმოსკოვის მერი ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე“, ჯერ კიდევ 2004 წლიდან ღიად საუბრობდა. ლუჟკოვი ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე ღიად უჭერდა მხარს, აჭარის ავტონომიაში ასლან აბაშიძის სეპარატისტულ მმართველობას.იგი კიდევ ერთ დერჟავნიკ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ერთად, 2004 წელს, დემონსტრაციულად გაემგზავრა გემით სოხუმიდან ბათუმში, იმის ხაზგასასმელად, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია „ტერიტორიულ მთლიანობასთან“ დაკავშირებით მოსკოვისთვის უინტერესოა.სოხუმში, ცხინვალსა და ბათუმში ლუჟკოვს პოლიტიკურთან ერთად პირდაპირი ეკონომიკური ინტერესიც ჰქონდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ფლობდა რამდენიმე სანატორიუმს (მათ შორის, სანატორიუმ „მოსკოვს“ ქალაქ გაგრაში), ხოლო ბათუმში - სამშენებლო და სანავთობო ბიზნესს.აჭარაში ბოლოს ლუჟკოვი 2004 წლის მარტში, ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა, 6 მაისს კი ბათუმიდან გახიზნულ აბაშიძეს, მოსკოვის ვნუკოვო-2-ის აეროპორტში პირადად დახვდა და მალევე, რუსეთის დედაქალაქში დაასაქმა.2005 წელს, ლუჟკოვის ბრძანებით, ოკუპირებულ სოხუმში, წულუკიძის ქუჩაზე, „მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, ლუჟკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, სრულიად გადამწვარი ქართული ისტორიული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც „მოსკოვსკი“ უწოდა.გადაბუგული თამარაშენის ადგილზე მიკრორაიონ "მოსკოვსკის" მშენებლობა, 2010 წელიდერჟანვიკული რიტორიკა მოსკოვის ყოფილმა მერმა საქართველოშიც ყოფნის დროსაც განაგრძო. დღეს, ბორჯომში, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლუჟკოვი პირდაპირ ამბობს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთ იგრძნობს თავს“:„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება წარსულში უნდა დარჩეს.ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებიდან განთავისუფლების შემდეგ, მომავალში უფრო უკეთ იგრძნობს თავს.''მიკრორაიონი "მოსკოვი" ქართული სოფლის თამარაშენის ადგილზეჯერჯერობით უცნობია, ვისი მოწვევით ჩამოვიდნენ იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, ელენა ბატურინა საქართველოში („ფორბსის“ შეფასებით, ბატურინას ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს) და რატომ შემოუშვა შსს-მ ისინი ქვეყანაში.საქართველოს საპატრიარქოში დღეს თავი შეიკავეს განემარტათ, ჰქონდა თუ არა იური ლუჟკოვს შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.იური ლუჟკოვი რამდენიმე ქვეყანას (უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი . 2011 წელს, ლატვიამ ლუჟკოვი (და მისი ოჯახის წევრები) „არასასურველი პირების კატეგორიაში“ შეიყვანა იმ მოტივით, რომ მას „ლატვია არ უყვარს და ქვეყნის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს“.ლუჟკოვი და ბატურინა მაშინ ლატვიის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდნენ, დიდი ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, რაზეც ოფიციალურმა რიგამ უარი განაცხადა.იური ლუჟკოვს შარშან 80 წელი შეუსრულდა, იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ძველი წყენის დასავიწყებლად, იგი ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა, ლუჟკოვმა ეს ჯილდო „გადასახლებიდან დაბრუნებას“ შეადარა.სოფელი თამარაშენი, რომელიც აღარ არსებობს
წაკითხვა
ჰააგა გამოძიებას რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე აგრძელებს
რუსეთი უარს აცხადებს ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სს საერთაშორისო სასამართლოს პროკუკურორის ოფისი გამოძიებას არ წყვეტს. ის გამოიყენებს ყველა მასალას და ანგარიშს, რაც ამ დრომდე არსებობს აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის ტალიავინის კომისიის ანგარიშს.პ.ს. ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის წამებისა და მკვლელობის გამოძიებას. 
წაკითხვა
" დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის" ჯილდოს მფლობელი მოზარდი გახდა!
15 წლის გიორგი შელეგია -" დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის" ჯილდოს მფლობელი გახდა - გამოვლინდა ლიდერი რომლიც ცდილობს შექმნას შესაძლებლობები!22 აპრილს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ IV სტუდენტურ კონფერენციაზე, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA)-ამ  "დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის " გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც 15 წლის გიორგი შელეგია აღმოჩნდა. აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებულს პირველად გადაეცა დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის ყოველწლიური ჯილდო დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისა და კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.  ჯილდო საგანგებოდ დაწესდა იმ მოქალაქეების ღვაწლის დასაფასებლად და წარმოსაჩენად, რომლებმაც თავდადებით იშრომეს დემოკრატიისა და მმართველობის პრინციპების დასაცავად და თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს დემოკრატიული ღირებულებების: თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გავრცელებასა და განვითარებას საქართველოში.„გიორგისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში და განვითარების ამ ეტაპზე სათანადოდ დანახული იქნას მისი შრომა და მოტივაცია, რომელსაც ნამდვილი მოხალისეობრივი მოტივაციითა და შინაგანი მოწოდების საფუძველზე ახორციელებს, რათა მან ამ სულისკვეთებისა და მოტივაციის შენარჩუნება და გაგრძელება შეძლოს, რომელიც არის სტიმული და მისაბაძი მაგალითი მისივე თანატოლებისათვის, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შრომა ნამდვილად ფასდება“-აღნიშნა IFES საქართველოს მრჩეველმა ახალგაზრდობის საკითხებში, აუგუსტა ფედერსტონმა.გიორგი შესახდებ გარკვეულ წრეებსი უკვე ბევრი სმენიათ, ის ცნობილია როგორც ახალგაზრდა გამომგონებელი. სწორედ გაითვალისწინა რა ის წინაღობები,პრობლემები და  რომელის მას და მის თანატოლებს შეხვდათ როგორც ახლაგაზრდა მეცნიერებს იმ გზაზე რასაც ინოვაციური ქართველოს გზა ქვია . შედეგად თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა "საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი " სადაც გააერთიანა საერთო ინტერესებსი მქონე ახალგაზრდები . ამას გარდა შეიქმნა პროექტი "აღმოაჩინე ქართულად" რომელის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ინოვაციური მეცნიერების და ნოვარტორული ახალგაზრდული ფრთის განსავითარებლად. კერძოდ კი პროექტი რომელიც გულისხმობს პორტალის შექმნას პირებისთვის ვისაც აინტერესბთ სამეცნიერო თუ ნოვატორული იდეების გაცნობა (არაშაბლონური ფორმით როგორც საუნივერსიტეტო პორტალებზეა) ,პორტალზე განთავსდება საჯარო ლექეციები, სტატიების,გამოცდილებები და ასევე ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი იდეები ქართულ ენაზე მათთვის ვინც ვერ ფლობს სამეცნიერო ინგლისურ ენას.მისი ეს პროექტი ემსახურება ახლაგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას.პორტალზე ასევე განთავსდება ქართველი მეცნიერების გამოცდილებები ინგლისურ ენაზე -მათი პოპულარიზაციისა და უკეთესი კომინიკაციის უზრუნველყოფის მიზნით. ის არის ლიდერი რომლიც ორიენტირებულია თანატოლების შესაძლებლობების ზრდისა და განვითარებისაკენ. პროექტმა მხარდაჭერის დაპირება მოიპოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან და ინოვაციების განვითარების ცენტრისაგან.(მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები) პროექტში გაერთიანებულია 35 ახალგზარდა (ახალგაზრდა მეცნიერების კლუბის წევრები)  . ამ პროექტის მაშტაბული პრეზენტაცია გაიმართა ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში 24 აპრილს.  (წყარო http://inncheck.webs.com )წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის ,იმედი გვინდა ვიქონიოთ რომ ასეთი ახალგაზრდები მართლაც შეძლებენ ის რეალობა და შესაძლებლობები რომლის მისაღწევა ასე მოტივირებულად და ყოველგვარი დახმარების გარეშე იღწვიან.   
წაკითხვა
გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გამოიძიებს
დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრისთვის ემზადება, რომელიც სირიის მთავრობისგან, 4 აპრილს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვს. თავდასხმა იდლიბის პროვინციაში მოხდა და თითქმის 90 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა გუშინ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოების გრიფი მოეხსნა, აჩვენებს, რომ თავდასხმა სირიის კუთვნილმა სუ-22 თვითმფრინავმა მოახდინა და რუსეთმა, რომელმაც სირიის ქმედება მიჩქმალა, ქიმიური იარაღის გამოყენებაში მეამბოხეები დაადანაშაულა.,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაეროს გამოძიებას მიესალმება.''
წაკითხვა
კახიძე: „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება“
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:„სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ბესლანის სპეცოპერაციის საქმეზე - ტაგაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა.სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება, კერძოდ, სახელმწიფოს ვალდებულება,ა) მოახდინოს სიცოცხლის ხელყოფისკენ მიმართული საფრთხის პრევენცია;ბ) ეფექტურად გამოიძიოს სიცოცხლის ხელყოფა;გ) ისე დაგეგმოს და აკონტროლოს სპეცოპერაცია, რომ მსხვერპლი იყოს მინიმალური;დ) სასიკვდილო ძალა გამოიყენოს მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი.409 აპლიკანტმა დაამტკიცა საკუთარი სიმართლე, რომელიც წლების განმავლობაში ვერ იპოვა რუსეთში. სამართალი ურმით დადის, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვებს.“ - წერს ოთარ კახიძე.
წაკითხვა
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
„ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან და სიკვდილით სჯიან კაცები“ - ასე ეხმიანება ბაია პატარაია გუშინ გვიან ღამით ასპინძაში მომხდარ მკვლელობას, მისი თქმით მედიაში გავრცელებული სავარაუდო მიზეზი, რომ ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა არასწორია, იგი ამის გამო მედიის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს, პატარაიას თქმით, ამ კონკრეტული და მსგავსი მკვლელობების მოტივი არა ეჭვიანობა, არამედ ქალთა მიმართ სიძულვილია. „ჟურნალისტებო, რატომ იწყებთ ასეთ ფემიციდის ნიუსებს იმით, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს ქალი? ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან და სიკვდილით სჯიან კაცები. ფემიციდი გენდერული ნიშნით ჩადენილი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია! დიახ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ფემიციდი არის სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული გენდერის ნიშნით - ესაა მოტივი და არა ეს ყბადაღებული "ეჭვიანობა".“ - წერს ბაია პატარაია.შეგახსენებთ მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით 27 წლის მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 11-108-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ოჯახში განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.
წაკითხვა
მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“
მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი გორში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ წერს, მსახიობის ინფორმაციით, ქალაქში ძაღლი უმოწყალოდ ცემეს, შემდეგ ტომარაში გაახვიეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი იგი მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯავახაძე შსს-ს მიმართავს და აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. უმოწყალოდ ცემეს ძაღლი, შემდეგ კი ტომარაში გაახვიესდა ნაგვის ურნაში გადააგდეს. ძაღლის ტირილი მთელ ქუჩას მოედო, ადგილზე მისულ ადამინებს ძაღლი სასტიკად ნაცემი დახვდათ. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მივმართავ შინაგან საქმეთა სმაინისტროს, მსგავსი ფაქტი 259 მუხლით ისჯება, რომელიც ითალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას. მოახდინეთ სასწაფოდ რეაგირება. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!!!!! სპეციალურად არ ვდებ ფოტოებს რადგან ძალიან მძიმე სანახავია!!! საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“ - წერს მარიშკა ჯავახაძე.აქვე განმიმარტავთ იმ მუხლის შინაარს, რომელზედაც მსახიობი საუბრობს: 259 მუხლი: ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,აგრეთვე ცხოველის წვალება,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) ჯგუფურად;ბ) არაერთგზის;გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
წაკითხვა
„პატრულმა ორსულ ქალს საფრთხე შეუქმნა, ამის გაპროტესტებისთვის კი მამაკაცი დააკავეს“ [ვიდეო]
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანის მიერ ზებრა გადასასვლელით მოსარგებლე ორსული ქალისთვის ხიფათის შექმნას ამ ქალთან ერთად აპროტესტებდა, პოლიციის სამი ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ ქუჩაში დააკავეს.ფაქტი, რომელიც აბაშიძისა და ბერძენიშვილების ქუჩების კვეთასთან მოხდა, გამვლელმა მობილურით გადაიღო და “ფეისბუქზე” ატვირთა.„ის რომ ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და აბსოლუტური ანარქიაა და თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ ყოველდღიურად ეს მემგონი სადაო საკითხი აღარ უნდა იყოს, მაგრამ ის რომ ამის უგულებელყოფა და იგნორირება ჩვენი მხრიდან კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს ეს კიდევ სხვა. დღეს დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ. საუბრიდან რამოდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალბატონი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ეგრედწოდებულ ზებრაზე გადასვლას და იმას თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა ცდილობდა შიგადაშიგ ერთი სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის. პატრულის თანამშრომლები კი თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას,ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ საკუთარ კოლეგებს დასახმარებლად. თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია, მანქანა რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი რომელიც მას იცავდა იყო უბრალო გამვლელი რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს თავად შეგიძლიათ ვიდეო მასალაში იხილოთ.“წყარო: timer.ge
წაკითხვა

უახლესი