საზოგადოებრივი
104.5 FM
მეტი სიკეთე ^_^
მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ სიკეთის კეთებაზე ანუ რაში მდგომარეობს ეს,მაგ:არსებობს ბევრი ადამიანი რომელსაც უჭირს და არ აქვს იმის საშუალება რომ თუნდაც ნორმალური პირობები ჰქონდეს საცხოვრებლად.დღეს მე ვიმყოფებოდი საქართველოს ერთ ქალაქში სადაც დავეხმარე მარტოხელა დედას რომელსაც უსაყვარლესი 1 წლის შვილი ჰყავს, არ ჰყავს მეუღლე (გაცილებულია), რამოდენიმე კომპანიის თანადგომის შემდეგ ჩვენ შევძელით შეგვეგროვებინა ის პროდუქტი და ის ნივთები რაც გვთხოვეს, რომ მივედით ის ქალბატონი დაგვხვდა დიდი სიხარულით და სიყვარულით, თვალები უბრწყინავდა, მისი თხოვნა იყო რომ მისი შვილი მცირედით მაინც გაგვემხიარულებინა, რაც იმედია კიარა თვალნათლივ ჩანდა რომ გამოგვივიდა, დღეს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი,რადგან ვუყურებდი იმ პატარა საყვარელი ბავშვის მომღიმარ და მხიარულ სახეს ჩვენს დანახვაზე,ყველაზე დიდ სტიმულს ასევე მაძლევს ის რომ ვარ ამ პატარა საყვარელი ბავშვის მხიარულების ერთ-ერთი მიზეზი,დედამიწელებო, ეცადეთ თქვენც აკეთოთ მეტი სიკეთე, უფრო მეტი ადამიანის ბედნიერებაში გედებოდეთ „ბრალი„ და მეტი ადამიანის გამხიარულებაში იყოთ „დამნაშავე„. ჩვენ დედამიწელებს გვაქვს მოვალეობა გავუწოდით დახმარების ხელი ჩვენზე უფრო გაჭირვებულს. დაეხმარეთ ერთმანეთს აკეთეთ სიკეთე და დავირუსდით ამ საქმით. სიკეთე გადამდებია
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
StopFake-ს რედაქტორი: "საინფორმაციო ომის სამიზნე არის არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება"
ვიქტორია რომანიუკი, StopFake-ს აღმასრულებელი რედაქტორიStopFake - ცნობილი უკრაინული ვებსაიტია, რომლიც მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდისტული მესიჯებსა და ინფორმაციას იდენტიფიცირებას, ანალიზსა და გადამოწმებას. გამოცემა 2014 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს. „ებრძოლე პროპაგანდას ფაქტებით“ - სწორედ ესაა StopFake-ს მთავარი მიდგომა კრემლის აგრესიული, საინფორმაციო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.როგორ ხდება ფაქტების გადამოწმება, რა გზებს და მეთოდებს იყენებს კრემლის პროპაგანდა, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას - ამ თემებზე მედიაჩეკერი StopFake-ს აღმასრულებელ რედაქტორს, ვიქტორია რომანიუკს ესაუბრა.ვიქტორია რომანიუკი: StopFake - ეს იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია. ინფორმაციული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ჩვენ წავაწყდით აბსურდულ სიცრუეს, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში ვრცელდებოდა რუსების მიერ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიასაც უყალიბებდა წარმოდგენას უკრაინასა და უკრაინელებზე.თავიდან, მასალებს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე ვაქვეყნებდით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის და ასევე, სხვა ქვეყნების რუსულენოვანი აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა ინფორმაციის დამახინჯების, მანიპულაციის და სიცრუის ფაქტები, გამოგვეაშკარავებინა რუსული პროპაგანდის მასშტაბები. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქტი პროპაგანდის რისკის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომნი. დღეისათვის ჩვენი მასალები ქვეყნდება: ფრანგულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ესპანურ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.მუშაობისას მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ თანამედროვე ინსტრუმენტებს ფაქტობრივი და ვიზუალური ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად, (ფოტოს, ვიდეოს, კარტოგრაფიული მასალის შემოწმების ციფრულ მეთოდებს და ა.შ). ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ მედიაში უკვე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და თავად არ ვქმნით რაიმე გზავნილებს (მითუმეტეს პროპაგანდისტულს)მნიშვნელოვანია, კომპლექსურად მიკერძოების გარეშე მივუდგეთ ინფორმაციის გადამოწმების პროცესს. ზოგჯერ გვხვდება ინფორმაცია, რომელიც ჩვენი, როგორც მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს, ჩვენ არ გვინდა გვჯეროდეს მისი ჭეშმარიტების, თუმცა არ გვაქვს უფლება, პირდაპირ, გადამოწმების, არგუმენტების გარეშე ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. ხდება ისეც, რომ ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ირკვევა, რომ ამგვარი ინფორმაცია, სამწუხაროდ, უტყუარია.- რა მეთოდს და გზას იყენებს რუსული პროპაგანდა უკრაინაში და განსხვავდება თუ არა ის, სხვა ქვეყნებში არსებული რუსული პროპაგანდისგან?- 2014 წელს, ჩვენ მხოლოდ უკრაინაზე ვსაუბრობდით. დღეს კი აშკარაა, რომ ის მეთოდები, რომელსაც კრემლის პროპაგანდა იყენებს, უნივერსალურია და მისი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგა შესაძლებელი.რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესაბამისად იცვლებოდა. ის გახდა უფრო რთული და უფრო პროფესიონალური. დღეს, კრემლი სოციალურ მედიას და ქსელებს აქტიურად იყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. თუმცა, ამის პარალელურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსული პროპაგანდის, როგორც პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის დონე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა.კრემლი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს საშინაო და საგარეო უდიტორიისთვის. თუ ვისაუბრებთ პროპაგანდაზე, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთის აუდიტორიაზე, მისი მეთოდები უფრო გართულდა და დაიხვეწა, ასეთი მესიჯების გადამოწმება კი ზოგჯერ, საკმაოდ რთულია. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია რუსეთის მრავალრიცხოვან, ლოიალურ შიდა აუდიტორიაზე, უფრო პრიმიტიულია.კრემლის პროპაგანდა მუშაობს კომპლექსურად, აუდიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი და კარგადაა შესწავლილი. სხვადასხვა სეგმენტისთვის გამოიყენება სხვადასხვა არხი. თუ მაგალითად, უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის გამოიყენება ტრადიციული მედია - ტელევიზია, ახალგაზრდებზე მუშაობს ინტერნეტ მედია და სოციალური ქსელები.უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, კრემლი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს ადგილობრივ ონლაინგამოცემებს. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული სატელევიზიო არხებიც მონაწილეობდნენ ამ პროპაგანდაში. ეს არხები სამწუხაროდ, ახლაც მაუწყებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.- რას ფიქრობთ რუსული არხების და საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვაზე, რა  დილემები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს?-ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და ყოფილა ცხარე კამათის მიზეზი ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს შორის. რამდენად სწორია ეს ნაბიჯები? დაბლოკვით ხომ არ ვლახავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში? ერთი შეხედვით, შეილება ჩანდეს, რომ ესეთი ნაბიჯები არ მეტყველებს დადებითად ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ფაქტი, რომ უკრაინა ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია და ეკრანებიდან, მტრის ტელეარხებიდან, ჩვენ გვესმის სიცრუე, რომელიც იდენტობის ტრავმას იწვევს, აყალიბებს ცრუ წარმოდგენებს უკრაინაზე და საერთოდ, აქ მიმდინარე პროცესებზე.ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა, რომელსაც აქვს მკვეთრად პრო-რუსული განწყობები, რთულია გადავარწმუნოთ. მხოლოდ არხების დაბლოკვა, გამოსავალი არ არის. აი აქ უნდა ვიმოქმედოთ სხვა ხერხით - კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ აღვზარდოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ნათელი გახდა პროპაგანდის შედეგები. დღეს, როცა მისი არსებობა და საფრთხეები ნათელია, ჩვენ ვეძებთ არამხოლოდ თავდაცვით გზებს, არამედ ლიკვიდაციის მეთოდებსაც, ვცდილობთ, გლობალურად მივუდგეთ ამ პრობლემას.- რა შეგიძლიათ თქვათ რუსული პროპაგანდის გავლენაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე?- პროპაგანდა აყალიბებს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ის ცვლის, როგორც აუდიტორიის პრიორიტეტებს, ასევე ამომრჩევლის ქცევას, რაც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე და ახალი პოლიტიკური მოძრაობების წარმოშობას ახალისებს. ეს რთული, მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესია, რომელიც სახელმწიფოს ყველა სფეროში აღწევს.საინფორმაციო ომის სამიზნეა არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება. ასეთი ომის მიზანია, განვითარებული ეკონომიკისა და სოციალური სისტემების არმქონე კრიზისული რეგიონების ფორმირება. პროპაგანდა შობს კრიზისს - ჭრილობებს, რომელიც არ აძლევს ქვეყანას ნორმალურად განვითარების საშუალებას.- რა არის საუკეთესო გზა, პროპაგანდისგან თავის დასაცავად?- პირველ რიგში, აუცილებელია, მუდმივი მუშაობა აუდიტორიის კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. მხოლოდ განვითარებული აუდიტორიაა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, სანდო პარტნიორი. განავითარეთ ჟურნალისტიკა, გადადით ინფორმაციის გადამოწმების ახალ, ციფრულ საფეხურებზე, სადაც წყაროების გადამოწმება „ფაქტჩექინგის“ მეთოდებით, თანამედროვე ჟურნალისტის მუშაობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ომის სპეციფიკის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება და საკითხის საჯაროდ განხილვა. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მედიის ინფორმირებაც, რათა მასმედიის თანამშრომლები არ აღმოჩნდნენ პროპაგანდის მახეში და თან არ ჩაითრიონ საკუთარი აუდიტორია. გახსოვდეთ, თქვენი ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და აუდიტორიის წინაშე, რადგან ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იარაღია, რომელსაც შეუძლია დაგიცვას, ან გავნოს.თუ ვისაუბრებთ პროპაგანდასთან ბრძოლის გლობალურ მეთოდებზე მედიის და სახელმწიფოს დონეზე, ჩვენი ხედვა ასეთია: არ უნდა ებრძოლო პროპაგანდას პროპაგანდის მეთოდებით. ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ სამართლიანად და პროფესიონალურად. ნებისმიერი მედიის მთავარი ღირებულება სანდოობაა. იმედგაცრუებული აუდიტორია შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული მედიის მოკავშირე.მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის გამოვლენა არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნების მქონე აუდიტორიის ფორმირება, აუდიტორიისა, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა, მანიპულაცია და ტყუილი ჭეშმარიტებისგან. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა ყველაზე ეფექტური.წყარო:http://mediachecker.ge/mediawiki/detail/49/
წაკითხვა
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
ჩრ. კორეელი სამხედრო, პროპაგანდისტული პოსტერიჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ქალაქები გაცამტვერებულია, იწვის ამერიკული დროშები. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ აშშ-ს ამ ქვეყნის სამხედრო ძლიერება აშინებს -  ასეთ ამბებს გადმოსცემენ დღეს ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში. რა თქმა უნდა, სიუჟეტები უბრალოდ ვიდეომონტაჟია, თუმცა კორეის მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ მათმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ აშშ დაბომბა. ჩრდილოეთ კორეაში, საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ, ყველა ბედნიერია. არ არსებობს სიღარიბე და  პროტესტი, იმართება მასშტაბური საერო დღესასწაულები. ქვეყნის სანიმუშო მმართველმა, გარდა ხალხზე ზრუნვისა, სამი წლის ასაკში დაიწყო მანქანის ტარება და ჰამბურგერი გამოიგონა. ამ ზღაპრულ ისტორიებს მილიონობით ადამიანი არა რომელიმე ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, არამედ ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში ეცნობა და იჯერებს. დღეს ობიექტური, სწორი ინფორმაციის მიღება თითქოს რთული არ უნდა იყოს, თუმცა, ჩრდილოეთ კორეაში მედიისა და ინტერნეტის ტოტალურმა კონტროლმა ვირტუალური, ცოტათი ფანტასმაგორიული, რეალობაც კი შექმნა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობისთვის მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ბერკეტს ხმარობს: ცენზურასა და პროპაგანდას. ქვეყანაში მედია მკაცრად რეგულირდება. აქ მხოლოდ 12 გაზეთი გამოიცემა და თითოეული ნომრის შინაარსიც მკაცრ კონტროლს გადის. უფრო საინტერესო და ოდიოზურია ტელევიზია. ჩრდილოეთ კორეაში სულ რაღაც 5 არხი მაუწყებლობს, რომელთა შორის არის სპორტული და საგანმანათლებლო არხებიც. ახალი ამბებს კი მოსახლეობა, ძირითადად, ცენტრალური ტელევიზიით იგებს. მერე რა, თუ კორეული არ გესმით, რი ჩუნ ჰის ერთი წუთი მოსმენა ისედაც კმარა, რომ კორეის მედიაზე წარმოდგენა შეგექმნათ. რი ჩუნ ჰი ცენტრალურ მაუწყებელზე ახალი ამბების წამყვანი 41 წელიწადს იყო. მისი საუბრის მანერა, ემოციები და ხმის ტემბრი, იტალიელ სპორტულ კომენტატორებზე უფრო სახალისოა, თუმცა რი ჩუნ ჰის ფეხბურთისგან განსხვავებით, ახალი ამბები მიჰყავდა. ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის კონტროლი რთულია. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ქვეყანას ტექნოლოგიებზე უარი არ უთქვამს, თუმცა, ინტერნეტის ნაცვლად ხალხი ინტრანეტს იყენებს, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტილია. რადიომიმღებები კი, რომლებიც პოლიციის მეთვალყურეობით ყენდება, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის რადიოტალღებზეა მომართული. მაგრამ,  როგორც აღმოჩნდა, რადიომ ყველაზე მეტად დააღწია ცენზურას თავი. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც საშუალება აქვს, ჩინურ რადიომიმღებს იყენებს, ის კი კორეულთან ერთად, ჩინურ ტალღებსაც იჭერს. ჩრდილოეთ კორეაში უცხოური ინოფრმაცია და კულტურა ყველაზე მეტად მაინც კინოინდუსტრიას შეაქვს. ხელისუფლების ბევრი მცდელობის მიუხედავად, სულ უფრო მეტად ვრცელდება სამხრეთ კორეული სერიალები და ჰოლივუდური ფილმები. გაბედულ ადამიანებსაც სხვა ქვეყნებზე ინფორმაცია, ძირითადად, ამის საშუალებით აქვთ. როგორც ამბობენ, ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობის გამო ფილმებს მოსახლეობა მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილს ყიდულობს, ჩრდილოეთ კორეა “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, ინფორმაციის თავისუფლების კუთხით 176 ქვეყანას შორის 175-ე ადგილზეა და მხოლოდ ერიტრეას უსწრებს. პროპაგანდას ცენზურასთან შედარებით უფრო რბილი ძალა აქვს. მხოლოდ მედიასაშუალებების სიმცირითა და კონტროლით მოსახლეობის მართვა ძნელია. მაგალითად, ყველაზე ბედნიერ ქვეყნად რომ ჩაითვალო, ამისთვის ფეხბურთში ბრაზილიაც უნდა დაამარცხო. ჩრდილოეთ კორეა ბრაზილიის ნაკრებს მართლაც შეხვდა და 2-1 წააგო. თუმცა, ამ ქვეყნის მოსახლეობას დღეს მაინც სჯერა, რომ მათმა ნაკრებმა მარაკანას სტადიონზე გაიმარჯვა. ეს კი იმიტომ, რომ ტრანსლაციისას ტელევიზიაში ბრაზილიის გოლები ამოჭრეს. ჩრდილოეთ კორეის მედია, სპორტული მიღწევების მსგავსად, თითქმის ყველაფერში ქმნის მითებს. სენსაციური ამბების დაჯერება კი, ბუნებრივია, ხალხს ძალიან მოსწონს. ამგვარად აღმოაჩინეს კორეაში მარტორქა ცხენის ნამარხი, დასვეს ასტრონავტები მზეზე. ძველმა ლიდერმა კი გოლფის პირველივე თამაშისას მსოფლიო რეკორდი 25-ჯერ გააუმჯობესა. ჩრდილოეთ კორეის მედიამ ერთ რამეში თავმდაბლობა მაინც გამოიჩინა. მათი ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ჩინეთია, 100-დან 100 ქულით, მათი ბედნიერების ინდექსი კი მხოლოდ 98-ია. ბევრი ადამიანისთვის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩრდილოეთ კორეის ასეთი მდგომარეობა ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ფაქტია, რომ დღესაც მსოფლიოს ერთ ნაწილში საზოგადოება ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად, მხოლოდ პროპაგანდას იღებს.ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ შეიქმნა, როცა ერთიანი კორეა საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ 37-ე პარალელზე გაყვეს. ორი ურთიერდაპირისპირებული იდეოლოგიისა და ცივი ომის გამო კი ამ სახელმწიფოებს შორის მალე ინტენსიური კონკურენცია დაიწყო. თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეას კოლოსალური თანხებით აფინანსებდნენ მეზობელი სსრკ და კომუნისტური ჩინეთი, სამხრეთ ნაწილს კი კაპიტალისტური დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკის აწყობაში ეხმარებოდა. 60-იანი წლებში შესამჩნევი გახდა, რომ სამხრეთ კორეის ეკონომიკა სულ უფრო მზარდი და თვითმყოფადი ხდებოდა, ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებას კი სხვა ქვეყნები უსასრულოდ არ გააგრძელებდნენ. სწორედ აქედან იწყება გარესამყაროსგან ამ სახელმწიფოს თვითიზოლაცია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ის სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი მტრად მიჩნეულ სამხრეთ კორეასთან შედარებით, გაცილებით განვითარებული იყო. ამისთვის საჭირო ინფორმაციის ტოტალური კონტროლი და ჯორჯ ორუელის “1984-ისეული" სახელმწიფოს რეალობად ქცევა იყო.წყარო:http://mediachecker.ge/mediawiki/detail/69/
წაკითხვა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
დევიდ სატერი, რუსეთის ექსპერტირუსეთი დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად ტრადიციულთან ერთად ახალ მეთოდებსაც იყენებს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მედიაა. თუმცა, მედიასთან ერთად მოსკოვი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის ექსპერტი დევიდ სატერი ცოტა ხნის წინ კრემლის კიბერ თავდასხმის არა მხოლოდ სამიზნე გახდა, არამედ დეზინფორმაციის ერთგვარ წყაროდაც იქცა. სატერს ია მეურმიშვილი ესაუბრა.თქვენ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ახალი მეთოდის სამიზნე გახდით. რა მოხდა? როგორ მუშაობს ეს მეთოდი?არ ვიცი ტექნიკური დეტალები, მაგრამ ვიცი ის, რომ ისინი ჩემს იმეილში შევიდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეების ლაბორატორია“ გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კრემლის ამ ოპერაციის შედეგად ასობით ადამიანის ინფორმაცია იქნა მოპარული. მათ ყურადღება რამდენიმე ადამიანზე გაამახვილეს. მე და ჯონ პადესტა მათ შორის ვიყავით. პადესტას შემთხვევაში მისი იმეილებიდან ამოღებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით იქნა გამოყენებული. ჩემს შემთხვევაში კი ჩემგან მოპარული ინფორმაცია რუსეთის შიგნით პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ჩემი იმეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი.ამ, ეგრეთწოდებული, ფიშინგის დროს ბევრი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირების იმეილებიც იქნა მოპარული. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. ცნობილია ვინ იყო სამიზნე და რა სახის ინფორმაცია მოიპარეს მისგან?ვფიქრობ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ვიცით ის, რომ მოპარულია იმეილები, დეტალები კი უცნობია გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოქალაქეების ლაბორატორიამ გამოაქვეყნა.რუსეთის პროპაგანდაზე საუბარი პოპულარული თემაა. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეებს ქმნის ის, როგორ მუშაობს, რა მეთოდებს იყენებს. მიუხედავად ამ განხილვებისა, მიჭირს დავასახელო ერთი კოორდინირებული მეთოდი, რომლითაც კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა. რამდენად ეფექტურად ვებრძვით პროპაგანდას - რა უნდა გავაკეთოთ მის დასაბალანსებლად და გვაქვს თუ არა სათანადო ძალისხმევისთვის საჭირო მეთოდები?რა თქმა უნდა, მეთოდები გვაქვს. მაგრამ ეს თემა ჩვენთვის ინტელექტუალური გამოწვევაა, რომელსაც თავს, როგორც წესი, ცუდად ვართმევთ. რუსული პროპაგანდის და ყალბი სიახლეების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთზე სიმართლის თქმით შეიძლება. მაგრამ რუსეთზე სიმართლის ცოდნა ადვილი საქმე არ არის.ის მოითხოვს ინტელექტუალურ სერიოზულობას, ძირეულ შესწავლას, და ანალიზს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ამაზე მხოლოდ ვწუწუნებთ. მაგალითისთვის გეტყვით: მე პირადად 1999 წლის მოსკოვის ბინების აფეთქებებზე ძალიან ბევრი მაქვს დაწერილი. ამ საქმემ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა და შესაბამისად ამ თემაზე საუბარს მის ლეგიტიმურობაზე აქვს გავლენა. იმის ნაცვლად, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, პირიქით, ვერ აგიხსნით რამდენად რთულია ამ თემაზე ადამიანების ყურადღების გამახვილება.პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა ვიკისროთ ინტელექტუალური პასუხისმგებლობა, საკითხს მივუდგეთ სერიოზულად და პოლიტიკა შევიმუშაოთ რუსეთის მოქმედებების შესახებ სიმართლის ცოდნაზე დაყრდნობით.მთავრობაზე საუბრობთ...არა მხოლოდ მთავრობაზე - ვსაუბრობ აკადემიურ წრეებზე, ჟურნალისტებზე. ყოველთვის ვცდილობთ საქმე გავიადვილოთ და რუსულ სიყალბეებზე ზედაპირული პასუხები მოვძებნოთ. ეს არავის არაფერში არწმუნებს, პირიქით, ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში გვამყოფებს. ის, რასაც არ ვაკეთებთ, ან რის გაკეთებაც აქამდე ვერ მოვახერხეთ არის ის, რომ მსოფლიოს დავანახოთ პუტინის რეჟიმის ნამდვილი სახე და ეს გავაკეთოთ ფაქტებით, რომლებიც თვალწინ გვაქვს.ანუ არ ვიცით რას ვაკეთებთ?ნაწილობრივ ეს არის არ ცოდნა, სიზარმაცე, კარიერიზმი... იმისი ვერ დანახვა, რომ პროპაგანდაზე საუბრისას შიდა-პოლიტიკური დინამიკიდან და დაწესებული ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ.ამბობთ, რომ პოლიტიკოსები პროპაგანდას ერთმანეთის წინააღმდეგ ქულების დასაწერად იყენებენ?ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას საქმიანობაზე აისახება. ტრამპის შემთხვევაში გვქონდა, ეგრეთწოდებული, "ტრამპის დოსიე," რომელიც ჩემი აზრით, ყალბ ინფორმაციას შეიცავდა. ჰილარი კლინტონის შემთხვევაში რუსებმა მის კამპანიაზე უნანონო ჰაკერული იერიშები მიიტანეს და მოპარული იმეილები გაასაჯაროეს. ეს ამერიკის პოლიტიკაში ჩარევაა.პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა.პუტინი ბევრ რამეს ამბობს და ის სიმართლის მთქმელი ადამიანი არ არის. არც მისი რეჟიმი ამბობს სიმართლეს. პროპაგანდის მანქანა რუსეთის მოსახლეობის მანიპულირებაზე და დასავლეთის დაბნევაზეა ორიენტირებული.მესმის, რომ რთულია შეაფასო პროპაგანდის შედეგები და კონკრეტულ ნარატივებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაინახო. გაქვთ რაიმე ასეთი მაგალითი?რუსებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ 2011 წლის დემონსტრაციების უკან ამერიკა იდგა. სინამდვილეში მოხდა ასეთი რამ - ამომრჩევლებმა ტელეფონებით დაიწყეს არჩევნებზე მომხდარი დარღვევების დაფიქსირება. დაგროვდა მტკიცებულებები. არჩევნების მანიპულირების მცდელობამ ბევრი ადამიანი გააბრაზა და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც მაშინ ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, გააკეთა განცხადება, რომ ამერიკა მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანების სირვილს დაიცვან საკუთარი ხმა.კლინტონის ადგილზე ნებისმიერი სახელმწიფო მდივანი იგივე განცხადებას გააკეთებდა, რადგან ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იყო. ამის შემდეგ რუსებმა დემონსტრაციების ორგანიზება ჰილარი კლინტონს დააბრალეს. ამით დაიწყო ის ნარატივი, რომ პუტინს ჰილარი პერსონალურად სძულს ამ დემონსტრაციების გამო. ეს ნარატივი გავრცელდა, გაიზარდა და საბოლოო ჯამში, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმაც გაიმეორა ის, რომ რუსები კლინტონის კამპანიას იმიტომ დაესხნენ თავს, რომ პუტინს ჰილარი პირადად სძულს. აი, ეს არის ერთი მაგალითი, თუ როგორ დაიწყო რაღაცა როგორც შეთხზული ფაქტი და როგორ დამკვიდრდა ეს ფაქტი ჩვენს რეალობაში, როგორც სინამდვილე.როცა საქმე ეხება ინფორმაციის გლობალური მასშტაბით გავრცელებას, საქმე გვაქვს მთავრობებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, სოციალურ მედიასთან. შეიძლება თუ არა საზოგადოების ცრუ ინფორმაციისგან დაცვა და ვის ეკისრება ეს პასუხისმგებლობა?სოციალურმა მედიამ ეს პასუხისმგებლობა რომ იკისროს ამისთვის მათ კონტენტი უნდა აკონტროლონ, რისთვისაც საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ.მთავარი თემა არა ინფორმაციის დინების კონტროლია, არამედ სიცრუეზე რეაგირების გაკეთება. ჩვენ ეს ბოლომდე ჯერ არ გვესმის. რუსეთის გაგება არ არის ადვილი საქმეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ღირებულებებით მოქმედებს. მე ხშირად ვამბობ, რომ იმისათვის, რომ გაიცნო რუსეთი დაუჯერებლის უნდა გჯეროდეს. შედეგად, ხელს არა რუსული პროპაგანდა გვიშლის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ძნელია, არამედ ჩენი საკუთარი შეზღუდვები.როგორც წესი, პროპაგანდასთან ბრძოლას ასე ადვილად არ ახასიათებენ...პირველ რიგში, არ უნდა გავაზვიადოთ თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია რუსულ პროპაგანდას. ყველზე დიდ ზიანს ჩვენ ვაყენებთ საკუთარ თავებს. რუსები ახერხებენ იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ. რეალური საფრთხე სწორედ ეს არის და არა ის, რომ რუსები ასეთი საოცრად ჭკვიანები არიან. ეს ასე არ არის.ამერიკის ხმა
წაკითხვა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook-მა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა დაიწყო. სიახლე  იმ ამბის ნამდვილობას გადაამოწმებს, რომელსაც გამოაქვეყნებთ. მარკ ცუკერბერგმა ყალბი ინფორმაციით დაინტერესების პირობა მას შემდეგ დადო, რაც სოციალური მედია კრიტიკის საგანი გახდა, რომ ის დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქცა.„თუკი, ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციები ამბავს ყალბ ინფორმაციად შეაფასებენ, ის მოინიშნება, როგორც სადავო და იქვე იქნება საპასუხო სტატიასთან წვდომის შესაძლებლობაც. ამასთან, სადავო ამბები, შესაძლოა, ე.წ. News Feed-ის ბოლოშიც გამოჩნდეს“ - განაცხადეს Facebook-ში.რეპორტიორმა ჯონ ოურენდმა ტვიტერზე დაწერა, რომ Facebook-ის მხრიდან ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა ე.წ. პოპ-აპ ფანჯრით იწყება. ამ ფანჯარაში კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით აღნიშნული იქნება შემდეგი ტექსტი: „ინფორმაცია სადავოდ არის მიჩნეული დამოუკიდებელი Fact Checker-ების მიერ. სანამ ამ ტექსტს გაავრცელებ, შესაძლოა, გსურს იცოდე, რომ ფაქტების შემმოწმებელმა საიტებმა - Snopes.com-მა და Associated Press-მა მისი სანდოობა საკამათოდ მიიჩნიეს“.დეკემბერში Facebook-მა განაცხადა, რომ მოსახლეობას სადავო ამბებთან დაკავშირებით, უფრო მეტ კონტექსტს შესთავაზებდა, რათა მათ თავად გადაწყვიტონ რას უნდა ენდონ და რა გაიზიარონ. რაც ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით უნდა განხორციელდეს.წყარო: mediachecker.ge 
წაკითხვა
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
 უარი ხისტ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და უფრო მეტი აქცენტი საქართველო-რუსეთს შორის კულტურულ მეგობრობაზე, ქართულ ღვინოზე, ტრადიციებსა და ტურიზმზე – სწორედ ასე მუშაობს ქართულ აუდიტორიაზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული მედიასაშუალება “სპუტნიკი”.“რბილი ძალა” – ეს ტერმინი, შეიძლება ითქვას, ბოლო დროს გაცვეთილიც კი გახდა, როცა რუსეთის მხრიდან წარმოებულ პროპაგანდისტულ ომზე ვსაუბრობთ, თუმცა, ჩვენი რეალობისთვის ის არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური, როგორც დღესაა.სამხედრო-ეკონომიკური, ანუ “მყარი ძალისგან” განსხვავებით, “რბილი ძალა” ძალაუფლების ისეთი სახეა, რაც გულისხმობს საკუთარი მიზნების მიღწევას ძალდატანების გარეშე, მიმზიდველობითა და დარწმუნებით. “რბილი ძალის” რაობაზე საუბარი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფ ნაიმ დაიწყო. “რბილი ძალის” მეთოდებია რელიგიური, კულტურული, სპორტული, ასევე, ტრადიციებთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირება, ალტერნატიული დისკურსის შექმნა, ამ სივრცეებში შეჭრა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა. როგორც ჩანს, რუსეთის მმართველი ელიტისთვის ის საკმარისად მიმზიდველიც აღმოჩნდა.როგორც ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, ანალიტიკური ორგანიზაცია Chatham House-ის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი, ორისია ლუცევიჩი წერს, რუსეთმა 2000-იანი წლებიდან სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ე.წ. ნდობის ჯგუფების შექმნა და განვითარება. ე.წ. ნდობის ჯგუფებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ვეტერანთა გაერთიანებები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები და ა.შ.“ასეთი “ნდობის ჯგუფების ქმედებებმა, რუსეთის სახელისუფლებო ადმინისტრაციულ რესურსთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენასთან, პრო-რუსულ ელიტასთან, მასკულტურასთან და მედიასთან ერთად, ერთობლივად, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მყიფე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებები რეგიონში”, - წერს ორისია ლუცევიჩი.სწორედ რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია მედიასაშუალება “სპუტნიკი”, რომელიც, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში, ამდენივე ენაზე მუშაობს - დაწყებული ევროპა-კავკასიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკითა და აღმოსავლეთ აზიით. “სპუტნიკი”რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი და მის მიერვე დაფინანსებული მედიასაშუალებაა.“სპუტნიკი-საქართველო” ორ ენაზე, რუსულ-ქართულად აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ასევე კულტურასა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკური ამბები, ძირითადად, სხვა, მეინსტრიმული ქართული მედიასაშუალებების დღის წესრიგს მიჰყვება და მათგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება – აქ ვერ შეხვდებით ხისტ, ღიად ანტიდასავლურ გზავნილებს, ისეთს, როგორსაც, მაგალითად, სხვა, ღიად ანტიდასავლურ ქართულ მედიასაშუალებებში. მაშინ, როცა ანტიდასავლური მედიასაშუალებები საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მკვეთრად უარყოფითად აშუქებდნენ, “სპუტნიკმა” აღნიშნული მოვლენა მთლიანად დადებით კონტექსტში გააშუქა და მომხმარებელს გზამკვლევიც კი შესთავაზა იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში უვიზოდ სამოგზაუროდ.პოლიტიკური სახის ახალ ამბებში, პრორუსი პოლიტიკოსების მხრიდან, დროდადრო აქცენტი კეთდება რუსეთთან მეგობრობის აუცილებლობაზე, ასევე, რუსეთის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების განეიტრალებაზე (მაგალითად, თავად “სპუტნიკის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, იტალიელების და გერმანელების 50%-ს ბალტიისპირეთისთვის „რუსული საფრთხის" არ სჯერა და ა.შ.). მიუხედავად მსგავსი ახალი ამბებისა, ეს ტენდენცია “სპუტნიკის” მუშაობაში დომინანტური არ არის.“სპუტნიკი-საქართველოს”, როგორც რუსული რბილი ძალის ხასიათი, ყველაზე კარგად კულტურის ისეთი საკითხების გაშუქებისას ჩანს, რომელსაც ყურადღებას მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალება უთმობს და თითქმის არავინ სხვა. აღნიშნული მოვლენებს შორისაა რუსული ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ მოწყობილი ფესტივალები, კონკურსები, კონცერტები, ასევე, ქართული ცეკვა-სიმღერის ანსამბლთა გასტროლები რუსეთის ქალაქებში, რელიგიური და ეროვნული ტრადიციების საკითხების წინ წამოწევა და ა.შ.რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგი ღონისძიება, რომელსაც “სპუტნიკი-საქართველო” აშუქებს, სწორედ იმიტომ იქმნება და ტარდება, რომ გაშუქდეს. მაგალითად, აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მიმდინარე წლის მაისში აქტიურად გააშუქა თანამედროვე ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი Make Dance Not War (“დაკავდით ცეკვით და არა ომით”).“სპუტნიკი” იტყობინებოდა, რომ: “სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისში ჩამოვიდნენ წამყვანი ქორეოგრაფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან. სამი დღის განმავლობაში ისინი ფესტივალის მონაწილეებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან თანამედროვე საცეკვაო მიმართულებებში ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ”.აღნიშნულ ფესტივალს ატარებს ორგანიზაცია We Make Dance, რომლის ოფიციალური ვებსაიტი რუსულ დომენზე, mdnw.ru-ზე აქვს მიმაგრებული. ვებსაიტზე არ არის მითითებული ორგანიზაციის მისამართი, თუმცა წერია, რომ თბილისში, მაისში გამართული ღონისძიება, მათთვის პირველია, მიზანი კი შემდეგია: “ჩვენ ვართ ორგანიზაცია We Make Dance რომელიც ეწევა თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციას საქართევლოსა და მთელ კავკასიაში. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც მივუძღვენით გამარჯვების დღეს – 9 მაისს”. ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებად საიტზე დასახელებულია ანასტასია კარაჩენკოვა და თეონა მანაგაძე. რაც შეეხება ვებსაიტის დომენს, ის 2017 წლის თებერვალშია რეგისტრირებული კერძო პირის მიერ.“სპუტნიკმა” მაისში ასევე დაუთმო ყურადღება რუსული ტელეარხის, НТВ-სა და Sputnik-ის მიერ მოწყობილ ბავშვთვავოკალურ კონკურსს, “Ты супер!-ს”, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსთან ერთად, ამ კონკურსში ცალკე ქვეყნად მონაწილეობდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პროექტს სულ 12 მონაწილე ჰყავდა. 27 მაისს, კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართულ ფინალურ კონცერტზე, სწორედ აფხაზეთის წარმომადგენელი გახდა კონკურსის გამარჯვებული. ფინალის მიმდინარეობისას წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა მონაწილეებისადმი. ქართველ მონაწილეს რუსეთის კიდევ ერთი პროპგანდისტული მედიასაშუალების, Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გადასცა რუსეთის ერთ-ერთი საბავშვო ბანაკის საგზური და სტიპენდია რუსული ენის შესასწავლად.“Make Dance, Not War-ის“ მსგავსად, „Ты супер!-იც“ წელს პირველად ჩატარდა. საინტერესოა ისიც, რომ კონკურს „Ты супер!-ის“ შესახებ, 27 მაისიდან, ათამდე ახალი ამბავი გამოქვეყნდა „სპუტნიკი-საქართველოს“ რუსულენოვან ვერსიაში, ქართულენოვანში კი – არც ერთი.„სპუტნიკის“ ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა რუსეთის ქალაქ კალუგაში ქართული კულტურის დღეების გამართვა, ანსამბლ “ბასიანისა” და ჯგუფ “ბანის” გასტროლები რუსეთში, ფოლკლორული ანსამბლის, „სიხარულის“მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ფესტივალში, რუსი მუსიკოსების გასტროლები საქართველოში, რეზო გაბრიაძისთვის რუსული პრემია "ოქროს ნიღბის" გადაცემა და ა.შ.“სპუტნიკი-საქართველო” აქტიურად აშუქებს ეროვნული საკითხებს. 2017 წლის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური პროექტის ფარგლებში, აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა თუ იტალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სიახლის შესახებ მომზადებულ მასალაში კი მოცემულია ”სპუტნიკი-საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელის, ოქსანა ვოინცევის კომენტარი, სადაც ის ამბობს:„ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოა. საქართველოს ჰიმნის სათაურია „თავისუფლება“. ეს სიტყვა ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების ხასიათს გადმოსცემს. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მათი გული ყოველთვის სამშობლოს - საქართველოს ეკუთვნის“.“სპუტნიკი” ყურადღებას უთმობს ქართული ღვინის, სტუმარტმოყვარეობისა და საქართველოში რუსი ტურისტები დასვენების თავგადასავლებს. ამ და სხვა მსგავსი თემების გაშუქებას, ალბათ, ერთი მიზანი აქვს – საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ მიუხედავად ოკუპაციისა და ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობისა, საქართველო და რუსეთი კულტურის სფეროში მეგობრობენ, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები დუღს, იმართება კონცერტები, ფესტივალები, კინოჩვენებები, ქართველ შემსურლებლებს სიხარულით ელიან არამხოლოდ რუსეთის დედაქალაქში, არამედ რუსეთის შორეულ მხარეებშიც კი. ამ დისკურსში კი, რა თქმა უნდა, არ ჩანს არც ოკუპაციის თემა, არც საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეებისა და არც სხვა მტკივნეული პოლიტიკური საკითხი. მიზეზი მარტივია – რუსული “რბილი ძალის” მიერ შექმნილ რეალობაში საქართველო-რუსეთი ტკბილად, მეგობრულად აგრძელებენ თანაცხოვრებას სიმღერით, ღვინის სმითა და ცეკვა-თამაშით.უფრო ვრცლად http://mediachecker.ge/mediacritics/detail/271/1
წაკითხვა
ტელეკომპანია თრიალეთი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს
ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოთლაძის მიმართ, ქარელის მოსახლეობის მიერ დაპირებების შესრულების მოთხოვნის გაშუქების გამო, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებზე დაიწყო უხამსი და ბინძური შეტევა, რომელიც ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების და ინტერნეტში სპეციალურად შექმნილი ე.წ. "ტროლების" მიერ.            ეს ადამიანები გაუჩერებლად, სამუშაო თუ არასამუშაო საათების განმავლობაში, ლანძღავენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს და ტელეკომპანია „თრიალეთს". ჩვენი ინფორნაციით, ამ ყველაფერს მართავს და აკონტროლებს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე.            გიორგი თოთლაძე ამჟამად არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატად გახდომამდე იყო პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში.            ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გიორგი თოთლაძე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, გიორგი თოთლაძის ცოლის ძმა მიხეილ კანდელაკი, იყო გორის პოლიციის საამმართველოს უფროსი, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, მუშაობს აჭარის რეგიონში, ბათუმის ციხის უფროსად.            ეს გარემოებები განაპირობებს გიორგი თოთლაძის დიდ გავლენებს, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთს" ექმნება თავისუფალი მუშაობის შეზღუდვის საფთხე.            ჩვენ გავაშუქეთ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ, გიორგი თოთლაძის მიერ დაპირებული სხვადასხვა საკითხების შესრულებას. ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაუკავშირდა გიორგი თოთლაძეს, რომელმაც ტელეფონში შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, თუმცა რამდენიმე წუთში თვითონვე დაუკავშირდა და განმარტების მიცემის საშუალება ითხოვა.            ტელეკომპანიამ სრულად გადასცა სიუჟეტი, ჟურნალისტის შეურაცყოფის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყო ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ ზეწოლა. მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის მისამართით.                       აღსანიშნავია, რომ გიორგი თოთლაძის ხელმძღვანელობის დროს და მის შემდეგაც, პარტია "ქართული ოცნების" გორის ოფისში, ყოველთვის იგეგმებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლა, როგორც წინა ხელისუფლების დანატოვარი, ასევე ახალი მეთოდებით.            მართლაც, უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პირობებში მუშაობა. ასეთი შეურაცხყოფების და მუქარების ფონზე.            მივმართავთ ქართულ ოცნებას! მივმართავთ ხელისუფლებას! შეაკავეთ თქვენი მოხელეები! ნუ აჭარბებენ უფლებამოსილებას! ნუ ახდენენ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე უხამსი მეთოდებით!            მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუხსნას პარალამენტის წევრ გიორგი თოთლაძეს, რომ პარლამენტარობა ყველაფრის გადაჭარბების უფლებას არ აძლევს!            მედია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემების გააშუქოს! ამის გამო კი ტელეკომპანია და იქ მომუშავე ჟურნალისტები შეურაცხყოფას არ უნდა იღებდნენ. ტელეკომპანია „თრიალეთი" ყოველთვის დაბალანსებულად და ორივე მხარის ჩართვით ამზადებს სიუჟეტებს. საჯარო მოხელე კი ვალდებულია გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს.ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახური.
წაკითხვა
ფრიდომ ჰაუსი: საქართველოში მედიაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით სიტუაცია გაუარესდა
ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, 2016 წელს მსოფლიოში მედია თავისუფლების კუთხით სიტუაციამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 13 წლის მანძილზე. ქვეყნები, მათ შორის როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და სერბეთი უფრო აქტიურად ცდილობენ პრესის თავისუფლების შეზღუდვას.ორგანიზაციის თქმით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში ხვდება. საქართველოს რეიტინგმა პრესის თავისუფლების კუთხით წინა წელთან შედარებით მცირედით დაიკლო. ანგარიშის თანაავტორის, ჯენიფერ დანჰამის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა 2016 წელს უფრო აგრესიულად წარიმართა.„საქართველოში დიდი ხანია ვხვდებით მოდელს, როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს მედიის კონტროლს. პროცესი მოიცავს მედია საშუალებების საკუთრებაზე საეჭვო დავებს და მიმართულია მთავარი მაუწყებლების წინააღმდეგ. არსებული პრობლემა უფრო გამწვავდა 2016 წელს, და სწორედ ამიტომ საქართველოს რეიტინგი მცირედით შემცირდა. მედია გარემო და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მაშინ მოხდება, თუ ქვეყნის ყველა პოლიტიკური მხარე ღია, სამოქალაქო დებატებში ჩაერთვება, მედია საშუალებებზე გავლენის მოპოვების მცდელობის ნაცვლად. მედია საშუალებები საუკეთესო შემთხვევაში თავისუფალნი უნდა იყვნენ პარტიული კონტროლისგან“, - აღნიშნა დანჰამმა ამერიკის ხმის შეკითხვის პასუხად.ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავა, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტი, დასავლეთში ბევრისთვის შემაშფოთებელია. დიპლომატიური წარმომადგენლობები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს დამოუკიდებელი მედია საშულებების საჭიროებას და მათზე კონტროლის დამყარების მცდელობის მიუღებლობას. მათ შორის, ამერიკის საელჩომ საქართველოში არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე პროცესებზე. უზანაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ს საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ „პლურალისტური მედია გარემო საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საკვანძოა და მოუწოდა საქართველოს მთავრობას „მიიღოს ზომები თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის“.Freedom House Freedom of the Pess 2017საფრთხეები მედიის წინააღდეგანგარიში საუბრობს ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მედიის მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ამერიკის მედია გარემო შეცვალა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს მედიას, როგორც „ცრუ ინფორმაციის“ წყაროს და „არაკეთილსინდისიერს“. მან რამდენიმე გამოცემას „ხალხის მტერი“ უწოდა. კვლევის მიხედვით, ამერიკის პრესის თავისუფლების ინდექსი სწორედ ამ მიზეზით შემცირდა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკა რჩება „ყველაზე თავისუფალ ქვეყნად“ პრესის თავისუფლების კუთხით. ორგანიზაცია ამბობს, რომ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, თუ მსგავსი ტენდეცია გაგრძელდება, აღარ იქნება მოდელი სხვა ქვეყნებისთვის, რაც ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია პრესის თავისუფლების დაცვისთვის და გავრცელებისთვის მსოფლიოში. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ა მედიის წინააღდეგ ილაშქრებენ ამერიკაში, ეს „ხელს აძლევს მათ კოლეგებს გაიმეორონ იგივე საკუთარ ქვეყნებში“.„ამერიკაში პრესის თავისუფლების დასუსტება მსოფლიოში დემოკრატიას დააზარალებს“, - ნათქვამია ანგარიშში.მედია პოსტ-საბჭოთა სივრცეშიმსოფლიოს გარშემო მხოლოდ მოსახლეობის 13% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მედია თავისუფალია. პოსტ-სოციალისტურ სივრცეში ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. „ევრაზიის რეგიონის რეიტინგი ყოველთვის დაბალი იყო“, - ამბობს დანჰამი. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება თითქმის მთლიანად აკონტროლებს მედია სივრცეს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ მედია თავისუფლების შეზღუდვას. სიტუაცია უარესდება თურქეთშიც, სადაც ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობა მედია გამოცემების და ჟურნალისტების წინააღდეგ ილაშქრებს. 2016 წლისთვის, თურქეთში მინიმუმ 81 ჟურნალისტია ციხის მიღმა.მთავრობები იყენებენ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს, როგორც წინაპირობას რათა უფრო აქტიურად განახორციელონ დამოუკიდებელი ან ოპოზიციური მედია გამოცემების წინააღმდეგ კამპანია. ამ ქვეყნებს შორისაა სომხეთი, სადაც გასული წლის საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებას უპასუხოდ არ დაუტოვებია.სიტუაცია იცვლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი მიმართავენ არაპირდაპირ გზებს მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად მედიაზე გავლენის და სიახლეების გადაცემაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, არჩეული მთავრობები ახდენენ მთავარი მედია საშუალებების დისკრედიტაციას, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე კონტროლის მოპოვებას და ცდილობენ მათი თანამოაზრე გამოცემების წინ წამოწევას.Freedom Houseუნგრეთში, ხელისუფლებაში მყოფი ფიდესის პარტია 2010 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ცდილობს მედიაზე კონტროლის მოპოვებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გამოცემა “ეროვნული თავისუფლების“ დახურვა და გაყიდვა. პოლონეთში „კანონის და სამართლიანობის პარტია“, ფიდესის პოლიტიკას იმეორებს. პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, კანონების ცვლილების მეშვეობით რაც მთავრობას ახლა უკვე შესაძლებლობას აძლევს დანიშნოს მმართველები. 2016 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე 200-მდე თანამშრომელი იქნა განთავისუფლებული ან მათ თავად დატოვეს პოსტი.მედია პროპაგანდა და ცრუ ინფორმაციამედიაზე გავლენის მოპოვების მაგალითებსა და ტაქტიკებს, არადემოკრატიული რეჟიმები მსოფლიოს გარშემო რუსეთისა და ჩინეთისგან იღებენ. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ცდილობს კონტროლი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიპოვოს მედიაზე, არამედ საზღვრების მიღმაც გაავრცელოს. ანგარიში ამბობს, რომ „პუტინის რუსეთი პიონერია სახელმწიფო პროპაგანდის გლობალიზაციის საქმეში.“ კრემლი ცდილობს მისი ინტერესების შესაბამისად მოახდინოს პრო-რუსული რეპორტაჟების და ინფორმაციის გავრცელება, „განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში“, - ამბობს ანგარიში. სახელმწიფო კომპანიების, „Russia Today”-ს და „Sputnik”-ის მეშვეობით მოსკოვი ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ფაქტების და მომხდარის დამახინჯებას ახდენს.„რუსეთის მთავრობა მთლიანად აკონტროლებს მედია გარემოს, და ეს კავშირშია პუტინის მაღალ რეიტინგთან და იმასთან, თუ რამდენად კარგად მუშაობს პროპაგანდა რუსეთში და მის გარეთ“, - ამბობს ჯენიფერ დანჰამი.რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგია ცდება პოსტ-საბჭოთა სივრცეს. რუსული სადაზვერვო სამსახურები 2016 წელს ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადნენ კლინტონის საარჩევნო შტაბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით. ამასთანავე, რუსეთი შეეცადა საკუთარი ინტერესებისკენ გადაეხარა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. კრემლის მომხრე მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელება ამის ერთ-ერთი მეთოდია. მოსკოვი ასევე ხელოვნური სოციალური მედიის მომხმარებლების შექმნით ცდილობს ამა თუ იმ ინფორმაციის ტირაჟირებას.პრესის თავისუფლების ანგარიშიიმაზე საუბრისას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ საქართველო და მისი მეზობლები რუსულ პროპაგანდას, დანჰამი ამბობს, რომ საჭიროა მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ფაქტების მეტი გადამოწმება.„მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა საჭიროა და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროპაგანდასთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან საბრძოლველად, ეს [რეგიონის] ქვეყნები, სხვადასხვა გზებს მიმართავენ, ამის ნაწილია ფაქტების გადამამოწმებელი ვებგვერდები და მსგავსი ინიციატივები - და ეს ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა“, - ამბობს დანჰამი.„ფრიდომ ჰაუსის“ მედია თავისუფლების რეპორტი აფასებს მედია გარემოს და მისი თავისუფლების დონეს მსოფლიოს 199 ქვეყანაში, ის ყოველწლიურად აანალიზებს ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს და ანიჭებს მათ 0-100-მდე ქულას. საქართველოს ქულა 50-ია, რითაც საქართველო, მსოფლიო დონეზე 102 ადგილზეა.
წაკითხვა
„ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში“
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას განცხადებითვე პასუხობენ:„დღეს რამდენიმე სააგენტომ და ტელეარხმა მოგვმართა თხოვნით კომენტარი გაგვეკეთებინა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე. ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, იგი შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშს არ ეხება ის, რაც რუსთავი 2-ში 2006 წლამდე მოხდა. ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავს უსამართლობათა ჯაჭვის ყველა იმ რგოლს, რომლებიც ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო ქართულმა სასამართლომ. შესაბამისად, უხილავი ხელის დახმარებით, პროკურატურას რომ არ შეეჩერებინა გამოძიება, საქმე გვექნებოდა გამჭვირვალე, მარტივ სასამართლო პროცესთან, სადაც 2004 წლიდან დაწყებული, ყველა რგოლი, მათ შორის ქიბარ ხალვაშიც ისევე ჩაიხსნებოდა, როგორც ეს გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სასამართლოს ყველა ინსტანციამ. მაგრამ მოხდა ისე და თანაც გამიზნულად, რომ პროკურატურამ შეაჩერა 2012 წელს დაწყებული გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ათვლის წერტილად აირჩია არა 2004, არამედ 2006 წელი.ამ განცხადების უკან რეალურად დგას მთავრობა, რომლისთვისაც მარტივია ბიზნესში ჩართული ადამიანის “კონტროლი” და შეუძლებელია დამფუძებლების გაკონტროლება, რაც ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის მთავრობამ.ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, ამიტომ ისინი ქიბარ ხალვაშის ამ განცხადებით ნიადაგს ამზადებენ, რათა ბიზნესმენის მიერ დამფუძნებლებისათვის საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება ლეგიტიმურად დაარღვიონ და შექმნან “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მათთვის სასურველი მოდელი.ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერც ერთი მთავრობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების ლეგიტიმურ უფლებებს. ეს პროცესი იქნება სერიოზული ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის საქვეყნოდ მიღებული დემოკრატიული ფასეულობები.“ - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა

უახლესი