საზოგადოებრივი
104.5 FM
კიბოს რობოტებით დაამარცხებენ !
კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდება მეცნიერებმა დიდი ხნის წინ უკვე დაამტკიცეს რომ მათ შუეძლიათ აკონტროლონ მაგნიტური ველი ადამიანის სხეულში იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა.ახლა კი მეცნიერებმა განავითარეს მაგნიტური კონტროლის გზა და მათ ახლა შეუძლიათ აკონტროლონ მაგნიტური არმიის ყველა წევრი,რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ განსაკუთრებული და უნიკალური დავალებები.ჰამბურგში „Philips“-ის ინოვაციური ტექნოლოგიის ფიზიკოსი, ამ კვლევის ლიდერი ჯურგენ რაჩმერი ამბობს: “ჩვენი მეთოდი კომპლექსური მანიპულაციის საშუალებას იძლევა ადამიანის ორგანიზმში“პირველ რიგში, მეცნიერებმა შექმნეს უამრავი პატარა იდენტური მაგნიტის „ხერხი“. შემდეგ გამოიყენეს ერთგვარი ძლიერი მაგნიტური ველი იმისთვის, რომ ეს მოწყობილობები ადგილზე გაეყინათ. იმ პატარა, სუსტ ადგილებში რომელშიც ძლიერი მაგნიტური ველია. მიკროსკოპული „ხერხები“ თავისუფლად მოძრაობენ. შთამბეჭდავი ისაა, რომ შედარებით სუსტ მაგნიტურ ველს შეუძლია ეს „ხერხები“ თავისუფლად ამოძრაოს.მკვლევარებმა თქვეს, რომ ექიმებს შეუძლიათ მაგნიტური ველის საშუალებით კონკრეტული „ხერხი“ ამოძრაონ აბის გასახსნელად. ექიმებს ამ გამოგონებით ეძლევათ შანსი, რომ აკონტროლონ ის ფაქტი, რომ კიბოსთან მებრძოლი რადიოაქტიური დასხივების დროს დაზიანდეს მხოლოდ ბლასტომა და ჯანსაღი ქსოვილები უვნებელი დარჩეს.მკვლევარები ამბობენ, რომ შემდეგი პოტენციური შემოთავაზება იქნება სამედიცინო იმპლანტები, რომლებიც რაღაც დროის შემდეგ შეიცვლება. მაგალითად, მაგნიტური ველის საშუალებით შესაძლებელი იქნება პაციენტის სხეულში იმპლანტის შესაბამისად მორგება.მომავალში, მკვლევარები შეძლებენ განავითარონ კომპაქტური მაგნიტური ველები იმისთვის, რომ აკონტროლონ მცირე რობოტები და გამოიყენონ ვიზუალური ტექნოლოგიები როგორებიცაა რენტგენის აპარატი ან ულტრაბგერითი სკანერი იმისთვის, რომ დაინახონ თუ სად არის ეს მოწყობილობები, რაც საზოგადოებას დიდ იმედს უსახავს.სტატია თარგმნილია წყაროდან: https://www.sciencedaily.com/სტატია თარგმნილია საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ.კლუბის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:https://www.facebook.com/AMKYSC/inncheck.webs.com
წაკითხვა
ქართველი ექიმები კიბოს მკურნალობის ინოვატორულ მეთოდზე მუშაობენ
ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი წარმოადგინეს. გამოგონების ავტორები არიან კანადაში მცხოვრები ბესიკ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია “ფარმა კანადას” დირექტორი და თამარ ცქიტიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და “ფარმა კანადას” წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ჯგუფი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს. მათთან ერთად კვლევებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ რაიერსონის უნივერსიტეტი (კანადა), მორფოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო) და ორგანიზაცია “ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი” (გერმანია). ბესიკ სურგულაძის განმარტებით, რომელსაც “ამერიკის ხმა” კანადაში დავუკავშირდა, საგანგებოდ ამ მეთოდისთვის შემუშავდა ინოვაციური დამიზნებითი ჰიპერთერმიის აპარატი და პრეპარატი/მარკერი, რომელიც მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკების ბაზაზე შეიქმნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მეთოდის კლინიკურ დანერგვაზე ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტში და საქართველოში, კიბოს კვლევის ცენტრში. ბესიკ სურგულაძე იმედოვნებს, რომ ინოვატორული მეთოდის კლინიკური აპრობაცია უახლოეს თვეებში განხორციელდება. კითხვაზე, თუ რა გვერდითი მოვლენები აქვს მათ მიერ შექმნილ პრეპარატს, ბესიკ სურგულაძე ამბობს: “პრეპარატს არ გააჩნია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმდენად, რამდენადაც ის ორგანიზმში არ შედის რეაქციაში არცერთ ორგანულ ნივთიერებასთან და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. მისი თერაპიული ეფექტი ემყარება მის ფიზიკურ და არა ქიმიურ თვისებებს... მორფოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ თვითონ ტემპერატურული ეფექტი ნაწილაკიდან მხოლოდ ნახევარ მილიმეტრზე ვრცელდება, რაც იძლევა მისი მკვეთრად ლოკალიზაციის საშუალებას და არ მოქმედებს ჯანსაღ ქსოვილზე”. “ამერიკის ხმა” ასევე ესაუბრა თბილისში პროფესორ რემა ღვამიჩავას, ონკოლოგს, რომელიც ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებას და არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. პროფესორი ღვამიჩავა ამბობს, რომ მისი დაკვირვებითაც მეთოდი უსაფრთხოა და ამასთან რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: პირველ რიგში, პრეპარატი არ არის რადიოაქტიური. გარდა ამისა, იძლევა გაცილებით უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რაც გამოცდილი ონკოლოგის თქმით, მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ქმნის. რაც შეეხება მკურნალობას: “ამ მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკებს, აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება: სპეციალურად შერჩეული პარამეტრების მქონე ელექტრო-მაგნიტურ ველში მოხვედრისას, ნანო-ნაწილაკები ილექებიან მხოლოდ ლიმფურ კვანძებში. ისინი იწყებენ თვითგახურებას... შესაბამისად, როცა ჩვენ ლოკალურად ვაღწევთ მაღალ ჰიპერთერმიას, ჩვეულებრივი, მარტივი, გასაგები ცილის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უბანი განიცდის ნეკროზს, ანუ თვითლიკვიდაციას” - ამბობს ონკოლოგი რემა ღვამიჩავა. მისი თქმით, ამ ტიპის თერაპია არ გამორიცხავს კიბოს მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს. შესაძლებელია მისი დანერგვა როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის პარალელურად, რაც ამ მეთოდების ეფექტურობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ქართველი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის მეთოდი წარმატებული იქნება, ვინაიდან იძლევა როგორც მოსაზღვრე, ასევე სხვა სავარაუდოდ დაზიანებული ლიმფური ჯირკვლების ოპერაციამდელი ლოკალიზაციის, ოპერაციის მსველობის დროს ამ უკანასკნელთა გამოვლენის და მათი ატრამვული ამოკვეთის საშუალებას; ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში დარჩენილ ლოკალურ მიკროლიმფურ ჯირკვლებზე დამიზნებითი თერმული ზემოქმედების საშუალებას. საბოლოო ჯამში, შეამცირდება ოპერაციის ხანგრძლივობაც, გართულებების რაოდენობა და მეორადი მეტასტაზირების ალბათობა. ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაში გამომგონებლებთან ერთად მონაწილეობას რამდენიმე ქართველი მეცნიერი და გამოცდილი ონკოლოგი იღებდა. მათ შორის იყვნენ: პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავის და კისრის კიბოს დეპარტამენტის და კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; გიორგი ლოლაძე, კიბოს კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი; ქირურგი-ონკოლოგი თინათინ დუნდუა და ელენე ხვედელიძე, კიბოს კვლევის ცენტრის დეპარტამენტის კრიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. საქართველოდან ასევე მიწვეული იყვნენ, მაგრამ ვიზებზე უარის თქმის გამო კანადაში ვერ ჩავიდნენ: ქირურგი გიორგი ძაგნიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მამოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრზიდენტი; პროფესორი რემა ღვამიჩავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის) დირექტორი სამედიცინო დარგში, საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელი, ჟურნალ "კლინიკური ონკოლოგიის" მთავარი რედაქტორი და ალექსანდრე ცალუღელაშვილი, უნივერსიტეტის "ახალი ხედვა" საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/innovative-cancer-treatment-method/3546461.html
წაკითხვა
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში და არ შემეძლო არ დამეწერა. ერთ-ერთ ბაღში იყო ვაკანსია ექთნის თანამდებობაზე. რადგან ბაღის ხელმძღვანელობას არ ჰყავდა კანდიდატი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა ჩემ რესპოდენტს, რომ მისულიყო გასაუბრებაზე. ბაღში გასაუბრების შემდეგ, გაგზავნეს ეს ადამიანი ბაღების სააგენტოს კადრების განყოფილებაში თინათინ ჟორდანიასთან. ორი სიტყვით ვიტყვი ამ ადამიანის ცოდნისა და გამოცდილების შესახებ: არის 46 წლის ქალბატონი, აქვს დამთავრებული სამედიცინო ტექნიკუმი, 10 წელზე მეტი მუშაობდა უფროს ექთნად, 2005 წელს, 3 გადამზადების შემდეგ, გახდა ოჯახის ექთანი ტრენერი (საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი), სადაც მუშაობდა 2012 წლამდე, ასევე, აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, მუშაობდა რამდენიმე ბავშვთან ძიძად.  ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ადამიანი 200%-ით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბაღის ექთანს სჭირდება. მოკლედ, არაპუნქტუალობის, 1სთ ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დასცინეს განათლებაზე, არაადეკვატურ კითხვებს უსვამდნენ და იმ დონეზე დაამცირა სამმა ადამიანმა (თინათინ ჟორდანია, დანარჩენი ორის სახელი არ ვიცი) ქალი ტირილამდე მიიყვანეს. არცერთ მანთანს არ უნახავს საბუთები, სერტიფიკატები, თუ რა გამოცდილება ჰქონდა, მხოლოდ ირონიულად და დამცირების ენით მიუდგნენ. ეს პირველი ნაბიჯია ქ-ნ თინათინ ჟორდანია ჩემი მხრიდან. მე მოვითხოვ თქვენი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და გამჭვირვალობის კონტროლს, რადგან ან დატოვოთ აღნიშნული თანამდებობდა თუ არ შეგიძლიათ პატივი სცეთ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მეტი გამოცდილების არიან, ვიდრე თქვენ და სადმე ჩაეწერეთ ტრენინგზე და ისწავლეთ, რას ნიშნავს ადამიანური რესურსების მართვა და როგორ უნდა მოიქცეთ გასაუბრებაზე. ნამდვილად სამარცხვინოა თქვენი საქციელი ქ-ნ თინათინ ჟორდანია!
წაკითხვა
ბიონური ლინზები: ზებუნებრივი მხედველობა 8 წუთიანი ოპერაციის შედეგად
გართ უები, ოფთალმოლოგი ბრიტანეთის კოლუმბიიდან, ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ადამიანს 3x 20/20 მხედველობას მიანიჭებს. CBC - ს მიხედვით, ახალი ბიონური ლინზები მთლიანად ჩაანაცვლებს სათვალეს, კონტაქტურ ლინზებსა და მხედველობის გასაუმჯობესებელ ალტერნატიულ საშუალებებს, ამასთან, მისი გამოყენებისას პაციენტის ასაკს ან ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელობა არ ენიჭება.  უებმა ბიონური ლინზა მხედველობის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. მისი გამოყენება შეუძლია 25 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერ ადამიანს, რადგან ამ ასაკში სრულდება თვალის ჩამოყალიბება; მეცნიერის მტკიცებით, ეს პროდუქტი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაინახონ საათის ციფრები 30 მეტრის მანძილზე, მაშინ, როცა ამჟამად ყველაზე კარგი მხედველობის პატრონიც კი მხოლოდ 10 მეტრის დაშორებიდან ხედავს.  ბიონური ლინზა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დამზადდება. ოპერაცია სულ 8 წუთს გასტანს. დახვეული ლინზა მოთავსებულია სპეციალურ სითხეში და ნემსის საშუალებით შეჰყავთ თვალში, სადაც რამდენიმე წამში იშლება და შედეგსაც მომენტალურად ვიღებთ.  დოქტორი უები კვლევას 8 წლის განმავლობაში აწარმოებდა და ექსპერიმენტები დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაჯდა. გართი ოცნებობდა ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც ადამიანებს გაათავისუფლებდა ლინზისა და სათვალის ხმარების აუცილებლობისგან. ბიონური ლინზის იმპლანტმა ოფთალმოლოგიურ სამყაროში ფურორი გამოიწვია. უებმა იგი კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის ამერიკული საზოგადოების შეკრებაზე წარმოადგინა.  ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, ლინზას უსინათლო ადამიანებს ჩაუნერგავენ. თუ კლინიკური შედეგები დადებითი იქნება, 2 წელიწადში ბიონური ლინზა ამერიკულ და კანადურ ბაზარზე გამოჩნდება. წყარო: viralalternativenews.com
წაკითხვა
2 წლის ალექსი ტყეშელაშვილს, ესაჭიროება, გადაუდებელი დახმარება
2 წლის ალექსი ტყეშელაშვილს ესაჭიროება სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება. ტრავმის შედეგად ბავშვს განუვითარდა სიმსივნე საქართველოში ოჯახს მკურნალობაზე უარი უთხრეს, იმის გამო რომ ბავშვის გარდაცვალების დიდი შანსია. თურქეთში მხოლოდ ერთი ექიმი დათანხმდა ბავშვის ოპერირებას და ოჯახს ერთი თვე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პროგნოზებით ბავშვის სიცოხლეს საფრთხე დაემუქრება ან კიდევ სიმსივნე გამაგრებას დაიწყებს რის შედეგადაც არა ოპერაბელური გახდება და ისევ ბავშვის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. ოჯახს ესაჭიროება 35 500 აშშ დოლარი. მცირედი ნაწილი იქნა შეგროვებული ახალგაზრდული პროექტი "მოვალეობის" მიერ, რომელიც დაარსებულია ემიგრანტი ქართველი ახალგაზრდების მიერ, რუსეთიდან. მოვალეობის ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/movaleoba?fref=nf (მანდვე შეგიძლიათ იხილოთ სურათებიც და ვიდეოც.)
წაკითხვა
შსს-მ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის დაცვის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა

უახლესი