საზოგადოებრივი
104.5 FM
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე ვის ისურვებდით თბილისის მერად? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი 28% სწორედ ხოშტარიას ასახელებს, მეორე ადგილს კი ზაალ უდუმაშვილი იკავებს 25%-ით, რაც შეეხება კახა კალაძეს, ქართული ოცნების ლიდერს მხარს გამოკითხულთა 23% უჭერს, ხოლო ალეკო ელისაშვილს კი 16% ასახელებს. აღსანიშნავია, რომ პასუხზე სხვა კანდიდატს გამოკითხულთა მხოლოდ 4% მიუთითებს, ხოლო არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს 2%. გამოკითხვა 28 ივნისადმე გაგრძელდება.
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ინგა გრიგოლიამ გადაცემა რეაქციის დაწყებისას გაახმოვანა, მისი თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის საბოლოოა, ასევე ზაალ უდუმაშვილი ამ წუთებში კიევში იმყოფება და მან უკვე გამართა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან, ხოლო თბილისში იგი დღეს გვიან ღამით დაბრუნდება. აგრეთვე ინგა გრიგოლიას თქმით, უდუმაშვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.
წაკითხვა
რუსეთი ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ
წარმოიდგინეთ სცენარი, როდესაც ესტონეთის ქალაქ ნარვაში საპროტესტო გამოსვლები იწყება. იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს. გამომსვლელები ენობრივი პოლიტიკის უსამართლობას აპროტესტებენ და უფრო მეტ უფლებებს ითხოვენ. შემდეგ, მათ დასახმარებლად „პატარა მწვანე კაცუნები“ ჩნდებიან, რომელთაც რუსული სამხედრო ფორმები აცვიათ. მოსკოვი უარყოფს, რომ მას რაიმე საერთო აქვს ამასთან და მოითხოვს ტალინისგან დაასრულოს ნარვის მოსახლეობის დისკრიმინაცია. როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევას NATO და ევროკავშირი? მოხდება თუ არა რუსული საფრთხის შეკავება და საკმარისად ერთიანი იქნება თუ არა ევროგაერთიანება ამისთვის? მოვლენების ამ სცენარით განვითარებას აღწერს ავტორი ჯეიმს კირჩიკი საკუთარ წიგნზე"ევროპის დასასრული" საუბრისას და "ბრუკინგსის ინსტიტუტში" წიგნის პრეზენტაციისას ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რაც ევროპის წინაშე დგას.“ევროპის კოშმარული სცენარი არ არის შემდეგი მსოფლიო ომი. კოშმარული სცენარია ამორალური, უმოქმედო და ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ღირებულებების გავრცელება მნიშვნელოვანია და რომელებიც მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე არიან ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს მემარჯვენე ან მემარცხენე მთავრობა, თუმცა ყველა მათგანს სურს მოსკოვთან გარიგება, ჩემთვის ეს ევროპის დასასრულია”, - ამბობს „საგარეო პოლიტიკის ინიციატივის“ ექსპერტი ჯეიმს კირჩიკი.რუსეთი ევროპული ერთიანობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მოსკოვი ცდილობს ევროპის შიგნით უკმაყოფილების გაღვივებით, მოკავშირე ძალების დაფინანსებით და მისი საინფორმაციო ომის მეშვეობით ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს, ინსტიტუტებს და ევრო-ატლანტიკურ ალიანსს. ევროპაში დავიწყებული გამოწვევების გაღვივება ხდება: პოპულისტური ნაციონალიზმი, არალიბერალური ძალების გაძლიერება და ანტისემიტიზმი დღეს ევროპის დღის წესრიგში ისევ დგას. ჯეიმს კირჩიკის მოუწოდებს ვაშინგტონს უფრო აქტიური როლი ითამაშოს ევროპაში.„მხოლოდ რუსეთის რევიზიული რეჟიმის გარეშე შეგვეძლება მივაღწიოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას“, - განაცხადა კირჩიკმა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორი იქნება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპისათვის თუ ევროპაში ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე.„თუ ევროკავშირის დეზინტეგრაცია მოხდება და ნაციონალიზმი იმძლავრებს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო საშიშ ვითარებაში აღმოჩნდებიან, მათ მოუწევთ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ და გავლენის სფეროების ქვეშ მოექცნენ. ბევრი ევროპული ქვეყანა იმ აზრზე იქნება, რომ ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროში არიან. ჩვენ დავუბრუნდებით წარსულს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს და მე-19 საუკუნეს, რაც პოტენციური კონფლიქტის რეცეპტს წარმოადგენს“, - ამბობს რობერტ კაგანი, „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის საკითხებშიკირჩიკის თქმით, ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების გადადებამ რუსეთს 2008 წელს საშუალება მისცა საქართველოში შეჭრილიყო.“ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნები იმისგან, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედროები არ აღმოჩნდნენ. მე ვუყურებ 2008 წლის გადაწვეტილებას ბუქარესტის სამიტზე, სადაც საქართველოს ნატომ ბუნდოვანი დაპირება მისცა, რომ ის ალბათ გახდებოდა ალიანსის წევრი. ეს სისუსტის გამოვლინება იყო, რომელმაც ნიშანი მისცა რუსეთს, რომ მას უნდა ემოქმედა.''ხოლო სხვა გამომსვლელებმა ამერიკელებს და ევროპელებს მოუწოდეს არ გამორიცხონ გაწევრიანების პერსპექტივა.„არასდროს გამორიცხოთ ნატოსა და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისთვის, არავის მისცეთ შესაძლებლობა მოხსნას ეს დღის წესრიგიდან, მითუმეტეს რუსეთს. და შემდეგ წევრობის საკითხი აღარ იქნება პრობლემატური, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და ამის გამო უკრაინელებს და ქართველებს მოუწიათ საფასურის გადახდა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ უკრაინელებთან ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ქართველები კი უკვე თავად ნაკლებად დარწმუნებულები არიან“, - განაცხადა კონსტანცა სტელცენმიულერმა, საქართველოს და უკრაინის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას.ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი დიდწილად საფრანგეთის და გერმანიის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესებში ამერიკის ჩართულობის და როლის გაზრდა მნიშვნელოვანია ერთიანობის შესანარჩუნებლად.“ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა პოლიტიკა ექნება ამერიკას აღმოსავლეთ ევროპისადმი, რაც ართულებს ევროკავშირისთვის და ნატოსთვის აღმოსავლეთისკენ პოლიტიკის შემუშავებას. მე ვფიქრობ, რომ ბერლინში და ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ ქვეყანებს მხარი, როდესაც ისინი თავად ირჩევენ თუ რომელ ალიანსში სურთ გაწევრიანება. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესშია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა და დემოკრატია”, - ამბობს კონსტანცა სტელცენმიულერი.ამერიკის ხმა
წაკითხვა
რუსული საფრთხე ევროპულ არჩევნებზე
ვაშინგტონში დისკუსია იმის გარშემო, რომ მოსკოვი შეეცადა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას, გრძელდება. ხოლო ევროპაში შიშობენ, რომ ამერიკის შემდეგ კრემლი შეეცდება კონტინენტზე მიმდინარე პროცესებში ჩარევას. 2017 წელს საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში მოსახლეობა ქვეყნის ახალ ლიდერებს აირჩევს. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი უკვე ცდილობს მათ არჩევნებში ჩარევას. თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მთავარი არქიტექტორის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დამარცხება, რუსეთის მთავარი მიზანია.დეკემბერში, სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საგარეო ძალები, შესაძლებელია, ქვეყანაში არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადონ. მისივე თქმით, გერმანიაში ლიდერებმა ამომრჩეველს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ასევე ნათლად გააცნონ მათ საკუთარი პოზიციები.„ჩვენ უნდა მივაწოდოთ ამომრჩეველს ინფორმაცია და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს გაღიზიანების უფლება, უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია და ვეცადოთ მასთან გამკლავებას“, - განაცხადა მერკელმა.გერმანიის კანცლერი მეოთხედ იყრის კენჭს გერმანიის ლიდერის პოსტზე. მერკელის აქილევსის ქუსლი საიმიგრაციო კრიზისია. 2015 წლის განმავლობაში გერმანიამ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტი მიიღო. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას და მიგრანტების წინააღმდეგ სენტიმენტების უფრო გაღვივებას.იანვარში, ეთნიკურად რუსი, გერმანელი ახალგაზრდის ყალბი ისტორია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ის მიგრანტების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. რუსეთი გერმანიას, მომხდარის დაფარვაში დებდა ბრალს. მოგვიანებით, გოგონამ განაცხადა, რომ ისტორია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.ევროპული რეფორმების ცენტრის მიმომხილველის, იან ბონდის თქმით, არჩევნებამდე რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად შეეცდება დეზინფორმაციის გავრცელებას. „მათ შეუძლიათ ამის გამოყენება გერმანიის და საფრანგეთის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებელთა მიღების პოლიტიკა პირდაპირ უკავშირდება ანგელა მერკელს. ეს თემა, შესაძლოა, მის სისუსტედ იქცეს“, - განაცხადა ბონდმა.ულტრა-მემარჯვენე მიგრანტთა მოწინააღმდეგე პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, კვლევების მიხედვით, პოპულარობას იძენს. ბერლინის, გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომლის, ტორსენ ბენერის თქმით, ბერლინში, სამშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, შესაძლოა პარტიის მხარდაჭერა გაიზარდოს.„თუ საიმიგრაციო კრიზისი განმეორდება, ევროკავშირის და თურქეთის შეთანხმების გართულების შემთხვევაში, ამან ასევე შესაძლოა გერმანიაზე ზეწოლა გააძლიეროს“, - აღნიშნა ბენერმა.ევროპის მასშტაბით, ულტრა-მემარჯვენე პარტიებს მოსკოვთან ახლო ურთიერთობა აქვთ. საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტიამ, "ეროვნულმა ფრონტმა", რუსული ბანკიდან 10 მილიონი დოლარის ღირებულების სესხი მიიღო, რომელსაც არჩევნებზე გამოიყენებს. იან ბონდის თქმით, პოპულისტურ პარტიებს ერთიანი მიზანი ამოძრავებთ, ეს ევროკავშირის დაშლაა.„რუსეთის გადმოსახედიდან, თუ მოახდენ ევროპის დაცალკევებას და ცალკეულ სახელმწიფოს მოუძებნი სუსტ წერტილს ან მოახერხებ, რომ მათ გაუჩნდეთ განცდა, რომ საჭიროა რუსეთის გათვალისწინება, ეს დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნა ბონდმა.მისი აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან ერთად, ევროპის ერთიანობას ყოველი მხრიდან მოუწევს გამოცდის გავლა.„ტრამპს, როგორც პუტინს, ურჩევნია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა ვიდრე მრავალმხრივი. აქედან გამომდინარე, არ მგონია მან იმაზე იდარდოს დასუსტდება თუ არა ევროკავშირი მომავალ ევროპულ არჩევნებზე რუსეთის ქმედებების შედეგად“, - ამბობს ბონდი.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის NATO-ს წევრი მოკავშირეებმა უფრო მეტი თანხები უნდა გაიღონ თავდაცვაზე, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სურს დასუსტებული ევროკავშირის ნახვა.ევროპის ლიდერები იმედოვნებენ, რომ თუ ადრევე შეეცდებიან საფრთხის გამოვლენას, მოსკოვის გავლენა შესაძლოა განეიტრალდეს. თუმცა მიმომხილველთა აზრით, რუსული პროპაგანდა უკვე შეუდგა მუშაობას.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/russia-european-elections/3648440.html
წაკითხვა
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ინციდენტი მოხდა ზერტის  56-ე სარჩვენო უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს შეუარცხყოფა მიაყენეს. როგორც თრიალეთის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საარჩევნო უბანთან მობილიზებული ქართული ოცნების მხარდამჭერები მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და გადაღებას უკრძალავდნენ. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.  ტელეკომპანია "თრიალეთი" სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირებისკენ  მოუწოდებს. ზერტში მომხდარ ინციდენტზე დეტალებს ჩვენ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა

უახლესი