საზოგადოებრივი
104.5 FM
ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი სუკის აგენტი იყო
ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.ოლბრაიტი 30 იანვარს საერთაშირისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკას განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში. „ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ განაცხადა გამოსვლის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტი კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდგომ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.ის ქალთა უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია. 2016 წლის არჩევნებში, ოლბრაიტი მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა. კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულმა მისმა ფრაზამ „ჯოჯოხეთში არის იმ ქალებისთვის ადგილი, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან,“ წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია.ოლბრაიტმა ხუმრობით განაცხადა, რომ უნივერსიტეტში "სადღაც ცეცხლის აღმოჩენასა და აიპედის გამოგონებას შორის" სწავლობდა, როცა სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა სხვანაირი იყო. "დღეს ეს ყველაფერი რელევანტური აღარაა... დღეს ადამიანები მთავრობებს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიით ესაუბრებიან, მთავრობა 20-ე საუკუნის ტექნოლოგიით უსმენს მათ და 19-ე საუკუნის პასუხს სცემს,“ დასძინა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტს აშშ-ის მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავა რუანდის, ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტების დროს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კლინტონის ადმინისტრაციის „ლიბერალური ინტერნაციონალიზმის“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საგარეო პოლიტიკური ხედვაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო ორგანიზაციების და არასახელმწიფო მოთამაშეების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა შესაძლოა მეორე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს (აღკვეთოს სისხლისღვრა ან თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა) თუ მას ლიბერალური პრინციპები ამოძრავებს.„გლობალიზაცია ის სიტყვაა, რომელსაც ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, ამ პროცესმა ბევრი უპირატესობა მოიტანა, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის, ბიზნესის ქონის და სტუდენტებისთვის სხვადასხვა კულტურებიდან განათლების მღების კუთხით. თუმცა პრობლემა ისაა, რომ გლობალიზაციას სახე არ აქვს, ხალხი თავს დაკარგულად გრძნობს და მათ იდენტობების მიხედვით დაჯგუფება დაიწყეს, ეთნიკური, ლინგვისტური თუ სხვა ხაზით. რაც მისაღებია, თუმცა სირთულეებს იქ ვაწყდებით თუ ჩემს იდენტობას შენი სძულს,“ აღნიშნა მან.ოლბრაიტი ყოფილი ჩეხოსლოვაკი დიპლომატის შვილია. მის ოჯახს, ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოხვედრის შემდეგ, ჯერ ინგლისში იმიგრაცია მოუწია, ხოლო შემდეგ ამერიკაში დევნილის სტატუსით ჩასვლა. თავად როგორც იმიგრანტი, ოლბრაიტი ამერიკის მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება. გასულ კვირას, ოლბრაიტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის მზადაა ისლამი მიიღოს მუსლიმი მიგრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.„მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს... ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის,“ თქვა მან. ოლბრაიტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ლექციებს კითხულობს. მისი თქმით, ის სტუდენტებს ხშირად ეუბნება, რომ იმიგრანტებისა და დევნილებისადმი მსგავს დამოკიდებულებას ნაწილობრივ შიშის ფაქტორი განაპირობებს. მისივე თქმით, ამერიკას უკვე აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შეამოწმოს მათი მონაცემები, ვინც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. ამიტომ ტრამპის მიერ ინიცირებული „განსაკუთრებული შემოწმების“ პროცედურის საჭიროებას ის ვერ ხედვას. „მე ვფიქრობ, როდესაც შიშის ფაქტორით მოქმედებ, საშინელი შეცდომებს დაშვებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, ერაყის ომი შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს - განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ტერორიზმის საფრთხე მუდმივია. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ამას ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აკეთებენ," თქვა მან და დასძინა, რომ "დევნილები ის ხალხია ვინც ბევრს მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში მათთვის ბევრი ადგილია.“ოლბრაიტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ ბრძანების გამოცემამდე არ მომხდარა გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების მიერ.„ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო მზად ამ განკარგულებისთვის. არცერთი დეპარტამენტი არ იყო ჩართული ამ პროცესში. ეს კარგად აჩვენებს როგორ მიდიოდა ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი შედეგები - როგორ გვიპასუხებს ერაყის მთავრობა? ჩვენ იქ სამხედროები გვყავს. ეს ცუდად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელმაც ჩვენი ხალხი აღაშფოთა და ასევე ისინიც ვინც [ამერიკაში] ჩამოდიან,“ განაცხადა ოლბრაიტმა.გარდა საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვისა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი "KGB"-ს ყოფილი აგენტია.ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.„უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა [რუსეთი] იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის [საბჭოთა კავშირი] ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არაა... მე [სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას] ელცინს შევხვდი. მან მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ თვითონაც გამხდარიყვნენ ნატოს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო," განაცხადა ოლბრაიტმა.ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი [რუსები] არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე," აღნიშნა ოლბრაიტმა.ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს."მე ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციას სურს სანქციების გაუქმება. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე,“ ამბობს ის.კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება მომავლისადმი, ოლბრაიტმა უპასუხა „ხშირად მეკითხებიან ოპტიმისტი ვარ თუ პესიმისტი. მე ოპტიმისტი ვარ, რომელიც ბევრს ღელავს.“წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/albright-at-csis-discussing-us-role-in-the-world/3700258.html
წაკითხვა
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერო ჩართული არ ყოფილა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთსა და თურქეთს შორის ივლისის ამბოხებით გამოწვეული დაძაბულობით სარგებლობს და რეგიონის პოლიტიკიდან დასავლეთის გარიყვას ცდილობს. ამ თემებზე სასაუბროდ ამერიკელ დიპლომატს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტს დვუკვშირდით. „რუსეთს და თურქეთს სირიის საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის მოუბოდიშა. ახლა ურთიერთობების გამწვავება არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის სხვა ქვეყნის ლიდერის მოშორება. ეს სიახლეა. აქამდე, ერდოღანი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს.“ მოსკოვში სირიაზე სასაუბროდ სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეკრებაზე, თურქეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თავიდან მოშორება მათი საქმე არ არის. დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ეს თურქეთის ბოლო წლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან „კონფლიქტის დაწყებიდანვე, თურქეთი სწორედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერდა მხარს.“ ჰერბსტის თქმით, ახლა მთავარ კითხვად რჩება როგორ მოიქცევა ერდოღანის თურქეთი და შეცვლის თუ არა ის სირიის პოლიტიკას. „არავისთვისაა საიდუმლო, რომ პუტინს სირიაში თავისი ინტერესები აქვს და აქამდე წარმატებულადაც. თუ პუტინი ერდოღანის დარწმუნებას შეძლებს და ისინი ასადის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან, რაც კრემლის ინტერესშია. რეგიონის პოლიტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.“ კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან ტერორიზმის სახელით რეგიონში მეტ სამხედრო ჩართულობას, ჰერბსტი გვპასუხობს, რომ სირიაში რუსეთის კამპანია, თავისთავად, ტერორიზმის ფორმა იყო. „მოსკოვს ექსტრემისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. ის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის... ვფიქრობ, ალეპოში რუსეთის საჰაერო კამპანიას ტერორიზმი ვუწოდოთ. მე არ მჯერა, რომ მოსკოვს ანტი-ტერორისტული განზრახვები ჰქონდეს. მოსკოვი ასადს ალეპოს აღებაში სრულიად ბარბაროსული მეთოდებით ეხმარებოდა. ალეპოს დაცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ნათელი ნიშანია რუსეთის მფარველობის ქვეშ ასადის რეჟიმის ხელახალი აღმავლობისა.“ ჰერბსტს უჭირს სირიის მომავალზე საუბარი. მისი თქმით, სირიაში რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების არაეფექტურობაა. ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. ამის მიუხედავად, ჰერბსტი სკეპტიკურადაა განწყობილი ერთის მხრივ ტრამპის ექსპერტიზაში და მეორეს მხრივ ამერიკა-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობაში. „ტრამპის განცხადებებში არ ჩანს იმის ცოდნა, რომ რუსეთს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. თუ ტრამპი პუტინს ეტყვის, რომ მას არაფერი აქვს ასადის საწინააღმდეგო და ამის საპასუხოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებაზე შეთანხმდებიან, შეიძლება თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პუტინს აძლევს იმას, რაც პუტინს ჭირდება, რაც დიდი ძალისთვის კარგი არ არის,“ დასძენს ჰერბსტი. ვაშინგტონში ბევრი ექსპერტისგან განსხვავებით, ჰერბსტი ადამიანების იმ მცირე ჯგუფშია, რომელიც ობამას მიერ სირიელი ოპოზიციისთვის თავშეკავებულ მხარდაჭერას ემხრობოდა, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციური ძალები „სუსტები იყვნენ და მათ სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა კითხვები“. თუმცა ჰერბსტი შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტ ობამას ორ გადაწყვეტილებას: „არასწორი იყო, როცა კონფლიქტის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს. ასევე, შეცდომა იყო მისი მხრიდან „წითელი ხაზების“ გავლება და შემდეგ ამ ხაზების გადაკვეთაზე უმოქმედობა.“ ჰერბსტის აზრით, შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან ერთად სირიელი დევნილებისთვის „უსაფრთხო თავშესაფრის“ შექმნა სირიაშივე შეეძლოთ, სადაც საჰაერო სივრცეს ამერიკის საჰაერო ძალები, ხმელეთზე კი კოალიციის სამხედროები დაიცავდნენ.„მოკავშირეების სამხედროები კი ადგილზე მშვიდობის გარანტია იქნებოდნენ, ამით თავიდან იმ ლტოლვილების ნაკადსაც ავიცილებდით, რამაც ევროპაში ამდენი პრობლემა გამოიწვია.
წაკითხვა
გორის მერს მოსახლეობა არ შეხვდა
დღეს დაგეგმილი იყო გორის მოსახლეობის რამდენიმე ქუჩისა და გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის შეხვედრა,მაგრამ აბრამიშვილის, სამეფოს და თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლები მერთან შესახვედრად არ მივიდნენ. ზურაბ ჯირკველიშვილმა სიტუაცია იმით ახნა, რომ უბრალოდ მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად მივიდა.,,დღეს არ იყო დაგეგმილი შეხვედრა, დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, თუ ვინმე გამოვიდოდა გავესაუბრებოდით,თუმცა ფორმატი შევცალეთ“-თქვა ჯირკველიშვილმა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ვერ მოისმინა თუ რა პრობლემა აწუხებთ მათ. გორის მერისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა მსგავსი ფორმატით უკვე სამი თვეა გრძელდება. კამპანია მერიამ წინასაარჩევნოდ წამოიწყო, დღევანდელი ჩაშლილი შეხვედრაც ამ ფორმატის ნაწილია.
წაკითხვა
Оппозиционеры в Сухуми вынудили уйти в отставку главу МВД Абхазии
წაკითხვა
Хаджимба прокоментировал штурм оппозиции на здание МВД Абхазии
წაკითხვა
Митингующие в Сухуми пытались поджечь вход в МВД, один человек потерял сознание
წაკითხვა
В Абхазии взбунтовался народ
წაკითხვა
Бунт в Абхазии
წაკითხვა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე ვის ისურვებდით თბილისის მერად? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი 28% სწორედ ხოშტარიას ასახელებს, მეორე ადგილს კი ზაალ უდუმაშვილი იკავებს 25%-ით, რაც შეეხება კახა კალაძეს, ქართული ოცნების ლიდერს მხარს გამოკითხულთა 23% უჭერს, ხოლო ალეკო ელისაშვილს კი 16% ასახელებს. აღსანიშნავია, რომ პასუხზე სხვა კანდიდატს გამოკითხულთა მხოლოდ 4% მიუთითებს, ხოლო არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს 2%. გამოკითხვა 28 ივნისადმე გაგრძელდება.
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ინგა გრიგოლიამ გადაცემა რეაქციის დაწყებისას გაახმოვანა, მისი თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის საბოლოოა, ასევე ზაალ უდუმაშვილი ამ წუთებში კიევში იმყოფება და მან უკვე გამართა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან, ხოლო თბილისში იგი დღეს გვიან ღამით დაბრუნდება. აგრეთვე ინგა გრიგოლიას თქმით, უდუმაშვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.
წაკითხვა
თბილისში ჰააგის სასამართლოს ოფისი გაიხსნება
უახლოეს პერიოდში საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მიზანი მოსახლეობისთვის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობისა და 2008 წლის ომის გამოძიების მიმდინარეობაზე სწორი მოლოდინის შექმნაა."ყველა დაინტერესებული ჯგუფის ინფორმირება აუცილებელია. მათ შორის აკადემიური საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების წარმომადგენლების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებულებისა და მსხვერპლთა ინფორმირება უნდა მოხდეს იმ ეტაპების შესახებ რაც გამოძიების პროცესში გათვალისწინებულია. ამ მიზნით სახალხო დამცველი შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.განცხადება სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა. 
წაკითხვა
ტელეკომპანია თრიალეთი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს
ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოთლაძის მიმართ, ქარელის მოსახლეობის მიერ დაპირებების შესრულების მოთხოვნის გაშუქების გამო, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებზე დაიწყო უხამსი და ბინძური შეტევა, რომელიც ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების და ინტერნეტში სპეციალურად შექმნილი ე.წ. "ტროლების" მიერ.            ეს ადამიანები გაუჩერებლად, სამუშაო თუ არასამუშაო საათების განმავლობაში, ლანძღავენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს და ტელეკომპანია „თრიალეთს". ჩვენი ინფორნაციით, ამ ყველაფერს მართავს და აკონტროლებს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე.            გიორგი თოთლაძე ამჟამად არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატად გახდომამდე იყო პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში.            ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გიორგი თოთლაძე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, გიორგი თოთლაძის ცოლის ძმა მიხეილ კანდელაკი, იყო გორის პოლიციის საამმართველოს უფროსი, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, მუშაობს აჭარის რეგიონში, ბათუმის ციხის უფროსად.            ეს გარემოებები განაპირობებს გიორგი თოთლაძის დიდ გავლენებს, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთს" ექმნება თავისუფალი მუშაობის შეზღუდვის საფთხე.            ჩვენ გავაშუქეთ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ, გიორგი თოთლაძის მიერ დაპირებული სხვადასხვა საკითხების შესრულებას. ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაუკავშირდა გიორგი თოთლაძეს, რომელმაც ტელეფონში შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, თუმცა რამდენიმე წუთში თვითონვე დაუკავშირდა და განმარტების მიცემის საშუალება ითხოვა.            ტელეკომპანიამ სრულად გადასცა სიუჟეტი, ჟურნალისტის შეურაცყოფის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყო ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ ზეწოლა. მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის მისამართით.                       აღსანიშნავია, რომ გიორგი თოთლაძის ხელმძღვანელობის დროს და მის შემდეგაც, პარტია "ქართული ოცნების" გორის ოფისში, ყოველთვის იგეგმებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლა, როგორც წინა ხელისუფლების დანატოვარი, ასევე ახალი მეთოდებით.            მართლაც, უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პირობებში მუშაობა. ასეთი შეურაცხყოფების და მუქარების ფონზე.            მივმართავთ ქართულ ოცნებას! მივმართავთ ხელისუფლებას! შეაკავეთ თქვენი მოხელეები! ნუ აჭარბებენ უფლებამოსილებას! ნუ ახდენენ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე უხამსი მეთოდებით!            მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუხსნას პარალამენტის წევრ გიორგი თოთლაძეს, რომ პარლამენტარობა ყველაფრის გადაჭარბების უფლებას არ აძლევს!            მედია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემების გააშუქოს! ამის გამო კი ტელეკომპანია და იქ მომუშავე ჟურნალისტები შეურაცხყოფას არ უნდა იღებდნენ. ტელეკომპანია „თრიალეთი" ყოველთვის დაბალანსებულად და ორივე მხარის ჩართვით ამზადებს სიუჟეტებს. საჯარო მოხელე კი ვალდებულია გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს.ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახური.
წაკითხვა
თბილისის მერიის განცხადება
მეგობრებო,გუშინ სოციალურ მედიაში ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გავრცელდა მორიგი ტყუილი ინფორმაცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მიზანმიმართული გადაწვის და დაზიანების შესახებ. რასაც სოციალური მედიაში აქტიური განხილვა და სამართლიანი პროტესტი მოყვა.მინდა გითხრათ რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პიროვნების მხრიდან, რომელიც არაერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა ბოლო პერიოდში (''გრანდიოზული პრემია დანამატები'', ''მატარებელი გვირაბში ვერ ეტევა'', ''მილიონერები თბილისის მთავრობაში და საკრებულოში'', ''თბილისის მერია ლონდონის მერიაზე დიდია'' და ა.შ.)მინდა განვმარტო და აქვე ვდებ ფოტომასალას არქივიდან რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია სიმართლეს არ შეესაბამება.ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს.არსებობს ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს.ჩვენ გვესმის რომ არჩევნები ახლოვდება და საჭიროა აქტიურობა სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე, თუმცა ვთვლით რომ ტყუილებით რეიტინგის შექმნა შეუძლებელია. გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას.
წაკითხვა
ბიბილაშვილი: „საქართველოში 20 ათასი პატიმარი გყავს, ეს ციფრი პრაქტიკულად ძველ ნიშნულზე დაბრუნდა“
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:„ჰედლაინი
წაკითხვა
ბერულავა კვიციანზე: „ტიპი კოდორის ხეობიდან სოხუმში გაიქცა აფხაზ კრიმინალებთან, მერე წავიდა რუსეთში“
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:„ტიპი კოდორის ხეობიდან სოხუმში გაიქცა აფხაზ კრიმინალებთან, მერე ინტერვიუ მისცა ორტ-ს, შავი გაგების აფხაზები კრიშავდნენ და პატრონობდნენ, მერე წავიდა რუსეთში, იქ იყო წლების განმავლობაში, ჩამოვიდა, ჯერ პოლიტპატიმრის სტატუსი დაირტყა, მერე პარლამენტარის და ახლა სხვას ეძახის უცხო ქვეყნის რეზიდენტს...“ - წერს ბერულავა.
წაკითხვა
ხოშტარია: „დარღვევებს ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა და ეს განცდა აქვთ მძღოლებსაც“
„დღეს კიდევ ერთ ადამიანს დაეჯახა მანქანა ტროტუარზე და შეიწირა. ეს უკვე აღარ არის ერთეული შემთხვევა. საქართველოში ავარიებში სიკვდილიანობის საშინელი მონაცემი გვაქვს - 2016 წელს დაიღუპა 581 ადამიანი. ხშირად ამ თემის განხილვა მთავრდება მძღოლებზე გაბრაზებით, რა ჩქარა დადიან მანქანები, თითქოს ასეთი მენტალობა გვაქვს ქართველებს, ქართველი მძღოლის ფენომენი და ა.შ. რაც ბუნებრივია, რადგან მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს, მაგრამ მაშინ, როცა სახელმწიფოს აქვს მკაფიო ხედვა, როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემა და აქვს უნარი, აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება, არანაირი მენტალური პრობლემა აღარ არსებობს და ამის მაგალითია ღვედი, როცა ბევრს ეგონა, რომ არ იმუშავებდა. დარღვევებს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის განცდაც და ბუნებრივია, ეს განცდა აქვთ მძღოლებსაც. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართულმა ოცნებამ შეამცირა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმები, რამაც ხელი შეუწყო ამ დაუსჯელობის განცდის გაძლიერებას. ახლა, 2017 წელს, ხელისუფლება როგორც ჩანს მიხვდა, რომ მათი ნაბიჯი იყო პოპულისტური და კვლავ ხდება ჯარიმების გაზრდა. აუცილებელია ჯარიმების სისტემაზე მუშაობის გაგრძელება. ეს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს ინსტრუმენტი არა მძღოლების დასასჯელად, არამედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლება როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ისე ქვეითებისთვის. თუმცა, პრობლემას მხოლოდ მკაცრი ადმინისტრირება ვერ მოაგვარებს. პრობლემის მთავარი მიზეზი, ზოგადად, მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობაა. მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. დღეს მთელი პრობლემაც სწორედ ამაშია, მუდმივად ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში ვართ და არავინ ფიქრობს ხანძრის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლაზე. პრობლემის კომპლექსურად და რეალურად გადასაჭრელად აუცილებელია:1. მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. დაზიანებული და ორმოებიანი გზა ქმნის საავარიო სიტუაციას. 2. საგზაო მოძრაობის ორგანიზება - უნდა მოეწყოს გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების კუნძულები, რაც უფრო მეტად აამაღლებს გადასასვლელებზე ქვეითების უსაფრთხოებას და უფრო მოწესრიგებულს გახდის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. მოწესრიგებული საგზაო მოძრაობის ორგანიზება ასევე გულისხმობს საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს და სხვა ინსტრუმენტებს. აუცილებელია მოწესრიგდეს ქალაქში არსებული ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, თუმცა ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტის თანამედროვე და ერთადერთი საშუალება, ამიტომ აუცილებელია ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია მოეწყოს უსაფრთხო მიწისზედა გადასასვლელები. 3. პარკინგი - მოწესრიგებული საპარკინგო სისტემის გამო, გზაზე ცუდად გაჩერებული მანქანაც ქმნის საავარიო სიტუაციას. 4. საზოგადოებრივი ტრანსპორტი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მოძრაობის ინტენსივობის განტვირთვა და ამაში მთავარი კომპონენტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომლის რაოდენობა შეესაბამება გადასაყვან მგზავრთა რაოდენობას, რომლის ლოდინი მგზავრს არ უწევს ნახევარი და 1 საათი და სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტულობის გათვალისწინებით არის გადაადგილების მიმზიდველი საშუალება, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებასა და კოფორტს, უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.“ - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ელენე ხოშტარია.
წაკითხვა

უახლესი