საზოგადოებრივი
104.5 FM
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თვითმმართველობის რა გამოცდილება არსებობდა საქართველოში გასაბჭოებამდე, ეფუძნება თუ არა თვითმმართველობის რეფორმა ისტორიულ გამოცდილებას, ნახეთ "სტუდია რე"-ს ტელედისკუსია ზვიად ქორიძესთან ერთად. გადაცემაში მონაწილეობენ:- ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი;- ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);- დიანა კაკიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი; - დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი.
წაკითხვა
ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები
              ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტებიყოველთვის მაინტერესებდა მდინარე ფრონის და ფრონის ხეობის შესახებ მომეძიებინა  და გამეზიარებინა სხვებისათვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის როლი, მისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.დავიწყებ იქიდან, თუ რას ნიშნავს ფრონის სახელის მნიშვნელობა. ის უნდა იყოს შედგენილი სიტყვა, რომლის არქეტიპი ჩანს „ფრ“ ან მისი სტრუქტურული ვარიანტი, დაცულ ქართულ ლექსიკაში „ფრეს“ სახით (ჭის, ჭისწყლის მნიშვნელობით) სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ფრეს წყაროს წყლისა“. „ფრეს“ წარმომავლობა საძიებელია, მაგრამ ფრონესთან კავშირი უდავოა. რაც შეეხება მდინარე ფრონეს, ის სათავეს იღებს ზნაურის (ყორნისის) რაიონიდან სამი ფრონე. დასავლეთ ფრონეს სათავეა შვილდაურის მთებში (სოფ. ბალთა) ოთხი კილომეტრის ქვევით ნაგუთნთან მას უერთდება აბანოს წყალი, აქედან მეტეხამდე (სოფ. ბალთის) წყალი ჰქვია ფცამდის. ამას უერთდება ბროლისნის წყალი, რომელიც გამოდის სილეთის მთიდან (სურამის მთაგრეხილის განშტოება) და ატარებს დიდღელის სახელს, ჩამოუვლის სოფელ ლოპანს, გამოუვლის გვირგვინას, წნელისს და უერთდება ფცასთან შუაფრონეს. შუაფრონე- რომელიც სათავეს იღებს ლოხომ-პერანგის მთებში, (სურამის მთაგრეხილის კალთები, ზნაურის რაიონი) გამოივლის ზნაურს, ოქონას, ავლევს, ცერონისს, თამარაშენს და უერთდება ფცასთან დასავლეთ ფრონეს, აქედან ერთად მიედინება აგარამდე, იქ კი უერთდება მტკვარს.აღმოსავლეთ ფრონე - იწყება წობისი მთებში (ზნაურის რიონი) ჩამოივლის ავნევს, დვანს, დირბს, ბრეთს, საღოლაშენს და მარცხნიდან აგარის აღმოსავლეთით უერთდება მტკვარს ფრონის სახელით. აქედან გამომდინარე ფრონის ხეობა, მისი ფართო გაგებით, მოიცავს სამ მცირე მდინარეს: დვანის წყალს, ალის წყალს და ფცის წყალს.ეხლა მინდა გიამბოთ, თუ რა ისტორიული მნიშვნელობის ხეობაა ფრონის ხეობა, მას სტრატეგიულ-თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი მეფეები მის გამაგრებასა და კეთილმოწყობაზე ყოველთვის ზრუნავდენ. ეს განაპირობა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. ფრონის ხეობა აკავშირებდა საქართველოს ორ ნაწილს იმერ-ამერის სამიმოსვლო გზებით, რომელიც შუა ქართლიდან სურამის ქედის კალთებზე გადიოდა იმერეთში და ამ გზებით მათ შორის უძველესი დროიდან არსებობდა კულტურულ-ეკონომიკური სახელმწიფოებრივი ურთიერთობა: ეს ისტორიული გზა შუა საუკუნებში ქუთაისიდან მოემართებოდა ჯერ რიონის ხეობით გეგუთამდე, შემდეგ გადადიოდა ყვირილას ხეობაში შოროპნამდე, აქედან ძირულას ხეობით გადიოდა ჭერათხევზე და ჩადიოდა ლოპანის წყალზე, სადაც მდებარეობს სოფელი წაღვლი, საიდანაც ფცის ფრონის ხეობით გზა ჩადიოდა მტკვრის შესართავთან - თბილისისაკენ. მინდა მოგითხროთ ზოგიერთი ისტორიული ფაქტები, რაც გადახდა ფრონის ხეობას და მის სოფლებს:   საქართველოს გაერთიანების ხანაში X-XI საუკუნეებში ფრონის ხეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დაწყებული ბაგრატ III-ის დროიდან დავით აღმაშენებლამდე, რომლებმაც 1122 წელს შეძლო თბილისის საბოლოო გათავისუფლება თურქებისაგან და თავისი რეზიდენცია გადმოიტანა თბილისში. ამ საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს ბრძოლა წარმოებდა ფრონის ხეობით, საიდანაც ხდებოდა განმათავისუფლებელი ჯარების იმერეთიდან გადმოყვანა ქართლში და ბრძოლა სახელმწიფოებრივი გაერთიანებისათვის.თუნდაც 1759 წელს ატოცის ციხეს ალყა შემოარტყა ლეკთა კოხტა ბელადმა, თეიმურაზმა ერეკლემ სასწრაფოდ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს, ამასთან იმერეთის მეფე სოლომონ I-საც აცნობეს და მტერთან საომრად მოიწვიეს, ატოცში მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყარა საქართველოს სამი მეფე (რასაც დამერწმუნებით ბევრი სოფელი ვერ დაიკვეხნის). ლეკები სასტიკად დამარცხდნენ, კოხტა ბელადმა თავს გაქცევით უშველა. ასევე თეიმურაზ II-ის  1756 წელს დათარიღებული ერთი ბრძანების თანახმად ატოცის დეკანოზიშვილებს დავალებული ჰქონდათ, მორიგე ლაშქრისათვის ერთი ცხენოსნის და ერთი ქვეითის გამოყვანა.ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ საბუთებში ფცა  პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, ამირეჯიბების (გაბაძეების) მიერ ულუმბის ღვთისმშობლისათვის შეწირულ ყმა-მამულის ნუსხაში. ფცაში რამდენიმე  ისტორიული ძეგლია, კერძოდ: საბრძოლო კოშკი, მის ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც  აშენებულია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. აკაკი წერეთელს მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია ბაგრატიონ-დავითიშვილის ოჯახთან და ფცაში მათი ხშირი სტუმარი ყოფილა.ბრეთში მოღვაწეობდა 13 ასურელი მამათაგანი - პიროს ბრეთელი. იგი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულა ანტიოქიიდან, იოანე ზედაზნელთან ერთად და დაუარსებია ბრეთის მონასტერი. „მტკვარს ჩრდილოეთ დვანის წყლის აღმოსავლეთ პირას არს ბრეთის მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პირის ი-გ მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე“-ო გამოგვცემს ვახუშტი.      ისტორიულ წყაროებში დირბი პირველად მოხსენიებულია 1588 წელს, დედოფალ ნესტან-დარეჯნის მიერ (მეფე გიორგი X-ის თანამეცხდრე). იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის დირბში არსებული სამღებროს შეწირულობის სიგელში. 1632 წლის ერთი საბუთის მიხედვით როსტომ მეფემ უბრძანა დირბელებს ლაშქარში მონაწილეობა და ელიზბართან შეერთება (დავითიშვილთან). დირბელები, როგორც ქრისტეს საფლავის ყმები, მთელ საქართველოში განთავისუფლებული ყოფილან ბაჟის გადასახადისგან. გარდა ამისა, მარტო დირბის ღვთისმშობლის ეკლესიაში არის ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა (არსად სხვა მართმადიდებლურ ტაძრებში). არადეთი ერთ-ერთი ძველი სოფელია ზემო ქართლში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.ერთის მხრივ მასზე გადის ცენტრალური სატრანზიტო გზა, ისე რომ დედაქალაქისაკენ მიმავალი თუ იქიდან წამოსული მტერ-მოყვარე გვერდს ვერ აუვლის მას. მეორეს მხრივ არადეთ-საღოლაშენ-დვანზე გავლით მიემართება გზა ცხინვალისაკენ, რომელიც რაჭაში გადადის. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად არის მოხსენიებული XI საუკუნეში, ბაგრატ IV -ის მეფობის დროს. 1483 წელს არადეთის ცნობილი ბრძოლა მეფე კონსტანტინე II--ს და სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს შორის. დედოფლის მინდორზე აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების სატაძრო კომპლექსი, რომელსაც ექვს ჰექტრამდე ადგილი უკავია. მდინარე ფცის ფრონეს და მტკვრის შესართავთან მიკვლეულია ციხე-სიმაგრეს ნაშთები, სადაც ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადრეფეოდალურ ხანამდე აღინიშნება ადამიანთა და ცხოველების კვალი.სოფელი აბისი („აბ“ სპარსულად წყალს ნიშნავს და შესაძლოა აქედან არის სახელწოდებაც) მდებარეობს მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, ერთისმხრივ მასზე გადიოდა ქართლ-იმერეთის ძველი გზა, რომელიც ჭერათხევის და ძირულას ხეობით ქუთაისში მიემართებოდა. მეორე გზა ყორნის-ცხინვალის გავლით რაჭაში გადადის. აბისის მამული დიდი ხანი იყო ამირეჯიბებისა და მახვილაძეების დავის საგანი. ავანტიურისტი გენერალი ტოტლებენი შორაპნის ციხის აღების უშედეგო მცდელობის შემდეგ ქართლში გადმოვიდა და აბისში გაჩერებულა, რათა უკან მომავალ თავის ბატალიონს შეერთებოდა. 1789 წლის 4 ნოემბრის ერთი საბუთით ირკვევა, ერეკლე მეფე  აბისში იმყოფებოდა.       მოხისს რაც შეეხება, თავისი გეოგრაფიული მდებაროების გამო, არაერთხელ გამხდარა საომარი ასპარეზი. 1512 წელს, აქ ერთმანეთს შეებრძოლნენ ბაგრატი და მისი ძმა ვახტანგი. 1520 წელს მოხისთან მოხდა ბრძოლა ქართლის მეფე დავით X  და მამა გურიელს შორის, სადაც გამარჯვება გურიელს დარჩა. 1785 წელს აპრილში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა, მოხისის მახლობლად, სასტიკად დაამარცხა თურქებისა და ლეკების რაზმი. ამ ადგილს დღესაც „ნაომარს“ უწოდებენ. მოხისსა და ბერძენაულის საზღვარზე არსებობდა ნიში (სადაც ახლა პატარა საყდარია აშენებული), რომელიც გორიჯვარისა და სოფელ ფლევის ნიშებს (სამყვირვალო) უყურებდა. მას საინფორმაციო დანიშნულება ჰქონდა, ატყობინებდა მტრის შემოსვლას და აშ. გარდა ამისა სოფელ ბერძენაულს ევალებოდა 19 მოლაშქრის გამოყვანა. XIV საუკუნეში მოხისი და ბერძენაული სვეტიცხოვლის საკათალიკო ეკლესიას შეწირეს.     რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებსა და მითებს შემიძლია გითხრათ, რომ ფრონის ხეობაში უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ და ნახავთ. აქ არის წაღვლსა და სოფელ ტკოცას შორის გამავალი გვირაბი, რომელშიც ორი ცხენოსანი ერთდროულად გაივლიდა. ატოცში არის ორი ნასახლარი „დარბაიძეანთ ჭაობებში“ და „ურომის ხელში“. ყორნისისაკენ მიმავალ გზაზე კნოლევიდან გასვლისთანავე შეხვდებით თამარის გორას, გადმოცემის თანახმად თამარ მეფის ამალამ აქ თავის ცხენებს ფეხებიდან ტალახი მოაცალეს და გორა წარმოიქმნა. ატოცის (მთავარანგელოზის) ეკლესიაში, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული მუხის ხე დგას, ის ერეკლეს გალავნთან (თელავი) მდგარი ხის ასაკის არის.      რაც შეეხება იმ გამოჩენილ პიროვნებებს, რომლებიც ფრონის წიაღში იშვნენ მინდა თუ ყველა არა განსაკუთრებულები წარმოგიდგინოთ: ნიკო მუსხელიშვილი - იგი იყო ფუძემდებელი საქვეყნოდ აღიარებული მათემატიკის და მექანიკის ქართული სკოლისა, საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (ბრეძა), შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი -ბრეთი), ნაზი კილასონია (აბისი), დურმიშხან ბერუაშვილი (ფცა), გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილი (ფცა), თბილისის თავადაზანარობის მარშალი, ჯანო ბაგრატიონი (აბანო), კონსტანტინე ამირეჯიბი (ავლევი), მიხეილ ამირეჯიბი (ავლევი), მალხაზ ბერუაშვილი (ფცა), კვალაშვილი ალექსნადრე (მოხისი), სოფრომ მგალობლიშვილი, სოსო იორამაშვილი (დირბი), ვალერი დაბრუნდაშვილი(ბერძენაული),ვაჟა მარგველაშვილი (ბერძენაული) ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ხალხის, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მაგრამ ამ ჯერზე ამით შემოვიფარგლეთ. მოხარული ვიქნები თუ ჩემი სტატია საინტერესო და ინფორმაციული იყო და არა დამღლელი. ვეცადე ჩემი ლამაზი და საინტერესო კუთხე ჩემი თვალი დანახული გამეცნო და გადმომეცა თქვენთვის. ამ სტატიის წერისას მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე და ვისწავლე, ვიმედოვნებ თქვენც აღმოაჩენთ სიახლეებს. მადლობა ყველას ვინც დრო დახარჯეთ და წაიკითხეთ ჩემი ხეობის ისტორიის ფრაგმენტები. 
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
დოკუმენტური ფილმი ვანზე | ვანელების ბლოგი
ვიდეო რეპორტაჟი ვანზე ვანელების ბლოგისგან.... www.vanelebi.ihoob.com ავტორები:ერეკლე გიორგაძე,ქრისტინე ოქროპილაშვილი
წაკითხვა
Специальный репортаж о поселке Аибга
Специальный репортаж о поселке Аибга Жители Абхазии бурно отреагировали на визит мэра Сочи Анатолия Пахомова дискуссиями в социальных сетях. Вопрос Аибги стал предметом обсуждения и в Народном Собрании республики. В этой связи был упомянут Договор о стратегическом партнерстве между Абхазией и Россией. Исследовать проблему Аибги мы решили в самом селе, потому, не откладывая, собрались в дорогу. Путь был непростым, и нашу съемочную группу сопровождали опытные проводники из гагрского лесничества. Поехал в горный поселок и депутат Народного Собрания Левон Галустян. Первая остановка была на Бзыбе в дирекции Гагрского лесхоза. Здесь предупредили, что дорога на Аибгу - сложная, ее когда-то буквально вручную проложили работники предприятия, по прямому приказу президента Ардзинба. Тогда решение было продиктовано двумя обстоятельствами - из-за хищнической вырубки леса на Аибге и полного отсутствия абхазского влияния на эту территорию. В плане, как сейчас говорят, интеграции Аибги в Абхазию строительство дороги – большой прорыв. В нее никто не верил. По словам непосредственных участников строительства , россияне были очень удивлены, когда пусть несовершенная, пусть очень непростая, но связь с Аибгой у Абхазии появилась. Затратив 300 кг взрывчатки и около 16 миллионов рублей, строители достигли своей цели. Специалисты утверждают, если Абхазия хочет усилить свое присутствие на Аибге надо создавать коммуникации, и прежде всего, построить дорогу - безопасную и удобную. Уже подсчитано, что на это потребуется около 20 миллионов рублей. Дорога, утверждают они, окупит себя теми запасами природных ресурсов, которые есть на Аибге. Ведь кроме древесины здесь можно добывать гранит, габродиабаз и другие природные ископаемые. Пока же путешественникам приходится испытывать на себе все прелести передвижения по горной трассе. Кстати, журналисты по этой дороге едут впервые. Впрочем, несмотря ни на что, мы уверенно и довольно быстро продвигались по направлению к Аибге. Взгляду представали удивительной красоты картины - горные пейзажи, которые случается увидеть не каждый день. В дороге мы делали остановки, чтобы посмотреть на глубокое ущелье и побывать на так называемом целофаннике - когда-то здесь было место прибежища охотников. Было около часа дня, когда мы сделали еще одну остановку- на погранзаставе у въезда в Аибгу. Нас встретили абхазские пограничники. Службу абхазские пограничники несут исправно, на бытовые и прочие сложности не жалуются. Наоборот, говорят о братстве и сплоченности. Чувствовалось, что бойцы действительно связаны крепкой дружбой, что они полностью понимают цель своего здесь пребывания и ответственно относятся к своим задачам. Пограничники, как и все, служат полтора года. Каждые 20 дней - увольнение домой на 10 дней. Только идти долго, путь зачастую солдаты проделывают пешком. Но как только выпадает снег, все передвижения практически прекращаются - пограничники оказываются отрезанными от большой земли. Отсюда, с погранзаставы хорошо просматривается и российская сторона. Установлен список людей, в основном это местные жители, пограничники, сотрудники Лесхоза, которые имеют право переходить границу на этом участке. Тем временем мы подъехали к Аибге. У поселка давняя история. Он был одним из центров исторической области Абхазии Псху-Аибга. По одной из версий, принадлежал когда-то абхазским князьям Амаршан. После Кавказкой войны здесь было основано российское поселение выходцами из Могилёвской области. Местные встретили нас настороженно. Слово за слово мы разговорились с пожилой женщиной - о том, как живется им здесь. Договорить нам не дали. В разговор вмешался местный житель, как мы впоследствии узнали от наших пограничников, со скандальной репутацией. Первая же его фраза буквально огорошила нас. Даже больше чем смысл слов, поражала та искренняя неприязнь, которая исходила от него. Впрочем, в таком же роде высказывались и остальные жители. И только вмешательство депутата парламента Левона Галустяна смогло переломить ситуацию. Пока народ спорил, мы осмотрели село. Здесь не более двух десятков домов, раскиданных на небольшом расстоянии друг от друга. Жители поселка, а это около 25 человек, занимаются пчеловодством, имеют довольно обширные пасеки. Горный мед ценится, потому народ здесь не бедствует. Летом к местным приезжают на отдых дети и внуки. Кстати, обо всем этом мы узнали из почти дружеской беседы за столом, куда нас все-таки пригласили. Сегодня у жителей Аибги есть внутренние российские паспорта. Место регистрации в них указан - поселок Аибга, Адлерский район. Внимание со стороны властей Краснодарского края к этому месту далеко не случайно. По мнению экспертов, вопрос принадлежности поселка к России, а значит, и природных богатств этих мест, лоббируется сочинскими бизнесменами. Назывались даже несколько фамилий предпринимателей. Как бы то ни было, в Абхазии отдают себе в этом отчет.
წაკითხვა
Выбери жизнь - Документальный фильм 2012 года посвящен актуальной в Абхазии теме ДТП
Выбери жизнь. Документальный фильм 2012 года посвящен актуальной в Абхазии теме ДТП
წაკითხვა
Информационно-аналитическая программа Абхазии "События недели"14.12. 14
Информационно-аналитическая программа Абхазии "События недели"14.12. 14
წაკითხვა
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
წაკითხვა
დავით შაჰნაზარიანი: „პუტინი რუსი საზოგადოების პროდუქტია“
კონფერენცია თბილისში, 21 აპრილი, 2017რუსეთი და მისი მმართველების არაპროგნოზირებადი ხასიათი თავის ტკივილი და გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო დაცული, ტრადიციული დემოკრატიებისთვისაც. რა შეიძლება იყოს მისი მორიგი ნაბიჯი, სადამდე შეიძლება გააგრძელოს აგრესიული ქმედებები – ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები ხშირ შემთხვევაში არ არის. ხოლო თუ ისინი მაინც არსებობს, უკიდურესად არასასურველად და პესიმისტურად ჟღერს და გამოიყურება. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის სათაურის ქვეშ დატოვა, თუმცა ამავე დროს დაიწყო მათი სრული ანექსიის პროცესი, რის ნათელი მაგალითიცაა სამხედრო ძალების მიერთება.სადამდე შეუძლია რუსეთს წასვლა, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს: „რუსეთს არ სჭირდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანა. მას სურს აქ თავისი სრული გავლენა შეინარჩუნოს და მოახდინოს რეგიონების მაქსიმალური სუვერენიზაცია, რომ ისინი აღიარონ სხვადასხვა სახელმწიფოებმა, პირველ რიგში დესეთეს და „ოდეკაბეს“ წევრმა ქვეყნებმა. მას სჭირდება სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით ჰქონდეს წვდომა რეგიონზე. სამხრეთ ოსეთის ნელ–ნელა საერთაშორისო აღიარება გრძელვადიანი პროექტია. მხოლოდ ამის შემდგომ, რუსეთმა, კონფედერაციული ან სხვა სახის ურთიერთობები, შეიძლება, დაამყაროს მასთან და არა პირდაპირი ანექსიის გზით მიიერთოს. ამას არავინ არასდროს აღიარებს და ბევრად უფრო დააზიანებს რუსეთის იმიჯს, ვიდრე ყირიმის შემთხვევა.''რეგიონული კვევების ცენტის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი ამბობს: „რუსეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მთელი ამ პერიოდის მანძლზე, ის სულ ტესტავდა სადამდე, რამდენად ღრმად შეიძლებოდა წასვლა. გადადგამდა ნაბიჯს, დააკვირდებოდა – არის ეს წითელი ხაზი?დასავლეთისგან არ იყო რეაქცია, შესაბამისად ეს არ გახლდათ რუსეთისთვის წითელი ხაზი, ამიტომ დგამდა მორიგ აგრესიულ ნაბიჯს და ასე დაუსრულებლად. არის მეორეც, როგორც კი დასავლეთიდან ისმის საუბრები გარკვეულ კომპრომისებზე რუსეთისთვის, სანქციების შერბილებაზე, რუსეთისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ დასავლეთი სუსტია და აგრძელებს მოქმედებას... მე არ მჯერა, რომ მთავარი პრობლემა პუტინია. სინამდვილეში მთავარი პრობლემა რუსული საზოგადოებაა, პუტინი მათ შექმნეს. პუტინი რუსული საზოგადოების პროდუქტია. კორუფცია კი უბრალოდ რბილი ძალაა რუსეთის ხელში.''ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი მიიჩნევს, რომ რუსეთი პროპაგანდას მრავალი საშუალებით ახერხებს და არა მხოლოდ მედიით: „2012 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რუსული მაუწყებლებისთვის სივრცე გახსნა. საქართველომ მისგან რაც მიიღო, გახლავთ ის, რომ მოსახლეობას აქვს ნათელი ფოკუსირების შესაძლებლობა მასობრივ ანტი-ევროპულ პროპაგანდაზე კრემლის მხრიდან. დავაკვირდეთ რუსეთის კულტურულ დიპლომატიას. მათ ნაბიჯ–ნაბიჯ დაიწყეს ამის კეთება. ერთ–ერთი პირველი მაგალითი იყო გერგიევისა და მარინის ორკესტრის კონცერტი ცხინვალში 2008 წლის ომის შემდგომ, რაც ფართოდ გაშუქდა რუსული მედიის მიერ. ცხინვალი შედარებული იყო სტალინგრადთან. ეს არ გახლდათ მხოლოდ კლასიკური მუსიკა. ამ ყველაფერს აქვს ღრმა პოლიტიკური მნიშვნელობა. საინტერესო ისაა, რომ გერგიევმა ასეთი კულტურული დიპლომატია პალმირაში გააგრძელა 2016 წელს. კვლავ კლასიკური მუსიკა და ასოცირება რუსეთისა სიკეთესთან ბოროტების წინააღმდეგ.''პროფესორი მაკარიჩევი არა მხოლოდ პოლიტიკურ და კულტურულ დიპლომატიაზე საუბრობს რუსეთის მხრიდან, არამედ რელიგიურ დიპლომატიაზეც და რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს:„რუსეთისთვის ასევე განსაკუთრებული ინსტრუმენტია რელიგიური დიპლომატია, რაც საქართველოსთან მიმართებით აქტიურად მუშაობს. ეს ეხება არა იმდენად რელიგიას, რამდენადაც ინკლუზიისა და ექსკლუზიის ახალ ხაზების წარმოქმნას. ეს წარმოადგენს მესიჯს ღირებულებებზე, რომ ქართველები და რუსები არიან ერთ მხარეს დასავლეთისგან განსხვავებით, ევროპის წინააღმდეგ.''რუსეთის ექსპანსიურ პოლიტიკას მხოლოდ სულიერი საზღვრები აქვს, ფიზიკურად ისინი არ არსებობს, რადგან „რუსკი მირის“ კონცეფცია ყველა რუსს, ასევე ნებისმიერი სხვა ეთნოსის ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია რუსულ კულტურასთან, ერთიანი, საერთო–რუსული ქოლგის ქვეშ მოიაზრებს. პოლონეთში აღმოსავლური კვლევების ცენტრის რუსული დეპარტამენტის უფროსი მარეკ მენკისაკის აზრით, რუსეთი გრძნობს საფრთხეს დასავლეთისგან. ეს ყველაფერი მისთვის, ფერადი რევოლუციებიდან და არაბული გაზაფხულიდან დაწყებული, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებია. ეს რუსეთის მმართველი გუნდის მენტალური მდგომარეობაა. როგორც ლავროვი ამბობს, მომავალი არ ეკუთვნის დასავლეთს. პუტინის პოლიტიკა ესაა შესაძლებლობების მიუცემლობის პოლიტიკა,აგრესია, თავდასხმა იმ დროს, როდესაც მოწინააღმდეგეს დაცვა არ შეუძლია, მიწოლა იქამდე, სადამდეც ეს შესაძლებელია.''მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ძალა, რომლისაც უნდა გშინებოდა, რადგან თავად დაცულად მხოლოდ ასეთ კონდიციაში გრძნობდა თავს. რუსეთი კი ამ ტრადიციას აგრძელებს. ის თავისუფლად და დაცულად მაშინ გრძნობს თავს, როდესაც სხვებს მისი ეშინიათ.
წაკითხვა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.წყარო: On.ge
წაკითხვა
ბორჯომ-ბაკურიანის გზის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის
სახიფათო და ვიწრო გზა, რომელიც მატარებლ "კუკუშკისთვის" არის განკუთვნილი და აკავშირებს მეზობელ ქალაქებს - ბორჯომსა და ბაკურიანს, ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. რამდენიმე დღეში ამუშავდება განახლებული ხაზი, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომის მატარებლისთვის. გზა გარემონტდა, მაგრამ თავდაპირველი სახე მაინც შენარჩუნებულია.ერთადერთი ვიწრო ლიანდაგი საქართველოში - ეს არ არის მხოლოდ ტრანსპორტი, მას კულტურული ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი XIX საუკუნეში შეიქმნა და ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა.ამ გზის სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და სიგანე 900 მმ-ს. იმის გამო, რომ გზაზე არის მრავალი სირთულე და მოსახვევი, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 2.5 საათს - ტრანსპორტი მანქანასთან შედარებით არის ძალიან ნელი, მაგრამ საინტერესო.კომპანია "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზა მომავალში ძეგლის სტატუსს მიიღებს და ეროვნული კულტურული სტატუსი მიენიეჭება.ერთ-ერთ საინტერესო დეტალად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხიდი, რომელიც დაპროექტებულია გიუსტავ ეიფელის მიერ და ბორჯომში მას "ეიფელის ხიდს" უწოდებენ. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, მდინარე ცემისწყალზე. მონტაჟი განხორციელდა დიზაინერ ბესარიონ ქებურიას მიერ და დასრულდა 1902 წელს.
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა
ფოთში მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.19 წლის მამაკაცმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომანქანა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. შემთხვევა ფოთის შემოსასვლელთან მოხდა.
წაკითხვა
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017ხალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპატიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატრორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.მართალია, მან ისინი სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შანსი, რომ დაგვამარცხოს“, – განაცხადა მაკკეინმა ხურვალეთში, სადაც ამერიკის ელჩთან იან კელისთან ერთად, მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ახლდნენ.,,ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.''სენატორი მაკკეინირუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვერ ელევა. აშშ–ს სენატორების რიტორიკაში იგრძნობოდა შეშფოთება რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ პუტინი ერეოდა შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში. სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერენ და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხრედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხურვალეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯი მოწმობს მის უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.ამერიკელ სენატრორებს თბილისში დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სენატორები კრწანისის სასწავლო ცენტრს დაათვალიერებენ.ამერიკელი სენატორებისთვის ეს ერთგვარი ტურნეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მათი ვიზიტები უკვე შედგა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და უკრაინაში. საქართველოს შემდეგ კი ისინი მონტენეგროში გაემგზავრებიან.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/senators-in-the-conflict-zone/3658858.html
წაკითხვა
მორიგი 365–ის დასასრული საოკუპაციო ხაზთან
2016 წელს აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო ისევე ასრულებს, როგორც წინა წლებს: არანაირი ხელშესახები შედეგით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იცვლება, რაც, თავის მხრივ შეუძლებელს ხდის პროგრესის პროგრესირებას. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ის, რაც ბორდერიზაციას, ადამიანთა უკანონო დაკავებას, ანუ რუსული პოლიტიკის ნაწილს ეხება, იგივე რჩება. საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებულ კომპონენტთან დაკავშირებით კი მცირეოდენი პროგრესი გვაქვს. ეს უკავშირდება როგორც სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, ასევე გაზიფიცირების საკითხებს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია წელს, ფაქტობრივად. ესაა დიდი შეღავათი ოჯახებისთვის. ყველა სტუდენტი, 2016–2017 წლებში, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, ესაა სულ 800 სტუდენტი, დაფინანსდება სახელმწიფოსგან და ვიცი, რომ მათი ოჯახებისთვის ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი. საირიგაციო, სასმელი წყლის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა წელს. ჩვენი სტრატეგია გახლავთ ის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი და უფრო კარგად შეასრულოს ის ამოცანები, რაც აკისრია ყველა სტრუქტურას.“"ამერიკის ხმასთან" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ჭვრინისის, კოდასა და აბანოს გამგებელი მარიამ გულისაშვილი ამბობს: „გათბობისთვისაა ის 200 ლარიანი დახმარებები წელს. ამჟამად, ჩვენი სოფლების მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი გათბობისთვის გაზს იყენებს. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემას, ესაა უმუშევრობა. სხვა მხრივ, ქარელის სოფლებში მდგომარეობა ინფრასტრუქტურის მიხედვით- გზა, წყალი, დენი, შემიძლია გითხრათ, რომ მოწესრიგებულია.“ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში პოზიტიურ ცვლილებას ელიან ასევე მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, როგორც პროცესი უკვე შედგება 2017 წელს. თუმცა რუსეთი, როგორც ამ პროცესებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი, კვლავაც აქტიურ და აგრესიულ მოთამაშედ რჩება. ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „არაერთი მოქალაქე, აფხაზი თუ ოსი, ჩამოდის თბილისში თუ სხვა ქალაქებში და სარგებლობენ გარკვეული მომსახურებებით, ეს, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროს ეხება. ასევე იღებენ განათლებას. მასშტაბებზე და სტატისტიკაზე ჩემთვის რთულია საუბარი, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი იზრდება, რაც კარგია. უფრო დიდი მასშტაბის პროცესებზე საუბარი რთული იმიტომაა, რომ ის დაკავშირებულია ოკუპაციასთან და რუსეთის ფაქტორთან. ჩვენ რომ მოვილაპარაკოთ უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე აფხაზებთან და ოსებთან, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები და არა მხოლოდ თბილისის მხრიდან, არამედ სხვა მხრიდანაც. მაგრამ იქ, სადაცაა ტანკი, სადაცაა რუსული პოლიტიკური ინტერესი, არაა თავისუფალი განვითარების შესაძლებლობები. პოლიტიკურ ინტერესში ვგულისხმობ ხელშეკრულებებს, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ და არც არავინ არ აღიარებს მსოფლიოში და რომელიც მოსკოვმა დადო სოხუმთან და ცხინვალთან. რუსული პოლიტიკა აშკარად ანექსიისკენ და ჩვენი მოსახლეობის სხვა ნაწილის დისკრიმინაციისკენაა მიმართული, ვგულისხმობ ეთნიკურ ქართველებს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა პატარა, კონსტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენ ვხედავთ და ალბათ, ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ პოზიტიურ პროცესზე“.ზარდიაანთკარი კონფლიქტის ზონის სოფელია, სადაც ქართველმა სამართალდამცავებმა შესვლა მხოლოდ 2012 წელს შეძლეს. ამასობაში კი ამ სოფლის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა გორის საბავშვო ბაღებს აფარებდა თავს. მათი ნაწილი დღემდე აქ აგრძელებს ცხოვრებას იქიდან გამომდინარე, რომ ადგილებზე მათი სახლების რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელდა. ამერიკის ხმა ზარდიაანთკარის მაცხოვრებელს, გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ჩასახლებულ ცისანა თაზიაშვილს ესაუბრა: „გვეუბნებიან წყალი გაქვთ, გაზი გაქვთ, სინათლე გაქვთო. კი გვაქვს, მადლობლები ვართ, რომ გვაქვს, მაგრამ ახლა წყალი ერთი თვეა გაყინულია და ოსური მოსახლეობის მხრიდან მოგვაქვს. მათ ვანათის არხიდან აქვთ სასმელი წყალი, რომელიც ბუნებრივად მოდის და არ იყინება. ჩვენთან კიდევ ჭაბურღილიდან ამოდის და შემდეგ კოშკზე შემოდგმულ ავზში გროვდება. იქ წყალი ერთი თვის წინ რომ გაიყინა, ალბათ, მთელი ზამთარი, მარტამდე ასე იქნება. ავზი რკინისგან გააკეთეს და არა უჟანგავი მასალისგან და უსუფთაო წყალი მოდიოდა ისედაც, სასმელად ის წყალი არ ვარგა, ვერ ვსარგებლობთ,რადგან ჟანგიანი მოდის.“ერთ დღეში ახალი წელი გათენდება. რუსი მესაზღვრეები უსაფრთხოების ზომებს ერთი დღით ამკაცრებენ. 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტებიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/gori-region-ahead-of-2017/3657309.html
წაკითხვა
ჯონ მაკკეინი ხურვალეთში
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/jon-makkeini-xurvaletsi/28208390.html
წაკითხვა
სენატორმა მაკკეინმა საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. „ჩვენ წავალთ სამხრეთ ოსეთში და შევხვდებით რამდენიმე ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ადგილნაცვალ პირებად აქცია რუსეთის აგრესიამ. ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა. საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208280.html
წაკითხვა

უახლესი