საზოგადოებრივი
104.5 FM
''Fatalism''-ის წინააღმდეგ! - ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე...
Fatalism-ის წინააღმდეგ! ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე...ფატალიზმი- ( ბედისწერა) მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად სამყაროს ყოველგვარი ხდომილება და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა ალბათობა და თავისუფლება... ფატალისტების მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ თავიანთ ცოდვებს უფალს მიაწერენ, რადგან სურთ მოიხსნან პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე!... ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ისტორიული რაკურსის მიმოხილვა, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში. ძველ საბერძნეთში  ბედისწერა ("ტიუხე")  წარმართულ ღვთაებებზე მაღლა იდგა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბედისწერა გარდაუვალია, მას ყოველივე ემორჩილება და თვით წარმართული ღვთაებებიც კი ძრწოდნენ მის შიშზე, ასევე ამბობდნენ ღვთაებებზე, რომ მათთვის ყველაფერი იყო შესაძლებელი, გარდა ბედისწერის დაძლევისა. ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფოკლეს ტრაგედია "ოიდიპოსი", რომელიც სწორედ ბედისწერის გარდაუვალობას ქადაგებს და ადამიანს საკუთარი ბედისწერის მონად და ტყვედ წარმოაჩენს. საინტერესოა რომაელების დამოკიდებულება ბედისწერის შესაებ, რაც გასაკვირია, რადგან ბერძნების კულტურას მათი კულტურა ძალიან გავს, განსაკუთრებით, ანტიკური ლიტერატურა, ამისდამიუხედავად რომაელების ეთნოფსიქოლოგია სრულიად განსხვავებულია. მათ სწამთ, რომ ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის შემოქმედი. აი ისლამში ბედისწერის რწმენა აბსურდამდეც კი არის დაყვანილი. მათ სწამთ, რომ ალაჰი თავად იქმს ადამიანებში კეთილსა და ბოროტ საქმეებს... ბედისწერის საკითხის შესახებ მსჯელობა ბერძნულ- რომაული მიდგომით იმიტომ დავიწყე, რომ სწორედ ამ ცივილიზაციათა წიაღში წარმოიშვა ქრისტიანობა და "პირველი ქრისტიანებიც"  სწორედ ისინი იყვნენ, და შეუძლებელია, ბედისწერაზე ფესვგადგმულ ტრადიციას გარკვეული გავლენა არ მოეხდინა, ეს ასე მოხდა დიდი აბნეულობა და გაურკვევლობაც კი გამოიწვია მათში... ღვთის განგების ცნება მეტად რთული გასაგები აღმოჩნდა თვით მორწმუნეთათვისაც კი. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში განგება ღვთისა წარმართულ ფატალიზმთან იგივდება. ფატუმი(ბედისწერა) არ არსებობს. დაუშვებელია, ეს ცრურწმენა ჰქონდეს ქრისტიანს, რომელსაც ყოვლად სახიერი და ყოვლად ბრძენი ღვთის განგებისა სწამს. განა შესალებელია, არსებობდეს ბედისწერა, როდესაც შემოქმედმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და თავისუფალი ნებით დააჯილდოვა?! განა შესაძლებელია, არსებობდეს ბედისწერა, რომელიც აღემატება ღვთის წყალობას, მაშინ, როდესაც არ არსებობს ცოდვა, რომელსაც უფალი არ შეუნდობს მონანულს?! ამგვარი მსჯელობით ფატალიზმი ღვთის გმობამდე მიდის!.. ფატალისტს გონია, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება წინასწარ არის განსაზღვრული და მისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. ასეთი მსჯელობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში სამწუხაროდ ჩამოყალიბდა შემდეგი ანდაზა-გამონათქვამები : " შენს ბედს ვერსად გაექცევი". " ბედზე ასე ეწერა". " მოსახდენი უნდა მომხდარიყო" და სხვა უამრავი "გამონათქვამი" დამკვიდრდა საზოგადოებაში.ფატალისტების ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის ადამიანს არ გააჩნია თავისუფლება თავად განაგოს ცხოვრება და ასრულებს იმას, რაც მას წინაგანგებულებით აქვს განსაზღვრული. მაშასადამე, არც პასუხისმგებელი უნდა იყოს ადამიანი თავის ცხოვრებაზე, ვინაიდან მას თავისი ნებით კი არ ჩაუდენია ცოდვა, არამედ  "განგებამ ასეთი ბედი არგუნა", მაგრამ სინამდვილეში ეს განა ასეა?!... ადამიანს უფლისაგან თავისუთალი ნება ებოძა, იგი თავისუფალია თავის არჩევაში, თავად ქმნის საკუთარ ბედს და პასუხს აგებს უფლის წინაშე ყოველ სიტყვაზე, ნაბიჯზე, ქმედებაზე. ყველაფერს თავისი მიზანი აქვს, ფატალიზმი "ბოროტი, მაცდური" სულის მიერ არის ''შექმნილი'', რადგან აცდუნოს ადამიანი, გამოაცალოს მას სიფხიზლე ცხოვრებაში, როგორც ქრისტიანობის უმთავრესი საყრდენი და გულდამშვიდებულად ამყოფოს ცოდვის მორევში იმის შთაგონებით, რომ მისი მომავალი წინასწარ უფლის მიერაა განსაზღვრული და იგი მაინც ვერაფერს შეცვლის. ამ შეგნების ადამიანები კი ხშირად ამბობენ შემდეგ ფრაზას - "რა ვქნა , ასეთი ბედისა ვარ'',  ამ უგუნურებით კი, ვითომ და, ხელ-პირს იბანენ?!...ფატაისტები თავიანთ ცოდვებსა და ცხოვრებისეულ შეცდომებს უფალს მიაწერენ, მათ სურთ მოიხსნან პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე!...და გეკითხეებით თქვენ, თუ რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მკრეხელობა?!  ალბათ, კითხვისას გაგახსენდებოდათ, ჩემ მიერ  მოყვანილი ფატალისტური ''გამონათქვამებიდან'', თქვენივე პირით ნათქვამი, ასეთი თუ არა, ამავე შინაარსის, მსგავსი ფატალისტური ფრაზები... ამიტომ საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე  თუ რას ვამბობთ და არ ჩავარდეთ სიტყვის გამო მკრეხელობაში. თუმცაღა ასეთი ნათქვამი სიტყვები, მხოლოდ სიტყვები არაა  და მას  უფრო დიდი, სამწუხარო,  შინაარობრიობა ახასიათებს...   და მაინც, არსებობს თუ არა "ბედისწერა''?!დიახ, არსებობს, თუმცა არა ისეთი სახითა და შინაარსით, როგორსაც ფატალისტი ადამიანები ქმნიან. თუ კარგად დავაკვირდებით თავად სიტყვა ამბობს ყველაფერს... ცხოვრებაში დაწერილი ''ბედისკითხვა'' კი არ ხდება, არამედ დასაწერი ''ბედისწერა'' მოხდება... შემოქმედი კი თავად შენ ხარ!...წერე...ლევან აბაზაძე 
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი: იეჰოვამ რა ჰქმნა?!
რაღაც დაავიწყდათ, რაღაც ვერ გათვალეს, ყველაფერი „მარაზმამდე“ მიიყვანა კაცობრიობის გაუთავებელმა „წინ ან უკან“ სვლამ - როგორ გაჩნდა სამყარო, ადამიანი? ღმერთის სახად და ხატად, თუ დიდი გზა განვლო პატარა უჯრედებიდან დიდ უჯრედებამდე? ვინ რას იტყვის ზუსტად? ვინ შექმნა რელიგიური მრავალფეროვნება?- ცხადია ყველა ერს სხვადასხვა ლეგენდა, ისტორია და მიზანი აერთიანებდა და აერთიანებს. - რაზე თანხმდება კაცობრიობა? არსებობს ღმერთი (რაღაც ძალა) რომელიც ყველაფერს სამყაროში ალაგებს და აცოცხლებს, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბევრი ბიზნესიც შეიქმნა მასობრივი რწმენის გამოყენებით. ადამიანის რწმენას, ხომ საზღვარი არ აქვს, ყველას რაღაცის გვწამს, თუმცა როდესაც „ცხვირში გტენიან“ გინდა თუ არა ეს რწმენა არის სწორი და ამის უნდა გწამდეს და სხვა არაფრისო! ეს აუცილებლად გამოიწვევს პროტესტს. როდესაც კარს გავაღებთ და ბუკლეტი დაგვხვდება მიკრული რომელსაც აწერია - „იწამე იეჰოვა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე „ვიღაც“ ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ამასწინათ მოხდა ასეთი შემთხვევა და ეს არ ყოფილა პირველი, როდესაც კარი გავაღე და ბუკლეტი დამხვდა სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეები“, აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ ამ საკითხით, თუმცა ამ ბოლოს დროს ჩემ კარზე მიკრული ბუკლეტის შემდეგ დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია „იეჰოვას მოწმეების“ შესახებ, რასაც აუცილებლად გაგიზიარებთ, რა ორგანიზაცია და რა საფუძველი უდევს ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეებს“?„იეჰოვას მოწმეები“ არის ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაცია და მათი ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში მდებარეობს, ხოლო რელიგიათა სისტემაში მათი ადგილი დღემდე გაურკვეველია. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, „იეჰოვას მოწმეები“ - არის პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაცია. სხვა წყაროების თანახმად კი, პარაქრისტიანული კონფესია, ტოტალიტარული სექტა. მაგრამ საინტერესოა, რომ თავიანთი გამოკვლევით მათი რაოდენობა 8 220 103 ადამიანს აწღევს და მათი რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. „იეჰოვას მოწმეების ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ჩარლზ ტეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოაყალიბა. ეს მცირე ისტორიული იმფორმაცია ჩემგან „იეჰოვას მოწმეებზე“ როგორც ორგანიზაციაზე.საინტერესოა დღეს როგორი სიტუაციაა, საქართველოში ამ მხრივ, ჩემი აზრით, რატომღაც ხალხში ადრე უფრო იყო „იეჰოველებისადმი“ ნეგატიური გამძაფრებული დამოკიდებულება, უფრო მეტად რთულად აღიქვავდნენ „იეჰოვას“, როგორც სექტურ დაჯგუფებას.ნუთუ საქართველოში ამ ყველაფერმა დაკარგა აქტუალობა? აღარ იწვევს მსგავსი ორგანიზაცია საზოგადოებაში გაღიზიანებას? „იეჰოვას მოწმეების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე თუ შევალთ, აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ „იეჰოვას მოწმეებს“ თავიანთი სამაუწყებლო ტელევიზიაც კი გააჩნიათ, მათი სახელმძღვანელოები უამრავ ენაზეა ნათარგმნი, აქვთ ასევე ვიდეორგოლები, ვიდეო გაკვეთილები, ბიბლიოთეკები, შემსწავლელი კურსები, ბიბლიის შემსწავლელი პროგრამა, კრების შეხვედრები, ექსკურსიები ფილიალებში და ასე შემდეგ. როგორც მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი, „იეჰოვას მოწმეები“ 240 ქვეყანაში მსახურობენ, მათი მიმდევრები 8 220 103 აჭარბებს, ბიბლიას უფასოდ შეისწავლის 9 708 968 ადამიანი, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობა 19 862 783 ადამიანს შეადგენს, ხოლო კრებების რაოდენობაა 118 016. ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია, ერთ-ორ „იეჰოვას მოწმეს“ (როგორც თვითონ უწოდებენ თავიანთ თავს) მეც კი ვიცნობდი და როგორც ვიცი ფულსაც კი ურიცხავდნენ იმისთვის (არა მარტო ფულს, კარაქი, ყველი, პური, რძე და ა.შ.) რომ ამ ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრები ყოფილიყვნენ, რას არ გაიგებს კაცი? აქვე მოვიყვან საქსტატის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში „იეჰოვას მოწმეებთან“ დაკავშირებით. საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად საქართველოში 15 000 (0,3%) იეჰოვას მოწმეა. აქვე საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვა რელიგიის თუ რელიგიური ორგანიზაცეიების მონაცემებსაც გაგაცნობთ: მუსლიმი - 433 784 (9,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრი - 171 139 (3,9%), კათოლიკე - 34 727 (0,8%), იუდევლი - 3 541 (0,1%), სხვა - 33 468 (0,8%), არც ერთი - 28 631 (0,6%), იეზიდი - 30 000 (0,7%), ბაპტისტი - 6 000 (0,1%), ორმოცდაათიანელი - 5 000 (0,1%), მალაკანი - 2 000 (0,04%), დუხობორი - 1500 (0,03%), „ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი - 700 (0,01%), სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგეენელი - 300 (0,0%).ეს ციფრები შეგნებულად მოვიყვანე რადგან ამათგან მართლმადიდებელი - 3 666 233 (83,9%), ეს ციფრი ნამდვილად არ არის ერთი შეხედვით საგანგაშო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ორგანიზაციები რწმენის გავლით ადამიანებზე ზემოქმედებენ, ეს მართლაც საგანგაშო ფაქტია. ადამიანების უმრავლესობა ფინანსური წყაროს ინტერესის გამო ირიცხება მათ რიგებში და ესეც საინტერესო გათვლაა ამ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ცდილობს მასობრივი კონტროლი მოიპოვონ ხალხზე. რა თქმა უნდა ყველა რელიგია მისაღებია, ვისაც რისი უნდა იმის წამდეს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციების ფუნქცია და მიზანი არა რელიგია არამედ ადამიანების კონტროლია.
წაკითხვა
მოგიწოდებთ 17 მაისს ოჯახის დღეს, ხოლო 18 მაისს ქართული ეროვნული სამოსის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწროთ!
საზოგადოებისგან ხშირად ისმის ისეთი კომენტარები, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომ ამ დღეების აღნიშვნა არ არის აუცილებელი, რომ ზედმეტად ვუღრმავდებით და ვუკირკიტებთ ჩვენს ისტორიას, რომ მოსაბეზრებელია ეს გაუთავებელი შესწორებები და დღიური გამოხატულებები და ა.შ. ახლა კიდე უკვე ვცდილობთ ახალ-ახალ დღეებს მივანიჭოთ სტატუსები. მაგალითად როგორიც არის ოჯახის სიწმიდის დღე, რომელიც 17 მაისს საქართველოს კათოლიკოს პატრიაარქის კურთხევით აღინიშნება, ან ეროვნული სამოსის დღე, რომელიც 18 მაისს უნდა აღინიშნოს. შეიძლება ვთქვათ, რომ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი და სჯობს მივხედოთ მომავალს და არა წარსულის „ნარჩენებს“ რომელიც გაგვაჩნია, თუმცა ისეთ ადამიანებს. რომელთაც ასეთი დღეების დაწესება და ისტორიის შენარჩუნება მოსაბეზრებელი ჰგონია ვფიქრობ, რომ ავიწყდებათ, უპირველესი რამ, ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი თაობა, რომელსაც სწორი მიმართულება და განვითარება სჭირდებათ. ვფიქრობ, 21 საუკუნეში, რომელიც ასეთი გადაგვარებისა და გადაფასების წინაშე დგას, საჭიროა ასეთი დღების აღნიშვნა და უფრო მეტი პოპულარიზაცია. ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი პროპაგანდის გაწევა. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ისტორიული დეტალი თუ რაიმე პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ერი ვართ თუ დიდი. ამისთვის კარგი მაგალითია  ჰოლანდია, რომელიც საქართველოზე  პატარაა. - შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იქ სულ დაბოლილები დადიანო თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი მინუსი ზუსტად ის არის, რომ ჩვენ თავებს ჩვენთვითონ ვუქმნით ბარიერებს.მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად დაესწროთ 17 მაისს ოჯახის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და 18 მაისს საქართველოს ეროვნული სამოსის დღესადმი დაგეგმილ ღონისძიებას, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი სწორი მიმართულება ეს არის ის რაც უნდა შევთავაზოთ და დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს.
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა
19 вопросов Кабинета министров Абхазии
19 вопросов Кабинета министров Абхазии
წაკითხვა
Интервью Рауля Хаджимба телекомпании "Абаза ТВ"
Интервью Рауля Хаджимба телекомпании "Абаза ТВ"
წაკითხვა
Сопредседатели Женевских дискуссий посетили школы Гальского района
Сопредседатели Женевских дискуссий посетили школы Гальского района Эта встреча - часть традиционной поездки сопредседателей по Абхазии в преддверии очередного раунда переговоров на женевской площадке. В этот раз задача сопредседателей заключалась в ознакомлении со сферой образования. В начале встречи глава района Темур Надарая признался, что площадка женевских дискуссий для Абхазии очень важна. По сей день это единственное место, где у Абхазии есть шанс быть услышанной. "Мы считаем это единственной оставшейся дискуссионной площадкой, которая осталась между Грузией и Абхазией. Надеемся с этой площадки быть услышанными во всем мире. Для нас это очень важно, и мы приветствуем вас. Мы вам скажем все, что знаем, все, что происходит в этом районе, какие у нас планы", - отметил Надарая. Следующий раунд Женевских дискуссий запланирован в марте. В ходе этой поездки сопредседатели подготовятся к очередному переговорному периоду. В Женевских дискуссиях существуют две рабочие группы: одна обсуждает вопросы безопасности, другая - гуманитарные. Визит европейской делегации в этот раз был связан со сферой образования. "Это является частью наших традиционных поездок. Очень помогает Женевским дискуссиям, подготовке к следующему раунду. Мы находимся сегодня в Галском районе, чтобы узнать больше о ситуации, в особенности, в секторе образования", - сказал Антти Турунен. Темур Надарая уверен, что среди главных задач в Галском районе стоит и обеспечение прав человека. То, как чувствуют себя национальные меньшинства в целом по республике и в Галском районе в частности, безусловно, является определенным показателем, и руководство района это понимает. Темур Надарая отмечает: "Президентом поставлена задача и происходят изменения в законах Абхазии, которые должны улучшить ситуацию с правами человека не только в Галском районе, но и на территории всей Абхазии. Мы понимаем, что живем в современном мире. Мы прекрасно понимаем, что вопрос признания нашей государственности зависит от того, как мы задачи с правами человека решаем в Абхазии и как мы относимся к национальным группам, меньшинствам, которые проживают на территории Абхазии. В данном случае, в Галском районе к грузинскому и мингрельскому населению". В своем обзоре про Галский район, Надарая не мог не коснуться спорного вопроса об ущемлении прав грузино- и мингрелоязычного населения. Глава Галского района утверждает, что информация о якобы борьбе с грузинским и мингрельским языками, неправдива. "Разговоры о том, что мы хоти ущемить, запретить населению обучаться на грузинском языке, является абсолютной ложью. Наше государство не борется ни с языком, ни с культурой грузинской или мингрельской. Другое дело те программы, которые несут чуждую нашему государству идеологию. С идеологией, конечно, мы будем бороться, потому что мы считаем Абхазию государством состоявшимся, с присутствием многих проблем. И здесь должны действовать законы Абхазии", - убежден Темур Надарая. Антти Турунен подчеркнул, что данный подход со стороны европейской делегации находит полное понимание: "Вы не за борьбу с языками и, безусловно, этот подход может только приветствоваться. Мы поддерживаем тот подход, при котором дети могут обучаться на своем родном языке. Мы не являемся экспертами в сфере образования, но, тем не менее, мы можем ознакомиться, а затем помощь будет предоставлена на экспертном уровне от других международных организаций", - говорит Турунен. Для того чтобы получше ознакомиться с реальным положением дел в школах Галского района, сопредседатели Женевских дискуссий направились в сельские общеобразовательные учреждения. Первым пунктом стала средняя школа в Тагилоне. Здесь, зайдя в здание начальной школы, мы попали на урок, как говорили сами дети, родного языка. В Тагилонской школе 95 учеников. Директор Темур Джологуа в беседе с европейскими гостями рассказал, что в расписании детей есть все предметы. Самая большая проблема с преподавателями физики и математики. Пройдя в другой класс, мы попали на урок русского языка. Учебник был разработан грузинским министерством образования для школ Грузии. Также в Тагилонской школе проходил урок информатики. Основы программирования дети проходили также на грузинском языке. Следующей школой стала Набакевская. Здесь среднее образование получают 98 учеников. В актовом зале школы на момент приезда делегации проходил показ фильма о временах года для самых маленьких. Рядом же ребята чуть постарше играли на музыкальных инструментах. Школьники спели грузинскую народную песню. Заведующий отделом образования администрации Галского района Беслан Кантария рассказывает, что всего в Галском районе 20 школ. 11 из них работают по программам и учебникам грузинского минобразования. "У нас в районе 20 школ, из которых две неполные средние, остальные средние. Делятся на верхнюю и нижнюю зоны. Школы верхней зоны - 9 школ, русские школы. 11 школ нижней зоны занимаются в основном на грузинском языке. Сама система образования, конечно, должна в корне меняться. На этот счет со следующего учебного года есть определенные планы. Их мы будем воплощать в жизнь, вводить русские книги", - подчеркивает Кантария. Кантария уверен, что проблемы в сфере образования Галского района возможно решить. Необходима отдельная программа для средних школ. Только тогда можно будет переводить Галский район на новую образовательную базу. Беслан Кантария говорит, что "есть определенная проблема с кадрами, с преподаванием каких-то предметов. Со временем будем решать и эти проблемы. Все двадцать школ будут заниматься по системе образования министерства Республики Абхазия. Министерство образования в данный момент думает об этом и к концу учебного года, я думаю, что все это будет готово". Сопредседатель Женевских дискуссий Антти Турунен в окончание поездки подчеркнул, что благодарен администрации района за возможность непосредственного знакомства с образовательными учреждениями. «Обычно в ходе этих визитов мы узнаем, как живут люди, какое у них благосостояние. Очень рады, что была предоставлена такая возможность, благодаря администрации Галского района, посетить школы, чтобы увидеть ситуацию своими глазами. Это может дать возможность далее развить какие-то другие проекты", - сказал Антти Турунен. Приезд европейской делегации в Гал выявил еще одну серьезную проблему - оказывается, в министерстве иностранных дел нет абхазо-английского и, соответственно, англо-абхазского переводчика. Именно потому, желание главы Галского района вести беседу на абхазском языке оказалось невозможным. Средние же школы в Галском районе являются своеобразным отражением жизни района в целом. Точкой пересечения очень сложных и отчасти больных вопросов самый восточный район Абхазии является давно. Именно потому, даже в ходе встречи с сопредседателями Женевских дискуссий, рассказать обо всех проблемах района сразу едва ли представляется возможным. Однако, этот обзор, пусть и в одной, но очень важной сфере, наверняка будет полезен на предстоящем 31-м раунде Женевских дискуссий.
წაკითხვა

უახლესი