საზოგადოებრივი
104.5 FM
მეცნიერება/ტექნოლოგიები
კიბოს რობოტებით დაამარცხებენ !
კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდება მეცნიერებმა დიდი ხნის წინ უკვე დაამტკიცეს რომ მათ შუეძლიათ აკონტროლონ მაგნიტური ველი ადამიანის სხეულში იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა.ახლა კი მეცნიერებმა განავითარეს მაგნიტური კონტროლის გზა და მათ ახლა შეუძლიათ აკონტროლონ მაგნიტური არმიის ყველა წევრი,რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ განსაკუთრებული და უნიკალური დავალებები.ჰამბურგში „Philips“-ის ინოვაციური ტექნოლოგიის ფიზიკოსი, ამ კვლევის ლიდერი ჯურგენ რაჩმერი ამბობს: “ჩვენი მეთოდი კომპლექსური მანიპულაციის საშუალებას იძლევა ადამიანის ორგანიზმში“პირველ რიგში, მეცნიერებმა შექმნეს უამრავი პატარა იდენტური მაგნიტის „ხერხი“. შემდეგ გამოიყენეს ერთგვარი ძლიერი მაგნიტური ველი იმისთვის, რომ ეს მოწყობილობები ადგილზე გაეყინათ. იმ პატარა, სუსტ ადგილებში რომელშიც ძლიერი მაგნიტური ველია. მიკროსკოპული „ხერხები“ თავისუფლად მოძრაობენ. შთამბეჭდავი ისაა, რომ შედარებით სუსტ მაგნიტურ ველს შეუძლია ეს „ხერხები“ თავისუფლად ამოძრაოს.მკვლევარებმა თქვეს, რომ ექიმებს შეუძლიათ მაგნიტური ველის საშუალებით კონკრეტული „ხერხი“ ამოძრაონ აბის გასახსნელად. ექიმებს ამ გამოგონებით ეძლევათ შანსი, რომ აკონტროლონ ის ფაქტი, რომ კიბოსთან მებრძოლი რადიოაქტიური დასხივების დროს დაზიანდეს მხოლოდ ბლასტომა და ჯანსაღი ქსოვილები უვნებელი დარჩეს.მკვლევარები ამბობენ, რომ შემდეგი პოტენციური შემოთავაზება იქნება სამედიცინო იმპლანტები, რომლებიც რაღაც დროის შემდეგ შეიცვლება. მაგალითად, მაგნიტური ველის საშუალებით შესაძლებელი იქნება პაციენტის სხეულში იმპლანტის შესაბამისად მორგება.მომავალში, მკვლევარები შეძლებენ განავითარონ კომპაქტური მაგნიტური ველები იმისთვის, რომ აკონტროლონ მცირე რობოტები და გამოიყენონ ვიზუალური ტექნოლოგიები როგორებიცაა რენტგენის აპარატი ან ულტრაბგერითი სკანერი იმისთვის, რომ დაინახონ თუ სად არის ეს მოწყობილობები, რაც საზოგადოებას დიდ იმედს უსახავს.სტატია თარგმნილია წყაროდან: https://www.sciencedaily.com/სტატია თარგმნილია საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ.კლუბის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:https://www.facebook.com/AMKYSC/inncheck.webs.com
წაკითხვა
ახალი ინოვაციები 2017
ეს მოგვითხრობს მსოფლიო ტექნოლოგიებზე3 New Best Technology 2017 #053 ახალი საუკეთესო ტექნოლოგია 2017 #05
წაკითხვა
მაინც შეძლებენ !
"საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი", მოზარდების მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანება(სულს 15-16 წლის მოზარდები არიან) .როგორც კლუბის  პრეზიდენტი გიორგი შელეგია ამბობს ,საკუთარი გამოცდლებით მიღებული წინაღობების არიდებას ცდილობენ თანატოლებისთვის . "როგორც ვიცით, საქართველოში მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ფლობს ინგლისურს სამეცნიერო ენის დონეზე. შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ სხვადასხვა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღებას ენობრივი ბარიერის გამო. ასე რომ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა გადაწყვიტა, დაიწყოს მუშაობა ისეთ პროექტზე, რომელიც მისცემს ყველა ბავშვს იმის საშუალებას რომ, მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი რომელსაც წარმოადგენს ტექნოპარკი და ფაბლაბი, და დაებადოთ მეტი ინოვაციური იდეა. ეს პროექტია : „აღმოაჩინე ქართულად“ ამ გვერდზე დაიდება განთავსებული იქნება ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული თარგმნილი: მასტერკლასები, გამოსვლები, საჯარო ლექციები, მსჯელობები ,წარმატებული თუ წარუმატებელი ცდები და სხვა. ასევე არამეცნიერული ტიპის ნაშრომები, ინოვაციური ტიპის მოსაზრებებითა და იდეებით “ პარადოქსი კი იმაშიას რომ, მოზარდებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გეგმა გაააცნეს ,თანადგომის შეპირება მიიღეს, დეტალებში ჩაახედეს ....შემდეგ კი ,პასუხი :" სახსრების სიმცირის გამო ვერ დაგეხმარებით, თავად ვგეგმავთ მსგავსის გაკეთებას და თუ გსურთ, ჩვენთან ითანამშრომლეთო... " არ ვიცი როგორ ახერხებენ არ დაკარგონ მოტივაცია ამ ფონზე მაგრამ მიხარია რომ -მაინც შეძლებენ !ახალგაზრდა მეცნიერებს ამ პროექტის პრეზენტაცია აქვთ 24 აპრილს 14/00 საათზე ტექნოპარკის სივრცეში. მართალის არა იმ მაშტაბებით როგორც ჩაიფიქრეს მაგრამ მთავარია რომ თავადაც შეძლებენ.   წყარო : http://inncheck.webs.com. 
წაკითხვა
მსოფლიოს მობილური მომავალი
პროგრესი მობილური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენს ცხოვრების წესს ცვლის.
წაკითხვა
მასობრივი სიკვდილი კოსმეტიკური საშუალებით
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში 55 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად. 26-ე დაღუპულმა სასმელად კოსმეტიკური საშუალება „ბოიარიშნიკი“ გამოიყენა. 28 ადამიანი, ირკუცკის 4 საავადმყოფოშია გადანაწილებული, აქედან 13 მათგანის მდგომარეობა უმძიმესია. წყარო: interfax 
წაკითხვა
რუსი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფოტოზე ადამიანის სულის დაფიქსირება შეუძლია
რუსი მეცნიერი - კონსტანტინ კოროტკოვი ამტკიცებს, რომ შეუძლია ადამიანის გარდაცვალების მომენტში მისი სხეულიდან სულის გამოსვლის პროცესი ფოტოზე დააფიქსიროს. იგი ამისთვის სპეციალურ ბიოელექტროგრაფიკულ კამერას იყენებს. კოროტკოვი სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლის და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი ადამიანური ენერგიის სფეროში. 1939 წელს მეცნიერმა სემიონ კირლიანმა აღმოაჩინა ფოტოგრაფირების ახალი მეთოდი, რომელსაც კირლიანური ეწოდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ მეთოდით გადაღებულ სურათებში ადამიანის აურა ჩანს. კოროტკოვი ამ ვერსიას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამგვარად გადაღებული ადამიანის თითის ანაბეჭდების სურათებიდან ზედმიწევნით ზუსტად შეგვიძლია დავადგინოთ მისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა. გადაღების GDV ტექნიკა, რომელიც 1990-იან წლებში განვითარდა, შეგვიძლია, გამოვიყენოთ პიროვნების სტრესის დონის დასადგენად. მეცნიერებმა ამ ტექნიკით გადაუღეს სურათები მომაკვდავ ადამიანს და აღმოაჩინეს, რომ ის ენერგია, რომელიც ფოტოზე ბიოველის (აურის) სახით ფიქსირდება და ადამიანის სასიცოცხლო ენერგიად მიიჩნევა, ჯერ მუცლის არეს ტოვებს, უკანასკნელად კი თავის არეს სცილდება. ასევე, განსხვავდება იმ ადამიანების აურა, რომლებიც მოულოდნელად, უბედური შემთხვევის გამო იღუპებიან, მშვიდად გარდაცვლილი ადამიანების აურისგან. პირველთა სულები რამდენიმე დღის განმავლობაში დაბნეულნი არიან და ხშირად უბრუნდებიან სხეულებს, განსაკუთრებით ღამის პერიოდში. დაავადებული ან დეპრესიაში მყოფი ადამიანის აურა უფრო სუსტია, ჯანმრთელის კი - ნათელი და კაშკაშა. კოროტკოვი მიიჩნევს, რომ სულები დედამიწას არ ტოვებენ და ისინი მუდმივად ჩვენ გარშემო არიან. ვიდეოში ჩანს GDV ტექნიკით გადაღებული სურათები, რომლებზეც ადამიანის ბიოველია აღბეჭდილი. მეცნიერები ამჟამად ამ ტექნიკის დახვეწასა და განვითარებაზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოებს გამჟღავნება არ სჭირდება, ისინი პირდაპირ კომპიუტერში ინახება.
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა

უახლესი