საზოგადოებრივი
104.5 FM
მკლავჭიდელთა წარმატება Zloty Tur-ის თასზე
პოლონეთში, ქალაქ რუმიაში 18-19 ნოემბერს გაიმართა ჩემპიონატი მკლავჭიდში - მსოფლიო თასი Zloty Tur-ი. ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმაც მიიღეს მონაწილეობა, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ვილენი გაბრავამ კიდევ მოიგო Zloty Tur-ის თასი, ასევე, პირველად ამ ტურნირზე გასულმა დავით სამუშიამ პირველი ადგილი დაიკავა, გენადი კვიკვნიამ, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, დიდ კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მკლავჭიდელმა ანდრეი პუშკარმა - მესამე ადგილი. მკლავჭიდელთა წარმატება არცერთ ტელეარხს არ გაუშუქებია, სამწუხაროდ. წარმატებები ქართულ სპორტს და ქართულ მკლავჭიდს! 
წაკითხვა
მოულოდნელი იმედგაცრუება
გუშინ 9:00 საათზე იყო საინტერესო მატჩი საქართველოსა და მოლდოვას შორის.მე-16 წუთზე ყაზაიშვილის სასარგებლოდ ანგარიში გახდა 1:0.სახიფათო მომენტის ჩაშლის მიერ გამოგდებული ბურთი მიიღო ყაქაიშვილმა და შორეულ კუთხეში შეაგდო ლამაზად შესრულებული გოლი.მატჩის მიმდინარეობისას ორი სახიფათო პენალტი არ დაგვინიშნეს.როდესაც ყველას ეგონა,რომ მატჩი მოგებით დამთავრდებოდა,მაშინ 78-ე წუთზე გაცკანმა გაათანაბრა ანგარიში.სახიფათო მომენტისას გამოგდებული ბურთი მიუვიდა ანტონიუკის და გაუთამაშა გაცკანს და მან შეაგდო შორეულ კუთხეში.ლორიას ძალიან ცოტა დააკლდა,რომ აეღო ბურთი.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა  – კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა ე.წ. “ჩაჯდომებში” მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით თბილისში, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა. რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას” – განაცხადა რეკორდსმენმა.– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. ვთვლი, რომ წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.
წაკითხვა
13 წლის ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამერიკაში გამართულ ჩემპიონტში 13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედალი აიღო. ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკელი ფერგიუს კურანი ანგარიშით 13-3, ხოლო ფინალში - კანადელი მატეო კარედა 12-1 დაამარცხა და 37 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აიღო.კინწურაშვილის მწვრთნელი ბათუმელი აკაკი ცენტერაძეა, რომელიც რეგიონის ტაეკვონდოს კლუბის და საქართველოს კადეტთა ეროვნულ ნაკრების ხელმძღვანელია.ზურაბ კინწურაშვილი 5 საერთაშორისო მედალის მფლობელია.
წაკითხვა
მონატრება
ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობის ისტორია ძალიან ჰგავს ერთი ნახვით შეყვარებას. ეს არ მომხდარა თანდათანობით. ექვსი წლის რომ ვიყავი, პირველად ვუყურე და მალევე ვიცოდი წამყვანი ჩემპიონატების ყველა გუნდი, თავისი შემადგენლობიანა. საქართველოს ნაკრების ნემისმიერი მატჩის წინ დედა წინასწარ იმარაგებდა სიცხის დამწევ წამლებს, რადგან მაღალი ტემპერატურა გარანტირებული იყო. ეჰ, ასეთი დროც იყო და მეც მახსოვს - საქართველოს ნაკრები ისე თამაშობდა, მართლა რომ ღირდა ნერვიულობა. სულ მოქმედება იყო, მოედანზე რაღაც საინტერესო მუდმივად ხდებოდა. ფეხბურთმა ინფექციასავით ეფექტი მოახდინა - წლების განმავლობაში უბრალოდ არ მაინტერესებდა მეტი არაფერი და გადამეტებული ინტერესი მქონდა ფეხბურთისა და მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ერთი სახალისო ისტორიაც გადამხდა ამასთან დაკავშირებით :ფეხბურთში ჩემი ზედმეტი გათვიცნობიერებისა და ზოგადად აბსოლუტური გაუთვიცნობიერებულობის გამო გაბრაზებულმა მამამ მითხრა, თუ ვერ მეტყვი ვინ იყო ნაპოლეონი, დაგსჯი და ფეხბურთს აღარ გაყურებინებო. ძალიან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შერცხვენილი გამოვედი ოთახიდან და სასოწარკვეთილმა ვთხოვე, ის მაინც გამახსენე, სად თამაშობდა-თქო. ვერ ვიპოვე Youtube - ზე ის ვიდეო, გადაცემა Свободный удар- ის დასაწყისი, ბოლოს დუნგა რომ ურტყამდა ბურთს. Нтв футбол-ით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. სკოლაში რომ ვიყავი, იმაზე ვღელავდი, რა გადაცემა გადიოდა იმ დროს, ტელევიზორის გადახვევაზე მაშინ არც ფიქრობდა არავინ. ჩემთვის ერთნაირად საინტერესო იყო ნებისმიერი მატჩი. დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატზეც, აწ უკვე დანგრეულ ,,სკაზე’’ რომ იმართებოდა თამაშები. მაშინდელ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ბევრი დღეს ეროვნულ ნაკრებში თავისუფლად მოხვდებოდა. მაშინ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო - ნაკრებში ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ ხოლმე. ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი აღფრთოვანება სამწუხაროდ მხოლოდ წარსულში იყო, ასაკი და გაზრდა არაფერ შუაშია - თვითონ ფეხბურთი შეიცვალა. მასში ვეღარ ვხედავ იმას, რაც ასე ძალიან შემიყვარდა. არტისტიზმი დაკარგა ფეხბურთმა, ორიგინალურობა. უყურებ და ყველა თამაში ერთნაირია. უბრალოდ, ზოგი სხვებზე უკეთ აკეთებს, ზოგი უარესად, მაგრამ ერთი და იგივეს. იმპროვიზაცია აღარაა. სწორხაზოვანი, ჩარჩოებში ჩასმული თამაშია. არადა, მისი ხიბლი ხომ სწორედ იმპროვიზაცია და ხშირად სუნთქვისშემკვრელი მოულოდნელობა იყო. მენატრება ის თამაში. Youtube -ზე ვუყურებ ხოლმე ძველ მატჩებს, ახლები აღარ მომწონს. არადა, ნამდვილი ფეხბურთი ხომ მართლა ცხოვრებასავითაა და აბა ცხოვრების გარეშე ვის შეუძლია. წამართვეს ცხოვრება. დღეს ფეხბურთის გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, იცოდე რამდენი აქვს ხელფასი ,,ტოტენჰემის'' მასაჟისტს და ამასთან, წარმოდგენაც არ გქონდეს, ვინ არიან თუნდაც ჯორჯ ბესტი, სერ სტენლი მეტიუზი, ომარ სივორი, როგორ თამაშობდა იოჰან კრუიფი, რა გააკეთა რინუს მიხელსმა ან ელენიო ერერამ. აღარაფერს ვამბობ ქართული ფეხბურთის ისტორიის ელემენტალურ ცოდნაზე. დღეს რომ იქაჩებიან ფეხბურთის სიყვარულზე, არამგონია ბევრმა იცოდეს, რამდენი ქართველი ფეხბურთელია ევროპის ჩემპიონი ან ვის იწვევდნენ მსოფლიო ნაკრებში. რომ ლეო მესის დაბადებამდე შესთავაზა მადრიდის ,,რეალმა'' თბილისის ,,დინამოს" ერთ თავდამსხმელს კონტრაქტი, სადაც ხელფასის ბლანკი ცარიელი იყო და შეეძლო თანხა თავად ჩაეწერა. სხვა რომ არაფერი, საამაყოა. რომ აჩვენებ, ვეღარც ხვდებიან, რა ხიბლი ჰქონდა კრუიფის თამაშს, ტაშს რომ დაგაკვრევინებს უნებურად. რომ ფეხბურთი შეიძლება ლამაზი იყოს, აი ისეთი, ბრაზილია რომ თამაშობდა 1982 წლის მუნდიალზე. ფეხბურთელები ადრე მარტო ბურთის მადევარი ჯიგიტები არ იყვნენ და თავად ბურთის დევნაც ბევრ რაიმეს იტევდა. თამაშის სტილში ინდივიდუალური ხასიათი გამოიხატებოდა. მე რაც მახსოვს, ისევე შეიძლებოდა შეგედარებინა ბერგკამპის სტილი რონალდოს სტილთან, როგორც ვთქვათ, ვან გოგის სტილის შედარება შეიძლება ბრეიგელთან და ა.შ. მე რომ ყურება დავიწყე, ფეხბურთი სავსე იყო დიდი სახელებით: რობერტო ბაჯო, დენის ბერგკამპი, გაბრიელ ბატისტუტა, ფერნანდო რედონდო, რივალდო... ,,ოქროს ბურთის’’ მოგების ათამდე კანდიდატი იყო სეზონში. ფეხბურთი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სპორტი. დღეს კი მხოლოდ სპორტია, რაც ნამდვილი და დიდი ტრაგედიაა. ამ ვიდეოში არის 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის მიმოხილვა. ჰოლანდია-ურუგვაი. სწორედ აქ დაიბადა ტოტალური ფეხბურთი. უყურეთ და დატკბით, მართლა ლამაზია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
წაკითხვა
ოდესაში ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
26–27 აპრილს, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის – ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის. შეჯიბრში ცხრა ქვეყანა მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში თოთხმეტი მედალი მოიპოვეს.ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მისი პირადი მწვრთნელის – ივან ჩერტოვის ინიციატივით წელს უკვე მეათედ ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქართული სპორტული კლუბი – „ბლექ თაიგერი“ და მისი პრეზიდენტი – დავით ხახუტაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ბლექ თაიგერის“ ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, ვეტერანი ძიუდოისტები – ფირუზ მარგიანი და უშანგი კუზანაშვილი, ლერი ნაკანის ვაჟი – ლევან ნაკანი, მწვრთნელი – კახა დვალიშვილი და კლუბის სხვა წევრები.ტურნირზე სულ ცხრა ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, უკრაინა, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუმინეთი, ბელორუსია, თურქეთი და აზერბაიჯანი. საქართველოდან იასპარეზა ჩვიდმეტმა სპორტსმენმა ახალსოფლის, გორისა და მარნეულის გუნდებიდან. მათ შორის შვიდი ჩემპიონი, შვიდი კი პრიზიორი გახდა.– „ასეთი ტურნირები მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სპორტსმენებში ფიზიკური და სულიერი სიმტკიცის ამაღლებას. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დეპუტატ სერგეი კივალოვს. იგი ახალგაზრდა თაობას აძლევს საშუალებას, განვითარდნენ როგორც სპორტის, ისე მეცნიერების განხრით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპორტისა და განათლების სფეროში“ – განაცხადა კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა – დავით ხახუტაშვილმა, უკრაინულ გაზეთ „Слово“ –სთან ინტერვიუში.– „ლერი ნაკანი ძალიან წარმატებული ქართველი სპორტსმენი იყო. იგი ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა ჩვენს ხსოვნაში იგი ცოცხალია. ტურნირი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ძალიან კარგი სპორტული დარბაზია და სპორტსმენებიც მომზადებულები ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა სპორტის ოსტატმა ძიუდოსა და სამბოში – დიმიტრი რასკინმა.ივან ჩერტოვის აზრით, ტურნირი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდა ძიუდოისტების სამომავლო განვითარებისთვის:– „ტურნირში ძლიერი გუნდები მონაწილეობენ, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მჯერა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებულები მომავალში სხვა საერთაშორისო ტურნირებისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებიც გახდებიან“ – იმედოვნებს ჩერტოვი.ტურნირის გამარჯვებულებს დიპლომები, თასები, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდნენ.
წაკითხვა
„სამებობა 2017” – ყვარელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახალხო დღესასწაულ „სამებობაზე” ქართული ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით განხორციელდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ.ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ილია მზექალაშვილი. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.“ყვარლის მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს ვულოცავ სამებობის დღესასწაულს. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება. ტურნირის მიზანია, ახალგაზრდა თაობას მივცეთ მოტივაცია, რომ უფრო უკეთესად აღიქვან ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და დააფასონ ტრადიციული ქართული სპორტის სახეობები.” – განაცხადა კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა – დავით ხახუტაშვილმა.„ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საგანძური, ჩვენს ყველა წარმატებულ სპორტსმენს ეს სკოლა გავლილი აქვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული ჭიდაობის შენარჩუნება და აღორძინება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და პირადად დავით ხახუტაშვილს, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ეწეოდეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას და ამავდროულად თავის რაიონისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აკეთოს. მიხარია, რომ სპორტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში“ – აღნიშნა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.სამებობის დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან სამებობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილი.
წაკითხვა
18 აპრილს ყვარელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ქართული ჭიდაობაში შეჯიბრი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.შეჯიბრი 18 აპრილს, სამებობის დღესასწაულზე გაიმართება. მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ორგანიზატორისგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ტურნირს დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები სპორტის სამინისტროდან და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან.სამებობის დღესასწაული ახალსოფელში აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ტრადიციულად, დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია ქართული ჭიდაობა. 2016 წლიდან სამებობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილი.
წაკითხვა
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელია
ინდოეთში მიმდინარე კუდოს II მსოფლიო თასზე ქართველმა მებრძოლმა – 24 წლის  რაულ თუთარაულმა ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კუდოს ფედერაცია ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ორმა საპრიზო ადგილი დაიკავა.თუთარაულმა პირველ შეხვედრაში მონღოლ მოწინააღმდეგესთან მოიპოვა გამარჯვება, შემდეგ კი იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლებიც დაამარცხა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.ასლან ორუჯევმა შრი–ლანკელ მეტოქესთან სუფთა გამარჯვება (იპონი) მოიპოვა, უკრაინელი მოწინააღმდეგეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელ იგორ პერმინთან შეხვედრა წააგო და მესამე ადგილი დაიკავა, პერმინი კი ჩემპიონი გახდა.მსოფლიო თასზე იასპარეზა საქართველოს კუდოს ფედერაციის კიდევ ერთმა სპორტსმენმა – სოსო ნიჟარაძემ. პირველ შეხვედრაში მან ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგი ორთაბრძოლა კი იაპონელთან წააგო. კუდოს II მსოფლიო თასი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დღეს დასრულდა. შეჯიბრს ესწრებოდა საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი – ტაკაში აზუმა, რომელმაც გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ქართველი სპორტსმენები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან.
წაკითხვა
ქართველმა კუდოისტებმა საკვალიფიკაციო ატესტაცია გაიარეს
15 იანვარს თბილისში დასრულდა ერთკვირიანი სემინარი ქართველი კუდოისტებისთვის, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი. სემინარის დასრულების შემდეგ მან საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს ატესტაცია ჩაუტარა და შესაბამისი დონის თანრიგები – „კიუები“ მიანიჭა.სემინარები სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31–ში“, დღეში ორჯერ ტარდებოდა და საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პირველ დღეს ქართველ კუდოისტებთან ერთად იაპონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში – სატოში იშიმაც ივარჯიშა. სპორტსმენებთან ერთად, მასტერკლასებს ესწრებოდნენ ფედერაციის ხელმძღვანელებიც.სემინარის დასრულების შემდეგ, კუდოს წესების შესაბამისად, საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდა. დენის სინიუტინმა თითოეული სპორტსმენის მომზადების დონე ინდივიდუალურად შეამოწმა და მათ შესაბამისი დონის თანრიგები – „კიუები“ მიანიჭა.– „ქართველი სპორტსმენები ფიზიკურად და მორალურად ძალიან ძლიერები არიან, კუდო ძალიან მრავალფეროვანი ორთაბრძოლაა, თუმცა იმას, რასაც ქართველი მებრძოლები ფლობენ, გაკვეთილზე ვერ ასწავლი. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა“ – აღნიშნა დენის სინიუტინმა.– „კუდოში ვარჯიში ერთი თვის წინ დავიწყე. მე–8 კიუ მომენიჭა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა თანრიგოსანი ვარ“ – განაცხადა 11 წლის გიორგი კვიციანმა.აღსანიშნავია, რომ ეს სემინარი ქართველი მებრძოლებისთვის პირველი არ ყოფილა. შარშან თბილისში იმყოფებოდნენ რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი – რომან ანაშკინი, ვიცე–პრეზიდენტი – ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს. საქართველოს კუდოს ფედერაცია, სპორტსმენების გადამზადების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
წაკითხვა
Top 5 - Road mountain Bicycle 2016
If you're looking for a new off road ride, you'll be glad to know there's no shortage of exciting technology coming to the market. Here's a look at five of the most interesting mountain bikes for 2016.
წაკითხვა
ლუის ალბერტო სუარესი
ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად გამოჩნდა 2007 წელს. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკისწინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განას წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით გამოიტანა განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა მიიღო "წითელი ბარათი (ფეხბურთი) (ჯერ არაა დაწერილი)">წითელი ბარათი და მოუხდა გამოტოვება ნახევარფინალისა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთანდათმო.>სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დუბლი ნახევარფინალში პერუს ნაკრების წინაარმდეგ და ერთი გოლი ფინალურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ პარაგვაის 3-0 მოუგო.2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მეორე ტურის მატჩში კი ინგლისის ნაკრებისწინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. შემდეგ მატჩში იტალიის ნაკრებთან თამაშისას სუარესმა 79-ე წუთზე მხარზე უკბინა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის. მექსიკელმა მსაჯმა მარკო ანტონიო როდრიგესმა დარღვევა არ დააფიქსირა და დანიშნა კუთხური ურუგვაის სასარგებლოდ, რომლითაც ურუგვაიმ ისარგებლა და გაიტანა, რამაც იტალია ჯგუფში ჩატოვა. მატჩის შემდეგ ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა მომხდარი ფაქტი და სუარესს მისცა 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ასევე აუკრძალა საფეხბურთო აქტივობა 4 თვის მანძილზე.
წაკითხვა
ყვარელში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
3–4 დეკემბერს ყვარლის სასპორტო სკოლაში ევროპის ჩემპიონის – როინ მაღალთაძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) ორგანიზებითა და „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.წლევანდელი შეჯიბრი 2000–2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა. ორდღიან ჩემპიონატში მონაწილეობა 262–მა ძიუდოისტმა მიიღო. გამარჯვებულები რვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.როინ მაღალთაძის სახელობის ტურნირი ყვარელში 2011 წლიდან, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ მხარდაჭერით, რეგულარულად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები.
წაკითხვა

უახლესი