საზოგადოებრივი
104.5 FM

თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!

Thomas Thomas
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-30 14:11:00

თქვენ ფოტოებზე ხედავთ მაია ოთიაშვილის ავტორობით გამოცემულ მე-6 კლასის სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ როგორც სოლფეჯიოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული საკრავების ისტორიას და სახელწოდებებს, ქართული ინსტრუმენტების ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ.

სამწუხაროდ, წიგნი სავსეა მთელი რიგი ლაფსუსებით და უხეში შეცდომებით: მაგალითად, ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს ჰგავს სალამურს, მოხსენიებულია, როგორც „სალამური“. არადა, არ შეიძლება, ჩინურ საკრავს ერქვას სალამური. ქალბატონი მაია ოთიაშვილი და განათლების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ, კარგად ჩაეხედათ მსოფლიო საკრავებისა ისტორიაში და მიხვდებოდნენ, რომ ამგვარ ჩინურ ინსტრუმენტს ჰქვია „ბამბუკი“ (ინგლისურად – „Bamboo”), რადგან დამზადებულია ბამბუკისგან. ასევე არსებობს ბამბუკის სხვადასხვა სახეობები!

ასევე, სახელმძღვანელოში ჩინური დასარტყამი ინსტრუმენტი წარმოდგენილია, როგორც დოლი. არადა, ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან – ქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს – ე.წ. პლასტიკატი. ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტს ჰქვია „წითელი ყვავილი“ (ინგლისურად – „Red Flower“).

დაბოლოს, უხეში შეცდომა თუ გაუგებრობა? სოლფეჯიოს შესწავლას სჭირდება, მინიმუმ, 3 წელიწადი, მაქსიმუმ – 12. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით კი მოსწავლეებმა სოლფეჯიო უნდა შეისწავლონ 1 წელიწადში. გასაგებია, რომ ეს არის ზოგადი წარმოდგენის შექმნა სოლფეჯიოს შესახებ, სკოლა არ არის ვალდებული, საფუძვლიანად შეასწავლოს, მაგრამ როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ნაწარმოებები ისწავლება ნოტებით, ხოლო სოლფეჯიოს ვასწავლით მე-6 კლასში, ეს როგორ გავიგოთ? თუ ბავშვმა არ იცის სოლფეჯიო, როგორ უნდა დაეუფლოს ამა თუ იმ ნაწარმოებს ნოტებით?! ასევე, სამწუხაროა, რომ მე-6 კლასის შემდეგ, საერთოდ აღარ ისწავლება მუსიკა. შემდეგ ეტაპზე შემოგთავაზებთ, თუ რა გაუგებრობებია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მუსიკის სახელმძღვანელოებში.

chin 1 (1)

chin 1 (2)

chin 1 (3)

chin 1 (4)

chin 1 (5)

chin 1 (6)

chin 1 (7)

chin 1 (8)

მსგავსი რეპორტაჟები
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე
წაკითხვა
StopFake-ს რედაქტორი:
StopFake-ს რედაქტორი: "საინფორმაციო ომის სამიზნე არის არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება"
ვიქ
წაკითხვა
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
წაკითხვა
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის
წაკითხვა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით
წაკითხვა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook
წაკითხვა
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
 უარი ხისტ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და უფრო
წაკითხვა

უახლესი