საზოგადოებრივი
104.5 FM

Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:33:00

Facebook-მა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა დაიწყო. სიახლე  იმ ამბის ნამდვილობას გადაამოწმებს, რომელსაც გამოაქვეყნებთ. მარკ ცუკერბერგმა ყალბი ინფორმაციით დაინტერესების პირობა მას შემდეგ დადო, რაც სოციალური მედია კრიტიკის საგანი გახდა, რომ ის დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქცა.


„თუკი, ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციები ამბავს ყალბ ინფორმაციად შეაფასებენ, ის მოინიშნება, როგორც სადავო და იქვე იქნება საპასუხო სტატიასთან წვდომის შესაძლებლობაც. ამასთან, სადავო ამბები, შესაძლოა, ე.წ. News Feed-ის ბოლოშიც გამოჩნდეს“ - განაცხადეს Facebook-ში.


რეპორტიორმა ჯონ ოურენდმა ტვიტერზე დაწერა, რომ Facebook-ის მხრიდან ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა ე.წ. პოპ-აპ ფანჯრით იწყება. ამ ფანჯარაში კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით აღნიშნული იქნება შემდეგი ტექსტი: „ინფორმაცია სადავოდ არის მიჩნეული დამოუკიდებელი Fact Checker-ების მიერ. სანამ ამ ტექსტს გაავრცელებ, შესაძლოა, გსურს იცოდე, რომ ფაქტების შემმოწმებელმა საიტებმა - Snopes.com-მა და Associated Press-მა მისი სანდოობა საკამათოდ მიიჩნიეს“.


დეკემბერში Facebook-მა განაცხადა, რომ მოსახლეობას სადავო ამბებთან დაკავშირებით, უფრო მეტ კონტექსტს შესთავაზებდა, რათა მათ თავად გადაწყვიტონ რას უნდა ენდონ და რა გაიზიარონ. რაც ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით უნდა განხორციელდეს.


წყარო: mediachecker.ge 

მსგავსი რეპორტაჟები
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე
წაკითხვა
StopFake-ს რედაქტორი:
StopFake-ს რედაქტორი: "საინფორმაციო ომის სამიზნე არის არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება"
ვიქ
წაკითხვა
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
წაკითხვა
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის
წაკითხვა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით
წაკითხვა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook
წაკითხვა
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
 უარი ხისტ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და უფრო
წაკითხვა

უახლესი