საზოგადოებრივი
104.5 FM

საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი

Nikusha Gagua
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-09 21:01:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” რეპერ მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ პოლიიციის განყოფილებაში სამართალდამცავები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი.

“მითხრეს, ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, შენ გექცევით ასე. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ ვისაც არ უყვარს პოლიციელები და ა.შ... პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია Kay G (გიორგი ქებურია). მისი აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.

რეპერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა - არ განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და თავისუფლება რატომ აღუკვეთეს.

გიორგი ქებურიას თქმით, დაკავების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.

რეპერის განცხადების თანახმად, დაკავებისას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მეუბნებოდნენ , რა გემღერებოდა, თოვლის ბააბუებზე იმღერეო” - აცხადებს ბრალდებული.

საქართველოს მოქალაქეებმა კი სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურასა მიმართავენ და "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ კლიპს უკავშირდება. დაკავებულის დედის თქმით, კი მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასაც აქვეყნებს სადაც ნათქვამია , რომ

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)".


მსგავსი რეპორტაჟები
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე
წაკითხვა
StopFake-ს რედაქტორი:
StopFake-ს რედაქტორი: "საინფორმაციო ომის სამიზნე არის არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება"
ვიქ
წაკითხვა
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის
წაკითხვა
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის
წაკითხვა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით
წაკითხვა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook
წაკითხვა
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში
 უარი ხისტ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და უფრო
წაკითხვა

უახლესი