საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  დღეიდან პედაგოგთა გამოცდები დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პედაგოგთა გამოცდების მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში გაეცნენ. განათლების სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა. დღეს კი, გამოცდაზე ფიზიკის (VII-XII); ბიოლოგიის (VII-XII); სამოქალაქო განათლებისა (VII-XII) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგები გადიან:
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ფილმმა "ხელმწიფე" ეკატერინბურგის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა, ფილმის შემქმნელები ფმ-102.4-ზესტუმრები: ნინო ჩუტკერაშვილი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი, გოჩა ჟორჟოლიანი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერიწამყვანი: ლანა ბლიაძეპროდიუსერი: ეკა ტალახაძე
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.          თამარ სანიკიძის თქმით, გამოცდებისთვის შექმნილმა საგანგებო შტაბმა კარგად იმუშავა, რისი შედეგიც არის ის, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი. მინისტრმა აბიტურიენტებს შეახსენა, რომ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა და მილენიუმის კორპორაციის ფარგლებში სან დიეგოსა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი ელოდებათ.         მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად  9  საათზე დასრულდა   და   დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა.          აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14   საათზე დაიწყება.     დღეს ტესტირებას 20 000-მდე აბიტურიენტი გაივლის. ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გამოცხადდება ხვალაც.        6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს.     პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი რიცხვიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს დღეს გახდება ცნობილი.     „მიმდინარეობს  უეფასთან კონსულტაციები, ასევე დღეს გახდება ცნობილი სხვა დეტალები, მათ შორის, თუ რომელ სალაროებში გაიყიდება ბილეთები და რა ფორმით გაიყიდება უცხოელი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 6.000 ბილეთი“, - განაცხადა ფედერაციის პრესამსახურის უფროსმა ოთარ გიორგაძემ.     მისივე თქმით, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ.თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს."შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში", - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.მათივე ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: წწწ.კიდს.ორგ.გე.       საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.         მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
განათლება/მეცნიერება
პედაგოგთა გამოცდები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-07-15 09:57:00
 დღეიდან პედაგოგთა გამოცდები დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პედაგოგთა გამოცდების მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში გაეცნენ. განათლების სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა. დღეს კი, გამოცდაზე ფიზიკის (VII-XII); ბიოლოგიის (VII-XII); სამოქალაქო განათლებისა (VII-XII) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგები გადიან:
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმი ეკატერინბურგის ფესტივალზე
გამოქვეყნებულია: 2015-07-15 10:08:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ფილმმა "ხელმწიფე" ეკატერინბურგის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა, ფილმის შემქმნელები ფმ-102.4-ზესტუმრები: ნინო ჩუტკერაშვილი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი, გოჩა ჟორჟოლიანი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერიწამყვანი: ლანა ბლიაძეპროდიუსერი: ეკა ტალახაძე
წაკითხვა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-07-02 10:14:00
 საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.          თამარ სანიკიძის თქმით, გამოცდებისთვის შექმნილმა საგანგებო შტაბმა კარგად იმუშავა, რისი შედეგიც არის ის, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი. მინისტრმა აბიტურიენტებს შეახსენა, რომ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა და მილენიუმის კორპორაციის ფარგლებში სან დიეგოსა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი ელოდებათ.         მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად  9  საათზე დასრულდა   და   დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა.          აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14   საათზე დაიწყება.     დღეს ტესტირებას 20 000-მდე აბიტურიენტი გაივლის. ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გამოცხადდება ხვალაც.        6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ.
წაკითხვა
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-07-01 14:12:00
 უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს.     პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი რიცხვიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს დღეს გახდება ცნობილი.     „მიმდინარეობს  უეფასთან კონსულტაციები, ასევე დღეს გახდება ცნობილი სხვა დეტალები, მათ შორის, თუ რომელ სალაროებში გაიყიდება ბილეთები და რა ფორმით გაიყიდება უცხოელი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 6.000 ბილეთი“, - განაცხადა ფედერაციის პრესამსახურის უფროსმა ოთარ გიორგაძემ.     მისივე თქმით, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება.
წაკითხვა
მე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 10:33:00
მე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ.თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს."შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში", - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.მათივე ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.
წაკითხვა
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 10 ივნისს, 10 საათზე დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-06-09 14:29:00
 მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: წწწ.კიდს.ორგ.გე.       საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.         მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.
წაკითხვა

უახლესი