საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  იტალიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა.         მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს.        ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება.         როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.     მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.       დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამალი-დევდორაკის ხეობაში განაცხადა.       შინაგან საქმეთა მინისტრი ამალი-დევდორაკის ხეობაში გვიან ღამით ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.     დილიდან უკვე დაიწყო იმ ადამიანების ვერტმფრენით გამოყვანა, რომლებმაც სტიქიის დროს თავი დარიალის მამათა მონასტერს შეაფარეს.       უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის   განცხადებით,  ხეობაში დამონტაჟებულმა განგაშის სისტემამ ეფექტურად იმუშავა.         ”ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ძალიან კარგად იმუშავა იმ განგაშის სისტემამ, რომელიც ხეობაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ დამონტაჟდა. არ მომხდარა მანქანების დაგროვება. შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. ამ ეტაპზე ყველა ადამიანი არის უსფრთხოდ”, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისი მერის დავით ნარმანის ინფორმაციით, გვიან ღამით მოსულ წვიმას არსებითი შეფერხება არ  გამოუწვევია.დავთ ნარმანის განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუგება, თუმცა ამას სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია. თბილისის მერის ინფორმაციით, წვიმის შედეგად მცირე მეწყერი ჩამოწვა ახალდაბის გზაზე და შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს, ადგილზე დილიდან აწარმოებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტიქია რეგიონებში. ძლიერმა სეტყვამ კასპის რაიონის ორი სოფელი დააზარალა. ნოსტესა და ერთაწმინდაში ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა. ადგილობრივების თქმით სეტყვა თითქმის ნახევარსაათს გრძელდებოდა. უხვმა ნალექმა ადგილობრივების ნათესები, ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა. მათი თქმით,    მოსავლის  80% გაანადგურდა.ძლიერი სეტყვა იყო კახეთში.   დაზარალდა თელავის რაიონის სოფლები. სტიქიის შედეგად,  ვანთასა და ბუშეტში ვენახები, ხეხილისა და მარწყვის პლანტაციები განადგურდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისი კომისია, ზარალის დათვლას დილიდან დაიწყებს. კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედებას სთხოვს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ფეიქრების ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ  ინფორმაციას   საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.   ცეცხლი საღებავების ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა. ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.     ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.      როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური  აცხადებს,    დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიზე დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.       დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში; აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. შავი ზღვის სანაპიროზე კი 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.       საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეს დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება.     16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიცაა მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში.       16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.        16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.      სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.    "ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.     დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.         ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,    მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.       ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •      ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 რეისი გუქმდა, და 5 გადაიდო.      გუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.        რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის და  დუბაის მიმართულებით.    ბოლო ინფორმაციით, თბილისი-სტამობილის დამატებითი ფრენა 14 საათზე დანიშნა.     სავარუდოდ დღესვე უნდა შესრულდება  სხვა გადადებული რეისებიც.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგეგმილ დროს თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო. საგარეო უწყებაში დანიშნული შეხვერდა რამდენიმე საათით გადაიდო. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად, სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.       შეჯახების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.        შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,    რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის    სვეტლანა ნიორაძის  განცხადებით,   ხვალ დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. 7-8 თებერვალს კი საქართველოში დღის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. კერძოდ, 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში წვიმის სახით, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთაში იქნება თოვლი.       6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20 გრადუსი.      თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს - 5 გრადუსი დაფიქსირდება.         მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.       7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ტემპერატურის მატების გამო ზვავსაშიშროებაა, რის შედეგადაც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.     ამის შესახებ ინფორმაციას   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.     მათი  ინფორმაციით, ამ დროისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.          ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო 27 იანვარს გვიან ღამით აიკრძალა", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია .      საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.     გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის მტკიცებით, ამ დროისთვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე.  მოძრაობა, ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. "     რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; ნაქერალას უღელტეხილზე და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.  ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.       ღმით  მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში გადაადგილება პარალიზებულია. თოვლის საფარი ქალაქის ფარგლებში 50-70 სანტიმეტრამდე აღწევს.      აჭარის განათლების სამინისტროს  ინფორმაციით,   ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეწყდა, ხვალ კი ამინდის გამოსვლის შემთხვევაში სწავლა განახდება.     განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებსა და ბაღებში.       რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო 19 სკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევში კი მცირე ნალექია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოში 25-26 იანვარს შენარჩუნებული იქნება თოვლი.    გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით,    მაღალმთიან რაიონებში ზოგგან შენარჩუნდება ქარბუქი.  27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს საავტომობილო გზებზე. ზვავშაშიშროების გამო, გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ტრანსპოტისთვის მოძრაობა აკრძალულია. ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის  გამო,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა ნებადართული ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის მონაკვეთზე. შეზღუდვებია დაწესებული თბილისის შემასასვლელ გზაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებისათვის შეზღუდვები ყველა საავტომობილო გზაზე მოხსნილია, გარდა გუდაური–კობის გზის მონაკვეთისა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რეგიონული განვითარების სამინისტროს  ინფორმაციით,    რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.       რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგს", როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო 24-საათიან, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 8-12 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.       სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი. 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია +15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროსთვის ელექტროენერგიის გარეშე ცაგერში 80 და ამბროლაურში 12 აბონენტი რჩება.       ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრა და მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.            მისი  თქმით,  დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები იყო, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია.        ამასთან, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა "ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 10:43:00
 იტალიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა.         მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს.        ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.
წაკითხვა
ქუმსიშვილი: დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-24 10:04:00
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება.         როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.     მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.       დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.
წაკითხვა
შს მინისტრი:მყისიერად მოხდა სტიქიის ზონიდან ავტომობილების და მოქალაქეების გამოყვანა
გამოქვეყნებულია: 2016-06-24 09:57:00
 საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამალი-დევდორაკის ხეობაში განაცხადა.       შინაგან საქმეთა მინისტრი ამალი-დევდორაკის ხეობაში გვიან ღამით ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.     დილიდან უკვე დაიწყო იმ ადამიანების ვერტმფრენით გამოყვანა, რომლებმაც სტიქიის დროს თავი დარიალის მამათა მონასტერს შეაფარეს.       უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის   განცხადებით,  ხეობაში დამონტაჟებულმა განგაშის სისტემამ ეფექტურად იმუშავა.         ”ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ძალიან კარგად იმუშავა იმ განგაშის სისტემამ, რომელიც ხეობაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ დამონტაჟდა. არ მომხდარა მანქანების დაგროვება. შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. ამ ეტაპზე ყველა ადამიანი არის უსფრთხოდ”, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
წაკითხვა
დავით ნარმანია- ღამით მოსულ წვიმას შეფერხება არ გამოუწვევია
გამოქვეყნებულია: 2016-06-16 12:19:00
თბილისი მერის დავით ნარმანის ინფორმაციით, გვიან ღამით მოსულ წვიმას არსებითი შეფერხება არ  გამოუწვევია.დავთ ნარმანის განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუგება, თუმცა ამას სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია. თბილისის მერის ინფორმაციით, წვიმის შედეგად მცირე მეწყერი ჩამოწვა ახალდაბის გზაზე და შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს, ადგილზე დილიდან აწარმოებენ.
წაკითხვა
სტიქია რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2016-05-12 07:49:00
სტიქია რეგიონებში. ძლიერმა სეტყვამ კასპის რაიონის ორი სოფელი დააზარალა. ნოსტესა და ერთაწმინდაში ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა. ადგილობრივების თქმით სეტყვა თითქმის ნახევარსაათს გრძელდებოდა. უხვმა ნალექმა ადგილობრივების ნათესები, ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა. მათი თქმით,    მოსავლის  80% გაანადგურდა.ძლიერი სეტყვა იყო კახეთში.   დაზარალდა თელავის რაიონის სოფლები. სტიქიის შედეგად,  ვანთასა და ბუშეტში ვენახები, ხეხილისა და მარწყვის პლანტაციები განადგურდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისი კომისია, ზარალის დათვლას დილიდან დაიწყებს. კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედებას სთხოვს.
წაკითხვა
ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2016-03-30 13:19:00
ფეიქრების ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ  ინფორმაციას   საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.   ცეცხლი საღებავების ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა. ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.     ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2016-03-15 10:17:00
 დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.      როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური  აცხადებს,    დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიზე დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.       დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში; აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. შავი ზღვის სანაპიროზე კი 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.       საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეს დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება.     16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიცაა მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში.       16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.        16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.      სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.
წაკითხვა
ზვავსაშიშროების გამო გზებზე შეზრუდვებია
გამოქვეყნებულია: 2016-02-22 11:43:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.    "ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.     დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.         ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
წაკითხვა
ქარბუქის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2016-02-18 13:05:00
 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,    მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.       ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
წაკითხვა
ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 რეისი გუქმდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 08:50:00
     ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 რეისი გუქმდა, და 5 გადაიდო.      გუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.        რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის და  დუბაის მიმართულებით.    ბოლო ინფორმაციით, თბილისი-სტამობილის დამატებითი ფრენა 14 საათზე დანიშნა.     სავარუდოდ დღესვე უნდა შესრულდება  სხვა გადადებული რეისებიც.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგეგმილ დროს თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო. საგარეო უწყებაში დანიშნული შეხვერდა რამდენიმე საათით გადაიდო. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
3 ადამიანი დაშავდა რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2016-02-09 10:14:00
რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად, სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.       შეჯახების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.        შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,    რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
7 თებერვალს ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2016-02-05 13:35:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის    სვეტლანა ნიორაძის  განცხადებით,   ხვალ დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. 7-8 თებერვალს კი საქართველოში დღის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. კერძოდ, 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში წვიმის სახით, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთაში იქნება თოვლი.       6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 15-20 გრადუსი.      თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს - 5 გრადუსი დაფიქსირდება.         მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.       7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.
წაკითხვა
გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2016-01-29 10:27:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ტემპერატურის მატების გამო ზვავსაშიშროებაა, რის შედეგადაც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.     ამის შესახებ ინფორმაციას   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.     მათი  ინფორმაციით, ამ დროისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.          ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო 27 იანვარს გვიან ღამით აიკრძალა", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
წაკითხვა
შეზღუდვებია გზებზე
გამოქვეყნებულია: 2016-01-27 10:08:00
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია .      საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.     გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის მტკიცებით, ამ დროისთვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე.  მოძრაობა, ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. "     რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; ნაქერალას უღელტეხილზე და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.  ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
წაკითხვა
ბათუმში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
გამოქვეყნებულია: 2016-01-26 10:50:00
დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.       ღმით  მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში გადაადგილება პარალიზებულია. თოვლის საფარი ქალაქის ფარგლებში 50-70 სანტიმეტრამდე აღწევს.      აჭარის განათლების სამინისტროს  ინფორმაციით,   ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეწყდა, ხვალ კი ამინდის გამოსვლის შემთხვევაში სწავლა განახდება.     განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებსა და ბაღებში.       რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო 19 სკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევში კი მცირე ნალექია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
წაკითხვა
ორი დღე ითოვებს
გამოქვეყნებულია: 2016-01-25 15:04:00
საქართველოში 25-26 იანვარს შენარჩუნებული იქნება თოვლი.    გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით,    მაღალმთიან რაიონებში ზოგგან შენარჩუნდება ქარბუქი.  27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.
წაკითხვა
დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს საავტომობილო გზებზე.
გამოქვეყნებულია: 2016-01-25 07:33:00
დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს საავტომობილო გზებზე. ზვავშაშიშროების გამო, გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ტრანსპოტისთვის მოძრაობა აკრძალულია. ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის  გამო,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა ნებადართული ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის მონაკვეთზე. შეზღუდვებია დაწესებული თბილისის შემასასვლელ გზაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებისათვის შეზღუდვები ყველა საავტომობილო გზაზე მოხსნილია, გარდა გუდაური–კობის გზის მონაკვეთისა.
წაკითხვა
რუსეთიდან მომავალი ავტომობილები საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებენ
გამოქვეყნებულია: 2016-01-20 14:50:00
რეგიონული განვითარების სამინისტროს  ინფორმაციით,    რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.       რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგს", როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო 24-საათიან, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
წაკითხვა
9 იანვარს სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
გამოქვეყნებულია: 2016-01-08 14:27:00
8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 8-12 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.       სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი. 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია +15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.
წაკითხვა
ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ ასამდე აბონენტი რჩება
გამოქვეყნებულია: 2016-01-08 10:18:00
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროსთვის ელექტროენერგიის გარეშე ცაგერში 80 და ამბროლაურში 12 აბონენტი რჩება.       ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრა და მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.            მისი  თქმით,  დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები იყო, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია.        ამასთან, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა "ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებია.
წაკითხვა

უახლესი