საზოგადოებრივი
104.5 FM
  • - მწვერვალზე ჩარჩენილი ბელორუსი მთამსვლელი მესტიაშია გადაყვანილი, გარდაცვლილი მთამსვლელი კი მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებული.მთამსვლელები მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი მისვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, მაშველებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი და 4300 მეტრიდან მოახერხეს ცოცხალი ალპინისტის გადმოყვანა მესტიაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის ზღვის დასახლების ე.წ. ქურთების სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.          ცეცხლი დასახლებიდან რამდენიმე ათეული მტერის მოშორებით გაჩნდა და 10 ჰექტარ მიწაზე გავრცელდა.           ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაიწვა მოქალაქეთა სასოფლო-სამეურნეო მიწა. თვითმხილველების ვარაუდით, ცეცხლის გაჩენა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •            მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.               საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას  სეისმოლოგიის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯავახიშვილი ფაქტს ადასტურებს.         მიწისძვრა    10:58 საათზე მოხდა. ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი ლარის გადარიცხვისთვის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.       სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.         "მე ვიცი, რომ დაზარალებული ოჯახების კომპენსაციების ანაზღაურების პროცესი დაიწყო. მინდა მადლობა ვუთხრა იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, ვინც შემოწურულობა გააკეთეს. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უკვე 10 მილიონი ლარი გადაურიცხა დაზარალებულ ოჯახებს მერიის ანგარიშზე და უკვე მერია დაიწყებს ამ თანხების გაცემას დადგენილი წესის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს.   ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.      "გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი ციფრი - ის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა თუ ჩვენ აქ შევიყვანთ, მათ შორის, ზოოპარკის გადატანის ხარჯებს, ავა 200 000 მილიონზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის    ინფორმაციით,  დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.       ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.         ხანძარი ჰიპერმარკეტში მეორე სართულზე გაჩნდა. იყო დიდი გაკვამლიანება. ადგილზე იმყოფებოდა სამი სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სავარაუდოდ, იგი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის   მერაბ გაფრინდაშვილის   განცხადებით,     ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს.         გაფრინდაშვილი   იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავს, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერებს  ვარაუდობს.  მისი  თქმით,     მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.          სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ. "დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, დილის   7   საათზე მეწყერი ჩამოწვა.          შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს   ინფორმაციით,    მეწყერი მცირე მასშტაბის იყო.       უწყების ინფორმაციით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.         მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა.        "ყაზტრანსგაზ-თბილისის"  ინფორმაციით,    სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.     "კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტიქიამ ყაზბეგის რაიონში პრობლემები შექმნა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა გადაიკეტა და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.            ყაზბეგის რაიონის გამგებელის   გივი ქირიკაშვილის    განცხადებით,    მეწყერი წუხელ სოფლებთან, კობთან და ყანობთან ჩამოწვა.     მისი       ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასა მცირე იყო. გამგებლის ინფორმაციით, გზა გაწმენდილი და მოძრაობა აღდგენილია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დაზარალებულებმა, რომელთა სახლებიც შეკეთებას აღარ ექვმდებარება და რომელთა უძრავის ქონების ღირებულებაც უკვე დადგენილია, შესაბამისი დოკუმენტაცია მერის ქონების მართვის სააგენტოში ან ადგილობრივ გამგეობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკომპენსაციო თანხის მიღებას შეძლებენ.     ამ დროისთვის  161 დაზარალებული ოჯახიდან 45-ს სახლის შეკეთებაა შეუძლებელი.       დედაქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად,    კომპენსაციების მიღების ორი ვარიანტი არსებობს – დაზარალებულებს დაკარგული უძრავი ქონების სანაცვლოდ თანხის მიღება შეუძლიათ როგორც ოჯახის წევრთა რაოდენობის მიედვით, ისე იმ   საცოვრებელი ფართის შესაბამისად, რომელსაც ისინი სტიქიამდე ფლობდნენ.     უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა უკვე დასრულებულია სვანიძის ქუჩაზე. ექსპერტიზის ბიურო ამჟამად ვერეს,  წყნეთის ხევში და ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონების ღირებულებას ადგენს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის     23 562 002 ლარია მობილიზებული.       ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევრო.    შეგახსენებთ,   13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. წინასწარი    ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრების საძიებო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს.        თბილისიდან რუსთავამდე მონაკვეთზე სამი ცხედრის ძიებაში ჩართულია სამაშველო სამსახურის 8 წარმომადგენელი.   სიტუაციების მართვის სააგენტოს  ცნობით, ცხედრების ძიება მიმდინარეობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც. სპეცტექნიკასთან ერთად, საძიებო ღონისძიებებს მყვინთავები ახორციელებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა.        თათბირზე დაიგეგმა    სხვადასხვა უწყებების მიერ  გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით.        შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს, 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, გეგმა.         გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი   ქარი  და სეტყვა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.   ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.       ნარმანიამ დედაქალაქში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე დღეს ისაუბრა.    "უნდა გვქონდეს სამუშაოების მაქსიმალური ტემპი, რომ   სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ რათა ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს დილით ქლორის ორი კონტეინერი გაიტანეს. ქიმიური ნივთიერების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, კონტეინერები გადაიტანეს უსაფრთხო ადგილზე, სადაც მოხდება მისი გაუვნებელყოფა.       ლაგუნას ტერიტორიაზე დღის ბოლოსთვის შევა სურსათის უვნებლობის სააგენტო, რის შემდეგაც ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. სპეციალისტების თქმით, ეს არის პრევენციული სახის ღონისძიება. მათივე განმარტებით, რაიმე სახის ინფექციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ზოოპარკში სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოების დროს პინგვინი იპოვეს.     ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის  , მზია შარაშიძის  განცხადებიტ,    პინგვინი მტაცებლების ვოლიერების გასუფთავების დროს იპოვეს.    მისი  თქმით, პინგვინს დაზიანებები არ აღენიშნება და ვოლიერში გადაიყვანეს. როგორც მზია შარაშიძემ აღნიშნა, 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარში 17 პინგვინი ჰყავდათ და ბოლო მონაცემებით 10 გადარჩა.       შეგახსენებთ,   კიდევ ერთი პინგვინი 5 დღის წინ კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა იპოვეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება.       მისი  თქმით,     ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ზოოპარკის ტერიტორიაზე შვიდი ესკავატორი, ორი დამტვირთავი და 19 თვითმცლელი მუშაობს.          საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონის ოფიცერის   ბეგლარ იაკობიძის  განცხადებით,   ისინი ელოდებიან ასევე თბილისის მერიისგან და ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობისგან ტექნიკას.           მისი ინფორმაციით, სამუშაოები გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.   იაკობიძის  განცხადებით,     დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი არაფერია და დღეის მონაცემებით, გაწმენდითი სამუშაოების დროს მათი ლეში არ უპოვიათ.         ზოოპარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია, აკრძალულია ტერიტორიის მასშტაბით ნიღბის გარეშე გადაადგილება.       ასევე სპეციალური  ხსნარით ხდება ტერიტორიიდან გამსვლელი მანქანების საბურავების დამუშავება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია.        ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.      21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.       სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უშბაზე მაშველებმა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს
გამოქვეყნებულია: 2015-08-04 11:48:00
- მწვერვალზე ჩარჩენილი ბელორუსი მთამსვლელი მესტიაშია გადაყვანილი, გარდაცვლილი მთამსვლელი კი მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებული.მთამსვლელები მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი მისვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, მაშველებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი და 4300 მეტრიდან მოახერხეს ცოცხალი ალპინისტის გადმოყვანა მესტიაში.
წაკითხვა
ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2015-07-28 15:12:00
თბილისის ზღვის დასახლების ე.წ. ქურთების სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.          ცეცხლი დასახლებიდან რამდენიმე ათეული მტერის მოშორებით გაჩნდა და 10 ჰექტარ მიწაზე გავრცელდა.           ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაიწვა მოქალაქეთა სასოფლო-სამეურნეო მიწა. თვითმხილველების ვარაუდით, ცეცხლის გაჩენა მაღალმა ტემპერატურამ განაპირობა.
წაკითხვა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2015-07-27 12:26:00
           მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.               საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას  სეისმოლოგიის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯავახიშვილი ფაქტს ადასტურებს.         მიწისძვრა    10:58 საათზე მოხდა. ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.
წაკითხვა
ივანიშვილმა 10 მილიონი გადარიცხა სტიქიის დაზარალებულებისთვის
გამოქვეყნებულია: 2015-07-16 14:24:00
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი ლარის გადარიცხვისთვის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.       სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.         "მე ვიცი, რომ დაზარალებული ოჯახების კომპენსაციების ანაზღაურების პროცესი დაიწყო. მინდა მადლობა ვუთხრა იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, ვინც შემოწურულობა გააკეთეს. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უკვე 10 მილიონი ლარი გადაურიცხა დაზარალებულ ოჯახებს მერიის ანგარიშზე და უკვე მერია დაიწყებს ამ თანხების გაცემას დადგენილი წესის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წაკითხვა
200 მილიონ ლარს შეადგენს სტიქიით გამოწვეული ზარალი
გამოქვეყნებულია: 2015-07-16 13:39:00
  13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს.   ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.      "გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი ციფრი - ის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა თუ ჩვენ აქ შევიყვანთ, მათ შორის, ზოოპარკის გადატანის ხარჯებს, ავა 200 000 მილიონზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
წაკითხვა
11 ადამიანი დაშავდა ჰიპერმარკეტ "გორგიაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-07-16 12:57:00
სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის    ინფორმაციით,  დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.       ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.         ხანძარი ჰიპერმარკეტში მეორე სართულზე გაჩნდა. იყო დიდი გაკვამლიანება. ადგილზე იმყოფებოდა სამი სახანძრო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სავარაუდოდ, იგი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
წაკითხვა
სპეციალისტები წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ალტერნატიული ვარიანტის შემუშავდების რეკომენდაციას იძლევიან
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 12:41:00
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის   მერაბ გაფრინდაშვილის   განცხადებით,     ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს.         გაფრინდაშვილი   იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავს, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერებს  ვარაუდობს.  მისი  თქმით,     მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე.
წაკითხვა
ახალდაბაში მოძრაობის სპეციალურ რეჯიმს ითხოვს გარემოს დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 11:40:00
წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.          სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ. "დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
ახალდაბასთან ახლოს დღეს მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2015-07-08 14:51:00
სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, დილის   7   საათზე მეწყერი ჩამოწვა.          შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს   ინფორმაციით,    მეწყერი მცირე მასშტაბის იყო.       უწყების ინფორმაციით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.         მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა.        "ყაზტრანსგაზ-თბილისის"  ინფორმაციით,    სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.     "კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
კობთან და ყანობთან მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2015-07-08 12:22:00
სტიქიამ ყაზბეგის რაიონში პრობლემები შექმნა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა გადაიკეტა და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.            ყაზბეგის რაიონის გამგებელის   გივი ქირიკაშვილის    განცხადებით,    მეწყერი წუხელ სოფლებთან, კობთან და ყანობთან ჩამოწვა.     მისი       ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასა მცირე იყო. გამგებლის ინფორმაციით, გზა გაწმენდილი და მოძრაობა აღდგენილია.
წაკითხვა
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულების კომპენსაციების გაცემის პროცედურები დღეიდან იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-07-06 17:15:00
დაზარალებულებმა, რომელთა სახლებიც შეკეთებას აღარ ექვმდებარება და რომელთა უძრავის ქონების ღირებულებაც უკვე დადგენილია, შესაბამისი დოკუმენტაცია მერის ქონების მართვის სააგენტოში ან ადგილობრივ გამგეობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკომპენსაციო თანხის მიღებას შეძლებენ.     ამ დროისთვის  161 დაზარალებული ოჯახიდან 45-ს სახლის შეკეთებაა შეუძლებელი.       დედაქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად,    კომპენსაციების მიღების ორი ვარიანტი არსებობს – დაზარალებულებს დაკარგული უძრავი ქონების სანაცვლოდ თანხის მიღება შეუძლიათ როგორც ოჯახის წევრთა რაოდენობის მიედვით, ისე იმ   საცოვრებელი ფართის შესაბამისად, რომელსაც ისინი სტიქიამდე ფლობდნენ.     უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა უკვე დასრულებულია სვანიძის ქუჩაზე. ექსპერტიზის ბიურო ამჟამად ვერეს,  წყნეთის ხევში და ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონების ღირებულებას ადგენს.
წაკითხვა
23 562 002 ლარია მობილიზებული სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-06-29 15:13:00
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის     23 562 002 ლარია მობილიზებული.       ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევრო.    შეგახსენებთ,   13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. წინასწარი    ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.
წაკითხვა
დაკარგულების ცხედრებს მტკვარში ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2015-06-25 11:34:00
სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრების საძიებო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს.        თბილისიდან რუსთავამდე მონაკვეთზე სამი ცხედრის ძიებაში ჩართულია სამაშველო სამსახურის 8 წარმომადგენელი.   სიტუაციების მართვის სააგენტოს  ცნობით, ცხედრების ძიება მიმდინარეობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც. სპეცტექნიკასთან ერთად, საძიებო ღონისძიებებს მყვინთავები ახორციელებენ.
წაკითხვა
საგანგებო თათბირი კრიზისების მართვის საბჭოში
გამოქვეყნებულია: 2015-06-24 15:37:00
24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა.        თათბირზე დაიგეგმა    სხვადასხვა უწყებების მიერ  გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით.        შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს, 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, გეგმა.         გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი   ქარი  და სეტყვა.
წაკითხვა
18 მილიონი 40-მდე ქუჩის აღდგენას მოხმარდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-24 13:14:00
 დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.   ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.       ნარმანიამ დედაქალაქში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე დღეს ისაუბრა.    "უნდა გვქონდეს სამუშაოების მაქსიმალური ტემპი, რომ   სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ რათა ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წაკითხვა
ქლორის 2 კონტეინერი გაიტანეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 15:26:00
 „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს დილით ქლორის ორი კონტეინერი გაიტანეს. ქიმიური ნივთიერების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, კონტეინერები გადაიტანეს უსაფრთხო ადგილზე, სადაც მოხდება მისი გაუვნებელყოფა.       ლაგუნას ტერიტორიაზე დღის ბოლოსთვის შევა სურსათის უვნებლობის სააგენტო, რის შემდეგაც ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. სპეციალისტების თქმით, ეს არის პრევენციული სახის ღონისძიება. მათივე განმარტებით, რაიმე სახის ინფექციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
წაკითხვა
ზოოპარკში პინგვინი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 14:19:00
 ზოოპარკში სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოების დროს პინგვინი იპოვეს.     ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის  , მზია შარაშიძის  განცხადებიტ,    პინგვინი მტაცებლების ვოლიერების გასუფთავების დროს იპოვეს.    მისი  თქმით, პინგვინს დაზიანებები არ აღენიშნება და ვოლიერში გადაიყვანეს. როგორც მზია შარაშიძემ აღნიშნა, 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარში 17 პინგვინი ჰყავდათ და ბოლო მონაცემებით 10 გადარჩა.       შეგახსენებთ,   კიდევ ერთი პინგვინი 5 დღის წინ კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა იპოვეს.
წაკითხვა
საკანალიზაციო მილიდან წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 14:15:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება.       მისი  თქმით,     ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.
წაკითხვა
ზოოპარკის ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2015-06-22 12:42:00
 ზოოპარკის ტერიტორიაზე შვიდი ესკავატორი, ორი დამტვირთავი და 19 თვითმცლელი მუშაობს.          საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონის ოფიცერის   ბეგლარ იაკობიძის  განცხადებით,   ისინი ელოდებიან ასევე თბილისის მერიისგან და ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობისგან ტექნიკას.           მისი ინფორმაციით, სამუშაოები გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.   იაკობიძის  განცხადებით,     დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი არაფერია და დღეის მონაცემებით, გაწმენდითი სამუშაოების დროს მათი ლეში არ უპოვიათ.         ზოოპარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია, აკრძალულია ტერიტორიის მასშტაბით ნიღბის გარეშე გადაადგილება.       ასევე სპეციალური  ხსნარით ხდება ტერიტორიიდან გამსვლელი მანქანების საბურავების დამუშავება.
წაკითხვა
დაკარგულ ცხოველებს კვლავ ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2015-06-22 11:09:00
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია.        ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.      21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.       სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.
წაკითხვა

უახლესი