საზოგადოებრივი
104.5 FM
  • მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.     ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული.  ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები  ადასტურებენ.  როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური. “ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი”, - განაცხადა მონადირემ. ჩვენ ვესაუბრეთ “ინტერპრენიუსის” ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმენინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული. “ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა,   არის თუ არა ეს მონტაჟი”,  -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.                   
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ სტიქიით დაზარალებულებთან მიმართებაში კომერციულმა ბანკებმა ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ.მისივე თქმით, სიების დაზუსტება სრულდება, რის შემდეგაც დაზარალებულთა დახმარების საკითხზე განცხადებას თავად ბანკები გააკეთებენ.,,რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალური იქნება ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს. იქ სადაც გადახდისუნარიანობა პრაქტიკულად ნულოვანია, განხორციელდეს სესხების და განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების ჩამოწერა. რიგ შემთხვევაში მოხდეს მნიშვნელოვანი შეღავათის მიცემა – გადავადების და რესტრუქტურიზაციის სახით. რა თქმა უნდა, არც ჯარიმაზე და არც პროცენტზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის დახმარება მოხდება საბოლოოდ, ამის თაობაზე თავად ბანკები რამდენიმე დღეში გააკეთებენ განცხადებას", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია."ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას – სიების დაზუსტებას. თუ საჭირო გახდა, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ქადაგიძემ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა მოხერხდა.       რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ინფორმაციით,   სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.        მათი  ინფორმაციით, მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა.           როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონებში მოხალისეების სამუშაოები შეჩერებულია.     ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.     „მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას“, - განაცხადა ნარმანიამ.    თავად მოხალისეები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება და შაბათ-კვირას სამუშაოების გაგრძელებას შეძლებენ. მათი ინფორმაციით, ობიექტებზე მუშაობა დაკავშირებულია რისკებთან, როგორც ეპიდემიის თუნდაც მინიმალური საფრთხის, ასევე მტაცებელი ცხოველების მხრიდან თავდასხმის გამო.    სტიქიის ზონები უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იქნება პატრულის მიერ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ახლობლების ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა დაუდასტურეს.ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს.სტიქსიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.თემა: სტიქია თბილისში
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სპეცრაზმისა და 112-ის თანამშრომლებმა ფალიაშვილის ქუჩა უკვე დატოვეს.საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით,    ტერიტორია შემოწმებულია და ფაქტი არ დასტურდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.          ზურაბ გურიელიძის    განცხადებით,   გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.       "ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - განაცხადა გურიელიძემ.     მისი  თქმით, ეძებენ კიდევ ერთ პატარა ვეფხვს და აფთარს. "აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და გაურკვეველია სად იმყოფება პატარა ვეფხვი და აფთარი", - განაცხადა გურიელიძემ.      მისი    თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები პოლიციის წარმომადგენლებთანაც, რაზეც გურიელიძის ინფორმაციით, დღეს მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ვაკეში რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.       მობილიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა რაც 112-ზე მაცხოვრებელმა დარეკა და  მტაცებელის არსებობის შესახებ შეატყობია.        როგორც ადგილობრივები   აცხადებენ,   ერთ-ერთმა მეზობელმა ვეფხვი შენიშა.      ამ დროისთვის გადაკეტილია ქუჩა და მედიას დაატოვებიეს ტერიტორია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი.  მისი  თქმით,   ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა.     "ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზიოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.       თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.          პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ლევან    გურიელიძემ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ  დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით   ჟურნალისტების   შეკითხვებს არ უპასუხა.       მან ასევე არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ლაგუნა ვერესთან" ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.      მისი  თქმით,     ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის ადმინისტრაცია იყო. "ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადამინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული და ყოველდღიურად მიმდინარეობდა, მათი როგორც ძებნის სამუშაო, ასევე იმ ტერიტორიაზე სადაც დაკარგულები იყვნენ, დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. დანარჩენს გავარკვევთ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  „ლაგუნა ვერესთან“   მიმდინარე  სპეცოპერაცია  დასრულებულია.       ინფორმაციას   შინაგან საქმეთა სამინისტრო   ავრცელებს.      შეგახსენებთ,    „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  შს სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილად კვლავ 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება.     როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მონაცემები გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა.     „გუშინდელი მონაცემები არ შეცვლილა. გარდაცვლილი იყო 17 ადამიანი, 5 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება სამუშაოებს, გაიშალა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში და ორი ახალი კერა დაემატა სამუშაოების ადგილს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.     მინისტრმა კომენტარი გააკეთა ასევე გუშინ ნაპოვნ ორ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც გარდაბანში იპოვეს. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ექსპერტიზა უტარდება, ხოლო მეორე, რომელიც მდინარე ხრამზე იქნა ნაპოვნი, სტიქიას არ უკავშირდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სტიქიის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ქვედანაყოფია ჩართული. უფრო კონკრეტულად, სვანიძის ქუჩაზე I ქვეითი ბრიგადის ასეული მუშაობს, ზოოპარკში კი საინჟინრო ბრიგადის ოცეული. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა – ექსკავატორები, თვითმცლელი და დამტვირთავი მანქანები. წყნეთის ქუჩაზე, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობასა და "მზიურის" ჩასასვლელში კი დისლოცირებულია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ერთი ოცეული, რომელიც ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს, ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც – 16 სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 მუხლუხებიანი ექსკავატორი და სხვადასხვა მოდიფიკაციის 5 ტრაქტორი. IV მექანიზირებული ბრიგადის ერთი ოცეული მუშაობს სოფელ ახალდაბაში, რომელიც მოსახლეობის სახლებისა და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ცოცხალი ძალითა და სპეციალური ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველივე წუთებიდან მონაწილეობს. ორშაბათიდან სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.          "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,    ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან,  სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა.          კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.       კომპანიის ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდება.          "წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Fაცებოოკ-გვერდსა და ვებგვერდზე - ჰტტპ://წწწ.გეორგიანწატერ.ცომ/კა/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს", - ნათქვამია განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.     "სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით" - აღნიშნულია განცხადებაში.    "ჩემი ფიქრები ამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებთანაა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში ოჯახებს თავიანთი სახლების ხელახლა აგებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ეს წვლილი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება იმათ მიმართ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ" ,- განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.    ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.        ევროკომისრის კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება იმ არაერთ ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა. წყლის მილის დაზიანების მიზეზი სავარაუდოდ ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა გახდა.     როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, მილის შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე დაწყებულია.        მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეექმნება თუ არა პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.        პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.  ამის  შესახებ   ღარიბაშვილმა  წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე  განაცხადა.        მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.       წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  კომპანია "ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერის" მტკიცებით, თბილისში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.    კომპანია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან დაკავშირებით გავრცელებულ მითითებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს."სასმელი წყლის სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად ხორციელდება. წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი თბილისში სუფთაა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
თბილისში მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ვიდეოხაფანგები დამონტაჟდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 12:15:00
მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.     ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული.  ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები  ადასტურებენ.  როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური. “ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი”, - განაცხადა მონადირემ. ჩვენ ვესაუბრეთ “ინტერპრენიუსის” ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმენინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული. “ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა,   არის თუ არა ეს მონტაჟი”,  -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.                   
წაკითხვა
ქადაგიძე: დაზარალებულებთან მიმართებაში ბანკებმა ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 10:11:00
   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ სტიქიით დაზარალებულებთან მიმართებაში კომერციულმა ბანკებმა ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ.მისივე თქმით, სიების დაზუსტება სრულდება, რის შემდეგაც დაზარალებულთა დახმარების საკითხზე განცხადებას თავად ბანკები გააკეთებენ.,,რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალური იქნება ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს. იქ სადაც გადახდისუნარიანობა პრაქტიკულად ნულოვანია, განხორციელდეს სესხების და განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების ჩამოწერა. რიგ შემთხვევაში მოხდეს მნიშვნელოვანი შეღავათის მიცემა – გადავადების და რესტრუქტურიზაციის სახით. რა თქმა უნდა, არც ჯარიმაზე და არც პროცენტზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის დახმარება მოხდება საბოლოოდ, ამის თაობაზე თავად ბანკები რამდენიმე დღეში გააკეთებენ განცხადებას", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია."ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას – სიების დაზუსტებას. თუ საჭირო გახდა, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ქადაგიძემ.
წაკითხვა
მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა მოხერხდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 10:02:00
 წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა მოხერხდა.       რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ინფორმაციით,   სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.        მათი  ინფორმაციით, მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა.           როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად.
წაკითხვა
მერიის გადაწყვეტილებით, მოხალისეების სამუშაოები შეჩერებულია
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 10:35:00
 თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონებში მოხალისეების სამუშაოები შეჩერებულია.     ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.     „მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას“, - განაცხადა ნარმანიამ.    თავად მოხალისეები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება და შაბათ-კვირას სამუშაოების გაგრძელებას შეძლებენ. მათი ინფორმაციით, ობიექტებზე მუშაობა დაკავშირებულია რისკებთან, როგორც ეპიდემიის თუნდაც მინიმალური საფრთხის, ასევე მტაცებელი ცხოველების მხრიდან თავდასხმის გამო.    სტიქიის ზონები უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იქნება პატრულის მიერ.
წაკითხვა
ახლობლების ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 10:30:00
ახლობლების ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა დაუდასტურეს.ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს.სტიქსიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.თემა: სტიქია თბილისში
წაკითხვა
ფალიაშვილზე ვეფხვის არსებობა არ დადასტურდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 18:45:00
სპეცრაზმისა და 112-ის თანამშრომლებმა ფალიაშვილის ქუჩა უკვე დატოვეს.საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით,    ტერიტორია შემოწმებულია და ფაქტი არ დასტურდება.
წაკითხვა
ეს ყველაფერი ჩემი ბრალია
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 17:35:00
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.          ზურაბ გურიელიძის    განცხადებით,   გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.       "ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - განაცხადა გურიელიძემ.     მისი  თქმით, ეძებენ კიდევ ერთ პატარა ვეფხვს და აფთარს. "აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და გაურკვეველია სად იმყოფება პატარა ვეფხვი და აფთარი", - განაცხადა გურიელიძემ.      მისი    თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები პოლიციის წარმომადგენლებთანაც, რაზეც გურიელიძის ინფორმაციით, დღეს მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.
წაკითხვა
ვაკეში ვეფხვს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 17:20:00
 ვაკეში რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.       მობილიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა რაც 112-ზე მაცხოვრებელმა დარეკა და  მტაცებელის არსებობის შესახებ შეატყობია.        როგორც ადგილობრივები   აცხადებენ,   ერთ-ერთმა მეზობელმა ვეფხვი შენიშა.      ამ დროისთვის გადაკეტილია ქუჩა და მედიას დაატოვებიეს ტერიტორია.
წაკითხვა
პრემიერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 15:52:00
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი.  მისი  თქმით,   ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა.     "ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზიოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.       თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.          პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა.
წაკითხვა
ზოოპარკის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 15:39:00
ლევან    გურიელიძემ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ  დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით   ჟურნალისტების   შეკითხვებს არ უპასუხა.       მან ასევე არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.
წაკითხვა
პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 14:50:00
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ლაგუნა ვერესთან" ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.      მისი  თქმით,     ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის ადმინისტრაცია იყო. "ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადამინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული და ყოველდღიურად მიმდინარეობდა, მათი როგორც ძებნის სამუშაო, ასევე იმ ტერიტორიაზე სადაც დაკარგულები იყვნენ, დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. დანარჩენს გავარკვევთ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წაკითხვა
ვეფხვი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 13:37:00
 „ლაგუნა ვერესთან“   მიმდინარე  სპეცოპერაცია  დასრულებულია.       ინფორმაციას   შინაგან საქმეთა სამინისტრო   ავრცელებს.      შეგახსენებთ,    „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. 
წაკითხვა
ვახტანგ გომელაურის თქმით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 17, დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 10:34:00
 შს სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილად კვლავ 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება.     როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მონაცემები გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა.     „გუშინდელი მონაცემები არ შეცვლილა. გარდაცვლილი იყო 17 ადამიანი, 5 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება სამუშაოებს, გაიშალა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში და ორი ახალი კერა დაემატა სამუშაოების ადგილს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.     მინისტრმა კომენტარი გააკეთა ასევე გუშინ ნაპოვნ ორ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც გარდაბანში იპოვეს. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ექსპერტიზა უტარდება, ხოლო მეორე, რომელიც მდინარე ხრამზე იქნა ნაპოვნი, სტიქიას არ უკავშირდება.
წაკითხვა
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 10:30:00
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სტიქიის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ქვედანაყოფია ჩართული. უფრო კონკრეტულად, სვანიძის ქუჩაზე I ქვეითი ბრიგადის ასეული მუშაობს, ზოოპარკში კი საინჟინრო ბრიგადის ოცეული. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა – ექსკავატორები, თვითმცლელი და დამტვირთავი მანქანები. წყნეთის ქუჩაზე, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობასა და "მზიურის" ჩასასვლელში კი დისლოცირებულია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ერთი ოცეული, რომელიც ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს, ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც – 16 სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 მუხლუხებიანი ექსკავატორი და სხვადასხვა მოდიფიკაციის 5 ტრაქტორი. IV მექანიზირებული ბრიგადის ერთი ოცეული მუშაობს სოფელ ახალდაბაში, რომელიც მოსახლეობის სახლებისა და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ცოცხალი ძალითა და სპეციალური ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველივე წუთებიდან მონაწილეობს. ორშაბათიდან სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ.
წაკითხვა
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგება 21 საათამდე შეუწყდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 10:27:00
ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.          "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,    ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან,  სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა.          კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.       კომპანიის ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდება.          "წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Fაცებოოკ-გვერდსა და ვებგვერდზე - ჰტტპ://წწწ.გეორგიანწატერ.ცომ/კა/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს", - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
ევროკომისია სამ მილიონამდე ევროს გამოყოფს
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 09:58:00
ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.     "სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით" - აღნიშნულია განცხადებაში.    "ჩემი ფიქრები ამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებთანაა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში ოჯახებს თავიანთი სახლების ხელახლა აგებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ეს წვლილი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება იმათ მიმართ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ" ,- განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.    ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.        ევროკომისრის კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება იმ არაერთ ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.
წაკითხვა
წყლის მილი გასკდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2015-06-17 09:54:00
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა. წყლის მილის დაზიანების მიზეზი სავარაუდოდ ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა გახდა.     როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, მილის შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე დაწყებულია.        მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეექმნება თუ არა პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას.
წაკითხვა
ზარალმა შესაძლოა 100 მილიონ ლარს მიაღწიოს
გამოქვეყნებულია: 2015-06-16 15:56:00
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.        პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.  ამის  შესახებ   ღარიბაშვილმა  წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე  განაცხადა.        მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.       წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.
წაკითხვა
თბილისში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
გამოქვეყნებულია: 2015-06-16 11:12:00
 კომპანია "ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერის" მტკიცებით, თბილისში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.    კომპანია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან დაკავშირებით გავრცელებულ მითითებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს."სასმელი წყლის სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად ხორციელდება. წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი თბილისში სუფთაა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2015-06-16 10:55:00
 ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
წაკითხვა

უახლესი