საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება. ადგილზე საგანგებო ნორმებია მიღებული.      პოლიციელებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, სადაც არ უშვებენ არც მოქალაქეებს და არც ჟურნალისტებს.     ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ბრიგადები, ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც ბუნებრივი აირი უნდა გადაკეტონ და გახეთქილი მილის რეაბილიტაცია მოახდინონ.      ტერიტორია, სადაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი მიწისქვეშა გადასასვლელია ზოოპარკის მხრიდან. ამ ადგილზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორია მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიტბორა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა     განაცხადა, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ.     "მოძრაობა გახსნილია ასევე კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებით, რომელიც მოდის თამარ მეფის ხიდიდან და მიდის საბურთალოს მიმართულებით. შემდგომში დაიტვირთვება სატრანპორტო კვანძის 80-90%. ესტაკადების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება", - განცხადა ქუმსიშვილმა.       საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით კი, ეტაპობრივად დაიწყება გმირთა მოედნის ესტაკადის გახსნაც.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 13 ადამიანი შეადგინა,   ხოლო დაკარგულთა რიცხვი 9-მდე შემცირდა.      მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დღეს კვლავ იქნება ნალექი, ყველა მოწყვლადი ადგილი კონტროლზეა აყვანილი. "წვიმას ვარაუდობენ, მაგრამ ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც იყო, არ გვაქვს პროგნოზის მიხედვით. მიღებული იქნება უსაფრთხოების ნორმები. როგორც გუშინ, დაბინდებისას, სამუშაოები შეწყდება დღესაც. მოწყვლადი ადგილები, სადაც შეიძლება მდინარე დაემუქროს ადამიანს, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. თუმცა, ევაკუაცია ასეთი ადგილებიდან უკვე გაკეთებეულია", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ხვალიდან ავტომანქანებით სარგებლობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.         ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა       განაცხადა.     მისი      თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნან გმირთა მოედანი.        "გასაგები მიზეზების გამო ქალაქში აკრძალულია მოძრაობა მთელ რიგ ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ იმ ქუჩებზე, რომელიც მდინარე ვერეს ხეობას ესაზღვრება. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო მძღოლებს ხვალინდელი დღიდან უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამ წუთებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება.        მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებს მთავრობის მეთაური ადგილზე ეცნობა.            სტიქიის ზონაში პრემიერთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებიან.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისში გზების ნაწილი დღესვე გაიხსნება. ამის შესახებ     დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.     მისი   თქმით, რესურსები მაქსიმალურად მობილიზებულია, გუშინ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ჩამოტანილი მასის გატანის სამუშაოებზე, ასევე გზების აღდგენა-გასუფთავების ღონისძიებები.      დედაქალაქის მერის განცხადებით,   პარალელურად მუშაობენ სახლების, გზების მოწესრიგებაზე, გაწმენდით სამუშაოებზე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სხვა სამუშაოებზე გადაერთვებიან.      დავით ნარმანიამ ისაუბრა ზოოპარკში ცხოველების დაბრუნების შესახებ. მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ    ჯერ კიდევ გარეთ მყოფი ცხოველების დაკავება მოხდეს. ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მათი რაოდენობა უკვე დიდი არ არის და მათაც დააბრუნებენ უკან ზოოპარკში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის დროს დაკარგულთა რიცხვი, 24- დან 10-მდე შემცირდა.        ამის შესახებ    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, პირები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის კი, დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უწყების განცხადებით, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე , სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.               "კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. სტიქიის შედეგად დაკარგულ მამაკაცს სვანიძის ქუჩაზე უკვე ორი დღეა ეძებენ. ის სავარაუდოდ, საკუთარი სახლის სარდაფში ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.      სვანიძის ქუჩაზე სტიქიის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, ასევე ერთი მამაკაცი, რომლის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია.        დაზიანებულია სახლები, ასევე ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და ხორცპროდუქტების საწარმო "ვაკისა" და სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია ელიზის საწყობები.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.          ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები.         სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო.  გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სპეც-რაზმის  წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე  მურა დათვი დააძინეს. დათვს რამოდენიმე საათში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია თავის ფეიბუკზე გაავრცელა განცხადება, როელშიც მოსახლეობას მოუწოდებენ არ მოკლან სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა გმირთა მოედანზე
გამოქვეყნებულია: 2015-06-16 10:26:00
 გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება. ადგილზე საგანგებო ნორმებია მიღებული.      პოლიციელებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, სადაც არ უშვებენ არც მოქალაქეებს და არც ჟურნალისტებს.     ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ბრიგადები, ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც ბუნებრივი აირი უნდა გადაკეტონ და გახეთქილი მილის რეაბილიტაცია მოახდინონ.      ტერიტორია, სადაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი მიწისქვეშა გადასასვლელია ზოოპარკის მხრიდან. ამ ადგილზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორია მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიტბორა.
წაკითხვა
მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია
გამოქვეყნებულია: 2015-06-16 10:23:00
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა     განაცხადა, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ.     "მოძრაობა გახსნილია ასევე კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებით, რომელიც მოდის თამარ მეფის ხიდიდან და მიდის საბურთალოს მიმართულებით. შემდგომში დაიტვირთვება სატრანპორტო კვანძის 80-90%. ესტაკადების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება", - განცხადა ქუმსიშვილმა.       საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით კი, ეტაპობრივად დაიწყება გმირთა მოედნის ესტაკადის გახსნაც.
წაკითხვა
დაღუპულთა რიცხვმა 13 ადამიანი შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 18:31:00
კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 13 ადამიანი შეადგინა,   ხოლო დაკარგულთა რიცხვი 9-მდე შემცირდა.      მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დღეს კვლავ იქნება ნალექი, ყველა მოწყვლადი ადგილი კონტროლზეა აყვანილი. "წვიმას ვარაუდობენ, მაგრამ ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც იყო, არ გვაქვს პროგნოზის მიხედვით. მიღებული იქნება უსაფრთხოების ნორმები. როგორც გუშინ, დაბინდებისას, სამუშაოები შეწყდება დღესაც. მოწყვლადი ადგილები, სადაც შეიძლება მდინარე დაემუქროს ადამიანს, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. თუმცა, ევაკუაცია ასეთი ადგილებიდან უკვე გაკეთებეულია", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
წაკითხვა
შს სამინისტრო მძღოლებს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 15:44:00
ხვალიდან ავტომანქანებით სარგებლობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.         ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა       განაცხადა.     მისი      თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნან გმირთა მოედანი.        "გასაგები მიზეზების გამო ქალაქში აკრძალულია მოძრაობა მთელ რიგ ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ იმ ქუჩებზე, რომელიც მდინარე ვერეს ხეობას ესაზღვრება. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო მძღოლებს ხვალინდელი დღიდან უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ავტომანქანებით სარგებლობისგან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი ახალდაბაში
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 14:30:00
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამ წუთებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება.        მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებს მთავრობის მეთაური ადგილზე ეცნობა.            სტიქიის ზონაში პრემიერთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებიან.
წაკითხვა
გზების ნაწილი დღესვე გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 14:27:00
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისში გზების ნაწილი დღესვე გაიხსნება. ამის შესახებ     დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.     მისი   თქმით, რესურსები მაქსიმალურად მობილიზებულია, გუშინ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ჩამოტანილი მასის გატანის სამუშაოებზე, ასევე გზების აღდგენა-გასუფთავების ღონისძიებები.      დედაქალაქის მერის განცხადებით,   პარალელურად მუშაობენ სახლების, გზების მოწესრიგებაზე, გაწმენდით სამუშაოებზე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სხვა სამუშაოებზე გადაერთვებიან.      დავით ნარმანიამ ისაუბრა ზოოპარკში ცხოველების დაბრუნების შესახებ. მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ    ჯერ კიდევ გარეთ მყოფი ცხოველების დაკავება მოხდეს. ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მათი რაოდენობა უკვე დიდი არ არის და მათაც დააბრუნებენ უკან ზოოპარკში.
წაკითხვა
დაკარგულთა რაოდენობა 10-მდე შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 13:26:00
 ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის დროს დაკარგულთა რიცხვი, 24- დან 10-მდე შემცირდა.        ამის შესახებ    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, პირები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის კი, დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება.
წაკითხვა
სტიქიის განვითარების გრაფიკას აქვეყნებს გარემოს დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 12:35:00
უწყების განცხადებით, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე , სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.               "კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წაკითხვა
დაკარგული მამაკაცის ძებნის სამუშაოები სვანიძის ქუჩაზე მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 12:29:00
 მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. სტიქიის შედეგად დაკარგულ მამაკაცს სვანიძის ქუჩაზე უკვე ორი დღეა ეძებენ. ის სავარაუდოდ, საკუთარი სახლის სარდაფში ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.      სვანიძის ქუჩაზე სტიქიის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, ასევე ერთი მამაკაცი, რომლის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია.        დაზიანებულია სახლები, ასევე ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და ხორცპროდუქტების საწარმო "ვაკისა" და სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია ელიზის საწყობები.
წაკითხვა
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
გამოქვეყნებულია: 2015-06-15 12:25:00
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.          ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები.         სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო.  გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.
წაკითხვა
ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მურა დათვი დააძინეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 12:21:00
სპეც-რაზმის  წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე  მურა დათვი დააძინეს. დათვს რამოდენიმე საათში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ზოოპარკი: გთხოვთ არ მოკლათ ცხოველები!
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 11:48:00
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია თავის ფეიბუკზე გაავრცელა განცხადება, როელშიც მოსახლეობას მოუწოდებენ არ მოკლან სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები.
წაკითხვა

უახლესი