საზოგადოებრივი
104.5 FM
  • სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში. ამ წუთებში სამხედროების მობილიზაციაა სტამბოლში, მათ რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს ბოსფორის ხიდი, ქალაქის თავზე დაფრინავენ სამხედრო ვერტმფრენები, ათათურქის აეროპორტთან და ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია ტანკები და სამხედრო ტექნიკა. გენშტაბის ინფორმაციით, ხელისუფლება დაპატიმრებულია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთის არმია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა ხელისფლება აიღეს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. განცხადების სრული ვერსია სახელმწიფო ტელევიზია TRT -ის ეთერში გადაიცა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია სამხედროებს აქვთ აღებული.გთავაზობთ ფრაგმენტებს განცხადებიდან, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. „განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან: კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღდგება; ქვეყანაში კვლავ გამეფდება კანონის უზენაესობა; აღდგება გაუარესებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ქვეყნის ადმინისტრაციისათვის ყველანაირი უფლებამოსილება ჩამორთმეულია. ძალაში რჩება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და ჩვენი ვალდებულება. ვიმედვონებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს გავაგრძელებთ“.Reuters-ის ცნობით, გაუქმებულია ყველა რეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან. CNN Turk-ის ჟურნალისტის ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინებში აყვანილნი არიან მძევლები. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთის პრემიერმინისტრმა დაგმო სამხედრო „ჯგუფის“ მიერ ჩადენილი „უაკნონო ქმედებები“, რაც სტამბოლის ხიდების დახურვასა და დედაქალაქ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავების ფრენას გულისხმობს.ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედროთა მოქმედება უნებართვო იყო, თუმცა ეს არ არც გადატრიალება ყოფილა. მისი თქმით, მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.რამდენიმე საათის წინ, სამხედროთა ჯგუფმა სტამბოლში ჩაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორივე ხიდი, რომლებიც ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმოდა ანკარაშიც, სტამბოლოს აეროპორტის სიახლოვეს კი ტანკები იდგა.პრემიერი ილდირიმი ტელოკემპანია NTV-ს ტელეფონით ჩაერთო: „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მათი მხრიდან ეს მცდელობა არ დავუშვათ. ამ უკანონო ქმედებების ჩამდენნი სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯებიან“, იქვე პრემიერმა დასძინა, რომ აღნიშნული ქმედებების „გადატრიალებად“ შერაცხვა მართებული არ არის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. "გამოვთქვამთ შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამასზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას "საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია სავარაუდოდ, 3 ან 4 თვე გაგრძელდება. პუშკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
სასწრაფოდ
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:41:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში. ამ წუთებში სამხედროების მობილიზაციაა სტამბოლში, მათ რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს ბოსფორის ხიდი, ქალაქის თავზე დაფრინავენ სამხედრო ვერტმფრენები, ათათურქის აეროპორტთან და ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია ტანკები და სამხედრო ტექნიკა. გენშტაბის ინფორმაციით, ხელისუფლება დაპატიმრებულია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:40:00
თურქეთის არმია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა ხელისფლება აიღეს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. განცხადების სრული ვერსია სახელმწიფო ტელევიზია TRT -ის ეთერში გადაიცა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია სამხედროებს აქვთ აღებული.გთავაზობთ ფრაგმენტებს განცხადებიდან, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. „განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან: კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღდგება; ქვეყანაში კვლავ გამეფდება კანონის უზენაესობა; აღდგება გაუარესებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ქვეყნის ადმინისტრაციისათვის ყველანაირი უფლებამოსილება ჩამორთმეულია. ძალაში რჩება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და ჩვენი ვალდებულება. ვიმედვონებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს გავაგრძელებთ“.Reuters-ის ცნობით, გაუქმებულია ყველა რეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან. CNN Turk-ის ჟურნალისტის ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინებში აყვანილნი არიან მძევლები. 
წაკითხვა
გადატრიალების მცდელობა თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:34:00
თურქეთის პრემიერმინისტრმა დაგმო სამხედრო „ჯგუფის“ მიერ ჩადენილი „უაკნონო ქმედებები“, რაც სტამბოლის ხიდების დახურვასა და დედაქალაქ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავების ფრენას გულისხმობს.ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედროთა მოქმედება უნებართვო იყო, თუმცა ეს არ არც გადატრიალება ყოფილა. მისი თქმით, მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.რამდენიმე საათის წინ, სამხედროთა ჯგუფმა სტამბოლში ჩაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორივე ხიდი, რომლებიც ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმოდა ანკარაშიც, სტამბოლოს აეროპორტის სიახლოვეს კი ტანკები იდგა.პრემიერი ილდირიმი ტელოკემპანია NTV-ს ტელეფონით ჩაერთო: „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მათი მხრიდან ეს მცდელობა არ დავუშვათ. ამ უკანონო ქმედებების ჩამდენნი სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯებიან“, იქვე პრემიერმა დასძინა, რომ აღნიშნული ქმედებების „გადატრიალებად“ შერაცხვა მართებული არ არის.
წაკითხვა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:56:00
შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს.
წაკითხვა
რუსეთს სირიის ოპოზიციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:51:00
თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. "გამოვთქვამთ შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამასზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას "საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია სავარაუდოდ, 3 ან 4 თვე გაგრძელდება. პუშკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
წაკითხვა

უახლესი