საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს.      ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა განაცხადა.       მისი  თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება.        „სამხედრო მოქმედებები მხოლოდ აორმაგებს ორივე მხარეს დაღუპულების რიცხვს და მოსახლეობის ტანჯვას. მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და არ დატოვებს საკუთარ მიწას, თუმცა, ჩვენ გამუდმებით ბრძოლა არ გვინდა“, - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენელმა რუსეთში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.    "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია მზადაა შეხვდეს და განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მხარეების საწყისი პოზიციების აღდგენის კონტექსტში", – ნათქვამია განცხადებაში.     გუშინ აზერნაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დიარგახლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივ რეჟიმში შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. ამ განცხადების საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არცრუნ ჰოვანისიანმა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას "საინფორმაციო მახე" უწოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.         "სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელა", - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა "მტერს თავისი ადგილი მიუჩინა და ღირსეულად უპასუხა".     "ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ოპერაცია პროვოკაციაზე საპასუხოდ ჩატარდა, ჩვენ დიდ სამხედრო გამარჯვებას მივაღწიეთ. მინდა მივულოცო ჩვენს არმიაას და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ მტრის პროვოკაციები არც მომავალში დარჩება უპასუხოდ. აზერბაიჯანის არმიას ეს შეუძლია", - განაცხადა ალიევმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ჩვენ არც კი განგვიხილავს ევრო 2016-ის გადადების ან გაუქმების საკითხი. პირიქით, მოვლენაზე, რომელზეც 7 მილიონამდე ადამიანს ველოდებით, რომლის მატჩებსაც 2.5 მილიონი მაყურებელი დაესწრება, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება.   ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, სპორტულ ცენტრში სტუმრობისას გააკეთა.          როგორც ეურონეწს.გე წერს, ოლანდმა აღნიშნა ისიც, რომ ევრო 2016 იქნება პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ანტიდოტი, სიძულვილისა და შიშის წინააღმდეგ.მისივე თქმით, ჩემპიონატის დროს მობილიზებული იქნება უმაღლესი დონის უსაფრთხოების სამსახურები და ყველა მატჩი მაქსიმალურად გაკონტროლდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "ისლამური სახელმწიფოს" მუქარის ახალი გზავნილები. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ. მასში ნათქვამია რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტებმა ბელგიის დედაქალაქში სამიზნეები წინასწარ შეარჩიეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 34 დაღუპული და 230-ზე მეტი  დაშავებული. ასეთია ბოლო მონაცემებით, ბელგიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი.  დაშავებულთა შორის არიან შეერთებული შტატების, ესპანეთისა და შვედეთის მოქალაქეებიც. ბელგიელმა სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერით დაფიქირებული, სავარაუდო თავდამსხმელების მოკავშირეზე ძებნა გამოაცხადა. ფოტოზე ასახული 3 პირიდან 2, შავებში შემოსილი მამაკაცი, პოლიციელთა ვარაუდით თვითმკვლელი ტერორისტი.Mღია ფერის ქურთუკში შემოსილი პირი კი იძებნება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები სწორედ ამ პირმა მიაცილა აეროპორტში, შემდეგ კი უკან გაბრუნდა. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველებს ის ტაქსის მძღოლი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული პირები აეროპორტამდე მიიყვანა და მათი ჩასხდომის ადგილი მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ შრაერბეკის რაიონში რეიდების განახორციელება დაიწყო. გამომძიებლებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასაფეთქებელი მექანიზმები, ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს. პოლიციამ ზავენტემის აეროპორტში მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვა, რომლის გაუვნებელყოფაც გამნაღვმელებმა უსაფრთხოდ შეძლეს. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონე ნარჩუნდება. დახურულია ქვეყნის ყველა აეროპორტი. რკინიგზა კი ნაწილობრივ, სამართალდამცველთა პატრულირების ფონზე ფუნქციონირებს.  ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც ბელგიური ტელეკომპანია RTBF იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიიღო.ამასთან,    მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.     უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია აეროპორტებში, ანტვერპენის პორტსა და ბელგიის ატომურ ელექტროსადგურებზე.        ამ დროისთვის ბრიუსელში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზავენტემის აეროპორტი დაიხურა და პოლიციის კონტროლის ქვეშაა, დაიხურა ბრიუსელის მეტრო და რკინიგზა, მუშაობა შეწყვიტეს ასევე ბრიუსელის მუზეუმებმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ბრიუსელში   დაკეტილია ყველა მეტროსადგური.  დაუზუსტებელი  ინფორმაციით,  მეტროში  მომხდარი  აფეთქების  შედეგად  10  ადამიანი  დაიღუპა.         მაალბეკის მეტრო, სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, იქ, სადაც მდებარეობს ყველა ევროსტრუქტურა.          მეტროდან ერთ მხარეს არის ევროკომისია და ასევე ევროპული საბჭოს შენობა, ხოლო საპირისპირო მხარეს არის ევროპული პარლამენტი.       ადგილობრივი    მედიის ინფორმაციით, მეტრო სადგურში იყო რამდენიმე აფეთქების ხმა.         ბრიუსელში არ მუშაობს რკინიგზის ხაზი, რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს, ქალაქის აეროპორტთან. ასევე ცნობილია, რომ ბრიუსელის ნაციონალური აეროპორტი მთლიანად დაკეტილია და არ ხორციელდება ფრენები.          მეოთხე დონის, ყველაზე მაღალი უსაფრთხოების ზომებია მიღებული ბელგიაში.     ეს ნიშნავს ტრანსპორტის კოლაფსს, როდესაც არანაირი ტრანსპორტის ქალაქში არ მოძრაობს და ის ცენტრალური ადგილი, სადაც ევრო სტრუქტურებია განთავსებული, ამ დროისთვის პარალიზებულია.      ოფიციალური ხელისუფლებისგან ელოდებიან განცხადებებს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ბელგიამ ცხოვრება ამ ტერაქტების შემდეგ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამჯერად ევროკომისიის შენობასთან ახლოს, მაალბეკის მეტროს სადგურში მოხდა.         შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სადგურიდან კი ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.            ბელგიის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შესახებ კი ახალი დეტალები ვრცელდება.        ბელგიური მედიის ცნობით,    აფეთქებამდე სროლის ხმასთან ერთად ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილებიც ისმოდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მესამე საეჭვო პაკეტი იპოვეს.          ვრცელდება დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემებიც. დაუზუსტებელი ცნობით 17 ადამიანია დაღუპული, 25 ზე მეტი კი დაჭრილი. ორი აფეთქება 8 საათზე ავიაკომპანია ემერიქან ეარლაინზის სარეგისტრაციო პუნქტთან მოხდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა, გაუქმებულია ყველა რეისი. ზავენტემის აეროპორტიდან ევაკუირებულია ყველა ადამიანი. ორი ძლიერი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში ცოტა ხნის წინ მოხდა.          წამყვანი მედიასაშუალებები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.      
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსეთის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.       ვერდიქტის თანახმად, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში გამოაცხადა.     "სავჩენკომ განახორციელა მკვლელობა სიძულვილისა და მტრობის მოტივით", - განაცხადა მოსამართლემ.      განაჩენის თანახმად, სავჩენკომ დანაშაულებრივი ქმედება ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლების და ზოგადად, რუსულენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო განახორციელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თუქეთში საქართველოს საელჩოს "ცხელ ხაზზე" საქართველოს მოქალაქეების შესახებ მომართვა არ ყოფილა.   ამის შესახებ    საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა.      მისი     განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა შორის, რომლებიც ამ დროისთვის  იდენტიფიცირებული     არიან.      "20 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დანარჩენების იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. 24 საათის განმავლოაბში მუშაობს ჩვენი "ცხელი ხაზი" და ამ დროისთვის მომართვა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა კოლპატაძემ.     მისი  ინფორმაციით, ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაჭრილია 125 ადამიანი. ელჩის თქმით, როგორც ამბობენ, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი თავად თვითმკვლელი ტერორისტია.    საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: +905336903040.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანკარის გუბერნატორი ავრცელებს. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა. ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ.        როგორც ეურონეწს.გე წერს, ობამამ, ოლანდმა, მერკელმა და კემერონმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან სირიაში დაზავების შეთანხმების დაცვას.      სააგენტოს განმარტებით, მსოფლიო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დაჩქარებას ითხოვენ, რის შესახებაც გერმანიის მთავრობის წევრმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ანკარამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საკუთარი პირობები წამოაყენა.       როგორც  euronews.ge  წერს, ოფიციალური თურქეთი დაზავების პერიოდში სირიელი ქურთებისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებენ.      თურქეთის ვიცე-პრემიერის, ნუმან კურტულმუშის განცხადებით, ქვეყანა მხარს უჭერს სირიასთან დაზავების შეთანხმებას, თუმცა იტოვებს იმის უფლებას, რომ თურქეთზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში სირიელი ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები აწარმოოს.      euronews.ge  სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს და წერს, რომ 5 წლის განმავლობაში 370 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში, ნატო-ს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ჩეხი ჯარისკაცი გაიგზავნება.        როგორც ეურონეწს.გე წერს, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ განაცხადა.    თავად ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, პეტრ პაველის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ნატო-ს ერთობის დემონსტრირებისკენ და არ გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ძალების განლაგებას.     ამასთან, ეურონეწს.გე-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საზღვრებზე გაძლიერების გარდა, ნატო მუშაობს საგანგებო გეგმასა და ზომების პაკეტზე, რათა მზად იყოს რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის.       ნატო-ს ახალი გეგმის დეტალები უკვე ივლისში, ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი", - წერს სააგენტო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ადგილობრივი მედიის ცნობით, პროვინცია დიარბაქირში, სამხედრო კონვოის გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.  გავრცელებული  ინფორმაციით,  დაიღუპა 6 სამხედრო.     გამოცემა "ჰაბერთურქი" იტყობინება, რომ პროვინციაში დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.      დღესვე ცნობილი გახდა, რომ გუშინ, ღამის საათებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები დაბომბეს.        თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს ცნობით, ავიადარტმის შედეგად დაიღუპა თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 70-მდე მებრძოლი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.      ამასთან, როგორც "ბიბისი" თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 61 ადამიანი.      ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა გუშინ საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.      თურქეთის დედაქლაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უწოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა, რომელსაც  ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა, თანამდებობა დატოვა.       "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატი პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემი წერს.      მისი თქმით, განცხადება შოკინმა ჯერ კიდევ დილით დაწერა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას გენერალურ პროკურატურაშიც დაადასტურეს.       პეტრო პოროშენკომ გენერალურ პროკურორსა და პრემიერმინისტრს თანამდებობეის დატოვებისკენ მოუწოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი დარწმუნებულია, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად სირიაში საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაში უნდა შეწყდეს, ვერ განხორციელდება.     როგორც ასადმა, სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარეები არ დაიცავენ.        მისი თქმით, კვლავ ღია რჩება საკითხი, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება შეთანხმებას დაარღვევს.        შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ ერთ კვირაში სირიაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო ალყაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებს ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
მთიანი ყარაბაღი ბაქოსთან მოლაპარაკებისთვის გარკვეულ ულტიმატუმს აყენებს
გამოქვეყნებულია: 2016-04-06 09:30:00
 მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს.      ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა განაცხადა.       მისი  თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება.        „სამხედრო მოქმედებები მხოლოდ აორმაგებს ორივე მხარეს დაღუპულების რიცხვს და მოსახლეობის ტანჯვას. მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და არ დატოვებს საკუთარ მიწას, თუმცა, ჩვენ გამუდმებით ბრძოლა არ გვინდა“, - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენელმა რუსეთში.
წაკითხვა
ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკოს
გამოქვეყნებულია: 2016-04-04 10:18:00
ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.    "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია მზადაა შეხვდეს და განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მხარეების საწყისი პოზიციების აღდგენის კონტექსტში", – ნათქვამია განცხადებაში.     გუშინ აზერნაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დიარგახლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივ რეჟიმში შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. ამ განცხადების საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არცრუნ ჰოვანისიანმა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას "საინფორმაციო მახე" უწოდა.
წაკითხვა
ალიევი:აზერბაიჯანმა მტერს თავისი ადგილი მიუჩინა
გამოქვეყნებულია: 2016-04-04 09:31:00
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.         "სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელა", - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა "მტერს თავისი ადგილი მიუჩინა და ღირსეულად უპასუხა".     "ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ოპერაცია პროვოკაციაზე საპასუხოდ ჩატარდა, ჩვენ დიდ სამხედრო გამარჯვებას მივაღწიეთ. მინდა მივულოცო ჩვენს არმიაას და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ მტრის პროვოკაციები არც მომავალში დარჩება უპასუხოდ. აზერბაიჯანის არმიას ეს შეუძლია", - განაცხადა ალიევმა.
წაკითხვა
ოლანდი: ევრო 2016-ზე მაქსიმალური უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი
გამოქვეყნებულია: 2016-03-30 13:50:00
ჩვენ არც კი განგვიხილავს ევრო 2016-ის გადადების ან გაუქმების საკითხი. პირიქით, მოვლენაზე, რომელზეც 7 მილიონამდე ადამიანს ველოდებით, რომლის მატჩებსაც 2.5 მილიონი მაყურებელი დაესწრება, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება.   ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, სპორტულ ცენტრში სტუმრობისას გააკეთა.          როგორც ეურონეწს.გე წერს, ოლანდმა აღნიშნა ისიც, რომ ევრო 2016 იქნება პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ანტიდოტი, სიძულვილისა და შიშის წინააღმდეგ.მისივე თქმით, ჩემპიონატის დროს მობილიზებული იქნება უმაღლესი დონის უსაფრთხოების სამსახურები და ყველა მატჩი მაქსიმალურად გაკონტროლდება.
წაკითხვა
"ისლამური სახელმწიფოს" მუქარის ახალი გზავნილები.
გამოქვეყნებულია: 2016-03-23 07:30:00
"ისლამური სახელმწიფოს" მუქარის ახალი გზავნილები. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ. მასში ნათქვამია რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტებმა ბელგიის დედაქალაქში სამიზნეები წინასწარ შეარჩიეს.
წაკითხვა
34 დაღუპული და 230-ზე მეტი დაშავებული. ასეთია ბოლო მონაცემებით, ბელგიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი.
გამოქვეყნებულია: 2016-03-23 07:29:00
34 დაღუპული და 230-ზე მეტი  დაშავებული. ასეთია ბოლო მონაცემებით, ბელგიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი.  დაშავებულთა შორის არიან შეერთებული შტატების, ესპანეთისა და შვედეთის მოქალაქეებიც. ბელგიელმა სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერით დაფიქირებული, სავარაუდო თავდამსხმელების მოკავშირეზე ძებნა გამოაცხადა. ფოტოზე ასახული 3 პირიდან 2, შავებში შემოსილი მამაკაცი, პოლიციელთა ვარაუდით თვითმკვლელი ტერორისტი.Mღია ფერის ქურთუკში შემოსილი პირი კი იძებნება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები სწორედ ამ პირმა მიაცილა აეროპორტში, შემდეგ კი უკან გაბრუნდა. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველებს ის ტაქსის მძღოლი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული პირები აეროპორტამდე მიიყვანა და მათი ჩასხდომის ადგილი მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ შრაერბეკის რაიონში რეიდების განახორციელება დაიწყო. გამომძიებლებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასაფეთქებელი მექანიზმები, ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს. პოლიციამ ზავენტემის აეროპორტში მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვა, რომლის გაუვნებელყოფაც გამნაღვმელებმა უსაფრთხოდ შეძლეს. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონე ნარჩუნდება. დახურულია ქვეყნის ყველა აეროპორტი. რკინიგზა კი ნაწილობრივ, სამართალდამცველთა პატრულირების ფონზე ფუნქციონირებს.  ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
წაკითხვა
ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
გამოქვეყნებულია: 2016-03-22 13:51:00
როგორც ბელგიური ტელეკომპანია RTBF იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიიღო.ამასთან,    მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.     უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია აეროპორტებში, ანტვერპენის პორტსა და ბელგიის ატომურ ელექტროსადგურებზე.        ამ დროისთვის ბრიუსელში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზავენტემის აეროპორტი დაიხურა და პოლიციის კონტროლის ქვეშაა, დაიხურა ბრიუსელის მეტრო და რკინიგზა, მუშაობა შეწყვიტეს ასევე ბრიუსელის მუზეუმებმა.
წაკითხვა
10 ადამიანი დაიღუპა ბრიუსელის მეტროში
გამოქვეყნებულია: 2016-03-22 13:26:00
ბრიუსელში   დაკეტილია ყველა მეტროსადგური.  დაუზუსტებელი  ინფორმაციით,  მეტროში  მომხდარი  აფეთქების  შედეგად  10  ადამიანი  დაიღუპა.         მაალბეკის მეტრო, სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, იქ, სადაც მდებარეობს ყველა ევროსტრუქტურა.          მეტროდან ერთ მხარეს არის ევროკომისია და ასევე ევროპული საბჭოს შენობა, ხოლო საპირისპირო მხარეს არის ევროპული პარლამენტი.       ადგილობრივი    მედიის ინფორმაციით, მეტრო სადგურში იყო რამდენიმე აფეთქების ხმა.         ბრიუსელში არ მუშაობს რკინიგზის ხაზი, რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს, ქალაქის აეროპორტთან. ასევე ცნობილია, რომ ბრიუსელის ნაციონალური აეროპორტი მთლიანად დაკეტილია და არ ხორციელდება ფრენები.          მეოთხე დონის, ყველაზე მაღალი უსაფრთხოების ზომებია მიღებული ბელგიაში.     ეს ნიშნავს ტრანსპორტის კოლაფსს, როდესაც არანაირი ტრანსპორტის ქალაქში არ მოძრაობს და ის ცენტრალური ადგილი, სადაც ევრო სტრუქტურებია განთავსებული, ამ დროისთვის პარალიზებულია.      ოფიციალური ხელისუფლებისგან ელოდებიან განცხადებებს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ბელგიამ ცხოვრება ამ ტერაქტების შემდეგ.
წაკითხვა
კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში
გამოქვეყნებულია: 2016-03-22 12:11:00
ამჯერად ევროკომისიის შენობასთან ახლოს, მაალბეკის მეტროს სადგურში მოხდა.         შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სადგურიდან კი ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.            ბელგიის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შესახებ კი ახალი დეტალები ვრცელდება.        ბელგიური მედიის ცნობით,    აფეთქებამდე სროლის ხმასთან ერთად ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილებიც ისმოდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მესამე საეჭვო პაკეტი იპოვეს.          ვრცელდება დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემებიც. დაუზუსტებელი ცნობით 17 ადამიანია დაღუპული, 25 ზე მეტი კი დაჭრილი. ორი აფეთქება 8 საათზე ავიაკომპანია ემერიქან ეარლაინზის სარეგისტრაციო პუნქტთან მოხდა.
წაკითხვა
ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2016-03-22 12:00:00
ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა, გაუქმებულია ყველა რეისი. ზავენტემის აეროპორტიდან ევაკუირებულია ყველა ადამიანი. ორი ძლიერი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში ცოტა ხნის წინ მოხდა.          წამყვანი მედიასაშუალებები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.      
წაკითხვა
რუსეთის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნებულია: 2016-03-21 14:43:00
რუსეთის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.       ვერდიქტის თანახმად, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში გამოაცხადა.     "სავჩენკომ განახორციელა მკვლელობა სიძულვილისა და მტრობის მოტივით", - განაცხადა მოსამართლემ.      განაჩენის თანახმად, სავჩენკომ დანაშაულებრივი ქმედება ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლების და ზოგადად, რუსულენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო განახორციელა.
წაკითხვა
კოპლატაძე:დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
გამოქვეყნებულია: 2016-03-14 13:17:00
თუქეთში საქართველოს საელჩოს "ცხელ ხაზზე" საქართველოს მოქალაქეების შესახებ მომართვა არ ყოფილა.   ამის შესახებ    საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა.      მისი     განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა შორის, რომლებიც ამ დროისთვის  იდენტიფიცირებული     არიან.      "20 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დანარჩენების იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. 24 საათის განმავლოაბში მუშაობს ჩვენი "ცხელი ხაზი" და ამ დროისთვის მომართვა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა კოლპატაძემ.     მისი  ინფორმაციით, ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაჭრილია 125 ადამიანი. ელჩის თქმით, როგორც ამბობენ, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი თავად თვითმკვლელი ტერორისტია.    საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: +905336903040.
წაკითხვა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერაქტი მოხდა
გამოქვეყნებულია: 2016-03-14 07:36:00
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანკარის გუბერნატორი ავრცელებს. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა. ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.
წაკითხვა
ობამა, ოლანდი, მერკელი და კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2016-02-24 13:00:00
აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ.        როგორც ეურონეწს.გე წერს, ობამამ, ოლანდმა, მერკელმა და კემერონმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან სირიაში დაზავების შეთანხმების დაცვას.      სააგენტოს განმარტებით, მსოფლიო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დაჩქარებას ითხოვენ, რის შესახებაც გერმანიის მთავრობის წევრმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.
წაკითხვა
თურქეთი სირიასთან დაზავების სანაცვლოდ პირობებს აყენებს
გამოქვეყნებულია: 2016-02-24 10:08:00
ანკარამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საკუთარი პირობები წამოაყენა.       როგორც  euronews.ge  წერს, ოფიციალური თურქეთი დაზავების პერიოდში სირიელი ქურთებისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებენ.      თურქეთის ვიცე-პრემიერის, ნუმან კურტულმუშის განცხადებით, ქვეყანა მხარს უჭერს სირიასთან დაზავების შეთანხმებას, თუმცა იტოვებს იმის უფლებას, რომ თურქეთზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში სირიელი ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები აწარმოოს.      euronews.ge  სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს და წერს, რომ 5 წლის განმავლობაში 370 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
წაკითხვა
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის
გამოქვეყნებულია: 2016-02-23 14:43:00
მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში, ნატო-ს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ჩეხი ჯარისკაცი გაიგზავნება.        როგორც ეურონეწს.გე წერს, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ განაცხადა.    თავად ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, პეტრ პაველის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ნატო-ს ერთობის დემონსტრირებისკენ და არ გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ძალების განლაგებას.     ამასთან, ეურონეწს.გე-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საზღვრებზე გაძლიერების გარდა, ნატო მუშაობს საგანგებო გეგმასა და ზომების პაკეტზე, რათა მზად იყოს რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის.       ნატო-ს ახალი გეგმის დეტალები უკვე ივლისში, ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი", - წერს სააგენტო.
წაკითხვა
თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-18 13:58:00
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროვინცია დიარბაქირში, სამხედრო კონვოის გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.  გავრცელებული  ინფორმაციით,  დაიღუპა 6 სამხედრო.     გამოცემა "ჰაბერთურქი" იტყობინება, რომ პროვინციაში დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.      დღესვე ცნობილი გახდა, რომ გუშინ, ღამის საათებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები დაბომბეს.        თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს ცნობით, ავიადარტმის შედეგად დაიღუპა თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 70-მდე მებრძოლი.
წაკითხვა
28-მდე გაიზარდა თურქეთში დაღუპულთა რიცხვი
გამოქვეყნებულია: 2016-02-18 13:00:00
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.      ამასთან, როგორც "ბიბისი" თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 61 ადამიანი.      ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა გუშინ საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.      თურქეთის დედაქლაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უწოდა.
წაკითხვა
უკრაინის გენერალური პროკურორი გადადგა
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 09:27:00
 უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა, რომელსაც  ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა, თანამდებობა დატოვა.       "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატი პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემი წერს.      მისი თქმით, განცხადება შოკინმა ჯერ კიდევ დილით დაწერა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას გენერალურ პროკურატურაშიც დაადასტურეს.       პეტრო პოროშენკომ გენერალურ პროკურორსა და პრემიერმინისტრს თანამდებობეის დატოვებისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
ალ-ასადი:მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ვერ განხორციელდება
გამოქვეყნებულია: 2016-02-16 10:58:00
 სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი დარწმუნებულია, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად სირიაში საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაში უნდა შეწყდეს, ვერ განხორციელდება.     როგორც ასადმა, სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარეები არ დაიცავენ.        მისი თქმით, კვლავ ღია რჩება საკითხი, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება შეთანხმებას დაარღვევს.        შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ ერთ კვირაში სირიაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო ალყაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებს ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს.
წაკითხვა

უახლესი