საზოგადოებრივი
104.5 FM
  • როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.        მისი თქმით, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესში ახლა გადამწყვეტი მომენტი  დადგა.     დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.         ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალურად 22 თებერვალს დააანონსებს. რეფერენდუმი შესაძლოა, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •    ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში,  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 952 მილიონი დოლარი გაითვალისწინეს. რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყნებში კი ვაშინგტონმა  დაასახელა უკრაინა , საქართველო, მოლდოვა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები.     თანხას სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID მიიღებს. 952 მილიონი დოლარი რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდება. ესენია:  ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,  კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ენერგოდამოუკიდებლობა და  თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას.  
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პროფკავშირები საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმირებას აპროტესტებენ.          როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საჯარო ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები და საავადმყოფოები. გაფიცვას შეუერთდნენ ტაქსის მძღოლები.      საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებით, წელს საბერძნეთმა პენსიების გაცემისთვის განკუთვნილი თანხა 2 მილიარდი აშშ დოლარით უნდა შეამციროს.პროფკავშირები აცხადებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებები საბერძნეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აშშ-ის აიოვას შტატში, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა და მთავარ მეტოქეს, ცნობილ მილიარდერს დონალდ ტრამპს გაუსწრო.      ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მესამე ადგილი რესპუბლიკელებში ფლორიდას სენატორმა მარკო რუბიომ დაიკავა.       დემოკრატიულ პარტიაში კვლავ ლიდერობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.    აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •     პენტაგონის  ინფორმაციით რუსული ავიაგამანადგურებელი სუ -27 ამერიკულ სადაზვევვო თვითმფინავს შავი ზღვის თავზე სახიფათოდ მიუახლოვდა . ამერიკის თავდაცვის უწყების  წარმომადგენლმა  მიშელ ბალდანზამ ქმედებას არაპროფესიონალური უწოდა და აღნიშნა, რომ  მანევრი იყო  სახიფათო . „  ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული თვითმფინავი,  ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების უპილოტო თვითმფრინავს უახლოვდება.ეს საკითხი პენტაგონისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის  განხილვის საგანი უკვე გახდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსეთემა  და ნატომ  უნდა შინარჩუნონ  ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება  ურთიერთპატივისცემაზე.       ამის შესახებ საუბარია ყოველწლიურ ანგარიშში,  რომელიც ნატოს გენერალმა  მდივანმა  პრესკონფერენციაზე თავად  წარმოადგინა.      იან სტოლენბერგმა  განაცხადა, რომ    რუსეთი  დასავლეთის  მიმართულებით აგრესიულად იქცევა.       მისი  თქმით,  რუსეთი  ცდილობს ევროპის საზღვრების  შეცვლას და  ამის  გამო აძლიერებს  სამხედრო პოტენციალს.      როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთის ამ ქმედებამ კი აიძულა ნატოს წევრი ქვეყნები არ შეამცირონ  სამხედო ბიუჯეტები. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ "ბიბისი" ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან იმანყულოვზე დაყრდნობით წერს.      ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი დედასთან ერთად რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამე გაქრა.  სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.      გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი. ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის  შესახებ  ნათქვამია  დოკუმენტში,  რომელიც შეერთებული შტატების  შეიაღარებული ძალების  ევროპულმა  ბიურომ წარმოადგინა.           დოკუმენტი  წარმოადგენს  იმ   განახლებულ  სტრატეგილ   გემას, როლის  მიხედვითაც  მოქმედებს  ამერიკული სამხედრო სარდლობა  ევროპაში.          შეერთებული შტატების სარდლობის  ინფორმაციით,  ამ  მხრივ    ცივი ომის  პერიოდის დასრულების  შემდეგ     გასული   წელი  ყველაზე  რთული იყო. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, სადაც პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმების ცხრა მონაწილე ჩანს.     "ბიბისის" ცნობით, აღნიშნული ვიდეო ტერაქტამდე გადაიღეს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ კლავენ შეიარღებული პირები პატიმრებს და როგორ ატარებენ სამხედრო ტრენინგებს ახლო აღმოსავლეთში. მასალაში ასევე ჩანს საფრანგეთის დედაქალაქის ის ადგილებიც, სადაც 13 ნოემბერს თავდასხმები განხორციელდა.      ვიდეო დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების კადრებით მთავრდება, რომლებიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშებს მხარს უჭერენ.   შეგახსენებთ,  გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ ტერაქტებს პარიზში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.       თავდასხმების დროს დაიღუპა ასევე ცხრა თავდამსხმელი. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი კი გაქცეულია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა  პიერ რიშარმა, ყირიმში დაგეგმილი გასტროლი  მუქარის გამო გააუქმა. გასტოლის რუსმა ორგანიზატორებმა,  რია ნოვოსტის  განუცხადეს, რომ  ვიზიტის გადადების მიზეზი  უკრაინის კულტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული მწვავე და აგრესიული განცხადებები გახდა.პიერ რიშარი   10-11 თებერვალს  ყირიმის მაცხოვრებლების წინაშე   წარმოდგენით „პიერ რიჩარდი მე-3-ე“ უნდა წარმდგარიყო.      ფრანგი კომიკოსი პირველი არ არის ვინც ყირიმში ვიზიტი უკრაინის ხელისუფლების მწვავე რეაქციის გამო გადადო. მათ შორის არის იტალიელი  მომღერალი ალესანდრო საფინა.      იმის გამო რომ საფინამ კონცერტები ყირიმში დაგეგმა, მას უარი უთხრეს,   კონცერტი გამართოს უკრაინის დანარჩენ 5 ქალაქშიც.   ქვეყნის კულტურის  მინისტრი  ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.        მომღერლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციში კი წერია, რომ   ალესანდრო საფინას  კონცერტები  სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში, რომელიც  21-22 თებერვალს  იყო დაგეგმილი   კონფლიქტის დარეგულირებამდე გადაიდო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის ახალი  შტამი  დაფიქსირდა. მომაკვდინებელი დაავადების  ორი შემთხვევა სიერა ლეონეში გამოვლინდა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ებოლას ვირუსთან ბრძოლის საკითხებში  განაცხადა, რომ ახალი თაობის ებოლას საწინააღდეგო ვაქცინა არ არსებობს. სიერა -ლეონას მთავრობამ ებოლას ეპიდემიის შეწყვეტის შესახებ განცხადება 2015 წლის 7 ნოემბერს გააკეთა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საააგენტო „ტასი“ სანდო წყაროზე დაყრდონით იუწყება, რომ  რუსეთმა ზამთრის სესიისთვის საპარლამენტო ასამბლეას,  დელეგაციის შემადგენლობა არ გადაუგზავნა.  ასამბლეის რეგლამენტის თანახმად ქვეყნებმა, ზამთრის სესიაში მონაწილეობისთვის,  ევროპარლამენტს დელეგაციის შესახებ ინფორმაცია 15 აინვრამდე უნდა მიაწოდონ.     „ტასის“  ცნობით, პრაქტიკულად ეს ნიშნავს,  რუსეთის უარს,  მონაწილეობა მიიღოს ასამბლეის ზამთრის სესიაში. სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამაზე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ის სავარაუდოდ, ხვალ, 18 იანვარს გახდება ცნობილი.     ცოტა ხნით ადრე კი  რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის და ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წევრი ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებდა , რომ  რუსეთს შეიძლებოდა უარი ეთქვა ზამთრის სესიაში მონაწილეობაზე. დეპუტატმა,  მიზეზად,  ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დისკრიმინაციული პოლიტიკა დაასახელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთისათვის სანქციები მოხსნის შესაძლეობლობაზე ალაპარაკდა. განცხადება ამის შესახებ  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  კოორდინატორმა   დენიელ ფრიდმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოვლისას  განაცხადა.     მისი თქმით,   როგორც კი რუსეთის მხრიდან მისნკის შეთანხმების განხორციელება დაიწყება , რაც გულისხმობს   დონბასში ჩატარებული არჩევნების გაუქმებას,  საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და უკრაინის აღმოსალვეთ საზღვრის აღდგენას, სანქციები მაშინვე მოიხსნება.     ფრიდის თქმით, რუსეთი  საკითხების დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის მზადაა, რასაც ამერიკა მიესალმება და ამიტომ იმედს იტოვებენ, რომ ამის მიღწევა მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდება. &
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • „ირანმა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის ახალი თავი გადაფურცლა.“ - ასე შეაფასა  ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მისი ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა.      ეს გადაწყვეტილება ვენაში გამოცხადდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და პარალელურად  ანგარიში წარადგინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც. მათ დაადასტურეს, რომ ირანი, პირნათლად
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით,  კრემლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.       "ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრისას უკრაინის კრიზისზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, აუცილებელია კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლებთან და მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს. პუტინმა და ობამამ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევა, რასაც მკაცრი საერთაშორისო პასუხი უნდა მოჰყვეს", - წერს რუსული მედია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.        ამის შესახებ  ინფორმაციას    "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.       გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან ხუთი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმები შვიდმა ადამიანმა განახორციელა, მათგან სამი მკვდარია, ოთხი კი დაკავებული.      ამ დროისთვის ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. წინასწარი ვერსიით, შეიარაღებული თავდასხმები სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, არიან თუ არა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რიგებში საქართველოს მოქალაქეები.          სამინისტროს ინფორმაციით,     საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუშაობს, რომ   სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სასტუმროს რვასართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. "დეილისაბაჰის" ცნობით, ხანძარი მალტეპეს რაიონში მშენებარე სასტუმროში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ. 20 ადამიანის გადარჩენა კი უკვე შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მშენებლობაზე მუშები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება  სტამბოლის ცენტრში  ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა.       წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.      ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  "ბიბისის" ცნობით, თავდაპირველად უცნობმა პირებმა სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს, შემდეგ ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე ადამიანი მძევალად  აიყვანეს.        სამართალდამცველებმა სავაჭრო შენობის შტურმი  აღება სცადეს, თუმცა, თავდამსხმელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს.     შედეგად  მძევდები დაიღუპნენ.      ორმხრივი სროლის შედეგად   დაიღუპა ორი თავდამსხმელი,  ოთხი კი დააკავეს.          ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
ტუსკი:ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის
გამოქვეყნებულია: 2016-02-16 10:50:00
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.        მისი თქმით, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესში ახლა გადამწყვეტი მომენტი  დადგა.     დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.         ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალურად 22 თებერვალს დააანონსებს. რეფერენდუმი შესაძლოა, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდეს.
წაკითხვა
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,შეერთებული შტატების ბიუჯეტში, 952 მილიონი დოლარი გაითვალისწინეს
გამოქვეყნებულია: 2016-02-10 09:41:00
   ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში,  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 952 მილიონი დოლარი გაითვალისწინეს. რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყნებში კი ვაშინგტონმა  დაასახელა უკრაინა , საქართველო, მოლდოვა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები.     თანხას სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID მიიღებს. 952 მილიონი დოლარი რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდება. ესენია:  ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,  კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ენერგოდამოუკიდებლობა და  თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას.  
წაკითხვა
საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-02-04 14:58:00
პროფკავშირები საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმირებას აპროტესტებენ.          როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საჯარო ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები და საავადმყოფოები. გაფიცვას შეუერთდნენ ტაქსის მძღოლები.      საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებით, წელს საბერძნეთმა პენსიების გაცემისთვის განკუთვნილი თანხა 2 მილიარდი აშშ დოლარით უნდა შეამციროს.პროფკავშირები აცხადებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებები საბერძნეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.
წაკითხვა
სენატორმა ტედ კრუზმა მილიარდერ დონალდ ტრამპს გაუსწრო
გამოქვეყნებულია: 2016-02-02 10:28:00
აშშ-ის აიოვას შტატში, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა და მთავარ მეტოქეს, ცნობილ მილიარდერს დონალდ ტრამპს გაუსწრო.      ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მესამე ადგილი რესპუბლიკელებში ფლორიდას სენატორმა მარკო რუბიომ დაიკავა.       დემოკრატიულ პარტიაში კვლავ ლიდერობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.    აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
წაკითხვა
პენტაგონმა რუსული სუ-27 სახიფათო მანევრზე გააკეთა განცხადება
გამოქვეყნებულია: 2016-01-29 08:26:00
    პენტაგონის  ინფორმაციით რუსული ავიაგამანადგურებელი სუ -27 ამერიკულ სადაზვევვო თვითმფინავს შავი ზღვის თავზე სახიფათოდ მიუახლოვდა . ამერიკის თავდაცვის უწყების  წარმომადგენლმა  მიშელ ბალდანზამ ქმედებას არაპროფესიონალური უწოდა და აღნიშნა, რომ  მანევრი იყო  სახიფათო . „  ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული თვითმფინავი,  ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების უპილოტო თვითმფრინავს უახლოვდება.ეს საკითხი პენტაგონისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის  განხილვის საგანი უკვე გახდა.
წაკითხვა
ნატო:რუსეთი ცდილობს ევროპის საზღვრების შეცვლას
გამოქვეყნებულია: 2016-01-28 11:40:00
რუსეთემა  და ნატომ  უნდა შინარჩუნონ  ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება  ურთიერთპატივისცემაზე.       ამის შესახებ საუბარია ყოველწლიურ ანგარიშში,  რომელიც ნატოს გენერალმა  მდივანმა  პრესკონფერენციაზე თავად  წარმოადგინა.      იან სტოლენბერგმა  განაცხადა, რომ    რუსეთი  დასავლეთის  მიმართულებით აგრესიულად იქცევა.       მისი  თქმით,  რუსეთი  ცდილობს ევროპის საზღვრების  შეცვლას და  ამის  გამო აძლიერებს  სამხედრო პოტენციალს.      როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთის ამ ქმედებამ კი აიძულა ნატოს წევრი ქვეყნები არ შეამცირონ  სამხედო ბიუჯეტები. 
წაკითხვა
ხუთი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2016-01-28 11:05:00
ამის შესახებ "ბიბისი" ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან იმანყულოვზე დაყრდნობით წერს.      ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი დედასთან ერთად რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამე გაქრა.  სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.      გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი. ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
წაკითხვა
ევროპაში რუსეთის აგრესიის შეჩერება ამერიკის მთავარი ამოცანაა
გამოქვეყნებულია: 2016-01-27 10:42:00
ამის  შესახებ  ნათქვამია  დოკუმენტში,  რომელიც შეერთებული შტატების  შეიაღარებული ძალების  ევროპულმა  ბიურომ წარმოადგინა.           დოკუმენტი  წარმოადგენს  იმ   განახლებულ  სტრატეგილ   გემას, როლის  მიხედვითაც  მოქმედებს  ამერიკული სამხედრო სარდლობა  ევროპაში.          შეერთებული შტატების სარდლობის  ინფორმაციით,  ამ  მხრივ    ცივი ომის  პერიოდის დასრულების  შემდეგ     გასული   წელი  ყველაზე  რთული იყო. 
წაკითხვა
Isis-ი ვიდეოს ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2016-01-25 12:04:00
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, სადაც პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმების ცხრა მონაწილე ჩანს.     "ბიბისის" ცნობით, აღნიშნული ვიდეო ტერაქტამდე გადაიღეს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ კლავენ შეიარღებული პირები პატიმრებს და როგორ ატარებენ სამხედრო ტრენინგებს ახლო აღმოსავლეთში. მასალაში ასევე ჩანს საფრანგეთის დედაქალაქის ის ადგილებიც, სადაც 13 ნოემბერს თავდასხმები განხორციელდა.      ვიდეო დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების კადრებით მთავრდება, რომლებიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშებს მხარს უჭერენ.   შეგახსენებთ,  გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ ტერაქტებს პარიზში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.       თავდასხმების დროს დაიღუპა ასევე ცხრა თავდამსხმელი. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი კი გაქცეულია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
წაკითხვა
პიერ რიშარმა, ყირიმში გასტროლი მუქარის გამო გააუქმა.
გამოქვეყნებულია: 2016-01-24 20:54:00
ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა  პიერ რიშარმა, ყირიმში დაგეგმილი გასტროლი  მუქარის გამო გააუქმა. გასტოლის რუსმა ორგანიზატორებმა,  რია ნოვოსტის  განუცხადეს, რომ  ვიზიტის გადადების მიზეზი  უკრაინის კულტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული მწვავე და აგრესიული განცხადებები გახდა.პიერ რიშარი   10-11 თებერვალს  ყირიმის მაცხოვრებლების წინაშე   წარმოდგენით „პიერ რიჩარდი მე-3-ე“ უნდა წარმდგარიყო.      ფრანგი კომიკოსი პირველი არ არის ვინც ყირიმში ვიზიტი უკრაინის ხელისუფლების მწვავე რეაქციის გამო გადადო. მათ შორის არის იტალიელი  მომღერალი ალესანდრო საფინა.      იმის გამო რომ საფინამ კონცერტები ყირიმში დაგეგმა, მას უარი უთხრეს,   კონცერტი გამართოს უკრაინის დანარჩენ 5 ქალაქშიც.   ქვეყნის კულტურის  მინისტრი  ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.        მომღერლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციში კი წერია, რომ   ალესანდრო საფინას  კონცერტები  სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში, რომელიც  21-22 თებერვალს  იყო დაგეგმილი   კონფლიქტის დარეგულირებამდე გადაიდო.
წაკითხვა
დასავლეთ აფრიკაში, ებოლას ვირუსის ახალი შტამით ორი ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2016-01-24 20:48:00
დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის ახალი  შტამი  დაფიქსირდა. მომაკვდინებელი დაავადების  ორი შემთხვევა სიერა ლეონეში გამოვლინდა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ებოლას ვირუსთან ბრძოლის საკითხებში  განაცხადა, რომ ახალი თაობის ებოლას საწინააღდეგო ვაქცინა არ არსებობს. სიერა -ლეონას მთავრობამ ებოლას ეპიდემიის შეწყვეტის შესახებ განცხადება 2015 წლის 7 ნოემბერს გააკეთა. 
წაკითხვა
რუსეთმა შესაძლოა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრობაზე უარი თქვას.
გამოქვეყნებულია: 2016-01-17 11:47:00
საააგენტო „ტასი“ სანდო წყაროზე დაყრდონით იუწყება, რომ  რუსეთმა ზამთრის სესიისთვის საპარლამენტო ასამბლეას,  დელეგაციის შემადგენლობა არ გადაუგზავნა.  ასამბლეის რეგლამენტის თანახმად ქვეყნებმა, ზამთრის სესიაში მონაწილეობისთვის,  ევროპარლამენტს დელეგაციის შესახებ ინფორმაცია 15 აინვრამდე უნდა მიაწოდონ.     „ტასის“  ცნობით, პრაქტიკულად ეს ნიშნავს,  რუსეთის უარს,  მონაწილეობა მიიღოს ასამბლეის ზამთრის სესიაში. სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამაზე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ის სავარაუდოდ, ხვალ, 18 იანვარს გახდება ცნობილი.     ცოტა ხნით ადრე კი  რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის და ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წევრი ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებდა , რომ  რუსეთს შეიძლებოდა უარი ეთქვა ზამთრის სესიაში მონაწილეობაზე. დეპუტატმა,  მიზეზად,  ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დისკრიმინაციული პოლიტიკა დაასახელა.
წაკითხვა
მიმდინარე წელს შესაძლოა რუსეთს სანქციები მოუხსნან
გამოქვეყნებულია: 2016-01-17 10:38:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთისათვის სანქციები მოხსნის შესაძლეობლობაზე ალაპარაკდა. განცხადება ამის შესახებ  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  კოორდინატორმა   დენიელ ფრიდმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოვლისას  განაცხადა.     მისი თქმით,   როგორც კი რუსეთის მხრიდან მისნკის შეთანხმების განხორციელება დაიწყება , რაც გულისხმობს   დონბასში ჩატარებული არჩევნების გაუქმებას,  საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და უკრაინის აღმოსალვეთ საზღვრის აღდგენას, სანქციები მაშინვე მოიხსნება.     ფრიდის თქმით, რუსეთი  საკითხების დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის მზადაა, რასაც ამერიკა მიესალმება და ამიტომ იმედს იტოვებენ, რომ ამის მიღწევა მიმდინარე წელს შესაძლებელი გახდება. &
წაკითხვა
ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს
გამოქვეყნებულია: 2016-01-17 10:21:00
„ირანმა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის ახალი თავი გადაფურცლა.“ - ასე შეაფასა  ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მისი ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა.      ეს გადაწყვეტილება ვენაში გამოცხადდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და პარალელურად  ანგარიში წარადგინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც. მათ დაადასტურეს, რომ ირანი, პირნათლად
წაკითხვა
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აუცილებელია ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა
გამოქვეყნებულია: 2016-01-14 14:18:00
ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით,  კრემლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.       "ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრისას უკრაინის კრიზისზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, აუცილებელია კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლებთან და მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს. პუტინმა და ობამამ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევა, რასაც მკაცრი საერთაშორისო პასუხი უნდა მოჰყვეს", - წერს რუსული მედია.
წაკითხვა
ჯაკარტაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2016-01-14 13:39:00
 ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.        ამის შესახებ  ინფორმაციას    "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.       გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან ხუთი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმები შვიდმა ადამიანმა განახორციელა, მათგან სამი მკვდარია, ოთხი კი დაკავებული.      ამ დროისთვის ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. წინასწარი ვერსიით, შეიარაღებული თავდასხმები სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.
წაკითხვა
საქართველოს საკონსულო სტამბოლში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ინფორმაციას არ ფლობს
გამოქვეყნებულია: 2016-01-12 13:59:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, არიან თუ არა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რიგებში საქართველოს მოქალაქეები.          სამინისტროს ინფორმაციით,     საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუშაობს, რომ   სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
სტამბოლში მშენებარე სასტუმროს იწვის
გამოქვეყნებულია: 2016-01-12 13:56:00
სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სასტუმროს რვასართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. "დეილისაბაჰის" ცნობით, ხანძარი მალტეპეს რაიონში მშენებარე სასტუმროში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ. 20 ადამიანის გადარჩენა კი უკვე შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მშენებლობაზე მუშები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2016-01-12 13:23:00
ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება  სტამბოლის ცენტრში  ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა.       წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.      ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.
წაკითხვა
17 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2016-01-12 10:41:00
 "ბიბისის" ცნობით, თავდაპირველად უცნობმა პირებმა სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს, შემდეგ ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე ადამიანი მძევალად  აიყვანეს.        სამართალდამცველებმა სავაჭრო შენობის შტურმი  აღება სცადეს, თუმცა, თავდამსხმელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს.     შედეგად  მძევდები დაიღუპნენ.      ორმხრივი სროლის შედეგად   დაიღუპა ორი თავდამსხმელი,  ოთხი კი დააკავეს.          ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
წაკითხვა

უახლესი