საზოგადოებრივი
104.5 FM
  • აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.  ვლადიმერ პუტინის  თქმით,    ნატო-ს შეეძლო, გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა "მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა, - ასეთი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში გამოთქვა.       პუტინის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, "ანტისახელმწიფოებრივ" ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ.       გამოცემა "ბილდთან" საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია. მისი მოსაზრებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის "შესაძლებლობების შეკავებისკენაა" მიმართული.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "ბიბისი" -ს  ინფორმაციით,     საპორტო ქალაქ რას-ლანუფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.       ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.       ბოლო 2 დღის განმავლობაში ლიბიაში ტერაქტი უკვე მეორედ მოხდა. გუშინ, ქალაქ ზლიტენში პოლიციის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "როიტერსის" ცნობით, დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია.       ცხედრები ეგეოსის ზღვამ გამორიყა. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ ჩასვლას. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ამჟამად ზღვაში სამი ნავი და ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ისინი გადარჩენილ მიგრანტებს ეძებენ. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ ინფორმაციას   "დოიჩე ველე"  ავრცელებს.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა.     "ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა. წინა დღეს კიდევ ცხრა მსხვერპლი გვყავდა", - განაცხადა პოლონეთის უსაფრთხოების ცენტრის პრესსპიკერმა, ბოზენა ვისოცკამ.       პოლონეთში გასულ თვეს კიდევ 14 ადამიანი დაიღუპა. მათ უმრავლესობას საძილე ტომრებში ჩაეძინა. პოლონეთში ძლიერი ყინვის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლი 2009 წლის დეკემბერში იყო, როდესაც ჰიპოთერმიას 42 ადამიანი შეეწირა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციაში.       "4 იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ სრულად შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინიდან საქონლის ტრანზიტი. ეს აკრძალვა არ არის გამჭვირვალე, გაუმართლებელია და დისკრიმინაციული. ამგვარად, რუსებმა დაარღვიეს საკუთარი ვალდებულებები, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობით აიღეს, ასევე 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ 26 დეკემბერს ირანმა რაკეტები ომანის აკვატორიაში გაუშვა, რამაც ამერიკელი სამხედროების შეშფოთება გამოიწვია.      "ჩვენ ხომალდების სიახლოვეს სროლას უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებად ვაფასებთ", - განაცხადეს აშშ-ის არმიაში.       ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman თრუმან-თან 150 მეტრის დისტანციაზე ჩაუფრინა. პენტაგონის ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა ამერიკულ მხარეს სროლის დაწყების შესახებ 23 წუთით ადრე აცნობეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის პროკურატურამ განაცხადა. ეჭვმიტანილები თავდასხმებს საახალწლო დღესასწაულების პერიოდში გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა რეიდები კვირას და ორშაბათს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ჩაატარეს. ეჭვმიტანილთა სახლების ჩხრეკისას პოლიციელებმა სამხედრო ტანსაცმელი და პროპაგანდისტული შინაარსის მასალები ამოიღეს.ბელგიაში უსაფრთხოების ზომები პარიზის ტერაქტების შემდეგ გააძლიერეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი ერაყის პროვინცია კირკუკში ჩატარებული ოპერაციის შედეგად  ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა.        მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათირაშვილი ორ სხვა საველე მეთაურთან ერთად დააკავეს.    სპეცოპერაციისას 7  მებრძოლია  ლიკვიდირებული.      ცნობები თარხან ბათირაშვილის ტყვედ ჩავარდნის, დაჭრისა და გარდაცვალების შესახებ მანამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.      ამჯერად მის დაკავებას ადასტურებენ, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, ასევე შიიტთა დაჯგუფების მეთაურები, რომლებიც აცხადებენ,  რომ ამერიკელები ერაყიდან დაკავებულების ევაკუაციას ვერტმფრენით, გაურკვეველი მიმართულებით გეგმავენ. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპროტში აფეთქება მოხდა.      უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმფრინავების სადგომთან მოხდა, რის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა. ორივე ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.         აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდმაცავები იცავენ.     რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის მიუხედავად, აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დოკუმენტი დაჯგუფების დაფინანსების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.           აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ, ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გააქტიურონ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ავაკოვის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.     როგორც ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-ის ეთერში განაცხადა, მან სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შეიტანა.         "როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას", - განაცხადა შს მინისტრმა.არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება 14 დეკემბერს, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც მინისტრმა გუბერნატორს წყალი შეასხა."1+1"-ის ეთერში ავაკოვმა ინციდენტის გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ქართველი    ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.   "რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ", - განაცხადა პუტინმა.      2008 წლის ომზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას "ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო" და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.    "ეს მათი ისტორიული ბრალია", - აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს "პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი" უწოდა. მისი თქმით, ამ გუნდმა უკრაინა "საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია".      რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს."რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნად იმუშავოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პუტინმა.       მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან "სიგნალებს ხედავს" და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.            პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, "ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს".
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქული ავიაციის მიერ რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ინციდენტზე საუბრისას გააკეთა,  როცა  მან თურქი ჟურნალისთის კითხვას უპასუხა.      მისი თქმით, "სუ-24"-ის ჩამოგდებით ანკარამ "მტრული აქტი" განახორციელა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი "ის ქვეყანა არ არის", რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ რეგიონს დატოვებდა. მისი თქმით, თურქული ავიაციის ქმედებების შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა ჩ-400-ი განალაგა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე თურქული თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის მუდმივად არღვევდნენ. "ახლაც იფრინონ", - დასძინა პუტინმა.     მისი მოსაზრებით, თურქეთში "მცოცავი" ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ათათურქი "საფლავში გადაბრუნდებოდა".     რუსეთის პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.     სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციაზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ის იქამდე გაგრძელდება, "სანამ სირიის არმიას მხარდაჭერა სჭირდება". ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა სირიის პროვინცია ლატაკიაში რუსული ბაზის გახსნა, პუტინმა განაცხადა, რომ "არ იცის" რამდენად საჭიროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ რუსეთს "ვინმემდე მიწვდომა დასჭირდა, ისედაც მისწვდება".
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" მთავრობის იმ დადგენილების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განკარგულებით მოამზადა.        გამოცემის თანახმად, სამშენებლო და ტურისტული სფეროების გარდა, სანქციები შესაძლოა, სასტუმრო ბიზნესს, ხის დამუშავებას, მფრინავების მომზადებას, ასევე სახელმწიფო დაკვეთებს შეეხოს.      "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის იურიდიულ პირებს აეკრძალებათ თურქეთის პროფილურ კომპანიებთან კონტრაქტების დადება.ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა ეფ-16-მა რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო, რომელიც, თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრების შესახებ მიიღო განკარგულება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა.      როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.           მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი "სირიელი ხალხის ხელშია".        რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აცხადებს       რუსეთის პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი.        თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა "მაქსიმალურად მკაცრი" ქმედებების ბრძანება გასცა.         "მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც შეეცდება ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის ორგანიზებას - რუსი სამხედროების და ავიაბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები უკვე მივიღეთ. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ დაჯგუფებას ან ჩვენს სახმელეთო ინფრასტრუქტურას ემუქრება, დაუყონებლივ უნდა განადგურდეს", - განაცხადა პუტინმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უკრაინის უმაღლეს რადაში, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს პეტრო პოროშენკოს ბლოკისა და "სახალხო ფრონტის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.        როგორც უკრაინული მედია იტყობინება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა ტრიბუნაზე ავიდა და პრემიერს წითელი ვარდების თაიგული აჩუქა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა. პეტრო პოროშენკოს ბლოკის ფრაქციის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ ფრაქციის სახელით კოლეგის ქმედებებისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, აბუ სალეჰის ლიკვიდირება მოახდინა.          როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, სტივ უორენმა განაცხადა, ავიაიერიში ჯერ კიდევ ნოემბერში განხორციელდა.       მისი ინფორმაციით, ლიკვიდირებული ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსთა მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა და დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო. მასთან ერთად მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ორი ლიდერი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თავდასხმა  რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" განახორციელა.        აეროპორტთან ახლოს ავღანეთის არმიის და ნატო-ს ძალების ერთობლივი ბაზა მდებარეობს.       ყანდაარის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელმაც დაცვის პირველი ხაზის გარღვევა მოახერხა.        დაღუპულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. თავდამსხმელების მხრიდან მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" , ფრანგულ გაზეთ Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს.          გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ის 23 წლის სირიელი, ფუად მოჰამედ აჰადია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრასბურგში ცხოვრობდა.         შეგახსენებთ,   "ბატაკლანის თეატრში" მიმდინარე როკ-კონცერტზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
ნატო-მ "მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა
გამოქვეყნებულია: 2016-01-11 10:59:00
აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.  ვლადიმერ პუტინის  თქმით,    ნატო-ს შეეძლო, გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა "მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა, - ასეთი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში გამოთქვა.       პუტინის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, "ანტისახელმწიფოებრივ" ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ.       გამოცემა "ბილდთან" საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია. მისი მოსაზრებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის "შესაძლებლობების შეკავებისკენაა" მიმართული.
წაკითხვა
ლიბიაში ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-01-08 10:28:00
"ბიბისი" -ს  ინფორმაციით,     საპორტო ქალაქ რას-ლანუფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.       ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.       ბოლო 2 დღის განმავლობაში ლიბიაში ტერაქტი უკვე მეორედ მოხდა. გუშინ, ქალაქ ზლიტენში პოლიციის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წაკითხვა
თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 14:01:00
"როიტერსის" ცნობით, დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია.       ცხედრები ეგეოსის ზღვამ გამორიყა. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ ჩასვლას. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ამჟამად ზღვაში სამი ნავი და ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ისინი გადარჩენილ მიგრანტებს ეძებენ. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას.
წაკითხვა
კიდევ 21 ადამიანი დაიღუპა პოლონეთში ძლიერი ყინვის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 10:36:00
ამის შესახებ ინფორმაციას   "დოიჩე ველე"  ავრცელებს.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა.     "ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა. წინა დღეს კიდევ ცხრა მსხვერპლი გვყავდა", - განაცხადა პოლონეთის უსაფრთხოების ცენტრის პრესსპიკერმა, ბოზენა ვისოცკამ.       პოლონეთში გასულ თვეს კიდევ 14 ადამიანი დაიღუპა. მათ უმრავლესობას საძილე ტომრებში ჩაეძინა. პოლონეთში ძლიერი ყინვის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლი 2009 წლის დეკემბერში იყო, როდესაც ჰიპოთერმიას 42 ადამიანი შეეწირა.
წაკითხვა
რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული საქონლის საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტი სრულად აკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 10:10:00
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციაში.       "4 იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ სრულად შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინიდან საქონლის ტრანზიტი. ეს აკრძალვა არ არის გამჭვირვალე, გაუმართლებელია და დისკრიმინაციული. ამგვარად, რუსებმა დაარღვიეს საკუთარი ვალდებულებები, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობით აიღეს, ასევე 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წაკითხვა
ირანმა დასავლეთის სამხედრო გემებისა და სავაჭრო ხომალდების სიახლოვეს სარაკეტო სროლები განახორციელა
გამოქვეყნებულია: 2015-12-30 10:51:00
როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ 26 დეკემბერს ირანმა რაკეტები ომანის აკვატორიაში გაუშვა, რამაც ამერიკელი სამხედროების შეშფოთება გამოიწვია.      "ჩვენ ხომალდების სიახლოვეს სროლას უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებად ვაფასებთ", - განაცხადეს აშშ-ის არმიაში.       ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman თრუმან-თან 150 მეტრის დისტანციაზე ჩაუფრინა. პენტაგონის ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა ამერიკულ მხარეს სროლის დაწყების შესახებ 23 წუთით ადრე აცნობეს.
წაკითხვა
ბელგიელმა სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, რომელიც ბრიუსელში შეიარაღებულ თავდასხმებს ამზადებდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-29 10:59:00
როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის პროკურატურამ განაცხადა. ეჭვმიტანილები თავდასხმებს საახალწლო დღესასწაულების პერიოდში გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა რეიდები კვირას და ორშაბათს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ჩაატარეს. ეჭვმიტანილთა სახლების ჩხრეკისას პოლიციელებმა სამხედრო ტანსაცმელი და პროპაგანდისტული შინაარსის მასალები ამოიღეს.ბელგიაში უსაფრთხოების ზომები პარიზის ტერაქტების შემდეგ გააძლიერეს.
წაკითხვა
თარხან ბათირაშვილი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2015-12-28 09:11:00
  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი ერაყის პროვინცია კირკუკში ჩატარებული ოპერაციის შედეგად  ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა.        მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათირაშვილი ორ სხვა საველე მეთაურთან ერთად დააკავეს.    სპეცოპერაციისას 7  მებრძოლია  ლიკვიდირებული.      ცნობები თარხან ბათირაშვილის ტყვედ ჩავარდნის, დაჭრისა და გარდაცვალების შესახებ მანამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.      ამჯერად მის დაკავებას ადასტურებენ, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, ასევე შიიტთა დაჯგუფების მეთაურები, რომლებიც აცხადებენ,  რომ ამერიკელები ერაყიდან დაკავებულების ევაკუაციას ვერტმფრენით, გაურკვეველი მიმართულებით გეგმავენ. 
წაკითხვა
სტამბოლის აეროპორტში აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-23 12:04:00
სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპროტში აფეთქება მოხდა.      უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმფრინავების სადგომთან მოხდა, რის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა. ორივე ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.         აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდმაცავები იცავენ.     რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის მიუხედავად, აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
წაკითხვა
გაეროს უშიშროების საბჭომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2015-12-18 13:55:00
დოკუმენტი დაჯგუფების დაფინანსების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.           აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ, ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გააქტიურონ.
წაკითხვა
ავაკოვმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა
გამოქვეყნებულია: 2015-12-18 10:37:00
 უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ავაკოვის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.     როგორც ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-ის ეთერში განაცხადა, მან სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შეიტანა.         "როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას", - განაცხადა შს მინისტრმა.არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება 14 დეკემბერს, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც მინისტრმა გუბერნატორს წყალი შეასხა."1+1"-ის ეთერში ავაკოვმა ინციდენტის გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა.
წაკითხვა
ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ
გამოქვეყნებულია: 2015-12-17 15:45:00
ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ქართველი    ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.   "რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ", - განაცხადა პუტინმა.      2008 წლის ომზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას "ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო" და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.    "ეს მათი ისტორიული ბრალია", - აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს "პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი" უწოდა. მისი თქმით, ამ გუნდმა უკრაინა "საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია".      რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს."რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნად იმუშავოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პუტინმა.       მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან "სიგნალებს ხედავს" და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.            პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, "ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს".
წაკითხვა
თუ ვინმემ თურქულ ხელმძღვანელობაში გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა
გამოქვეყნებულია: 2015-12-17 13:09:00
ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქული ავიაციის მიერ რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ინციდენტზე საუბრისას გააკეთა,  როცა  მან თურქი ჟურნალისთის კითხვას უპასუხა.      მისი თქმით, "სუ-24"-ის ჩამოგდებით ანკარამ "მტრული აქტი" განახორციელა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი "ის ქვეყანა არ არის", რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ რეგიონს დატოვებდა. მისი თქმით, თურქული ავიაციის ქმედებების შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა ჩ-400-ი განალაგა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე თურქული თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის მუდმივად არღვევდნენ. "ახლაც იფრინონ", - დასძინა პუტინმა.     მისი მოსაზრებით, თურქეთში "მცოცავი" ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ათათურქი "საფლავში გადაბრუნდებოდა".     რუსეთის პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.     სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციაზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ის იქამდე გაგრძელდება, "სანამ სირიის არმიას მხარდაჭერა სჭირდება". ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა სირიის პროვინცია ლატაკიაში რუსული ბაზის გახსნა, პუტინმა განაცხადა, რომ "არ იცის" რამდენად საჭიროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ რუსეთს "ვინმემდე მიწვდომა დასჭირდა, ისედაც მისწვდება".
წაკითხვა
რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2015-12-16 14:06:00
ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" მთავრობის იმ დადგენილების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განკარგულებით მოამზადა.        გამოცემის თანახმად, სამშენებლო და ტურისტული სფეროების გარდა, სანქციები შესაძლოა, სასტუმრო ბიზნესს, ხის დამუშავებას, მფრინავების მომზადებას, ასევე სახელმწიფო დაკვეთებს შეეხოს.      "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის იურიდიულ პირებს აეკრძალებათ თურქეთის პროფილურ კომპანიებთან კონტრაქტების დადება.ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა ეფ-16-მა რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო, რომელიც, თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრების შესახებ მიიღო განკარგულება.
წაკითხვა
ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-15 10:42:00
 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა.      როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.           მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი "სირიელი ხალხის ხელშია".        რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.
წაკითხვა
ნებისმიერი სამიზნე, რომელიც სირიაში რუს სამხედროებს ემუქრება, უნდა განადგურდეს
გამოქვეყნებულია: 2015-12-11 15:30:00
აცხადებს       რუსეთის პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი.        თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა "მაქსიმალურად მკაცრი" ქმედებების ბრძანება გასცა.         "მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც შეეცდება ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის ორგანიზებას - რუსი სამხედროების და ავიაბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები უკვე მივიღეთ. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ დაჯგუფებას ან ჩვენს სახმელეთო ინფრასტრუქტურას ემუქრება, დაუყონებლივ უნდა განადგურდეს", - განაცხადა პუტინმა.
წაკითხვა
ჩხუბი უკრაინის რადაში
გამოქვეყნებულია: 2015-12-11 13:39:00
უკრაინის უმაღლეს რადაში, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს პეტრო პოროშენკოს ბლოკისა და "სახალხო ფრონტის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.        როგორც უკრაინული მედია იტყობინება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა ტრიბუნაზე ავიდა და პრემიერს წითელი ვარდების თაიგული აჩუქა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა. პეტრო პოროშენკოს ბლოკის ფრაქციის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ ფრაქციის სახელით კოლეგის ქმედებებისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.
წაკითხვა
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ სალეჰი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2015-12-11 12:45:00
საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, აბუ სალეჰის ლიკვიდირება მოახდინა.          როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, სტივ უორენმა განაცხადა, ავიაიერიში ჯერ კიდევ ნოემბერში განხორციელდა.       მისი ინფორმაციით, ლიკვიდირებული ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსთა მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა და დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო. მასთან ერთად მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ორი ლიდერი.
წაკითხვა
9 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის, ქალაქ ყანდაარის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-12-09 14:23:00
თავდასხმა  რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" განახორციელა.        აეროპორტთან ახლოს ავღანეთის არმიის და ნატო-ს ძალების ერთობლივი ბაზა მდებარეობს.       ყანდაარის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელმაც დაცვის პირველი ხაზის გარღვევა მოახერხა.        დაღუპულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. თავდამსხმელების მხრიდან მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
წაკითხვა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში, ბატაკლანის თეატრში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მესამე მონაწილის ვინაობა დაადგინდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-09 14:08:00
ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" , ფრანგულ გაზეთ Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს.          გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ის 23 წლის სირიელი, ფუად მოჰამედ აჰადია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრასბურგში ცხოვრობდა.         შეგახსენებთ,   "ბატაკლანის თეატრში" მიმდინარე როკ-კონცერტზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.
წაკითხვა

უახლესი