საზოგადოებრივი
104.5 FM
  • ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ლატვიის მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.           როგორც "ბიბისი" წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რაიომნდ ვეიონისმა მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა ლაიმდოტა სტრაუიუმას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დათანხმდა ეხელმძღვანელა ქვეყნის მთავრობისთვის იმ პერიოდში, როდესაც ამის გაკეთება არავის სურდა.       რა გახდა სტრაუიუმას მთავრობის გადადგომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  როგორც ქურთისტანის ავტონომიის პარლამენტის ენერგეტიკული კომიტეტის თავმჯდომარემ შერქო ჯევდეთმა განაცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "მტკიცებულებები" სიმართლეს არ შეესაბამება.        მისი ინფორმაციით, უწყების მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათები, სადაც, როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილი ნავთობის ცისტერნებია ასახული, სინამდვილეში ქურთებს ეკუთვნის, რომლებსაც ნავთობი ქურთისტანიდან თურქეთის ჯეიხანის ტერმინალში ჩააქვთ.        მანამდე, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის შესყიდვაში დაადანაშაულა. ანკარამ აღნიშნული უარყო და რუსეთის მიმართ ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "ბიბისი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება , ავიადარტყმები "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე "ტორნადოს" ბომბდამშენებმა განახორციელეს.          ოთხივე თვითმფრინავი კვიპროსის აკროტირის ავიაბაზაზე უკვე დაბრუნდა.          ბრიტანულმა ავიაციამ ისლამისტების პოზიციების დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებას. "ბიბისი" წერს, რომ ავიაციამ სირიის დასავლეთ ნაწილში "ისლამური სახელმწიფოს" 6 სამიზნე გაანადგურა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა.      როგორც CNN-ი იტყონინება, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თავად ამბობს, სირიაში ის "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.       ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად ვლადიმერ პუტინს ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.       როგორც CNN-ი აღნიშნავს, კრემლს   ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "დოიჩე ველე" იუწყება,    სირიასა და ერყაში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა იგეგმება.         ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რეგიონში 1 200 გერმანელ ჯარისკაცს გააგზავნიან.        გერმანია ასევე, "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო ფრეგატს გამოყოფს.      ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს. "დოიჩე ველე" წერს, რომ ოპერაციის ღირებულება 134 მილიონი ევროა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.         საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, აქტივისტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სანთლები დაუშინეს.       ორგანიზატორთა ცნობით, მიტინგში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მონაცემებით, დემონტრანტთა რაოდენობა 4 500-ს არ აღემატებოდა.       პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა. ანალოგიური აკრძალვა ტერაქტების შემდეგ მოქმედებს ბელგიის დედაქალაქში, მიუხედავად ამისა ბრიუსელის ქუჩებში 4 000-მდე ეკო-აქტივისტი გამოვიდა.      საპროტესტო აქცია გაიმართ ბერლინშიც, სადაც, "გრინფისის" ორგანიზებით, 17 000-მდე ადამიანმა მსვლელობა ცენტრალური სადგურიდან ბრანდენბურგის კარიბჭემდე გამართა.     ლონდონში კი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც შეუერთდა.       საპროტესტო აქციები გაიმართა მადრიდსა და ათენშიც.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ "დოიჩე ველე" სააგენტო დპა-ზე დაყრდნობით იუწყება.       გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილეს ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული.     ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.       გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმება  2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის  შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის  მინისტრმა ნატიკ ალიევმა  განაცხადა.    მისი  თქმით,  ამის  შესახებ    ინიციატივა  აზერბაიჯანულმა  მხარემ    თეირანში  გამართულ  გაზის  ექსპორტიორი    ქვეყნების  სამიტზე დააყენა.  ამ  წინადადებით   ირანული   მხარეც   დაინტერესდა.        ალიევის  განცხადებით,   ინფრასტუქტურა  კი  აზერბაიჯანს  ამ  მხრივ  მრავალფეროვანი  აქვს.    ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენი,   ბაქო -სუფსა,  ბაქო-ნოვოროსისკი და  ბაქო-თბილისი-  ერზრუმის  გაზსადენი. აზერბაიჯანი-საქართველო, აზერბაიჯანი-ირანი და აზერბაიჯანი-რუსეთი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ამის  შესახებ აზერბაიჯანის  საგარეო  საქმეთა  მინისტრმა  ელმარ  მამედოვმა  განაცხადა.  მისი  თქმით,    ინიციატივა    ცნობილი გახდა  რეგიონში  რუსეთის  საგარეო  საქმეტა  მინისტრის  სერგეი  ლავროვის  სტუმრობის  დროს.       მამედოვის     განცხადებით,  აზერბაიჯანი  დათანხმდა    რუსეთის     ინიციატივას  უახლოეს  პერიოდში  გაიმართოს  აზერბაიჯანის  და  სომხეთის  პრეზიდენტების  შეხვედრა,  რომელზეც  ყველა  პრობლემულ  საკითხზე იმსჯელებენ.         
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.           როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება , ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.       რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ტურუხანის რაიონში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული "სუ-24"-ის შტურმანი გადარჩენილია, ის სირიაში რუსულ ბაზა "ჰმეიმიმზეა" გადაყვანილი.       როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხდა.   მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რუსმა და სირიელმა სპეცრაზმელებმა ერთობლივად ჩაატარეს."ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზაზეა გადაყვანილი. ის ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა შოიგუმ. მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა.რაც შეეხება, სუ-24-ის მფრინავს, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ის დაიღუპა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ბელგიის დედაქალაქში უმაღლესი ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მოქმედებს, ასობით შეიარაღებული სამართალდამცველი და ჯარისკაცი ქუჩებში პატრულირებს.        ბოლო მონაცემებით, ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დააკავეს. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.       შეგახსენებთ,   13 ნოემბერს პარიზის ტერაქტების დროს 130 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას.        "ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებს ცდება. ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში დანა ჩააგვარტყეს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე.      რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "სუ-24" თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.      მისი შეფასებით, "სუ-24"-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვება.      "ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად, თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტინორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვაგდო მათი თვითმფრინავი", - აღნიშნა პუტინმა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება,  რომელზეც     სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო       თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების საკითხზე    იმსჯელებენ.      ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე    ტარდება.          დღეს     თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ,, შუძლებელია  თურქეთის მედიას  ქონდეს ინფორმაცია  როდის  და  რა  სდომის  გამართვას გეგმავს  პუტინი,, -აცხადებს  რუსეთის  პრეზიდენტის  პრეს-მდივანი   დიმიტრი  პესკოვი.     ინფორმაცია  იმის  შესახებ,  რომ  პუტინმა  საგანგებო  სხდომა  მოიწვია ციენენის  თურქეთის  ბიურომ  გაავრცელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის  შესახებ  ინფორმაციას    სიენენის   თურქეთის  ბიურო  ავრცელებს.      მეორე  მფრინავი  კი  შეიარღებულმა   სირიელმა   თურქმენებმა  ტყვედ  აიყვანეს.       ამ  დროისთვის  ორი  რუსული  ვერტმფრენი  მფრინავების  და  ჩამოგდებული თვითმფრინავის  ძებნის  ოპერაციას  ახორციელებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავმა სუ-24-მა განიცადა კატასტროფა.       სამინისტროს  ინფორმაციით,  დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად, სირიის რესპუბლიკაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავმა, სუ-24-მა განიცხადა კატასტროფა.     უწყების ცნობით, მფრინავთა ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათ, სავარაუდოდ კატაპულტირება შეძლეს.       "თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - აცხადებენ უწყებაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქულმა  ავიაციამ დღეს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.        სააგენტოს ცნობით,  თურქულმა გამანადგურებლებმა, თვითმფრინავი,   რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა, ავიადარტყმის შემდეგ კატასტროფა სირიის ქალაქ ლატაკიაში განიცადა.    მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს, ერთ-ერთი მფრინავი კი ადგილობრივებმა ტყვედ აიყვანეს.  თურქეთი მომხდარის შესახებ კონსულტაციას  ნატოსთან და  და გაეროსთან გაივლის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო რედისონში შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. შენობა სპეცრაზმის ალყაშია.       თვითმხილველების   განცხადებით,    შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული.       სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ  ამერიკის   მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის პროკურატურა ავრცელებს.          უწყების ცნობით, აბაუდი გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.გვამის იდენტიფიცირების შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი.       "ბიბისი" წერს, რომ ტერორისტის ამოცნობა თითის ანაბეჭდით მოხდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა იმ ბინის შტურმისას აღმოაჩინეს, სადაც აბაუდი სხვა ტერორისტებთან ერთად იმყოფებოდა.    შტურმის დროს აბაუდის ნათესავმა, 26 წლის ასნა აიტ ბულანსენმა თავი აიფეთქა. 28 წლის ეთნიკური მაროკოელი აბდელჰამიდ აბაუდი - ბელგიის მოქალაქე იყო. 2010 წელს ის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელთან, სალაჰ აბდესლამთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ბელგიაში სასჯელს იხდიდა.       2013 წელს აბაუდი "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავდასხმები სირიიდან დაგეგმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
ლატვიის მთავრობა გადადგა
გამოქვეყნებულია: 2015-12-07 15:42:00
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ლატვიის მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.           როგორც "ბიბისი" წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რაიომნდ ვეიონისმა მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა ლაიმდოტა სტრაუიუმას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დათანხმდა ეხელმძღვანელა ქვეყნის მთავრობისთვის იმ პერიოდში, როდესაც ამის გაკეთება არავის სურდა.       რა გახდა სტრაუიუმას მთავრობის გადადგომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
ერაყელმა ქურთებმა უარყვეს რუსეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსგან" კონტრაბანდულ ნავთობს ყიდულობს
გამოქვეყნებულია: 2015-12-04 11:01:00
 როგორც ქურთისტანის ავტონომიის პარლამენტის ენერგეტიკული კომიტეტის თავმჯდომარემ შერქო ჯევდეთმა განაცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "მტკიცებულებები" სიმართლეს არ შეესაბამება.        მისი ინფორმაციით, უწყების მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათები, სადაც, როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილი ნავთობის ცისტერნებია ასახული, სინამდვილეში ქურთებს ეკუთვნის, რომლებსაც ნავთობი ქურთისტანიდან თურქეთის ჯეიხანის ტერმინალში ჩააქვთ.        მანამდე, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის შესყიდვაში დაადანაშაულა. ანკარამ აღნიშნული უარყო და რუსეთის მიმართ ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა.
წაკითხვა
დიდმა ბრიტანეთმა სირიის ტერიტორიაზე პირველი იერიშები მიიტანა
გამოქვეყნებულია: 2015-12-03 10:27:00
როგორც "ბიბისი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება , ავიადარტყმები "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე "ტორნადოს" ბომბდამშენებმა განახორციელეს.          ოთხივე თვითმფრინავი კვიპროსის აკროტირის ავიაბაზაზე უკვე დაბრუნდა.          ბრიტანულმა ავიაციამ ისლამისტების პოზიციების დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებას. "ბიბისი" წერს, რომ ავიაციამ სირიის დასავლეთ ნაწილში "ისლამური სახელმწიფოს" 6 სამიზნე გაანადგურა.
წაკითხვა
"ისლამურმა სახელმწიფომ" "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯის შესახებ ვიდეორგოლი გაავრცელა
გამოქვეყნებულია: 2015-12-03 10:25:00
"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა.      როგორც CNN-ი იტყონინება, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თავად ამბობს, სირიაში ის "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.       ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად ვლადიმერ პუტინს ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.       როგორც CNN-ი აღნიშნავს, კრემლს   ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
წაკითხვა
გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას
გამოქვეყნებულია: 2015-12-01 13:55:00
როგორც "დოიჩე ველე" იუწყება,    სირიასა და ერყაში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა იგეგმება.         ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რეგიონში 1 200 გერმანელ ჯარისკაცს გააგზავნიან.        გერმანია ასევე, "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო ფრეგატს გამოყოფს.      ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს. "დოიჩე ველე" წერს, რომ ოპერაციის ღირებულება 134 მილიონი ევროა.
წაკითხვა
200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარიზში სამართალდამცველებმა
გამოქვეყნებულია: 2015-11-30 10:40:00
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.         საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, აქტივისტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სანთლები დაუშინეს.       ორგანიზატორთა ცნობით, მიტინგში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მონაცემებით, დემონტრანტთა რაოდენობა 4 500-ს არ აღემატებოდა.       პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა. ანალოგიური აკრძალვა ტერაქტების შემდეგ მოქმედებს ბელგიის დედაქალაქში, მიუხედავად ამისა ბრიუსელის ქუჩებში 4 000-მდე ეკო-აქტივისტი გამოვიდა.      საპროტესტო აქცია გაიმართ ბერლინშიც, სადაც, "გრინფისის" ორგანიზებით, 17 000-მდე ადამიანმა მსვლელობა ცენტრალური სადგურიდან ბრანდენბურგის კარიბჭემდე გამართა.     ლონდონში კი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც შეუერთდა.       საპროტესტო აქციები გაიმართა მადრიდსა და ათენშიც.
წაკითხვა
ევროკავშირი მზად არის, თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს
გამოქვეყნებულია: 2015-11-30 10:28:00
ამის შესახებ "დოიჩე ველე" სააგენტო დპა-ზე დაყრდნობით იუწყება.       გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილეს ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული.     ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.       გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმება  2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად.
წაკითხვა
ირანი დაინტერესებულია აზერბაიჯანის ენერგოინფრასტრუქტურის გამოყენებით საკუთარი ენერგორესურსები გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე
გამოქვეყნებულია: 2015-11-27 15:13:00
ამის  შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის  მინისტრმა ნატიკ ალიევმა  განაცხადა.    მისი  თქმით,  ამის  შესახებ    ინიციატივა  აზერბაიჯანულმა  მხარემ    თეირანში  გამართულ  გაზის  ექსპორტიორი    ქვეყნების  სამიტზე დააყენა.  ამ  წინადადებით   ირანული   მხარეც   დაინტერესდა.        ალიევის  განცხადებით,   ინფრასტუქტურა  კი  აზერბაიჯანს  ამ  მხრივ  მრავალფეროვანი  აქვს.    ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენი,   ბაქო -სუფსა,  ბაქო-ნოვოროსისკი და  ბაქო-თბილისი-  ერზრუმის  გაზსადენი. აზერბაიჯანი-საქართველო, აზერბაიჯანი-ირანი და აზერბაიჯანი-რუსეთი.
წაკითხვა
რუსეთი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების ახალი წინადადებით გამოდის
გამოქვეყნებულია: 2015-11-27 13:54:00
 ამის  შესახებ აზერბაიჯანის  საგარეო  საქმეთა  მინისტრმა  ელმარ  მამედოვმა  განაცხადა.  მისი  თქმით,    ინიციატივა    ცნობილი გახდა  რეგიონში  რუსეთის  საგარეო  საქმეტა  მინისტრის  სერგეი  ლავროვის  სტუმრობის  დროს.       მამედოვის     განცხადებით,  აზერბაიჯანი  დათანხმდა    რუსეთის     ინიციატივას  უახლოეს  პერიოდში  გაიმართოს  აზერბაიჯანის  და  სომხეთის  პრეზიდენტების  შეხვედრა,  რომელზეც  ყველა  პრობლემულ  საკითხზე იმსჯელებენ.         
წაკითხვა
რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა
გამოქვეყნებულია: 2015-11-26 12:11:00
დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.           როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება , ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.       რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ტურუხანის რაიონში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.
წაკითხვა
"სუ-24"-ის გადარჩენილი შტურმანი სირიაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-11-25 13:34:00
სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული "სუ-24"-ის შტურმანი გადარჩენილია, ის სირიაში რუსულ ბაზა "ჰმეიმიმზეა" გადაყვანილი.       როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხდა.   მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რუსმა და სირიელმა სპეცრაზმელებმა ერთობლივად ჩაატარეს."ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზაზეა გადაყვანილი. ის ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა შოიგუმ. მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა.რაც შეეხება, სუ-24-ის მფრინავს, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ის დაიღუპა.
წაკითხვა
ბრიუსელში სკოლები გაიხსნა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
გამოქვეყნებულია: 2015-11-25 13:25:00
ბელგიის დედაქალაქში უმაღლესი ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მოქმედებს, ასობით შეიარაღებული სამართალდამცველი და ჯარისკაცი ქუჩებში პატრულირებს.        ბოლო მონაცემებით, ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დააკავეს. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.       შეგახსენებთ,   13 ნოემბერს პარიზის ტერაქტების დროს 130 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
წაკითხვა
"ზურგში დანა ჩაგვარტყეს",
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 17:42:00
ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას.        "ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებს ცდება. ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში დანა ჩააგვარტყეს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე.      რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "სუ-24" თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.      მისი შეფასებით, "სუ-24"-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვება.      "ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად, თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტინორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვაგდო მათი თვითმფრინავი", - აღნიშნა პუტინმა. 
წაკითხვა
ნატოს საგანგებო სხდომა
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 15:26:00
 ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება,  რომელზეც     სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო       თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების საკითხზე    იმსჯელებენ.      ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე    ტარდება.          დღეს     თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
წაკითხვა
კრემლი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 15:06:00
,, შუძლებელია  თურქეთის მედიას  ქონდეს ინფორმაცია  როდის  და  რა  სდომის  გამართვას გეგმავს  პუტინი,, -აცხადებს  რუსეთის  პრეზიდენტის  პრეს-მდივანი   დიმიტრი  პესკოვი.     ინფორმაცია  იმის  შესახებ,  რომ  პუტინმა  საგანგებო  სხდომა  მოიწვია ციენენის  თურქეთის  ბიურომ  გაავრცელა.
წაკითხვა
თურქეთის მიერ ჩამოგდებული სუ 24 -ის ერთერთი მფრინავი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 14:13:00
ამის  შესახებ  ინფორმაციას    სიენენის   თურქეთის  ბიურო  ავრცელებს.      მეორე  მფრინავი  კი  შეიარღებულმა   სირიელმა   თურქმენებმა  ტყვედ  აიყვანეს.       ამ  დროისთვის  ორი  რუსული  ვერტმფრენი  მფრინავების  და  ჩამოგდებული თვითმფრინავის  ძებნის  ოპერაციას  ახორციელებენ.
წაკითხვა
რუსეთი ადასტურებს თვითმფრინავის კატასტროფას
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 13:22:00
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავმა სუ-24-მა განიცადა კატასტროფა.       სამინისტროს  ინფორმაციით,  დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად, სირიის რესპუბლიკაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავმა, სუ-24-მა განიცხადა კატასტროფა.     უწყების ცნობით, მფრინავთა ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათ, სავარაუდოდ კატაპულტირება შეძლეს.       "თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - აცხადებენ უწყებაში.
წაკითხვა
თურქებმა რუსული რვითმფრინავი ჩამოაგდეს
გამოქვეყნებულია: 2015-11-24 10:22:00
თურქულმა  ავიაციამ დღეს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.        სააგენტოს ცნობით,  თურქულმა გამანადგურებლებმა, თვითმფრინავი,   რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა, ავიადარტყმის შემდეგ კატასტროფა სირიის ქალაქ ლატაკიაში განიცადა.    მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს, ერთ-ერთი მფრინავი კი ადგილობრივებმა ტყვედ აიყვანეს.  თურქეთი მომხდარის შესახებ კონსულტაციას  ნატოსთან და  და გაეროსთან გაივლის.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ტერორისტების თავდასახმა მალის დედაქალაქში
გამოქვეყნებულია: 2015-11-20 13:01:00
ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო რედისონში შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. შენობა სპეცრაზმის ალყაშია.       თვითმხილველების   განცხადებით,    შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული.       სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ  ამერიკის   მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.
წაკითხვა
პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია
გამოქვეყნებულია: 2015-11-19 17:29:00
ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის პროკურატურა ავრცელებს.          უწყების ცნობით, აბაუდი გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.გვამის იდენტიფიცირების შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი.       "ბიბისი" წერს, რომ ტერორისტის ამოცნობა თითის ანაბეჭდით მოხდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა იმ ბინის შტურმისას აღმოაჩინეს, სადაც აბაუდი სხვა ტერორისტებთან ერთად იმყოფებოდა.    შტურმის დროს აბაუდის ნათესავმა, 26 წლის ასნა აიტ ბულანსენმა თავი აიფეთქა. 28 წლის ეთნიკური მაროკოელი აბდელჰამიდ აბაუდი - ბელგიის მოქალაქე იყო. 2010 წელს ის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელთან, სალაჰ აბდესლამთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ბელგიაში სასჯელს იხდიდა.       2013 წელს აბაუდი "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავდასხმები სირიიდან დაგეგმა.
წაკითხვა

უახლესი