საზოგადოებრივი
104.5 FM
  • ბოლო მონაცემებით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში 3 ტერორისტი მოკლულია, აქედან ერთ-ერთი - თვითმკვლელი ქალია, რომელმაც ე.წ.შაჰიდის ქამარი აამოქმედა.          სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" იტყობინება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი სამართალდამცველი დაიჭრა.      სააგენტო "ფრანს 24"  კი    იტყობინება, რომ პოლიციელებმა ორი ტერორისტი დააკავეს.       დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში, რომლის შტურმიც ამ წუთებში მიმდინარეობს, იმყოფება პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანთან ერთად.      საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, კრისტიან ტობირის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის  პრეზიდენტთან    საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა.      ამის შესახებ "ბი-ბი-სი" კრემლზე დაყრდნობით იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.      პრეზიდენტები შეთანხმდნენ, დაამყარონ უფრო მჭიდრო კონტაქტები სამხედრო უწყებებსა და ორივე ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის სირიაში ოპერაციის დროს.პუტინმა დღეს რუს სამხედროებს უკვე დაავალა ფრანგ კოლეგებთან ურთიერთობები სირიაში ოპერაციის ზონაში. საუბარი იმაზე, რომ რუსეთის სარაკეტო კრეისერმა "მოსკოვმა" კოორდინირება განახორციელოს ფრანგულ ავიამზიდთან.საუბრისას პუტინი და ოლანდი შეთანხმდნენ პირისპირ შეხვედრაზეც, რომელიც მოსკოვში 26 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი ოლანდი აშშ-ს პრეზიდენტს 24 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის თემაზეც იმსჯელებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც ფრანგული რადიოსადგური ღთL იტყობინება, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია , რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.       სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერორისტების ქმედებებს 13 ნოემბერს. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია.          ღთL-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "ბიბისი" იტყობინება, საფრანგეთმა ძებნა გამოაცხადა ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამიზე. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. ბელგიამ აბდესლამიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია. ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰი აბდესლამი, სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო. სალაჰ აბდესლამის გარდა, გამოძიება შემდეგ პირებს ასახელებს: ბრუსელის მკვიდრი მუჰამედ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დააკავეს, 31 წლის ბრაჰიმ აბდესლამი და 20 წლის ბილალ ჰადფი, რომლებიც თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ასევე პარიზის მკვიდრი 29 წლის ისმაილ ომარ მოსტეფა, რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაიღუპა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსახურები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.         პარიზში მომხდარი თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა. მხარებმა შესაბამის კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ის ძალაში უკვე შევიდა.               რუსეთმა და ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდებაზე კონტრაქტს 2007 წელსაც მოაწერეს ხელი. თუმცა, 2010 წელს, გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვმა კონტრაქტის შესრულება შეაჩერა. საპასუხოდ, ირანმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის C-300-ების მიწოდებაზე აკრძალვა გააუქმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. საკრუიზო გემი MV Lევიატჰან II ვანკუვერის კუნძულთან, ქალაქ ტოფინოს სიახლოვეს ჩაიძირა. კატასტროფის მომენტში ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა.       ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 18 ადამიანი გადაარჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.          საკრუიზო გემი კომპანია ჟამიე'ს ჭჰალე ჭატცჰინგ-ს ეკუთვნის, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს.        ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გააკეთა.      პუტინის  განმარტებით, მოსკოვი შეშფოთებულია ქვეყნის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებით.      "თქვენ რა, დემოკრატიაში ნატო-ს ჩვენს საზღვრებთან მოახლოებას გულისხმობთ? ეს დემოკრატიაა? ნატო სამხედრო ბლოკია. ამიტომ ჩვენ არა დემოკრატიის, არამედ ნატო-ს სამხედრო ინფრანსტრუქტურის მოახლოება გვაშფოთებს", - განაცხადა პუტინმა.     ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო.       მისი მოსაზრებით, რუსეთს ყველა შანსი აქვს, მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი "ლიდერი" გახდეს. ამასთან, ევროპასა და აშშ-სთან ურთიერთობის განვითარებისთვის მზად არის.      ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთისთვის საფრთხის მომცველია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ნატო-ს საპარლამენტო ასამბლიის  მიერ  მიღებული რეზოლუციის თანახმათ, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს, ბოსნია- ჰერცოგოვინას, მაკედონიისა და მონტენეგროს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ნატოს ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და ეროვნულ პარლამენტებს, უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია.        დოკუმენტის მიხედვით,  ასამბლეა რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციით გათვალიწნიებული  პირობები.      
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ერაყში, ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა.       ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო "ირნა"-ზე დაყრდნობით იტყობინება.      ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიაიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი - უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ", - წერს "ირნა".    ერაყულმა თვითმფრინავებმა ავიადარტყმა ერაყის დასავლეთში, პროვინცია ანბარში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მიიტანეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.         საგარეო უწყების ცნობით, ინციდენტი კვირას მოხდა. ოფიციალურმა ანკარამ თურქეთში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.      ანალოგიური შემთხვევა შაბათსაც მოხდა, როცა, თურქული მხარის ცნობით, რუსული გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.       თურქეთში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს, თავის მხრივ რუსმა დიპლომატმა განცხადა, რომ ინციდენტი "შეცდომით" მოხდა.         თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეშფოთება გამოთქვა. ნატო-ში კი რუსეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდეს.ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. "გამოვთქვამთ შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამასზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას "საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია სავარაუდოდ, 3 ან 4 თვე გაგრძელდება. პუშკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • როგორც "რია ნოვოსტი", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ იდლიბის რაიონი დაბომბა.      ავიერიშების შედეგად განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი.,,ბიბისი",  კი    რუსეთის ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის აცილების მიზნით, სამიზნეების შერჩევა გადამოწმებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.     რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" 12 ობიექტი დაბომბა.     მისი  თქმით,   სირიაში საჰაერო ოპერაციაში 50-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული.        რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, ავიაიერიშების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ამის შესახებ "ბიბისის" აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა აცნობეს. ვაშინგტონმა ოთხი ადგილი გამოავლინა, სადაც ისლამისტმა მებრძოლებმა სავარაუდოდ, მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენეს. ოთხივე ადგილი ერაყი-სირიის საზღვარზე მდებარეობს.        არსებობს ეჭვები, რომ "ისლამური სახელმწიფო" თავად აწარმოებს ქიმიურ იარაღს. თუმცა, არსებობს ასევე კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ექსტრემისტებმა ქიმიური იარაღი ერაყსა და სირიაში მდებარე საწყობებში აღმოაჩინეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "როიტერი"   ინფორმაციით,   შემთხვევა იგდირის პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდასხმა პოლიციის მანქანაზე განხორციელდა. ადგილობრივი სამართალდაცავი სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმა "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენლებმა განახორციელეს.        თურქეთის მთავრობა ქურთების წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, ვიდრე დაჯგუფება თურქეთის ტერიტორიას არ დატოვებს და იარაღს არ დაყრის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სამხედრო კონფლიქტების გამო 13 მილიონი მოსწავლე სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს _ ამის შესახებ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ინფორმაციით, კონფლიქტების შედეგად, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონები ზარალდებიან. ანგარიშის მიხედვით, სირიაში, ერაყში, იემენსა და ლიბიაში სასწავლო პროცესი თითქმის 9 ათას სკოლაშია შეწყვეტილი. საბრძოლო მოქმედებების გამო, სკოლების დიდი ნაწილი დაზიანებული ან სრულად განადგურებულია. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს სირიაში, ერაყში, ლიბიაში, პალესტინაში, იემენსა და სუდანში თავდასხმა 214 სკოლაზე განხორციელდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მოსკოვის ,,დომოდედოვოს’’ აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი პირველ სართულზე, ბარგის განყოფილებაში, სადენებს მოედო. ხანძარს 61 მეხანძრე და 17 ერთეული ტექნიკა აქრობდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. აეროპორტის ტერიტორიიდან 3 ათასამდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. დომოდედოვოს აეროპორტი შეზღუდვების გარეშე მუშაობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთი კიევის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭომ დაამტკიცა. ,,ყველა არსებული საფრთხე და ომის გამოწვევა, სამწუხაროდ, რუსეთთანაა დაკავშირებული. ყველა მათგანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხედრო დოქტრინაში, ასევე, საუბარია ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პირობებზე. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა ნატოს ბლოკგარეშე სტატუსზე უარს აცხადებს და ალიანსში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სვლას ისახავს მიზნად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4:30 საათზე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით კი თითქმის მთელ შენობას მოედო.ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. შემთხვევის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსიც მივიდნენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობაში შესვლა სცადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზით შეძლეს.         უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტებმა პოლიციას ჯოხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ყუმბარები ააფეთქეს.      აქცია უმაღლეს რადასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს, პარლამენტში კი დეპუტატები აღმოსავლეთ რეგიონისათვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭების საკითხზე მსჯელობდნენ.       რადას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დეცენტრალიზაციის საკითხს ეხება. სხდომის დაწყებამდე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თავად დეპუტატების ნაწილმაც გააპროტესტა. დახლოებით 50-მა პარლამენტარმა პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინა, რის გამოც სესია დაგვიანებით დაიწყო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
პარიზის გარეუბანში სამი ტერორისტი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2015-11-18 10:01:00
ბოლო მონაცემებით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში 3 ტერორისტი მოკლულია, აქედან ერთ-ერთი - თვითმკვლელი ქალია, რომელმაც ე.წ.შაჰიდის ქამარი აამოქმედა.          სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" იტყობინება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი სამართალდამცველი დაიჭრა.      სააგენტო "ფრანს 24"  კი    იტყობინება, რომ პოლიციელებმა ორი ტერორისტი დააკავეს.       დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში, რომლის შტურმიც ამ წუთებში მიმდინარეობს, იმყოფება პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანთან ერთად.      საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, კრისტიან ტობირის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
წაკითხვა
ოლანდი და პუტინი სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ
გამოქვეყნებულია: 2015-11-18 09:58:00
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის  პრეზიდენტთან    საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა.      ამის შესახებ "ბი-ბი-სი" კრემლზე დაყრდნობით იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.      პრეზიდენტები შეთანხმდნენ, დაამყარონ უფრო მჭიდრო კონტაქტები სამხედრო უწყებებსა და ორივე ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის სირიაში ოპერაციის დროს.პუტინმა დღეს რუს სამხედროებს უკვე დაავალა ფრანგ კოლეგებთან ურთიერთობები სირიაში ოპერაციის ზონაში. საუბარი იმაზე, რომ რუსეთის სარაკეტო კრეისერმა "მოსკოვმა" კოორდინირება განახორციელოს ფრანგულ ავიამზიდთან.საუბრისას პუტინი და ოლანდი შეთანხმდნენ პირისპირ შეხვედრაზეც, რომელიც მოსკოვში 26 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი ოლანდი აშშ-ს პრეზიდენტს 24 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის თემაზეც იმსჯელებენ.
წაკითხვა
გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა
გამოქვეყნებულია: 2015-11-16 14:42:00
როგორც ფრანგული რადიოსადგური ღთL იტყობინება, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია , რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.       სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერორისტების ქმედებებს 13 ნოემბერს. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია.          ღთL-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.
წაკითხვა
პარიზში მომხდარ თავდასხმებთან კავშირში მყოფი პირების და დაღუპულთა სია გამოქვეყნდა
გამოქვეყნებულია: 2015-11-16 12:43:00
როგორც "ბიბისი" იტყობინება, საფრანგეთმა ძებნა გამოაცხადა ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამიზე. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. ბელგიამ აბდესლამიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია. ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰი აბდესლამი, სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო. სალაჰ აბდესლამის გარდა, გამოძიება შემდეგ პირებს ასახელებს: ბრუსელის მკვიდრი მუჰამედ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დააკავეს, 31 წლის ბრაჰიმ აბდესლამი და 20 წლის ბილალ ჰადფი, რომლებიც თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ასევე პარიზის მკვიდრი 29 წლის ისმაილ ომარ მოსტეფა, რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაიღუპა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსახურები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.         პარიზში მომხდარი თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.
წაკითხვა
რუსეთი ირანს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა C-300-ს მიაწვდის
გამოქვეყნებულია: 2015-11-09 13:46:00
როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა. მხარებმა შესაბამის კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ის ძალაში უკვე შევიდა.               რუსეთმა და ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდებაზე კონტრაქტს 2007 წელსაც მოაწერეს ხელი. თუმცა, 2010 წელს, გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვმა კონტრაქტის შესრულება შეაჩერა. საპასუხოდ, ირანმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის C-300-ების მიწოდებაზე აკრძალვა გააუქმა.
წაკითხვა
5 ადამიანი დაიღუპა კანადაში გემის ჩაძირვის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-10-26 10:38:00
ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. საკრუიზო გემი MV Lევიატჰან II ვანკუვერის კუნძულთან, ქალაქ ტოფინოს სიახლოვეს ჩაიძირა. კატასტროფის მომენტში ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა.       ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 18 ადამიანი გადაარჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.          საკრუიზო გემი კომპანია ჟამიე'ს ჭჰალე ჭატცჰინგ-ს ეკუთვნის, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
პუტინი ნატოს აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2015-10-23 10:15:00
 ნატო-ს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კუთხით აშშ-ის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს.        ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გააკეთა.      პუტინის  განმარტებით, მოსკოვი შეშფოთებულია ქვეყნის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებით.      "თქვენ რა, დემოკრატიაში ნატო-ს ჩვენს საზღვრებთან მოახლოებას გულისხმობთ? ეს დემოკრატიაა? ნატო სამხედრო ბლოკია. ამიტომ ჩვენ არა დემოკრატიის, არამედ ნატო-ს სამხედრო ინფრანსტრუქტურის მოახლოება გვაშფოთებს", - განაცხადა პუტინმა.     ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო.       მისი მოსაზრებით, რუსეთს ყველა შანსი აქვს, მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი "ლიდერი" გახდეს. ამასთან, ევროპასა და აშშ-სთან ურთიერთობის განვითარებისთვის მზად არის.      ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთისთვის საფრთხის მომცველია.
წაკითხვა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
გამოქვეყნებულია: 2015-10-13 13:02:00
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლიის  მიერ  მიღებული რეზოლუციის თანახმათ, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს, ბოსნია- ჰერცოგოვინას, მაკედონიისა და მონტენეგროს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ნატოს ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და ეროვნულ პარლამენტებს, უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია.        დოკუმენტის მიხედვით,  ასამბლეა რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციით გათვალიწნიებული  პირობები.      
წაკითხვა
თარხან ბათირაშვილი ერაყში დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2015-10-12 12:49:00
ერაყში, ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა.       ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო "ირნა"-ზე დაყრდნობით იტყობინება.      ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიაიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი - უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ", - წერს "ირნა".    ერაყულმა თვითმფრინავებმა ავიადარტყმა ერაყის დასავლეთში, პროვინცია ანბარში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მიიტანეს.
წაკითხვა
რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია
გამოქვეყნებულია: 2015-10-06 13:29:00
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.         საგარეო უწყების ცნობით, ინციდენტი კვირას მოხდა. ოფიციალურმა ანკარამ თურქეთში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.      ანალოგიური შემთხვევა შაბათსაც მოხდა, როცა, თურქული მხარის ცნობით, რუსული გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.       თურქეთში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს, თავის მხრივ რუსმა დიპლომატმა განცხადა, რომ ინციდენტი "შეცდომით" მოხდა.         თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეშფოთება გამოთქვა. ნატო-ში კი რუსეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდეს.ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წაკითხვა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:56:00
შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს.
წაკითხვა
რუსეთს სირიის ოპოზიციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:51:00
თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. "გამოვთქვამთ შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამასზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას "საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია სავარაუდოდ, 3 ან 4 თვე გაგრძელდება. პუშკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
წაკითხვა
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი ავიაიერიშები მიიტანა
გამოქვეყნებულია: 2015-10-01 16:47:00
როგორც "რია ნოვოსტი", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ იდლიბის რაიონი დაბომბა.      ავიერიშების შედეგად განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი.,,ბიბისი",  კი    რუსეთის ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის აცილების მიზნით, სამიზნეების შერჩევა გადამოწმებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.     რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" 12 ობიექტი დაბომბა.     მისი  თქმით,   სირიაში საჰაერო ოპერაციაში 50-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული.        რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, ავიაიერიშების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა.
წაკითხვა
"ისლამური სახელმწიფო" ერაყსა და სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებს.
გამოქვეყნებულია: 2015-09-11 10:16:00
 ამის შესახებ "ბიბისის" აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა აცნობეს. ვაშინგტონმა ოთხი ადგილი გამოავლინა, სადაც ისლამისტმა მებრძოლებმა სავარაუდოდ, მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენეს. ოთხივე ადგილი ერაყი-სირიის საზღვარზე მდებარეობს.        არსებობს ეჭვები, რომ "ისლამური სახელმწიფო" თავად აწარმოებს ქიმიურ იარაღს. თუმცა, არსებობს ასევე კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ექსტრემისტებმა ქიმიური იარაღი ერაყსა და სირიაში მდებარე საწყობებში აღმოაჩინეს.
წაკითხვა
10 სამართალდამცველი დაიღუპა თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-09-08 09:55:00
"როიტერი"   ინფორმაციით,   შემთხვევა იგდირის პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდასხმა პოლიციის მანქანაზე განხორციელდა. ადგილობრივი სამართალდაცავი სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმა "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენლებმა განახორციელეს.        თურქეთის მთავრობა ქურთების წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, ვიდრე დაჯგუფება თურქეთის ტერიტორიას არ დატოვებს და იარაღს არ დაყრის.
წაკითხვა
სამხედრო კონფლიქტების გამო 13 მილიონი მოსწავლე სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს
გამოქვეყნებულია: 2015-09-03 12:30:00
სამხედრო კონფლიქტების გამო 13 მილიონი მოსწავლე სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს _ ამის შესახებ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ინფორმაციით, კონფლიქტების შედეგად, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონები ზარალდებიან. ანგარიშის მიხედვით, სირიაში, ერაყში, იემენსა და ლიბიაში სასწავლო პროცესი თითქმის 9 ათას სკოლაშია შეწყვეტილი. საბრძოლო მოქმედებების გამო, სკოლების დიდი ნაწილი დაზიანებული ან სრულად განადგურებულია. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს სირიაში, ერაყში, ლიბიაში, პალესტინაში, იემენსა და სუდანში თავდასხმა 214 სკოლაზე განხორციელდა.
წაკითხვა
მოსკოვის ,,დომოდედოვოს’’ აეროპორტში ხანძარი გაჩნდა
გამოქვეყნებულია: 2015-09-03 12:28:00
მოსკოვის ,,დომოდედოვოს’’ აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი პირველ სართულზე, ბარგის განყოფილებაში, სადენებს მოედო. ხანძარს 61 მეხანძრე და 17 ერთეული ტექნიკა აქრობდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. აეროპორტის ტერიტორიიდან 3 ათასამდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. დომოდედოვოს აეროპორტი შეზღუდვების გარეშე მუშაობს.
წაკითხვა
უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთი კიევის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა.
გამოქვეყნებულია: 2015-09-03 12:20:00
უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთი კიევის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭომ დაამტკიცა. ,,ყველა არსებული საფრთხე და ომის გამოწვევა, სამწუხაროდ, რუსეთთანაა დაკავშირებული. ყველა მათგანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხედრო დოქტრინაში, ასევე, საუბარია ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პირობებზე. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა ნატოს ბლოკგარეშე სტატუსზე უარს აცხადებს და ალიანსში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სვლას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
რვა ადამიანი დაიღუპა პარიზში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-09-02 11:23:00
 სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4:30 საათზე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით კი თითქმის მთელ შენობას მოედო.ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. შემთხვევის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსიც მივიდნენ.
წაკითხვა
კიევში დემონსტრანტებმა რადას შენობის შტურმი სცადეს
გამოქვეყნებულია: 2015-08-31 15:40:00
კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობაში შესვლა სცადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზით შეძლეს.         უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტებმა პოლიციას ჯოხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ყუმბარები ააფეთქეს.      აქცია უმაღლეს რადასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს, პარლამენტში კი დეპუტატები აღმოსავლეთ რეგიონისათვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭების საკითხზე მსჯელობდნენ.       რადას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დეცენტრალიზაციის საკითხს ეხება. სხდომის დაწყებამდე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თავად დეპუტატების ნაწილმაც გააპროტესტა. დახლოებით 50-მა პარლამენტარმა პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინა, რის გამოც სესია დაგვიანებით დაიწყო.
წაკითხვა

უახლესი