საზოგადოებრივი
104.5 FM
სასწრაფოდ
საზოგადოება
16 წლის ანა ბახტურიძეს ესაჭიროება დახმარება!!!
გამოქვეყნებულია: 2017-01-27 14:31:00
16 წლის ანა ბახტურიძეს დაუდგინდა თავის ქალის ფუძის სიმსივნე და ესაჭიროება ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. დახმარების მსურველებს გთხოვთ დარეკოთ მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე: 0901701226დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 555140990საქართველოს ბანკში და თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიში მიმღები მაკა გელაშვილისაქართველოს ბანკი: GE53BG0000000830451000 თიბისი ბანკი: GE57TB7185245061100006
წაკითხვა
პოლიტიკა
ბარათაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა
გამოქვეყნებულია: 2016-11-21 13:21:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.        გიორგი ბარათაშვილმა განცხადება მაუწყებლის კანცელარიაში დღეს შეიტანა.           მაუწყებლის ბორდი ახალი გენერალური დირექტორის ასარჩევად პროცედურებს იწყებს.           საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია თანამდებობაზე 10 დღის ვადაში კონკურსი გამოაცხადოს. ბარათაშვილი პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
უცხოეთის ახალი ამბები
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:41:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში. ამ წუთებში სამხედროების მობილიზაციაა სტამბოლში, მათ რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს ბოსფორის ხიდი, ქალაქის თავზე დაფრინავენ სამხედრო ვერტმფრენები, ათათურქის აეროპორტთან და ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია ტანკები და სამხედრო ტექნიკა. გენშტაბის ინფორმაციით, ხელისუფლება დაპატიმრებულია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
უცხოეთის ახალი ამბები
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:40:00
თურქეთის არმია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა ხელისფლება აიღეს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. განცხადების სრული ვერსია სახელმწიფო ტელევიზია TRT -ის ეთერში გადაიცა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია სამხედროებს აქვთ აღებული.გთავაზობთ ფრაგმენტებს განცხადებიდან, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. „განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან: კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღდგება; ქვეყანაში კვლავ გამეფდება კანონის უზენაესობა; აღდგება გაუარესებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ქვეყნის ადმინისტრაციისათვის ყველანაირი უფლებამოსილება ჩამორთმეულია. ძალაში რჩება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და ჩვენი ვალდებულება. ვიმედვონებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს გავაგრძელებთ“.Reuters-ის ცნობით, გაუქმებულია ყველა რეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან. CNN Turk-ის ჟურნალისტის ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინებში აყვანილნი არიან მძევლები. 
წაკითხვა
უცხოეთის ახალი ამბები
გადატრიალების მცდელობა თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 01:34:00
თურქეთის პრემიერმინისტრმა დაგმო სამხედრო „ჯგუფის“ მიერ ჩადენილი „უაკნონო ქმედებები“, რაც სტამბოლის ხიდების დახურვასა და დედაქალაქ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავების ფრენას გულისხმობს.ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედროთა მოქმედება უნებართვო იყო, თუმცა ეს არ არც გადატრიალება ყოფილა. მისი თქმით, მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.რამდენიმე საათის წინ, სამხედროთა ჯგუფმა სტამბოლში ჩაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორივე ხიდი, რომლებიც ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს.გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმოდა ანკარაშიც, სტამბოლოს აეროპორტის სიახლოვეს კი ტანკები იდგა.პრემიერი ილდირიმი ტელოკემპანია NTV-ს ტელეფონით ჩაერთო: „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მათი მხრიდან ეს მცდელობა არ დავუშვათ. ამ უკანონო ქმედებების ჩამდენნი სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯებიან“, იქვე პრემიერმა დასძინა, რომ აღნიშნული ქმედებების „გადატრიალებად“ შერაცხვა მართებული არ არის.
წაკითხვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია
გამოქვეყნებულია: 2016-06-15 14:08:00
პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო დგანს თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად,-ამის შესახებ საქართველოს  გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მან გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებიც გააცნო.“წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ამჟამად, ჩვენ ვკონცენტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე. ასევე, მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. „Freedom House” “-ის მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია,”-აღნიშნა პრემიერმა.
წაკითხვა
კულტურა
რობი იულიამსი „დინამო არენაზე“
გამოქვეყნებულია: 2016-05-31 14:12:00
უილიამსი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა. „Let Me Entertain You“ - - ამ სიმღერით კი, მან კონცერტი გახსნა. მსმენელს ქართულად მიესალმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მაყურებელს რამდენჯერმე სთხოვა, მის სიმღერას აჰყოლოდნენ.   კონცერტზე შესრულდა ყველასათვის ცნობილი ჰიტები მუსიკოსის რეპერტუარიდან.   კონცერტის მიმდინარეობისას, ბრიტანელმა მომღერალმა სცენაზე ქართველი გოგონა აიყვანა და მას მიუძღვნა ცნობილი ჰიტი „ She's the one" ”. მსმენელისთვის ერთ-ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა ბრიტანელი მომღერლის მიერ მამასთან ერთად შესრულებული დუეტიც. შთამბეჭდავი სანახაობა დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხიელ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.კონცერტის შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა: „ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში  არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“-აღნიშნა  ვილიამსმა.სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ეწვივნენ. მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოწყებული მასშტაბური პროექტის   „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა.
წაკითხვა
კულტურა
სტუმარი: პიანისტი ირაკლი ავალიანი, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს უცხოეთში
გამოქვეყნებულია: 2015-10-29 13:10:00
წაკითხვა
განათლება/მეცნიერება
ფიჭვნარის ნაქალაქარი-ბორცვი ნამჭედური 1.
გამოქვეყნებულია: 2015-10-08 16:12:00
ქობულეთისტუმარი: პროფესორი ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორი, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი 
წაკითხვა
პოლიტიკა
„მთავარია "რუსთავი 2"-მა გააგრძელოს მაუწყებლობა“- თეა წულუკიანი
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 14:36:00
 იუსტიციის მინიტრის შეფასებით, ყველა მედია საშუალებას აქვს გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების უფლება. მინისტრი ამბობს, რომ  ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე ამბები არ არის არც ხელისუფლების და არც მისი განხილვის საგანი.  თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეს საშულაება ექნება გადაწყვეტილება მშვიდ  გარემოში გამოიტანოს.     დღესვე იუსტიციის მინიტრი, ნაციოლალური მოძრაობის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და საჯარო რეესტრის ფუნქციები განმარტა. მისი თქმით, უწყება გამჭირვალედ  და ოპერატიულად მუშაობს.   შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“-  ხელისუფლება „ რუსთავის 2“-ის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა. ოპოზიცია  არგუმენტად, "რუსთავი 2"-ის მეპატრონეთა მხრიდან, საჯარო რეესტრში  წარდგენილი მოთხოვნის რეგისტრაციის გაჭიანურებას ასახელებს.
წაკითხვა
უცხოეთის ახალი ამბები
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს კინოლოგიური პროექტი K9 გადმოსცა
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:56:00
შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შს და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. მხარეები პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციურ ოპერაციასაც დაესწრნენ. პროექტ K9-ს გადმოცემის შემდეგ გაიზრდება შესაძლებლობები იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს.
წაკითხვა
უცხოეთის ახალი ამბები
რუსეთს სირიის ოპოზიციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:51:00
თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე. ამასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. "გამოვთქვამთ შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამასზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში. მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას "საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ავიაციის ოპერაცია სავარაუდოდ, 3 ან 4 თვე გაგრძელდება. პუშკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2015-10-02 13:47:00
ტელეკომპანიის დამცველებმა თავდაპირველად დააყენეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. ამის არგუმენტად ის დაასახელეს, რომ ურთმელიძეს უნდობლობას უცხადებენ. ამ შუამდგომლობას ქიბარ ხალვაშის მხარე შეეწინააღმდეგა. მოსამართლემ საკუთარი თავი არ აიცილა და აღნიშნული საქმის განხილვას კვლავ გააგრძელებს. "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობაც მოითხოვეს. ამის არგუმენტად კი დაასახელეს ის გარემოება, რომ პროცესს ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია და მთავარი იურისტი არ ესწრება. მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააყენა. ტელეკომპანიის ადვოკატებმა ამ დრომდე კიდევ ერთი შუამდგომლობის დაყენება მოასწრეს. კერძოდ, მათ საქმის მოსამართლეთა კოლეგიის მიერ განხილვა მოითხოვეს, თუმცა თამაზ ურთმელიძემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ავღანეთში 700 ქართველი სამხედრო გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2015-09-30 14:32:00
ავღანეთში ქართველი სამხედრეობის გაცილების ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ქართველი სამხედროები “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მიიღებენ მონაწლეობას. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანში იმყოფებოდა ემერიკის ელჩი საქართველოში იან კელი.
წაკითხვა
კულტურა
BBC PROMS-ის წლევანდელი ფესტივალის ჩანაწერები
გამოქვეყნებულია: 2015-08-29 13:10:00
სამეფო ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი შარლ დიუტუა, სოლისტი ელიზავეტა ლეონსკაია
წაკითხვა
პოლიტიკა
მოუსმენს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს? საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ
გამოქვეყნებულია: 2015-06-12 09:19:00
მოუსმენს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს? საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. მმართველ გუნდში გიორგი ქადაგიძის მოსმენის, შემდეგ სასესიო კვირაში გადადებას არ გამორიცხავენ და მიზეზად დღევანდელი პლენარული სხდომის დატვირთულ დღის წესრიგს ასახელებენ. დეპუტატების განცხადებით, ანგარიშის მოსმენის გადადება თავად ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და კანონმდებლებს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა შესაბამისი თხოვნით სიტყვიერად მიმართა. საკითხის განხილვის შესაძლო გადადების მიუხედავად, ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია. 
წაკითხვა
საზოგადოება
გმირთა მოედნის ესტაკადისა და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
გამოქვეყნებულია: 2015-06-12 09:18:00
გმირთა მოედნის ესტაკადისა და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა   საღამოს 19 საათამდე იმოქმედებს. საავტომობილო გზის ჩაკეტვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება. ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. აღნიშნული მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.
წაკითხვა
სამართალი/კრიმინალი
ლევან კორტავას საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 07:32:00
ლევან კორტავას საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. Dდაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს. საქალაქო სასამართლომ კორტავას საქმეზე ბრალდებულ 5 პირს თავისუფლების 15 წლით, ხოლო ერთ პირს  კი 22 წლით აღკვეთა მიუსაჯა.  სასამართლო პროცესი 10:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხით დაინტერესდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-02 13:10:00
 ზურაბ აზნაურაშვილის   განცხადებით,   ამ შემთხვევაში ისინი კანონმდებლობის იმ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ, რომლის მიხედვითაც,  უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.      "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. თუ მოხდება კანონმდებლობის დარღვევა, შეიძლება პროცესში ჩვენი სამსახურიც ჩაერთოს. კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.      მან "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ ოთხ წევრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ მათ მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება მოახდინონ.
წაკითხვა
მედიცინა/ჯანდაცვა
დავით სერგეენკომ რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2015-05-26 10:31:00
 ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა.     მინისტრი დაესწრო უფასო სკრინინგის პროცესს, ასევე დაათვალიერა რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა სტიმულატორები.     მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.     "მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, რომ გაძლიერებულიყოს და გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე აქტივობა რუსთაველის გამზირზე. აქ შეუძლიათ მოქალაქეებს ჩაიტარონ უფასო სკრინინგი, ჩ ჰეპატიტზე ანალიზი გაიკეთონ. ასევე წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების მანქანები და აღჭურვილობა. ეს ის მანქანებია, სადაც შესყიდვების რეიტინგში მოვხვდით, რომ 10 მილიონი დავხარჯეთ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მშვენიერ მანქანებში დავხარჯეთ ეს თანხა. ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რამდენიმე საჩვენებელი კუთხეა მოწყობილი და ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის საინტერესო იქნება ამ სიახლეების გაცნობა", - განაცხადა სერგეენკომ.  
წაკითხვა

უახლესი