საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:19:00
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ.        დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ვეტოს შინაარსი  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ  გააცნო.       დოლიძის თქმით, ეს დღე არის ისტორიული, რადგან პრეზიდენტის ვეტო გამოყენებული იქნა კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებით.       საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებიან.
წაკითხვა
პოლიტიკა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:17:00
ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს საქალაქო სასამართლოში დაიკითხებიან.        პაატა მეხრიშვილის  განცხადებით,   მათ აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, მეხრიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ჩვენებას არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არ მისცემს.        შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - პაატა მეხრიშვილს, მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.     მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჟვანია: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 13:14:00
 არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 22 პოლიტიკური გაერთიანება, 5 საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი გატარდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.        ცესკო-ს თავმჯდომარემ   ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური  ანგარიში გააცნო.        ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.      თამარ ჟვანიამ   პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული  საქმიანობაც  დეტალურად გააცნო.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლოა დავით ნარმანია დაინიშნოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:18:00
             საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე განხილვები ჯერჯერობით არ დაწყებულა.            „ლადო ჭანტურია ჯერ კიდევ არის ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, ვგულისხმობ გერმანიასთან კონსულტაციებს წარდგენის შემდეგ. როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ყვეელა ინფორმირებული იქნება. განხილვები დაწყებული არ არის“, - განაცხადა ჯანელიძემ.         ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა, შესაძლოა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაიკავოს.       „ვერ გეტყვით, მე პირველად მესმის ამგვარი რამ“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:15:00
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.    დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.   კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.   „ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 15:14:00
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.            „საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.        რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:         1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.      2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.          პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:08:00
 აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.        ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.      „ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.           სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:05:00
პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან ჩვენებების მიღებას სასამართლოს ძალით შეეცდება. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უწყება ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესებიდან მასალების მედიაში გასაჯაროვების საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ყველას დაკითხავს, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება.      შეგახსენებთ,   საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.       მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი: სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:04:00
სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ.   ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა, სადაც ის თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.       კვირიკაშვილის   განცხადებით, ხელისუფლებას შესწევს ძალა, მის მიერ მოპოვებული სტაბილურობა რისკის ქვეშ არ დააყენოს.         „ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. მე ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ამას ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად“, - განაცხადა პრემიერმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი:დასრულდა ხანა, როცა ოპოზიცია წარმატებულად ახერხებდა სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 11:02:00
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას მოსახლეობის აზრის ”სიცრუით მართვის” მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში დასრულდა ეს დრო.          ამ განცხადებით პრემიერი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.       „ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს და ვერ ექნება. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, - დასძინა პრემიერმა.       მისი   თქმით, გუშინდელ აქციებზე სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალათ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:59:00
 საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.      პატრიარქის მდივანის   მიქაელ ბოტკოველის  განცხადებით,   წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომას ეყოლება მდივანი, რომელიც მოგვიანებით წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ განცხადებას გააკეთებს.      წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ იმართება. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ძირითადად წელიწადში ორჯერ იკრიბება.       წმინდა სინოდის სხდომა 2017 წლის 9 მარტსაც გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილეს.
წაკითხვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:53:00
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.        შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.       თბილისის საკრებულოსთან გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. პარალელურად ასევე მიმდინარეობდა „ევროპული საქართველოს“ აქციაც. საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
წაკითხვა
პოლიტიკა
რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პრეზიდენტს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 10:52:00
 მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.        როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის დღეს 11  საათისათვის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, ხოლო სხდომის მოწვევა მოთხოვნილი იქნება 13 ოქტომბრის 11  საათიდან.
წაკითხვა
კულტურა
თელონიუს სფირ მონკი 100
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 09:15:00
თელონიუს სფირ მონკის დაბადებიდან 100 წელი გავიდა, მუსიკოსი, რომელსაც ჯაზის ფილოსოფოსს უწოდებენ.გადაცემის სტუმარი: ლადო ტატიშვილიგადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილიგადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალაძე
წაკითხვა
კულტურა
დეა სოსელიას პერსონალურ გამოფენაზე „ამანტე“გალერეა „ვანდაში“
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 08:30:00
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ჩოჩია
წაკითხვა
პოლიტიკა
1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 14:49:00
 1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს.        ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.      გარდა ამისა, 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ ჯარიმას დამრღვევი, სმს-ის მიღებიდან 10 დღის  ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
თალაკვაძე:პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 17:08:00
პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს.  ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ   პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.         "ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული",- განაცხადა თალაკვაძემ.          პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს შეეხო.
წაკითხვა
პოლიტიკა
მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 16:02:00
მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის წევრების პირისპირ შეხვედრა დაიწყო.       უმრავლესობის წევრები გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს გააცნობენ, რომლის შეცვლას, პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.      გიორგი მარგველაშვილთან იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელები.თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში  ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 15:15:00
            ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა.            რომეო მიქაუტაძე 2013-2017 წლებში “საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობდა. ახლა, კი "საქრუსენერგოს" დირექტორის მოადგილე იყო. მიქაუტაძე ენერგეტიკულ სექტორში შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიდა.      ბოლო ერთ თვეში ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის მინისტრის ორმა მოადგილემ დატოვა - ირაკლი ხმალაძემ და მარიამ ვალიშვილმა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 15:05:00
 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა.      ამის შესახებ მარიამ ვალიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.       მარიამ ვალიშვილი წერს, რომ ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება.         "ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი. 
წაკითხვა

უახლესი