საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის შვიდი წევრი შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 14:52:00
          საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან  შეხვედრაზე შვიდი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.         მმართველი გუნდიდან პრეზიდენტს შეხვდებიან უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.        პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა 16  საათზეა ჩანიშნული.        პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, ვეტო 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვებასთან და ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისთვის გამოიყენოს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 14:48:00
ადვოკატ   გიორგი ფანცულაიას  განცხადებით,    ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა.        "ანგარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვეღარ ვხედავთ. ბესიკ ბუგიანიშვილი ამბობს, რომ ოდესღაც განხორციელებული თანამდებობრივი გადაადგილება გიორგი მამალაძეს თურმე გაახსენდა წელიწადნახევრის შემდეგ და ამის გამო შურისძიებით გეგმავდა მკვლელობას. ეს არის აბსურდი. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამ მოსამართლეს შორის ორი მაინც არ აღმოჩნდება ბესიკ ბუგიანიშვილი და თავიდან ბოლომდე ის იქნება გამართლებული" , - განაცხადა ფანცულაიამ.         დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება.         დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
გვენეტაძე: 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 14:46:00
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება.     ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  განაცხადა.     რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით მომავალ წელს დაგეგმილ 4.5%-იან ზრდას, კობა გვენეტაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, შემდეგ წელს დაახლოებით, 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალური შეფასებაა, „მაგრამ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორი ზრდით დამთავრდება 2017 წელი“.
წაკითხვა
პოლიტიკა
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 14:42:00
 ე. წ. ციანიდის საქმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს.      ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის  შემდეგ განაცხადა.       როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მის მიმართ დასმულ კითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.         რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ მოითხოვა გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით, მისი თქმით, ეს მისი არჩევანია და ამაში არ არის ნდობა-არნდობის საკითხი. 
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდებით
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 14:41:00
 მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება.      ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ვენეციაში გამგზავრების წინ განაცხადა.        მისი  თქმით, წინასწარ დასკვნასთან შედარებით, შესაძლოა, დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შევიდეს.      ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება.      კობახიძის  განცხადებით,    გაიმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან. 
წაკითხვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 15:29:00
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო.          სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის დადგენილება გახდა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ სასამართლოს წარუდგინოს აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.             რაც შეეხება ვადას, მერიამ აღნიშნული ჩანაწერები დადგენილების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.         მოსამართლემ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ, მიმართა, თუ ჰქონდათ დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ აქციის პერიოდში იყო წვიმა, ეცვათ საწვიმარი ლაბადები და სამხრე კამერებით ჩაწერას ვერ მოახერხებდნენ.        შემდეგ სასამართლო პროცესამდე, ყველა დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
უმრავლესობა მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 14:01:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.           „ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვართ. შეხვედრა შედგება, რაც ძალიან კარგია. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის“, - განაცხადა   „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ.     უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრაზე წასვლას აპირებენ.      „თუკი მზადყოფნა არსებობს „ქართული ოცნების“ მხრიდან და ასეთივე მზადყოფნა გააჩნია პრეზიდენტს, ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.    უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ყოველთვის კარგია როდესაც მოლაპარაკებები მაგიდასთან მიდის და პოზიციები ასეთ ფორმატში თანხმდება.     „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ ვერ აკონკრეტებენ რა ფორმატში შედგება პრეზიდენტთან შეხვედრა და ვინ დაესწრება უმრავლესობის მხრიდან შეხვედრას. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მზად არის 4 ოქტომბერს უმრავლესობის წევრებს შეხვდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 14:00:00
პრეზიდენტი მზად არის, ხვალ, 4 ოქტომბერს უმრავლესობის წევრებს შეხვდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას პასუხობს.     „სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხდება სიტუაციების გართულება. ერთ კვირაზე მეტია პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა შეხვედრისთვის და ღიაა კომუკიკაციისთვის ყველა პარტიასთან, თუმცა ადგილი აქვს სპეკულაციებს. კიდევ ერთხელ ღიად ვაფიქსირებთ რომ პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს უმრავლესობის წევრებს, ხვალ, 16 საათზე პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტის მიერ 20 პარტიასთან ერთად სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ვერ გავიზიარებთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:58:00
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 6 ოქტომბერს, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასების საბოლოო დასკვნა დამტკიცდება.       კობახიძის განცხადებით, დასკვნა იქნება წინასწარ შეფასებით დოკუმენტზე დაფუძნებული. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის იმ ორი პირობის შესასრულებლად, რომელზეც შეთანხმებაც ვენეციის კომისიასთან შედგა.      საუბარია ბლოკებისა და ბონუსის საკითხის კონსტიტუციიდან ამოღებაზე.       კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება პრეზიდენტისადმი აღნიშნულ ორ საკითხზე ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.      კობახიძის    განმარტებით, ვენეციის კომისიასთან ორ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად აისახება სამომავლოდ კონსტიტუციაში. საუბარიაეს ბონუსისა და ბლოკების ამოღებაზე.       სტრასბურგში გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს გაიზიარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მმართველი გუნდის შეთავაზებას დათანხმდება.
წაკითხვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც ღებულობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:55:00
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცემა.         პრემიერმინისტრმა პარკინგის აშენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარკინგე ადგილის მშენებლობას პრაქტიკულად არაკომერციული მიზნებით იწყებს.        "ეს ადამიანი, პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება და რა კიდევ, ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება  იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა გამწვანდეს და მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის," - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.        რაც შეეხება თაბორის მთას, პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „გახრიოკებული ადგილის გამწვანება მოხდება“.           მისი ინფორმაციით, იგეგმება მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. პრემიერმა თანაგუნდელებს მიმართა „თამამად ისაუბრონ სიმართლეზე“. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე დაინტერესდება, შეიზღუდა თუ არა თბილისის დეპუტატების უფლებები
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:40:00
თბილისის მერიასთან გუშინ მომხდარ ინციდენტს და მერიის შენობაში პარლამენტის დეპუტატების არ შეშვების ფაქტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ შესაბამისი შეზღუდვა შესაძლებელია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხისას.        ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო ფაქტით დაინტერესდება და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ხატისკაცი: განადგურებულია ინფრასტრუქტურა
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:36:00
 თბილისის მერიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე განმარტებას აკეთებს თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი.           ნინო ხატისკაცის თქმით, გუშინდელი აქციის შედეგად, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებთან ერთად გამართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მერიაში შესვლა დღეს ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია.„გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას თავიდან ბოლომდე დაზიანდა მერიის შესასვლელი.  მოხდა განადგურება, როგორც ნარგავების, ასევე შესასვლელის ადაპტირებული ნაწილის. იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ალბათ დეტალები უნდა გავარკვიოთ. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები შეეცდებიან, რომ შენობა დაიცვან,“-აცხადებს ხატისკაცი.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრემიერი:"ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის"
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:35:00
 ნევროზიანი და გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობა. ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მერიასთან გუშინ გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა "პანორამა თბილისის" იმ პროექტზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და იმ სადავო საკითხებზე, რასაც ოპოზიციური პარტიები ბოლო რამდენიმე დღეა საკრებულოსა და მერიასთან აპროტესტებენ. პრემიერმა თანაგუნდელებსაც უსაყვედურა და ოპოზიციის ქმედებებზე მკაცრი კრიტიკა მოსთხოვა.      პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მსგავსი აქციებით ცდილობს ყურადღება მიიპყროს.        პრემიერმა თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცა.         გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საუბარია პარკინგის აშენებაზე, რომელიც სჭირდება ქალაქს. რაც შეეხება თაბორის მთას, კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „გახრიოკებული ადგილის გამწვანება მოხდება“.
წაკითხვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია დედაქალაქის მერიასთან
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 14:52:00
"ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის საკრებულოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების 21 ოქტომბრამდე შეჩერებას ითხოვენ.        ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიას არ მისცემს საშუალებას, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ.           "ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მიზნით შევიკრიბეთ, არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას ის უკანონო გადაწყვეტილება აღასრულოს, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ სამარცხვინო ვითარებაში მიიღო. ეს გადაწყვეტილება პოლიციის, სუს-ის და ზონდერების გადაწყვეტილებით მიიღეს. ერთი სული ჰქონდათ, რომ თავისი ბატონისთვის ეპატაკებინათ, რომ მისი სურვილი აღსრულებულია. ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ შეძლო ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა. მონურად ემორჩილებიან თავის ბატონს. იმ დღეს თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ამას თბილისი მოითმენს და ასეთ უკანონობას შეეგუება. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ლარის გადახდა სურს თბილისის ცენტრში არსებულ ქონებაში და პუშკინის სკვერში არსებული მართლაც ისტორიული ტერიტორია ასე უნდა მიითვისოს. ასევე 40 ჰექტარს მიუერთოს დამატებითი ტერიტორია თაბორის მთაზე", - განაცხადა  უდუმაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო, დედაქალაქის მერიის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.
წაკითხვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 14:48:00
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენები დაასახელა.        ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს „ბიძინა ივანიშვილის ნოტარიული ბიურო“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საკრებულოში პოლიციის გამოძახებას „საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია“ უწოდა.        ელისაშვილის  განცხადებით,  შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მის მიერ საკრებულოს დატოვება, მაგრამ ეს მომხდარ მოვლენებზე რეაქციაა. ელისაშვილმა მოუწოდა კოლეგებს, ვისაც აქვს ღირსების განცდა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დატოვონ თბილისის საკრებულო. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ამით საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებენ, რომ არ არიან „ერთი კაცის ნოტარიული ბიუროს ხმები და ყურმოჭრილი თანამშრომლები“.      ელისაშვილის თქმით, საკრებულოს დატოვების შსესახებ მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს. 
წაკითხვა
უცხოეთის ახალი ამბები
50-მდე გაიზარდა ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, დაშავებულია 200 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 12:46:00
ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200 ადამიანი. ათობით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ლას ვეგასის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომბრიფინგზე განაცხადა.ლას ვეგასში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი სასტუმროს 32-ე სართულიდან გახსნა. თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. ის სამართალდამცველებმა მოკლეს.გამომძიებლების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ქალის დაკითხვა, რომელიც სავარაუდოდ სროლის დროს თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა.თავდამსხმელის სახლში ამჟამად ჩხრეკა მიმდინარეობსლას ვეგასის ცენტრში, უმსხვილესი კაზინოს Mანდალაყ Bაყ-თან    სროლა საღამოს 22 საათზე მუსიკალური ფესტივალის დროს დაიწყო. ღონისძიებაზე შეკრებილები „ქანთრის“ შემსრულებელს ჯეისონ ოლდინს უსმენდნენ, როდესაც სროლა დაიწყო. კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. შეიარაღებული პირი ავტომატური იარაღიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ისროდა, რამაც სასტუმროს წინ მდებარე ღია მოედანზე პანიკა გამოიწვია. თავდამსხმელმა 130-ზე მეტი გასროლა განახორციელა.
წაკითხვა
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას თემურ გოგოხია შეასრულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 12:39:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ბადრი შონიას ნაცვლად თემურ გოგოხია შეასრულებს.           იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის  გიორგი მიქაუტაძის  განცხადებით,   თემურ გოგოხიას შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებლის რანგში დააკვირდეს მის საქმიანობას. ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ განმარტებები გააკეთა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბადრი შონიას კანდიდატურას გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარეობის პოზიციაზე.      მისი  თქმით, საბჭოს ბადრი შონიას საქმიანობის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, ის უმკლავდებოდა საქმეთა სიმრავლეს, თუმცა მისი განცხადებით, საბჭოს სურვილია, რომ მენეჯმენტი კარგად აეწყოს და კოლეგია, რომელიც 41 მოსამართლისგან შედგება, უფრო ეფექტური გახდეს.         შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ბადრი შონია ასრულებდა, რომელსაც ამავე კოლეგიის თავმჯდომარება სურდა. თუმცა დღევანდელ სხდომაზე მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მისი კანდიდატურა ჩავარდა. გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად თემურ გოგოხია შეასრულებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 12:35:00
 შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებს კი მაშველები რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ. ამ დროისათვის ბათუმში წვიმს.        შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის   ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სავარაუდოდ ხვალაც შენარჩუნდება. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 12:31:00
ნინო  ლომჯარია სამსახურიდან წასვლის მიზეზებს არ განმარტავს და აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი საინტერესო შეთავაზება განიხილოს.        ”მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად. მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო”, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.        ნინო ლომჯარია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილე იყო.  შეგახსენებთ,   აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილი დაინიშნა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
"ღია საზოგადოება საქართველოს" ანგარიში: 90-ზე მეტი საჩივარი და ორი დასრულებული გამოძიება
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 11:37:00
 90-ზე მეტი საჩივარი და მხოლოდ ორი დასრულებული გამოძიება - პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და განხორციელებული ზეწოლა - პენიტენციალურ სისტემაში არსებულ დარღვევებსა და საგამოძიებო უწყებების მიერ საქმეების გამოუძიებლობაზე საუბრობს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.      არასამთავრობო ორგანიზაციამ არსებულ ვითარებაზე ანგარიში  დღეს  წარმოადგინა.              ანგარიში 2012 წლიდან პერიოდს მოიცავს და ქვეყნის მასშტაბით, წამების საქმეებსა და მათზე რეაგირების კუთხით არსებულ მდგომარეობას აღწერს.       არასამთავრობო ორგანიზაციის  ინფორმაციით,   3 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორმა მთავარ პროკურატურას 90-ზე მეტი საჩივრით მიმართა, სისხლის სამართლის დევნა კი, მხოლოდ ორ საქმეზე დაიწყო.
წაკითხვა

უახლესი