საზოგადოებრივი
104.5 FM
საზოგადოება
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ბათუმს ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 08:42:00
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აგრძელებს ვიზიტს საქართველოში.დღეს ლუკაშენკო ბათუმს ეწვევა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.ასევე ბათუმში ხელი მოეწერება ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.
წაკითხვა
საზოგადოება
სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.29-2.30 ლარი ღირს
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 10:17:00
 სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.29-2.30 ლარი ღირს თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.29-2.30 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.27-დან 2.29 ლარის ფარგლებში იბარებენ.კომერციულ ბანკებში კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.30-დან 2.32 ლარამდე მერყეობს."საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.32 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2,26 ლარად."თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3200 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.2600 ლარად."ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.3070 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.2670 ლარად.ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2852 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.
წაკითხვა
საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის მიუხედავად, მთავრობას ნდობის ხელახალი გამოცხადება არ სჭირდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 10:21:00
ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს.    ელგუჯა ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.
წაკითხვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 14:42:00
 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. ამის მიზეზად ელგუჯა ხოკრიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.    „ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა“,- აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.
წაკითხვა
საზოგადოება
თბილისის მერია სითი პარკთან მოლაპარაკებებს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 14:44:00
 თბილისის მერია სითი პარკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, მოლაპარაკებებს იწყებს. მერიის გამნმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებთან  ხელშეკრულებაში ოთხი ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს."1. შეეზღუდოს „სითი პარკს“ ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ იგი მოძრაობას შეაფერხებს; 2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება; 3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით; 4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში სითი პარკს პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობას "კოლოსალური ჯარიმის" გადახდა მოუწევს."ეს ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - Eრნსტ & Yოუნგ-მაც დაადასტურა. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას სითი პარკისთვის არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ კი, არ იზარალოს ქალაქმა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში კომპანიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო მიღწეულ შეთანხმებებს გაასაჯაროებს. ვინაიდან საკითხი დელიკატურია, თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. დედაქალაქის მერია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელთა ინტერესი სახეცვლილ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერს მოუწოდა, სითი პარკთან კონტრაქტი გაწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატი თანამოაზრეებთან ერთად,  მერიასთან აქციების დაწყებას გეგმავს.
წაკითხვა
საზოგადოება
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარად არის შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 10:09:00
 სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.29-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ.კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.34 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.338 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.278 ლარად."თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.2800 ლარად. "ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.3300 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.2800 ლარად. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.
წაკითხვა
საზოგადოება
აზერბაიჯანში სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას გამორიცხავენ
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 10:44:00
 აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება. ”საქართველოს პროკურატურის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნით მიმართვა შეუფერებელია”, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ილგარ ველიზადემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ სააკაშვილი ბაქოში აპირებდა ჩასვლას. ამის შესახებ თავად სააკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა. “ბაქოში არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს. ამას გარდა, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადებულა. იგი ბაქოს სტუმრის სტატუსით, ღია საზოგადოებების მესამე გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ეწვია”, - განაცხადა აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნა ოფიციალურად გაუგზავნა. საქართველოს ექსპრეზიდენტი ბაქოში გუშინ ჩავიდა.
წაკითხვა
საზოგადოება
ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 11:50:00
 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ, უკვე ყოფილმა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ყიფიანმა  მისი მინისტრობის პერიოდში სამინიტროში განხორციელებულ  პროექტებსა და ქართველი სპორტსმენების წარამეტებაზეც ისაუბრა. ,,ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებთ, არ მინდა შევიდე დაპირისპრებაში ჩემი გუნდის წვრებთან, კერძოდ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა კომიტეტეის წევრებთან და მინდა მივმართო  პრემიერ-მინიტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით და წერილს კანცელარიაში ჩავაბარებ’, _განაცახდა ყიფინმა.
წაკითხვა
საზოგადოება
პრეზიდენტს ახალი მთავრობის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 13:11:00
 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.     საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.       საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.       საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.     პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
წაკითხვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარდეს
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 15:52:00
  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.    როგორც ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია უმნიშვენლოვანესი ღონისძიებები, მათ შორის EBღD-ის შეხვედრა თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი და არაერთი ვიზიტი.     „ამ გარემოებების გათვალისწინებით, მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს -  ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და უკვე ამ კვირაში, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები, რასაც 24-საათიანი მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტა სჭირდება. მე მინდა, მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს გუნდში, ერთ მზიანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორცეილდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წაკითხვა
საზოგადოება
თბილისის საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გიგი უუგულავას ადვოკატი სარჩელს შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2015-04-30 07:31:00
თბილისის საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გიგი უუგულავას ადვოკატი სარჩელს შეიტანს, ბექა ბასიალაიას განცხადებით სარჩელი შეეხება, კონსტიტუციის იმ ნორმატუიულ ნაწილს რომელიც შესაძლებელს ხდის პირი 9 თვეზე მეტი იყოს წინასწარ პატიმრობაში, მისი განცხადებით აღნიშნული კანონი არაკონსტიტუცურია და გიგი უგულავა იმყოფება უკანონო პატიმორბაში, გარდა ამისა თბილისის საქლააქო სასამართლოსი დღეს ბრალდებულ გიორგი უგულავას საქმის განცხილვა განახლდება საქმეშეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას,დღევანდელ პროცესზე დაიწყება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00საათზეა ჩანიშნული
წაკითხვა
საზოგადოება
მინისტრთა კაბინეტის 2 ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
გამოქვეყნებულია: 2015-04-30 07:35:00
მინისტრთა კაბინეტის 2 ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკითზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა უმრავლესობა კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს იკავებს. ,,ქართულ ოცნებაში” მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მიზნით რიგგარეშე სესიის მოწვევას არ გამორიცხავენ. მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებენ ,,თავისუფალი დემოკრატები” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. საპარლამენტო უმცირესობაში მმართველი გუნდსა და მთავრობას უპასუხისმგებლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა წარედგინება, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მინისტრთა კანიბეტი ლევან ყიფიანმა დატოვა. ეს მთავრობაში რიგით მეშვიდე ცვლილებაა.
წაკითხვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ნდობის ხელახლა გამოცხადებისათვის მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს
გამოქვეყნებულია: 2015-04-30 07:38:00
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ნდობის ხელახლა გამოცხადებისათვის მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს. მანამდე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ,,ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, რის შემდეგადაც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერი დააკომპლექტებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის. საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას ნდობა წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. აღნიშნული პროცედურები საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლით რეგულიორდება. მინისტრთა კაბინეტში 1/3 უკვე შეიცვალა. მთავრობის შემადგენლობა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გუშინ დატოვა. ეს რიგით მეშვილე ცვლილებაა. მანამდე მინისტრთა კაბინეთი ირაკლი ალასანიამ, მაია ფანჯიკიძემ, ალექსი პეტრიაშვილმა, დავით შავლიაშვილმა და ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვეს.
წაკითხვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნებას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2015-05-01 09:56:00
 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებულ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნებას სთავაზობს.ღარიბაშვილის განცხადებით, საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.,,მინდია ჯანელიძეს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავცდაცვის სამინისტროში მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ის არის ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი, ღირსეული პატრიოტი და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მოქალაქე. მე ბატონ მინდიას უკვე შევთავაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება. მოგეხსენებათ, რომ ეს საბჭო გახლავთ პრემიერთან არსებული ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს საბჭო უნდა ჩაიბაროს იმ ადამიანმა, რომელმაც ეს სფერო კარგად იცის. დავით სუჯაშვილი კი, რომელიც დღემდე იყო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დაუბრუნდება თავის ძირითად საქმიანობას, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმაჯანელიძის გათავისუფლების მიზეზების შესახებ, ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვა, პრემიერმა უპასუხოდ დატოვა.შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი წარადგინა. გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურაა წარადგენილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ბიზნესმენი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
წაკითხვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2015-05-01 10:35:00
 ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში  სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი  - ტარიელ ხეჩიკაშვილი.     რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია:   ეკონომიკის სამინისტრო  - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო   - კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო  - დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო   - სოზარ სუბარი, განათლება -  თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა -  ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა -  ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო  - ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო  – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო  – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო  – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო   – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო    – გიორგი მღებრიშვილი. ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.    კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა  პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.     საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.
წაკითხვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჯარისკაცებზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის
გამოქვეყნებულია: 2015-05-01 10:37:00
გავრცელებისთვის მედიის წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდას სთხოვს   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ  ჯარისკაცებზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის მედიასაშუალებების ნაწილს ბოდიშის მოხდას სთხოვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ქართველ ჯარისკაცებზე გაკეთებული სიუეტები გადაუმოწმებელ ინფორმაციას უკავშირდებოდა. „ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტები ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომელიღაც წყაროზე დაყდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს, რადგან ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები, ამიტომ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი დასაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენ ჯარისკაცებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  
წაკითხვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მთავრობის შემადგებლობის კარგად ჩამოსაყალიბებლად ერთ კვირიანი ვადა მისცა
გამოქვეყნებულია: 2015-05-01 10:57:00
 პრეზიდენტმა პრემიერ ერთკვირიანი ვადა მისცა რათა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებზე მშვიდად შეჯერდნენ.,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორულ რეჟიმში  მუშაობს”, -განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას. მისივე თქმით, საქართველო მძიმე ვითარებაში იმყოფება, შესაბამისად მარგველაშვილს გაუჩნდა კითხვა თუ რა სიხშირით უნდა იცვლებოდეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრები? ,,ამ რთული ვითარების ფონზე მე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები  და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგებლობის თაობაზე. ამ შემთხვევაში ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ  უფლებას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა  მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას”, -განაცახდა პრეზიდენტმა. ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები დღეს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს თინათინ ხიდაშელი დაიკავებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს– ტარიელ ხეჩიკაშვილი. პრემიერ-ნისტრმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტს, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს დღესვე წარუდგინოს.
წაკითხვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 12:57:00
ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მის წინამორბედთან მინდია ჯანელიძესთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგ  განაცხადა.      ხიდაშელის   განცხადებით,    მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ თავდაცვის უწყების სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გამიჯვნა იქნება."დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. მე ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეალურად გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წაკითხვა
საზოგადოება
დღევანდელი გადასახედიდან მაქვს სურათი, სად ვართ და ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა წავიდეთ
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 12:57:00
 ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტროში განაცხადა.    გიგლა აგულაშვილი სამინისტროში ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა. მოგვიანებმით აგულაშვილმა ხოკრიშვილი გააცილა და მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გააკეთა.         მისი  თქმით, პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე ამ მიმართულებით დგას, არ არის მხოლოდ სამინისტროს და სამინისტროს თანამშრომლების გადასაჭრელი. "ერთგვარი ხელშეკრულება მინდა გავაფორმო ჩვენს მოქალაქეებთან. ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო გადადგამს, იქნება მათთან ერთად განხორციელებული", - განაცხადა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.    ჟურნალისტების კითხვას, როგორი იქნება ჰესებთან დაკავშირებული პოლიტიკა, გიგლა აგულაშვილმა უპასუხა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოს დაცვის ევროპული პრინციპების დანერგვაა.
წაკითხვა
საზოგადოება
ყველა თანამშრომელი, ვინც აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 13:03:00
ამის შესახებ   პრემიერის მიერ დანიშნულმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.      მისი თქმით, სამინისტროს ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება.        "ჩემთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ამ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს თანამდებობას. იქნება გარკვეული ცვლილებები, ახალი პროექტებიდან გამომდინარე, თუმცა ძირითადი ბირთვი იქნება შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს სამინისტროში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
წაკითხვა

უახლესი