საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
ელისაშვილი საკრებულოს ტოვებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 11:36:00
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დღეს საკრებულოს ტოვებს.          მიზეზად, ელისაშვილი სამი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, თბილისში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი გადაეცა.     საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებს. კანდიდატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საკრებულოს დატოვებს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ნაწილის გადაცემა "ქართულ ოცნებას" ერთპარტიულად მოუწევს.
წაკითხვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 11:34:00
 "პატრიოტთა ალიანსის" წევრები  მოსკოვში   დუმის წევრებს შეხვდებიან. 5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.      "მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები," - განაცხადა გამგზავრებამდე ადა მარშანიამ.           ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.
წაკითხვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევევბს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 11:30:00
 ამ წუთებში უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილება.       გამოვლენილ დარღვევებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას სამოქალქო სექტორი, მათ შორის საოლქო კომისიებში არსებულ შეუსაბამობებზე.       „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის  ვლადიმერ ბოჟაძის  განცხადებით,     მათი  ორგანიზაციის საჩივარი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 2000 ლარით დააჯარიმეს, აღნიშნული აქტი გადაეგზავნა სასამართლოს.       ,,მე დარწმუნებული ვარ, სასამართლოც კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს იქნება კიდევ ერთ მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უზრუნველყონ, რომ მათი წევრები საარჩევნო ადმინისტრაციაში არ ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს, არამედ ასრულებდნენ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს,“ - განაცხადა ბოჟაძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:23:00
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს.        „საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა ,,ქართული ოცნებისა’’, ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას.        შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით.         ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებშიც აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას.       აქვე, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია და პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.
წაკითხვა
პოლიტიკა
დღეს რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:21:00
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14  საათზე გაიმართება.        პარლამენტის თავმჯდომარის   ირაკლი კობახიძის   განცხადებით,    ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, 24 სექტემბერს, 14:01 საათზე გაიგზავნა მოთხოვნა პრეზიდენტთან რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.             „ჩვენ 48 საათის განმავლობაში ვართ უფლებამოსილი, შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან ნებისმიერ დროს გავმართოთ პლენარული სხდომა და, შესაბამისად, შევუდგებით საკონსტიტუციო პროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:21:00
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება იგეგმება, მონაწილეობას არ მიიღებს.         ”ევროპული საქართველოს” წევრის   ირაკლი აბესაძის  განცხადებით,    უმცირესობამ საკუთარი წინააღმდეგობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიმართ პირველი მოსმენით კენჭისყრისას დააფიქსირა, ხოლო მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 13:28:00
 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ელოდება.       როგორც კობახიძემ   განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინა დასკვნაც პოზიტიური იყო.      "ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იმ დასკვნაში იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განცითარებას. ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან სრულიად არის თავსებადი, განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედებს",- განაცხადა კობახიძემ.ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დასკვნა დღეს უნდა გამოაქვეყნოს.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 13:28:00
 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პოზიტიურ დასკვნას ელოდება.       როგორც კობახიძემ   განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინა დასკვნაც პოზიტიური იყო.      "ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იმ დასკვნაში იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განცითარებას. ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან სრულიად არის თავსებადი, განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს მოქმედებს",- განაცხადა კობახიძემ.ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დასკვნა დღეს უნდა გამოაქვეყნოს.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე:2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:56:00
2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მზად არი იყო, მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავიდოდა. „ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა მანამდეც იცოდნენ.ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში სრულფასოვნად ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები და 2020 წლის შემდეგ, არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით",- განაცხადა კობახიძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:51:00
 ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება, - ამის შესახებ GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა.       მისი თქმით, დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება. კიკალიშვილი განმარტავს, რომ გზის ჩავარდნილ ნაწილსაც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს.          „მილი, რომელიც დაზიანდა, საბჭოთა პერიოდშია ჩადებული და შესაბამისად, დაზიანებისგან არავინ არ არის დაზღვეული. დაზიანდა და მოხდება აღდგენა. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ოპერატიულად მოქმედებს“, - განაცხადა კიკალიშვილმა.         მისი თქმით, ეს არის რვა კილომეტრიანი ქსელი, რომლის რეაბილიტაცია დაგეგმილია, მაგრამ მას მოკლე დროში ვერ გამოცვლიან.       თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მაღალი წნევის მილი, რის გამოც გზის საფარი დაზიანდა. კუბლაშვილის განმარტებით, ხიდზე დაზიანებები არ არის, ხოლო აღდგენით სამუშაოებს GWP ატარებს და დაზიანებულ მონაკვეთს უახლოეს პერიოდში აღადგენს.ზაჰესის ხიდთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილი დაზიანდა, რამაც ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზაც დააზიანა.
წაკითხვა
პოლიტიკა
კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:49:00
 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა. ამის შესახებ   პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი გენერალური აუდიტორის წარდგენის დროს განაცხადა.        მისი თქმით, ირაკლი მექვაბიშვილს აღნიშნულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე სამუშაოდ აუცილებელია.     „საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობისა და კორუფციის მაქსიმალურად პრევენციისთვის აუდიტის სამსახურის ეფექტიან მუშაობასა და დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ შევასრულებთ ამას მომავალი წლების განმავლობაშიც. გასული წლების მანძილზე, აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ. მინდა მადლობა გადავუხადო ლაშა თორდიას. გასული ხუთი წლის განმავლობაში, იგი ასრულებდა გენერალური აუდიტორის ფუნქციას. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ აუდიტის სამსახური ჩამოყალიბებულიყო და ჩამოყალიბდა ეფექტიან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ.წარმოგიდგენთ გენერალურ აუდიტორს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის. აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი და მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც კერძო ასვე საჯარო სექტორში, მათ შორის ეროვნულ ბანკში. მას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. გენერალურ აუდიტორს, ვფიქრობ უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პარლამენტი აუცილებლად იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ირაკლი მექვაბიშვილთან და აუდიტის სამსახურთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წაკითხვა
პოლიტიკა
სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:46:00
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის კორექტირების საკითხს განიხილავენ.       ოთხმა კომპანიამ, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციია", შპს ,,მტკვარი ენერჯი" შპს ,,გარდაბნის თბოსადგური" და შპს ,,ჯიფაუერი“-მა სემეკ-ში, საწარმოო ტარიფის კორექტირების მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს. განაცხადის შეტანის მიზეზი ჯერ უცნობია. გარდა ამ საკითხისა, დღეს კომისიის სხდომაზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა და "მტკვარი ენერჯის" საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილება, რომელიც ამ კომპანიებისთვის, იმ ვადების განსაზღვრას გულისხმობს, რა დროსაც შემდეგ მათთვის ტარიფის დაანგარშება მოხდება. საუბარია არა სამომხამრებლო არამედ, კომპანიებისთვის ელექტრო ენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა. დღის წესრიგის დეტალებზე საუბრობს სემეკ-ის პრესსამსახურის უფროსი, ქეთი ბერიკაშვილი. მისი თქმით, დღეს განსაზღვრული ტარიფი წლის ბოლომდე იმოქმედებს, კომისიის წევრები გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებენ.“ დღეს კომისია განიხილავს თბოელექტრისადგებისთვის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების საკითხს. ასეთი სულ ოთხი თბოელექტრისადგურია. ამავე დროს დაიწყებს კომისია მსჯელობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხებზე, ეს შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მესამე მეოთხე ბლოკებს და ასევე "მტკვარი ენერჯის" მე-9 ბლოკს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ეს არის პროცესი, რომლის პერიოდშიც კომისია დაიწყებს მსჯელობას, დოკუმენტაციის განხილვას და შემდგომ უკვე დაასრულებს პროექტის წარმოდგენით, რომელიც უკვე შეეხება 2018 წლის ელექტროენერგიის ტარიფების დადგენას. დღეისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას განისაზღვრება მხოლოდ ვადები, როდისაა გადაწყვეტილების მიღება. “- აცხადებს ქეთი ბერიკაშვილი.
წაკითხვა
პოლიტიკა
მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:45:00
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.       ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განახორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.      როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.
წაკითხვა
პოლიტიკა
მერია: ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 12:44:00
თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.         როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.            ”ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 15:35:00
 „პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.         კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.- ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;- მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.       შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
წაკითხვა
პოლიტიკა
ცესკო-ში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:18:00
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების, მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს 18  საათზე იწურება.         კანონმდებლობის თანახმად, წარმოდენილ სიებს საარჩევნო ადმინისტრაცია შეამოწმებს. „იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იქნება რაიმე ტიპის ხარვეზი, მხარეს ორი დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება. მხარეს ექნება შესაძლებლობა გამოასწოროს ხარვეზი და ხელახლა შეიტანოს სიები“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.       მისი  თქმით, ამ დროისთვის სიები ცხრა საარჩევნო სუბიექტს აქვს შეტანილი. მათგან სამი სია უკვე რეგისტრირებულია, დანარჩენი კი რეგისტრაციის პროცესშია.
წაკითხვა
პოლიტიკა
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:15:00
 საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.            საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.           „პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
საზოგადოება
თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:12:00
თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.         საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ინფორმაციით,    ადგილი სადაც ქართველ ტურისტთა ჯგუფი იმყოფება, რთულად მისადგომია, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა გახდა.        თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს.  ისინი  ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
წაკითხვა
პოლიტიკა
გიგაური: დეპუტატების მხრიდან არაკორექტული განცხადებები "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დისკრედიტაციას ემსახურება
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:05:00
 "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ პოლიტიკური ლიდერების ნაწილის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს იყო არასწორი და არაკორექტული შეფასებები.     გიგაურის განცხადებით, დეპუტატების მხრიდან არაკორექტული განცხადებები და შეფასებები ემსახურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დისკრედიტაციას.     მათი ინფორმაციით, ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს, მათ შორის დეპუტატების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე, ეს კი რიგით მეხუთე ანგარიშია, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასებები არ გაკეთებულა ამ ფაქტთან დაკავშირებით.      "მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას პარლამენტის ორი წევრის მხრიდან უკვე მოყვა სათანადო რეაგირება. კერძოდ,"ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და მამუკა ჩიქოვანმა "ევროპული საქართველოდან" მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.      იმედს ვიტოვებთ,რომ საქართველოს პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარლგებიან და ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ" - განაცხადა ეკა გიგაურმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი:არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:01:00
არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასოდეს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს "სილიკონ ველი თბილისის" გახსნისას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველოში იხსნება "სილიკონი ველი", ეს შესაძლებლობები, ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიოს რუკაზე. "საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევებისა და წარმატების ხარჯზე. ამით ვიყავით ცნობილი. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რომლებიც ანგრევენ კლიშეებს, ანგრევენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა, წაწევს წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც ვართ დღეს. მინდა, დღეს სტუდენტებს ვუთხრა, რომ არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ, უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო", - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტუდენტებს შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც კლიშეებს დაარღვევენ, ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცივილიზაციისკენ და საქართველოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე. 
წაკითხვა

უახლესი