საზოგადოებრივი
104.5 FM
პოლიტიკა
23 სექტემბრიდან პეკინის, შარტავას და კოსტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 13:00:00
23 სექტემბრიდან პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის გახსნისას განაცხადა.       დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე მოეწყო ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის ”ბას ლაინი”, რომელზედაც საქალაქო ტრანსპორტი 23 სექტემბრიდან ივლის.         თბილისის მერმა დღეს პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა.
წაკითხვა
პოლიტიკა
თბილისის მერმა დღეს პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 12:50:00
თბილისის მერმა   რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.      დავით ნარმანიას  განცხადებით,     პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. დედაქალაქის მერმა ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და ყველა საკომუნიკაციო კომპანიას ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.     მისი  თქმით,  GჭP-მ მიწისქვეშა წყალკანალიზაციის სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები შეასრულეს კომპანია ”თელასმა” ”ყაზტრანსგაზმა”, ”ახალმა ქსელებმა” ”მაგთიკომმა” და სხვა კომპანიებმა.       პეკინის ქუჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ქუჩაზე გამოიცვალა მოსაცდელები, გაფართოვდა ტროტუარი, რომელზედაც მოეწყო ველობილიკი. გამოიცვალა შუქნიშნები და მოეწყო „ბას ლაინი“ საქალაქო ტრანსპორტისათვის.       ნარმანიას განცხადებით, როდესაც გამწვანების სამუშაოები დაიწყება, შესაბამისი საქალაქო სამსახური ქუჩაზე ხეებს დარგავს, რათა პეკინმა რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინოს. პეკინზე უკვე განთავსებულია სკამები. პეკინის ქუჩაზე სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წაკითხვა
პოლიტიკა
დღეს ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 12:48:00
         პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება.         ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ, ნათლობის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.        ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 11:35:00
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 9 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება“, - ნათქვამია განცხადებაში.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს  7 საათზე აღდგება.
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 11:33:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.         „გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი.მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის.     სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.      კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა: სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის, სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 11:28:00
ვიცე-პრემიერმა, განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა  ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.          მინისტრის  განცხადებით,   მნიშვნელოვანია ბავშვი მივიდეს ისეთ სკოლაში, რომელიც მისთვის საინტერესო და სახალისო იქნება და პირადად ის ასეთ სკოლაში წასვლას ისურვებდა.           ჯეჯელავას  მიაჩნია, რომ   პედაგოგებმა  დაუმსახურებლად ბევრი კრიტიკა მიიღეს.           „ეს არის არაჩვეულებრივი და თავდადებული ხალხი თავისი საქმისთვის, რომელთაც არც კვალიფიკაცია და არც მოტივაცია აკლიათ. სკოლებში არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მე მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც წასვლა საინტერესო და სახალისოა, ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეეები და სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილისა და დავალების გარდა კიდევ რას გთავაზობს სკოლა. ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება“, - განაცხადა ჯეჯელავა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 11:18:00
      საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული.        წელს   პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ  პირველკლასელების დამრიგებლებსაც. წელს განათლების სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.        ასევე, 2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.       საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ზალკალიანი:აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი არ განხილულა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:34:00
 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი საერთოდ არ განხილულა. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს აშშ-სთან ყველა საკითხზე და ყველა დონეზე აქვს ურთიერთობა."ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია განიხილება, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში, ისე ორმხრივ დიალოგში. ბუნებრივია, ჩვენთვის პრობლემა არ არის ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ დონეზე დავაყენოთ ის საკითხი, რაც აქტუალურია საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.         შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.
წაკითხვა
პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ტრადიცია, რომ მმართველი გუნდი უფრო მეტი თანხის მობილიზებას ახდენს, გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:30:00
ტრადიცია გრძელდება, რომ მმართველი გუნდი უფრო მეტი თანხის მობილიზებას ახდენს, შესაბამისად ეს ტენდენცია არ დარღვეულა ამ არჩევნების წინაც, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ განაცხადა.         „ძალიან დიდია სხვაობა მმართველი გუნდისა და სხვა პარტიების მიერ მობილიზებულ თანხებს შორის. მიზეზებზე საუბარი რთულია, იმიტომ, რომ შეიძლება იყოს როგორც სამართლებრივი, ისე არასამართლებრივი მიზეზები. ჩვენ მხოლოდ ფაქტის შეფასება შეგვიძლია. ფაქტია, რომ შვიდ მილიონზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა დანარჩენ პარტიებს ნახევარი მილიონიც კი არ აქვთ. დარღვევებზე ამ ეტაპზე გაგვიჭირდება საუბარი. ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვახორციელებთ მონიტორინგს და შემოსავალსა და გაღებულ შემოწირულებასშორის თუ საეჭვო სხვაობას აღმოვაჩენთ, ამაზე გვექნება რეაგირება. ჩვენი კვლევა პროცესშია და კონკრეტულად ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, დაფიქსირდა თუ არა დარღვევა“, - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ.           შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე შემოწირულებების მონიტორინგის შუალედური შედეგების მიხედვით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ 7 343 993 ლარის ოდენობით.
წაკითხვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:25:00
       აშშ-მ ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან დაბრკოლებების და ბარიკადების მშენებლობა.  ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა  განაცხადა.       "აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის და სხვადასხვა ტიპის ბარიკადების მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დონეზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოვისმინეთ არაერთხელ მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები, გაიყვანოს საკუთარი შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ის აღიარება და ნაბიჯი რომელიც 2008 წლის აგვისტოში გადადგა. ამ კონკრეტული ნაბიჯით აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან დაბრკოლებების და ბარიკადების მშენებლობა, იქნება ეს მავთულხლართების, მიწაყრილების თუ ბანერების სახით. რამდენადაც, ეს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, ჰუმანიტარული კუთხითაც მძიმე გამოწვევებს ქმნის",- განაცხადა ციხელაშვილმა.           მისი  განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხნულების გავლება, რომელიც დღესაც გაგრძელდა, არის "სუფთა კლასიკური, ტრადიციული მეთოდი საოკუპაციო რეჟიმის, მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის მექანიზმი და წნეხი როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზეც".
წაკითხვა
პოლიტიკა
ორშაბათიდან პეკინის ქუჩა გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:23:00
ორშაბათიდან პეკინის ქუჩა სრულად იქნება გახსნილი როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის.  ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.       მისი  თქმით,   პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია პრაქტიკულად, დასრულებულია. საგზაო მოძრაობა მთლიანად აღდგა და უახლოეს 2-3 დღეში დასრულდება მარცხენა მხარეს არსებული ტროტუარების მოპირკეთება.        რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივების საკითხს, დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩეს, როგორც ეს დღეს არის.
წაკითხვა
პოლიტიკა
პეკინის ქუჩის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:19:00
პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება.          თბილისის მერის   დავით ნარმანიას  განცხადებით,   მერიაში შესულია შესაბამისი ბიზნეს წინადადება, რომელიც განხილვის ეტაპზეა.     დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და აუცილებლად იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.         მისი თქმით, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან.
წაკითხვა
პოლიტიკა
აშშ რუსეთს მოუწოდებს სქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარი გაიყვანოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:15:00
აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.       ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. „აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების და გამშვები პუნქტების დახურვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.       შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან" თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.         „აშშ-მ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ნარმანია: საჯარო სექტორში ვრჩები
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:14:00
       თბილისის მერი, დავით ნარმანია მერის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ისევ საჯარო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ დავით ნარმანია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.       "ვრჩები საჯარო სექტორში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ სამსახურში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
წაკითხვა
პოლიტიკა
დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო სხდომა დახურულად გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:35:00
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა, რადგან საკითხების კენჭისყრისთვის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ იყო.        დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.     "ვხედავ, რომ კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ კენჭისყრა დღეს არ ჩატარდება", - დასძინა კობახიძემ. დღევანდელი პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა.
წაკითხვა
პოლიტიკა
წულუკიანი:უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების მოთხოვნა, დადებითი პასუხი მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:32:00
უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების მოთხოვნა, ქართული მხარისგან დადებითი პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.        როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.       "უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში. კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.      მისი  თქმით, საუბარი იმაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, არ შეესაბამება სიმართლეს.       "ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი ჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა.        წულუკიანი იზიარებს სოზარ სუბარის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, სააკაშვილი თავად დაესწროს მის სასამართლო პროცესებს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სია გადაეგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:31:00
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამწევრიანი სია გადაეგზავნა. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, სიაში არიან ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი და ლადო ჭანტურია.      “მინდა დამატებით გაცნობით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო საქართველოს სახელმწიფოსგან სამწევრიანი, მრჩეველ ექსპერტთა საბჭოს მიერ მოწონებული მოსამართლეობის კანდიდატთა სია - ოთარ სიჭინავას, ლალი ფაფიაშვილისა და ლადო ჭანტურიას შემადგენლობით. სიის გადაცემის მომენტიდან დაიწყო კონკურსის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე, ჩვენ ვმუშაობთ სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობისა და წარმომადგენლის ხელშეწყობითა და დახმარებით იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად და წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და იმიჯიდან გამომდინარე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.       რაც შეეხება ევროსაბჭოში არასამთავრობო სექტორის მიერ გაგზავნილ წერილს, წულუკიანის თქმით, წერილის შინაარსი არ იცის, თუმცა იცის, რომ არასამთავრობო სექტორს ჰქონდა შესაძლებლობა კონკურსის მონაწილე ყოფილიყო და ამაზე უარი განაცხადა.
წაკითხვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში დაჭრილი ქართველების გამოჯანმრთელებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:27:00
გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა, მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში.   ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაცხადა.       გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოფიცრებს ის მისია შეახსენა, რაც მათ აღებული აქვთ ქვეყნის წინაშე, ამავე დროს ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების დამსახურებას გაუსვა ხაზი და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.        ”მიხარია, რომ ამ ამაღელვებელ წუთებში თქვენთან ერთად ვარ. ქართველი ოფიცრების ახალ პლეადას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წუთებს მათ ცხოვრებაში, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადეს ფიცი დაიცვან თავიანთი სამშობლო, მოქალაქეები. როდესაც მათ დაასრულეს სწავლა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები დგას მათ ცხოვრებაში.       ამავე დროს ჩემო თანამებრძოლებო, გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა. მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის პირველივე წუთებიდან გაგების შემდეგ, ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ. განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.          გუშინდელი და დღევანდელი დღე არის შეჯამება იმ ცხოვრებისა, რომელსაც გადის საქართველოს ჯარისკაცი და იმ ვალდებულებისა, რაც თქვენ ცოტა ხნის წინ აიღეთ ქართველი ხალხის წინაშე - დაიცვათ ჩვენი სამშობლო, დაიცვათ ჩვენი ინტერესები.       ამ მძიმე წუთებში, როდესაც ჩვენ განვიცდით ჩვენი თანამებრძოლების ჯანმრთელობას, ჩვენ ვლოცულობთ მათ გამოჯანმრთელებაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი:ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის გარკვეული თანხები ჩადებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:25:00
ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები პრემია-დანამატებისთვის, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, ანაზღაურების ფონდი შარშანდელთან შედარებით, 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული.  ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ მიღებული პრემია-დანამატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.           „ირაკლი შოთაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ინფორმაცია აბსოლუტურად ღია და გახსნილია. თვითონ აქვს შევსებული ეს დეკლარაცია და აქ დასამალი არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტში თავიდანვე ჩადებულია გარკვეული თანხები იმისათვის, რომ პრემია და დანამატი გაიცეს. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით 60 მლნ ლარით ნაკლებია გაცემული მთლიანად ანაზღაურების ფონდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.       რეგინფო.გე-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი - 18-ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძის წლიურმა ანაზღაურებამ 2016 წელს 117 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დანამატების თანხაა.
წაკითხვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:24:00
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.        რაც შეეხება უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყების ინფორმაციით, ის კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.         „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.
წაკითხვა

უახლესი