საზოგადოებრივი
104.5 FM

დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია 2015-05-29 10:19:00



შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულს ფიფას 209  დელეგატი გამოავლენს. არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც ფიფას უკვე 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში იორდანიის პრინცი ალი ბინ ჰუსეინია.
    არჩევნებს წინ უძღოდა გახმაურებული კორუფციული სკანდალი ფიფაში. ორი დღის წინ, ციურიხში ფიფას მაღალჩინოსნები, მათ შორის ვიცე პრეზიდენტები  ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო დააკავეს.
    ფიფა-ს ხელმძღვანელებს ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც. მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა.   
    ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასული.
    ზეპ ბლატერის განცხადებით, მას გამოვლენილ კორუფციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი სწორედ ის არის.
        რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს, გამარჯვებულის გამოსავლენად 209 ხმიდან 2/3 აღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მეორე ტური გაიმართება.
    ბლატერს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აზიური, ლათინური ამერიკის და აფრიკული ქვეყნებისგან. იორდანიის პრინცს კი მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის ქვეყნები.
    ბლატერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ საფეხბურთო მაღალჩისნობის ნაწილი. მათ შორის არის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.
    „ბლატერს მეგობრულად მოვუწოდებ, რომ უნდა გადადგეს“, - აღნიშნა პლატინმა.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი