საზოგადოებრივი
104.5 FM

თუ ვინმემ თურქულ ხელმძღვანელობაში გადაწყვიტა ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა

გამოქვეყნებულია 2015-12-17 13:09:00


ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქული ავიაციის მიერ რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ინციდენტზე საუბრისას გააკეთა,  როცა  მან თურქი ჟურნალისთის კითხვას უპასუხა.
      მისი თქმით, "სუ-24"-ის ჩამოგდებით ანკარამ "მტრული აქტი" განახორციელა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი "ის ქვეყანა არ არის", რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ რეგიონს დატოვებდა. მისი თქმით, თურქული ავიაციის ქმედებების შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა ჩ-400-ი განალაგა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე თურქული თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის მუდმივად არღვევდნენ. "ახლაც იფრინონ", - დასძინა პუტინმა.
     მისი მოსაზრებით, თურქეთში "მცოცავი" ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ათათურქი "საფლავში გადაბრუნდებოდა".
     რუსეთის პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.
     სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციაზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ის იქამდე გაგრძელდება, "სანამ სირიის არმიას მხარდაჭერა სჭირდება".
ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა სირიის პროვინცია ლატაკიაში რუსული ბაზის გახსნა, პუტინმა განაცხადა, რომ "არ იცის" რამდენად საჭიროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ რუსეთს "ვინმემდე მიწვდომა დასჭირდა, ისედაც მისწვდება".

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი