საზოგადოებრივი
104.5 FM

ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ

გამოქვეყნებულია 2015-12-17 15:45:00


ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ქართველი    ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
   "რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ", - განაცხადა პუტინმა.
      2008 წლის ომზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას "ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო" და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.
    "ეს მათი ისტორიული ბრალია", - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს "პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი" უწოდა. მისი თქმით, ამ გუნდმა უკრაინა "საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია".
     რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
"რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნად იმუშავოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პუტინმა.
       მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან "სიგნალებს ხედავს" და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.
            პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, "ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს".

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი