საზოგადოებრივი
104.5 FM

ერევანში ავტობუსის აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილმა ნივთმა გამოიწვია

გამოქვეყნებულია 2016-04-26 11:01:00


სომხეთის პოლიციის უფროსის   ვლადიმერ გასპარიანის  განცხადებით,    ერევანში ავტობუსის აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილმა ნივთმა გამოიწვია. ამის  შესახებ  ინფორმაციას სომხური მედია  ვარცელებს.     
      გასპარიანის   თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, იყო თუ არა ეს ტერაქტი, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ დროისთვის დაადგინეს, რომ ავტობუსის აფეთქება გაზით ან საწვავით გამოწვეული არ იყო. მანამდე, ვლადიმერ გასპარიანმა განაცხადა, რომ ავტობუსში ბომბი აფეთქდა.
      სომხეთის პროკურატურის ცნობით, მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევის მუხლით.
პოლიციაში კი ამბობენ, რომ აფეთქების ვერსიების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც გამომძიებლები და კრიმინალისტები სამუშაოებს დაასრულებენ.
      სამგზავრო ავტობუსი ერევნის ცენტრში გუშინ, საღამოს საათებში აფეთქდა. ოფიციალური მონაცემებით, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი