საზოგადოებრივი
104.5 FM

ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, დახურულია სტამბოლის ხიდები

გამოქვეყნებულია 2016-07-16 01:31:00



ცოტა ხნის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავენ, ამის შესახებ Reuters-ს თვითმხილველმა განუცხადა. 

კიდევ ერთმა თვითმხილველმა სტამბოლიდან, Reuters-ს აცნობა, რომ ვერტმფრენები დაფრინავენ თურქეთის უდიდესი ქალაქის ცაზეც. 

თურქული ტელეკომპანია NTV-ის ცნობით,დახურულია ბოსფორის სრუტეზე გადებული ორივე ხიდი, რომლებიც ერთმანეთთან სტამბოლის ევროპულ და აზიურ ნაწილებს აკავშირებს. 

ტელეკომპანია CNN Turkey-ს მასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდება ორი სამხედრო მანქანა და ჯარისკაცთა ჯგუფი ერთ-ერთი ხიდის შესასვლელთან. 

Dogan News Agency-ს ცნობით, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ანკარაში გამოძახებულია ყველა პოლიციელი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება მიღებული ზომები

დატოვე კომენტარი

უახლესი