საზოგადოებრივი
104.5 FM

თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს

გამოქვეყნებულია 2016-07-16 02:18:00


თურქეთის არმია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სამხედროებმა ხელისფლება აიღეს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

განცხადების სრული ვერსია სახელმწიფო ტელევიზია TRT -ის ეთერში გადაიცა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია სამხედროებს აქვთ აღებული. არმიის განცხადებით, ქვეყანას „სამშვიდობო საბჭო“ მართავს. 

გთავაზობთ ფრაგმენტებს განცხადებიდან, რომელსაც ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. 

„განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან: კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღდგება; ქვეყანაში კვლავ გამეფდება კანონის უზენაესობა; აღდგება გაუარესებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ქვეყნის ადმინისტრაციისათვის ყველანაირი უფლებამოსილება ჩამორთმეულია. 

ძალაში რჩება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და ჩვენი ვალდებულება. ვიმედვონებთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს გავაგრძელებთ“.

ცოტა ხნის წინ, CNN-ის თურქულ განყოფილებას ტელეფონით ჩაერთო რეჯეფ თაიფ ერდოღანი. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ამ ყველაფერს მოერევა. მანვე მომხრეებს ქუჩებში გამოსვლისა და მისი ხელისუფლების დაცვისკენ მოუწოდა. ერდოღანის თქმით, სამხედრო გადატრიალების შეთქმულები სასტიკად დაისჯებიან. 

Reuters-ის ცნობით, გაუქმებულია ყველა რეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან. CNN Turk-ის ჟურნალისტის ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინებში აყვანილნი არიან მძევლები. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოდაა ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი.

სავარაუდოდ, აღებულია თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფისიც. თუმცა, ამ დროისათვის გაურკვეველი რჩება ვინ ფლობს ხელისუფლებას. 

მიუხედავად ყველაფრისა, გადატრიალებას უარყოფს თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი

მოვლენებს ეხმიანება აშშ-ის სახხელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთში სტაბილურობა შენარჩუნდება. 

პროცესს ეხმაურება მოსკოვიც, რომელიც თურქეთს „სისხლისღვრის“ თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თურქეთში მყოფ თანამემამულეებს სახლებში დარჩენას ურჩევს. 

ცოტა ხნის წინ, თურქეთის მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა მონღოლეთში ვიზიტით მყოფი ფედერკა მოგერინი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ის მუდმივ კონტაქტზეა ევროკავშირის დელეგაციებთან ანკარასა და ბრიუსელში. „მოგიწოდებთ თავშეკავებულობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისაკენ“. 

წყარო: BBC, The Independent, Reuters

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სასწრაფოდ
გარდაცვლილია 17 პოლიციელი - თურქეთის გადატრიალება
გარდაცვლილია 17 პოლიციელი - თურქეთის გადატრიალება
წაკითხვა
სასწრაფოდ
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
წაკითხვა
სასწრაფოდ
თურქეთში განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
თურქეთში განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
პრეზიდენტმა უშიშროების სა
წაკითხვა
სასწრაფოდ
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
წაკითხვა
სასწრაფოდ
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
თურქეთის არმიის განცხადებით, სამხედროებმა ხელისუფლება აიღეს
წაკითხვა
გადატრიალების მცდელობა თურქეთში
გადატრიალების მცდელობა თურქეთში
წაკითხვა
სასწრაფოდ
ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, დახურულია სტამბოლის ხიდები
ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, დახურულია სტამბოლის ხიდები
წაკითხვა

უახლესი