საზოგადოებრივი
104.5 FM

გარდაცვლილია 17 პოლიციელი - თურქეთის გადატრიალება

გამოქვეყნებულია 2016-07-16 03:27:00


ანკარის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე პოლიციის შენობაზე ვერტმფრენით მიტანილი იერიშის შედეგად, 17 პოლიციელი დაიღუპა, — ამის შესახებ თურქეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ანკარის თავზე დაფრინავენ საჰაერო ძალების კუთვნილი ხოლამდები, რომელთა მიზანიც გადატრიალების მცდელობის უკან მდგარ სამხედროთა მიერ მართული ვერტმფრენების განადგურებაა.

კერძო ტელეკომპანია NTV-ის ცნობით, F-16 ტიპის ხომალდმა ამბოხებულთა კუთვნილი, Sikorsky-ს მარკის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

წყარო: The Independent

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე

უახლესი