საზოგადოებრივი
104.5 FM

გიორგი კვირიკაშვილი: სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან

გამოქვეყნებულია 2016-07-16 03:48:00



საქართველო თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას, თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან. ჯერჯერობით ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩვენს მხარეს კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები, გვქონდა ზარები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში ანუ უნდა გამოფრენილიყვნენ, მაგრამ ვერ გამოფრინდნენ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ. გვაქვს ცხელი ხაზი, როგორც სტამბოლში, ისე თბილისში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე

უახლესი