დიდუბის გამგებელი:ზარალი გამგეობის მასშტაბებს აღემატება
გამოქვეყნებულია 2017-01-30 10:44:00
დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება.
ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.