საზოგადოებრივი
104.5 FM

ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია 2017-02-23 14:14:00


დღეს აბიტურიენტებისვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

           მისი  განცხადებით, წწწ.ნაეც.გოვ.გე და ონლინე.ნაეც.გე -ზე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ აბიტურიენტები. რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება - ძირითად ეტაპზე, რომელიც 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ. 

    შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია, მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. მაგალითისთვის, ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ ან სხვა ენებზე. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცლილება ვეღარ განხორციელდება. 

              საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებამდე აქვთ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

    მისი განმარტებით, წელს მნიშვნელოვანი სიახლე გამოცდების ჩაბარების კუთხით არ არის. მაია მიმინოშვილის თქმით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ასევე დღეს დაიწყო, რომლის დროსაც გრანტის მოპოვების მსურველ სტუდენტებს მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

         ასევე გამოქვეყნდება "ცნობარი აბიტურიენტებისთვის" ელექტრონული ვერსია, ხოლო მისი ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტმა უნდა იხელმძღვანელოს რეგისტრაციის გავლისა და არჩევანის გაკეთებისას.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი