საზოგადოებრივი
104.5 FM

პრეზიდენტი:არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი

გამოქვეყნებულია 2017-09-21 13:01:00


არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასოდეს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს "სილიკონ ველი თბილისის" გახსნისას. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველოში იხსნება "სილიკონი ველი", ეს შესაძლებლობები, ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიოს რუკაზე. 

"საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევებისა და წარმატების ხარჯზე. ამით ვიყავით ცნობილი. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რომლებიც ანგრევენ კლიშეებს, ანგრევენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა, წაწევს წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც ვართ დღეს. მინდა, დღეს სტუდენტებს ვუთხრა, რომ არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ, უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. 

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტუდენტებს შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც კლიშეებს დაარღვევენ, ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცივილიზაციისკენ და საქართველოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი