საზოგადოებრივი
104.5 FM

სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს

გამოქვეყნებულია 2017-09-22 12:46:00


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების მიმდინარე წლის ტარიფის კორექტირების საკითხს განიხილავენ. 

      ოთხმა კომპანიამ, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციია", შპს ,,მტკვარი ენერჯი" შპს ,,გარდაბნის თბოსადგური" და შპს ,,ჯიფაუერი“-მა სემეკ-ში, საწარმოო ტარიფის კორექტირების მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს. განაცხადის შეტანის მიზეზი ჯერ უცნობია. 

გარდა ამ საკითხისა, დღეს კომისიის სხდომაზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა და "მტკვარი ენერჯის" საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილება, რომელიც ამ კომპანიებისთვის, იმ ვადების განსაზღვრას გულისხმობს, რა დროსაც შემდეგ მათთვის ტარიფის დაანგარშება მოხდება. საუბარია არა სამომხამრებლო არამედ, კომპანიებისთვის ელექტრო ენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა. დღის წესრიგის დეტალებზე საუბრობს სემეკ-ის პრესსამსახურის უფროსი, ქეთი ბერიკაშვილი. მისი თქმით, დღეს განსაზღვრული ტარიფი წლის ბოლომდე იმოქმედებს, კომისიის წევრები გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებენ.

“ დღეს კომისია განიხილავს თბოელექტრისადგებისთვის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების საკითხს. ასეთი სულ ოთხი თბოელექტრისადგურია. ამავე დროს დაიწყებს კომისია მსჯელობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხებზე, ეს შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მესამე მეოთხე ბლოკებს და ასევე "მტკვარი ენერჯის" მე-9 ბლოკს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ეს არის პროცესი, რომლის პერიოდშიც კომისია დაიწყებს მსჯელობას, დოკუმენტაციის განხილვას და შემდგომ უკვე დაასრულებს პროექტის წარმოდგენით, რომელიც უკვე შეეხება 2018 წლის ელექტროენერგიის ტარიფების დადგენას. დღეისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას განისაზღვრება მხოლოდ ვადები, როდისაა გადაწყვეტილების მიღება. “- აცხადებს ქეთი ბერიკაშვილი.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი