საზოგადოებრივი
104.5 FM

კობახიძე : მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა

გამოქვეყნებულია 2017-09-22 12:49:00


 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა. ამის შესახებ   პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი გენერალური აუდიტორის წარდგენის დროს განაცხადა. 

       მისი თქმით, ირაკლი მექვაბიშვილს აღნიშნულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე სამუშაოდ აუცილებელია.

     „საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობისა და კორუფციის მაქსიმალურად პრევენციისთვის აუდიტის სამსახურის ეფექტიან მუშაობასა და დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ შევასრულებთ ამას მომავალი წლების განმავლობაშიც. 

გასული წლების მანძილზე, აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ. მინდა მადლობა გადავუხადო ლაშა თორდიას. გასული ხუთი წლის განმავლობაში, იგი ასრულებდა გენერალური აუდიტორის ფუნქციას. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ აუდიტის სამსახური ჩამოყალიბებულიყო და ჩამოყალიბდა ეფექტიან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ.

წარმოგიდგენთ გენერალურ აუდიტორს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის. აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი და მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც კერძო ასვე საჯარო სექტორში, მათ შორის ეროვნულ ბანკში. 

მას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. გენერალურ აუდიტორს, ვფიქრობ უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. 

წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პარლამენტი აუცილებლად იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ირაკლი მექვაბიშვილთან და აუდიტის სამსახურთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი