საზოგადოებრივი
104.5 FM

თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას თემურ გოგოხია შეასრულებს

გამოქვეყნებულია 2017-10-02 12:39:00


თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ბადრი შონიას ნაცვლად თემურ გოგოხია შეასრულებს. 

          იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის  გიორგი მიქაუტაძის  განცხადებით,   თემურ გოგოხიას შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებლის რანგში დააკვირდეს მის საქმიანობას. ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ განმარტებები გააკეთა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბადრი შონიას კანდიდატურას გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარეობის პოზიციაზე.

      მისი  თქმით, საბჭოს ბადრი შონიას საქმიანობის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, ის უმკლავდებოდა საქმეთა სიმრავლეს, თუმცა მისი განცხადებით, საბჭოს სურვილია, რომ მენეჯმენტი კარგად აეწყოს და კოლეგია, რომელიც 41 მოსამართლისგან შედგება, უფრო ეფექტური გახდეს.

         შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ბადრი შონია ასრულებდა, რომელსაც ამავე კოლეგიის თავმჯდომარება სურდა. თუმცა დღევანდელ სხდომაზე მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მისი კანდიდატურა ჩავარდა. გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად თემურ გოგოხია შეასრულებს.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი