საზოგადოებრივი
104.5 FM

კვირიკაშვილი: ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც ღებულობს

გამოქვეყნებულია 2017-10-03 13:55:00


პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცემა.

         პრემიერმინისტრმა პარკინგის აშენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარკინგე ადგილის მშენებლობას პრაქტიკულად არაკომერციული მიზნებით იწყებს.

        "ეს ადამიანი, პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება და რა კიდევ, ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება  იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა გამწვანდეს და მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის," - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

        რაც შეეხება თაბორის მთას, პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „გახრიოკებული ადგილის გამწვანება მოხდება“.

           მისი ინფორმაციით, იგეგმება მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. პრემიერმა თანაგუნდელებს მიმართა „თამამად ისაუბრონ სიმართლეზე“. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი