საზოგადოებრივი
104.5 FM

პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა

გამოქვეყნებულია 2017-10-13 13:25:00


 სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 

     პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს. 

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს - „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია.

საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა. 

       გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს "მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში, კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე. 

       პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა

უახლესი