საზოგადოებრივი
104.5 FM

განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:38:00


 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

         „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა.       უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა. 

           შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
00
00
00
წაკითხვა
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა
"სამართლიანი არჩევნები": თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს
„სამართლიანი არჩევნები“ თიანეთში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, თიანეთის 20-ე ს
წაკითხვა

უახლესი