საზოგადოებრივი
104.5 FM

მაღლაფერიძე: ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა

გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:49:00


 ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

      მაღლაფერიძის შეფასებით, სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება  დაადასტურა.

       „ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია ღUGBY ჭOღLD ჩUP LIMIთED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. 

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მცხეთის სასამართლოს  გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კალაძე: მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის  შესახებ   გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტ
წაკითხვა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ამის შესახებ  განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
ადვოკატი: ხიზანიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა
შოთა ხიზანიშვილმა მისჯილი სასჯელი, წელიწადნახევარი, სრულად მოიხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვი
წაკითხვა
 შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ხიზანიშვილი საპყრობილიდან  დღეს  გათავისუფლდა. &l
წაკითხვა
"სამართლიანი არჩევნები": თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს
„სამართლიანი არჩევნები“ თიანეთში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, თიანეთის 20-ე ს
წაკითხვა
ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორი დააკავეს
ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორი დააკავეს
 თბილისში, ვანის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში მომუშავე პირია დაკავებული. ამის შე
წაკითხვა

უახლესი